სიყვარული ქარიშხალზე ძლიერია!
სიყვარული ქარიშხალზე ძლიერია!
ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის ყურის სანაპიროს 2005 წელს ქარიშხალმა „კატრინამ“ და „რიტამ“ გადაუარა, რომელსაც უზარმაზარი ზიანი მოჰყვა და არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაზარალებულთა შორის ათასობით იეჰოვას მოწმე იყო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეთა ფილიალის დავალებით სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტმა სწრაფადვე დაიწყო მოქმედება. ლუიზიანაში მათ 13 დახმარების ცენტრი, 4 საწვავის საწყობი და 9 სხვა საწყობი გახსნეს. მათი დახმარების არეალი 80 000 კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდებოდა. შეერთებული შტატების ყველა კუთხიდან და 13 სხვა ქვეყნიდან თითქმის 17 000 მოხალისე იეჰოვას მოწმე ჩამოვიდა გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად და აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად. შედეგებმა ცხადყო, რომ ქრისტიანული სიყვარული სტიქიაზე ძლიერია (1 კორინთელები 13:1—8).
მოხალისეებმა თანამორწმუნეთა 5 600-ზე მეტი სახლი და 90 სამეფო დარბაზი (იეჰოვას მოწმეთა შეხვედრების ადგილი) აღადგინეს. ეს ციფრები იმის მაჩვენებელია, რომ ფაქტობრივად ყველა დაზიანებული შენობა აღადგინეს. როგორც გალატელების 6:10-შია ნათქვამი, იეჰოვას მოწმეები ‘ყველას სიკეთეს უკეთებენ’, მათაც კი, ვინც მათ რწმენას არ იზიარებს.
იმის მიუხედავად, რომ ასეთი დახმარების აღმოჩენა დიდ მსხვერპლს მოითხოვდა, მათი თავგანწირვა უხვი კურთხევის გარეშე არ დარჩენილა. ვნახოთ, რა დაწერა შვიდმა იეჰოვას მოწმემ, რომლებსაც დახმარების საქმეში სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრათ.
„ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდი“
რობერტი: სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტში მსახურების პერიოდი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდი იყო. კომიტეტში ყველაზე უფროსი ვიყავი (67 წლის). მოხალისეთა შორის მრავალი გამორჩეული, სულიერად ძლიერი ახალგაზრდა იყო. ძალიან გამამხნევებელია იმის დანახვა, თუ როგორ უყვართ ახალგაზრდებს იეჰოვა და თანაქრისტიანები!
ჩემი მეუღლე, ვერონიკა, ყოველთვის მხარში მედგა. ამიტომაც შევძელით დაზარალებულთა დასახმარებლად წასვლა; როცა იმ სამსახურის დატოვება გადავწყვიტე, სადაც 40 წელზე მეტხანს ვიმუშავე, მან მომიწონა გადაწყვეტილება. ახლა კვირაში ერთ ღამეს ოფისების დამლაგებლად ვმუშაობთ. გავიმარტივეთ ცხოვრება და მცირედით კმაყოფილება ვისწავლეთ. სულიერად მოწიფულ ხალხთან მუშაობამ უკეთესად დაგვანახვა, რას ნიშნავს ცხოვრებაში სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება (მათე 6:33). არაერთხელ დავრწმუნებულვართ იმაში, რომ იეჰოვა ყოველთვის ზრუნავს თავის ხალხზე.
ფრენკი: სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების ბატონ-რუჟის ცენტრში სამზარეულოს ზედამხედველი ვიყავი. თავიდან სამზარეულოში მოხალისეთათვის საკვების მოსამზადებლად კვირაში შვიდ დღეს 10—12 საათს ვმუშაობდით, თუმცა მრავალ კურთხევას ვიმკიდით. ერთ-ერთი კურთხევა ის იყო, რომ საკუთარი თვალით ვხედავდით ქრისტიანული სიყვარულის ძალას.
სამზარეულოსთვის დასახმარებლად დაახლოებით ერთი კვირით მოსული მოხალისეები უფრო დიდხანს დარჩენას ითხოვდნენ. ბევრი მათგანი, ვისაც
ვემსახურებოდით, მადლობის ნიშნად ღია ბარათს გვიტოვებდა ან ტელეფონით გვირეკავდა. ჩემზე და ჩემს მეუღლეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოხალისეთა თავდაუზოგავმა მსახურებამ.„გააჟრჟოლა, როდესაც ყვებოდა“
გრეგორი: მე და ჩემმა მეუღლემ, ქეითმა, ლას-ვეგასში (ნევადა) სახლი გავყიდეთ და საცხოვრებლად პატარა მანქანა და ტრეილერი ვიყიდეთ. ცხოვრების გამარტივებამ საშუალება მოგვცა, ორ წელზე მეტის განმავლობაში დავხმარებოდით სტიქიით დაზარალებულებს. მაშინ უფრო მეტად გამოვცადეთ საკუთარ თავზე ბიბლიაში, კერძოდ კი, მალაქიას 3:10-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „გამომცადეთ . . . ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, [და ნახავთ] თუ არ გაგიხსნათ ცის კარიბჭეები და არ გადმოვცალო თქვენზე უხვი კურთხევა“.
