არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

შვიდი რჩევა მშობლებს (აგვისტო 2007). ეს ჟურნალი პასუხი იყო ჩემს ლოცვებზე. ოთხი წლის გოგონა მყავს. მას უყვარს იეჰოვა, მაგრამ როგორც მშობელს, მეშინია, რომ რაღაცაში შეცდომა არ დავუშვა. იეჰოვას ყოველდღე ვთხოვ, რომ ბავშვის აღზრდაში დამეხმაროს. მადლობელი ვარ, რომ ჩვენზე ასე ზრუნავთ.

ი. მ. ა. (მექსიკა)

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, გეგონება ეს სტატიათა სერია ჩვენი ოჯახისთვის გამოვიდა. ამ სტატიებში სწორედ ის საკითხებია განხილული, რომლებიც მოსვენებას არ მაძლევს. კიდევ ერთხელ დავინახე, როგორ ვუყვარვართ იეჰოვას და როგორ ზრუნავს ჩვენზე. მან მოისმინა ჩემი ლოცვები და დაინახა ჩემი ცრემლები. მან იცოდა, როგორ მჭირდებოდა ეს რჩევები.

ჯ. მ. (შეერთებული შტატები)

უამრავი სასარგებლო რჩევაა სულ რაღაც რამდენიმე გვერდზე. ისღა დაგვრჩენია, რომ ეს რჩევები გამოვიყენოთ.

ი. ლ. (ფინეთი)

დადებითად მოქმედებს ოპტიმიზმი თქვენს ჯანმრთელობაზე? (სექტემბერი 2007). წამოჭრილი პრობლემების გამო ხშირად საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ამ სტატიამ კი თვალი ამიხილა. ვფიქრობდი, რომ კარგი დედა არ ვიყავი, რის გამოც დიდი სტრესი მქონდა. თუმცა ადვილი არ არის, ოპტიმისტი ვიყო, ეს სტატია დამეხმარა, რომ მეტისმეტად აღარ მენერვიულა. მადლიერი ვარ, რომ იზრუნეთ ჩვენზე და ასეთი სტატია გამოაქვეყნეთ.

ა. ს. (ეკვადორი)

კბილის ტკივილი — აუტანელი ტკივილის ისტორია (სექტემბერი 2007). სტომატოლოგი ვარ და ლექციებსაც ვკითხულობ. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, ისე საინტერესოდაა სტატია დაწერილი. თქვენ არაჩვეულებრივად აღწერეთ კბილის მკურნალობის ისტორია. ეს სტატია ბევრ ჩემს მეგობარსა და კოლეგას წავაკითხე.

კ. რ. (შეერთებული შტატები)

ღმერთია დამნაშავე? (სექტემბერი 2007). მე და ჩემი მეგობრები ვიკრიბებით ხოლმე და ვსაუბრობთ, თუ როგორ მოვემზადოთ მოსალოდნელი სტიქიური უბედურებებისთვის. ცოტას წავიხემსებთ ხოლმე და შემდეგ მიმოვიხილავთ რჩევებს ამ სტატიის ჩარჩოდან — „გაქვთ ყველაფერი მომზადებული?“. შემდეგ ვმსჯელობთ იმაზე, თუ რით უნდა ვიყოთ აღჭურვილები სტიქიური უბედურების დროს, აგრეთვე იმაზე, რომ ზომიერება არ დავკარგოთ. ჩვენ გვესმის, რომ ღვთის მსახურებისთვის მთავარი აღჭურვილობა კი არა, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაა და ხალხისთვის ღვთის განზრახვის გაზიარება, რომ დედამიწაზე აღარავინ გახდება სტიქიური უბედურების მსხვერპლი.

რ. გ. (შეერთებული შტატები)

დაიცავით შვილები საფრთხისგან! (ოქტომბერი 2007). პატარა ვიყავი, როცა გამაუპატიურეს და დღემდე ვერ მითქვამს ეს ჩემი მშობლებისთვის. ამ სტატიებმა ძალიან მანუგეშა. მინდა, ყველა მშობელმა წაიკითხოს ეს ჟურნალი, რომ დაიცვან თავიანთი შვილები. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ დროული რჩევები მივიღეთ. ეს დიდი ნუგეშია მათთვის, ვინც გააუპატიურეს.

რ. ი. (იაპონია)