ხშირად გვეღიმება, როდესაც ხალხი გვეუბნება: „თქვენ მართლაც თავდაუზოგავად ემსახურებით იეჰოვას!“ ოცდაათი წლის წინათ მე და ქეითს გვინდოდა, შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში გვემსახურა, მაგრამ შვილები გვყავდა აღსაზრდელი. რადგან გვსურდა მეტი გვეკეთებინა ღვთის მსახურებაში, უდიდესი სიამოვნებით ვეხმარებოდით დაზარალებულებს. აგრეთვე ძალიან გვსიამოვნებს იმ თანამორწმუნეებთან თანამშრომლობა, რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. მაგალითად, ერთ-ერთი მოხალისე ერთ ჩინებულ რესტორანში მთავარი მზარეული იყო, მეორე კი —შეერთებული შტატების ორი პრეზიდენტის მზარეული.
მრავალმა მოხალისემ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა თავის ცხოვრებაში სტიქიით დაზარალებულთა დახმარებაში მონაწილეობის მისაღებად. ერთ 57 წლის მოხალისეს გააჟრჟოლა, როდესაც ყვებოდა, თუ როგორ ეხმარებოდნენ დაზარალებულებს. ის მოწმეებიც გვამხნევებდნენ, რომლებმაც ვერ შეძლეს დასახმარებლად ჩამოსვლა. მაგალითად, ორმა მოხალისემ, რომლებიც წყალდიდობით დატბორილი სახლებიდან ობს ფხეკდნენ, მშობლიური შტატის, ნებრასკას, სამი კრებიდან მოიტანა დიდი ტრანსპარანტი, რომლის გაკეთებაში კრების ყველა წევრმა, მათ შორის ბავშვებმაც, მიიღო მონაწილეობა და, რომელსაც ყველა აწერდა ხელს.
„ათასჯერ მინახავს ჩემი თვალით, როგორ . . . იზრუნა [ღმერთმა] გაჭირვებაში მყოფ თავის ხალხზე“
უენდელი: ლუიზიანასა და მისისიპის ქარიშხალმა „კატრინამ“ რომ გადაუარა, მეორე დღეს შეერთებული შტატების ფილიალმა მთხოვა, დამედგინა, რამდენად დააზიანა ქარიშხალმა სამეფო დარბაზები და იეჰოვას მოწმეთა სახლები. ასე დაიწყო, ნაწილობრივ, დაკისრებული პასუხისმგებლობის შესასრულებლად და, ნაწილობრივ, საკუთარი ინიციატივით ჩემი მოგზაურობა. მე და ჩემი მეუღლე ჯანინი 32 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით ისეთ ადგილებში, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო, და აშკარად ვხედავდით, როგორ ზრუნავდა იეჰოვა თავის ხალხზე. მაგრამ ახლა ღვთის მზრუნველობა უფრო ფართო მასშტაბით დავინახეთ.
სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების ბატონ-რუჟის კომიტეტში თავმჯდომარედ ვმსახურობ. ეს რთული, მაგრამ უდიდესი კმაყოფილების მომგვრელი დავალებაა. ათასჯერ მინახავს
ჩემი თვალით, როგორ გადაჭრა ღმერთმა პრობლემები, გვაპოვნინა გამოსავალი და იზრუნა გაჭირვებაში მყოფ თავის ხალხზე ისეთი სახით, როგორც ამას მხოლოდ მოსიყვარულე, ყოვლისშემძლე მამა გააკეთებდა.მრავალი გვეკითხება: „ორ წელზე მეტი გავიდა, რაც აქ ხართ, და როგორ ახერხებთ შენ და შენი მეუღლე დახმარების კომიტეტში მსახურების გაგრძელებას?“ ეს ყოველთვის ადვილი არ იყო. ცხოვრებაში მრავალი ცვლილების მოხდენა მოგვიწია. მაგრამ დავინახეთ, რა დიდი სარგებლობა მოაქვს ‘თვალის სუფთად’ შენარჩუნებას (მათე 6:22).
პირველად რომ მივიღეთ მონაწილეობა ახალ ორლეანში სტიქიური უბედურების დროს გადარჩენილთა ძებნასა და დახმარებაში, დასვენებისთვის ძალიან ცოტა დრო გვრჩებოდა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ქალაქში ქაოსი სუფევდა და ქუჩებში — არეულობა. დავალება მართლაც ძალიან რთული იყო!
შევხვდით სტიქიით დაზარალებულ ათასობით მოწმეს. ვლოცულობდით მათთან ერთად, ვცდილობდით, გვენუგეშებინა ისინი, შემდეგ კი იეჰოვას დახმარებით საქმის კეთებას ვიწყებდით. ზოგჯერ ეს ორი წელი ორ საუკუნედ მეჩვენება.
არაერთხელ მიფიქრია, რომ ფიზიკურად და ემოციურად გამოვიფიტე, მაგრამ ამ დროს ახალი მოხალისეები ჩამოსულან — ზოგი რამდენიმე თვით, ზოგიც განუსაზღვრელი დროით. ძალებს მმატებდა მრავალი მხიარული და მონდომებული დამხმარის, მათ შორის ბევრი ახალგაზრდის, მზადყოფნა.
ხშირად ვგრძნობდით იეჰოვას დახმარებას. მაგალითად, ჩასვლისას ვნახეთ, რომ ხეებქვეშ ჩვენი ძმების 1 000-ზე მეტი სახლი იყო მოქცეული. ვინაიდან არ გვქონდა ამ რთული დავალების შესასრულებლად საჭირო აღჭურვილობა ფსალმუნი 65:2).
და არც პროფესიონალები გვყავდა, დახმარებისთვის იეჰოვას მივმართეთ ლოცვით. ზუსტად მომდევნო დღეს მოვიდნენ ძმები, მოიყვანეს სატვირთო მანქანა და მოიტანეს საჭირო იარაღები. ერთხელ ლოცვაზე პასუხი 15 წუთში მივიღეთ; სხვა დროს ლოცვა დამთავრებულიც კი არ გვქონდა, როცა იეჰოვამ გვიპასუხა! მრავალჯერ გამოვცადეთ, რომ იეჰოვა „ლოცვების მომსმენი“ ღმერთია! („მეამაყება, რომ იეჰოვას მოწმე ვარ!“
მეთიუ: ქარიშხალ „კატრინას“ ამოვარდნიდან მეორე დღესვე ორგანიზება გავუწიეთ 15 ტონა შემოწირული საკვების, წყლისა და სხვა აუცილებელი ნივთების სტიქიით დაზარალებული რეგიონებისთვის მიწოდებას. იეჰოვას ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალიან ხელგაშლილია!
თანაქრისტიანებისთვის მეტი დახმარების აღმოსაჩენად მე და ჩემი მეუღლე, დარლინი, ორი საათის სავალზე შევედით სტიქიით დაზარალებულ რეგიონში. ერთმა ადგილობრივმა მოწმემ ნახევარ განაკვეთზე მუშაობა შემომთავაზა; ასე რომ, შემეძლო თითქმის მთელი დრო დაზარალებულთა დასახმარებლად გამომეყენებინა. სხვა მოწმემ საცხოვრებელი ადგილი შემოგვთავაზა. ამგვარი სიყვარულის გამოვლენა გულს მადლიერებით მივსებს და მეამაყება, რომ იეჰოვას მოწმე ვარ!
ტედი: მე და ჩემმა მეუღლემ, დებიმ, მაშინვე გადავწყვიტეთ დავხმარებოდით სტიქიური უბედურებით დაზარალებულებს. რამდენიმე დღეში 9 მეტრიანი ტრეილერი ვიყიდეთ, რომელიც საკმაოდ მსუბუქი იყო და რომლის გამობმაც ჩვენს მანქანაზე შეიძლებოდა; ტრეილერის პატრონმა ნახევარ ფასში მოგვყიდა და ჩვენი მწირი ბიუჯეტით შევძელით მისი ყიდვა, რაც ჩვენს ლოცვებზე პასუხი იყო. ამ ტრეილერში ორ წელზე მეტი ვიცხოვრეთ.
გავყიდეთ ჩვენი სახლი და ქონების უმეტესი ნაწილი, რამაც მეტი შესაძლებლობა მოგვცა, გვემსახურა ახალ ორლეანში, სადაც აღდგენით სამუშაოებს ვუწევდი ზედამხედველობას. ყველაზე მეტად იმან აღგვაფრთოვანა, რომ იეჰოვა „ყოველგვარი ნუგეშის მამა“ იყო თავისი თაყვანისმცემლებისთვის. მრავალს დაენგრა სახლი და სამეფო დარბაზი; აგრეთვე ევაკუაციის შედეგად კრებისა და იმ ტერიტორიის დატოვება მოუწია, სადაც სასიხარულო ცნობას ქადაგებდა (2 კორინთელები 1:3).
„მათმა რწმენამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“
ჯასტინი: 2005 წლის ოქტომბერში ქვეყნის ფილიალმა წერილობით აცნობა კრებებს, რომ საჭირო იყვნენ მოხალისეები, რომლებიც მექსიკის ყურის სანაპირო ზოლში სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარებოდნენ. მე და ჩემმა მეუღლემ, ტიფანიმ, მაშინვე შევავსეთ განცხადება; 2006 წლის თებერვალში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ახალი ორლეანის ცენტრის მახლობლად მდებარე კენერის ჯგუფში მიგვიწვიეს; ეს ჯგუფი სახურავების შეკეთებაში იღებდა მონაწილეობას.
ყოველდღე რომელიღაც მოწმის სახლში ვმუშაობდით და ადგილობრივ მოწმეებთან გვიწევდა ურთიერთობა; მათმა რწმენამ და ღმერთზე მინდობამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყოველდღე ვხედავდით იმის დამამტკიცებელ ფაქტებს, რამდენად ამაო იყო მატერიალურ ნივთებზე დაიმედება. შეუძლებელია სიტყვებით გამოვხატო სიხარული, რომელიც მაშინ მეუფლებოდა, როდესაც ვხედავდი, რა შეაძლებინა იეჰოვამ თავის ხალხს და როგორ ეხმარებოდნენ თანაქრისტიანები ერთმანეთს!
[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]
ერთი დღე სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების ცენტრში
სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების ცენტრში სამზარეულოში მუშაობა დაახლოებით დილის ხუთის ნახევარზე იწყება. 7 საათზე მოხალისეები იკრიბებიან და საუზმის წინ 10 წუთის განმავლობაში ბიბლიურ მუხლს განიხილავენ. პროგრამის წამყვანი ამ დროს გულთბილად ესალმება ახალ მოხალისეებს და ზოგჯერ გამამხნევებელ შემთხვევებს ყვება.
სამადლობელი ლოცვის შემდეგ ყველა სიამოვნებით მიირთმევს ნოყიერ საუზმეს, შემდეგ კი თავიანთ დავალებებს ასრულებენ. ზოგი ცენტრში რჩება და მუშაობს ოფისში, სამრეცხაოში ან სამზარეულოში. სამზარეულო იმ მოხალისეებისთვისაც ამზადებს სადილს, რომლებიც ცოტა მოშორებით მუშაობენ.
ყოველ ორშაბათ საღამოს მოხალისეები იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული „საგუშაგო კოშკის“ სტატიის დახმარებით ბიბლიის შესასწავლად იკრიბებიან, რაც ყველა მოხალისეს სულიერობის შენარჩუნებაში ეხმარება; ეს კი მათ ყველაფრის სიხარულით ატანასა და დავალებული საქმისადმი სათანადო დამოკიდებულების შენარჩუნებაში ეხმარება (მათე 4:4; 5:3).
[სურათი 19 გვერდზე]
„თქვენზე არასწორი წარმოდგენა მქონდა“
ახალ ორლეანში მცხოვრებ ერთ ქალს კარზე გამოკრული ჰქონდა წარწერა: „იეჰოვას მოწმეებო, კარზე არ დააკაკუნოთ!“ ერთხელ მოხალისეთა ჯგუფმა მისი სახლის მოპირდაპირე მხარეს ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სახლის შეკეთება დაიწყო. ეს ქალი ყოველდღე ხედავდა, რა თბილი და მეგობრული ატმოსფერო სუფევდა მათ შორის. ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი მათთან მივიდა. როდესაც გაიგო, რომ მოხალისეები იეჰოვას მოწმეები იყვნენ, თქვა, რომ ქარიშხლის შემდეგ მის თანამორწმუნეებს არც კი დაურეკავთ. „როგორც ჩანს, თქვენზე არასწორი წარმოდგენა მქონდა“, — თქვა მან. ქალმა კარიდან წარწერა ჩამოხსნა და მოწმეებს სთხოვა, მასთანაც მისულიყვნენ.
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
რობერტი და ვერონიკა
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
ფრენკი და ვერონიკა
[სურათი 17 გვერდზე]
გრეგორი და ქეითი
[სურათი 17 გვერდზე]
უენდელი და ჯანინი
[სურათი 18 გვერდზე]
მეთიუ და დარლინი
[სურათი 18 გვერდზე]
ტედი და დები
[სურათი 18 გვერდზე]
ჯასტინი და ტიფანი