წყალი, რომელიც სიცოცხლის საწინდარია
წყალი, რომელიც სიცოცხლის საწინდარია
ერთხელ სამარიის გავლით გალილეაში მიმავალ დაღლილ-დაქანცულ იესოს მოსწყურდა. ჭასთან ჩამოჯდა და ერთ სამარიელ ქალს სთხოვა, მისთვის წყალი დაელევინებინა. ქალი გააოგნა იმან, რომ იუდეველმა წყალი სთხოვა. პირველ საუკუნეში ხომ იუდეველებსა და სამარიელებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ.
გაოცებულმა ქალმა იესოს ჰკითხა: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ ქალს, დამალევინეო?“
იესომ მიუგო: „რომ იცოდე, რა არის ღვთის უსასყიდლო ძღვენი და ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი მას და ის სიცოცხლის წყალს მოგცემდა“.
შემდეგ უთხრა: „ვინც ამ წყალს დალევს, ისევ მოსწყურდება, მაგრამ, ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“ (იოანე 4:1—15).
რომელ წყალს გულისხმობდა იესო?
ბიბლია ჩვენს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს „ცოცხალი წყლის წყაროს“ უწოდებს (იერემია 2:13). სიცოცხლე ღვთისგან ბოძებული ძღვენია. ჩვენი არსებობა დამოკიდებულია იმაზე, მივიღებთ თუ არა იმ წყალს, რომელსაც ღმერთი იძლევა.
დღეს სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. თუმცა მთელ მსოფლიოში აშკარად შეინიშნება სულიერი წყლის დეფიციტი. ხალხს წყალივით სჭირდება პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: რა მდგომარეობაში არიან მიცვალებულები? თუ არსებობს მათი ხელახლა ნახვის იმედი? რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას? დადგება ისეთი დრო, როცა აღარ იქნება ომი, დამნაშავეობა, შიმშილი, ავადმყოფობა? იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხების მოძებნა მხოლოდ ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია შესაძლებელი.
გამოცხადების 22:17-ში ვკითხულობთ: „მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“.
როდესაც იესო ჭასთან სამარიელ ქალს ესაუბრებოდა, მან ახსენა სიცოცხლის წყალი, რომელიც მხოლოდ ღვთის სიტყვიდან „მოედინება“. იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ შემოგთავაზონ ჭეშმარიტების სუფთა წყალი. ბიბლიის ბოლო წიგნში,უფრო მეტი რომ გაიგოთ იმის შესახებ, თუ რა კურთხევებს მოუტანს ღვთის სამეფო ადამიანებს, მიმართეთ იეჰოვას მოწმეებს უახლოეს სამეფო დარბაზში ან მისწერეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ შესაბამის მისამართზე. შეგიძლიათ აგრეთვე ისარგებლოთ შემდეგი ვებ-გვერდით: www.watchtower.org.
[ჩარჩო 8, 9 გვერდებზე]
მოუკლა წყურვილი რელიგიამ ადამიანებს?
ჭეშმარიტების წყურვილს ვერ დაგვიკმაყოფილებს ვერც მხოლოდ ეკლესიაში სიარული და ვერც მხოლოდ იმის თქმა, რომ რელიგიურები ვართ. ტრადიციულმა რელიგიებმა ხალხის მდგომარეობა უფრო დაამძიმა, ვიდრე შეამსუბუქა. მაგალითად, ომის დროს კათოლიკები კათოლიკებს ხოცავენ, პროტესტანტები — პროტესტანტებს და, ამ დროს, ორივე მხარე ღმერთს სთხოვს გამარჯვებას!
ამას ემატება ეკლესიებში მომხდარი არაერთი სკანდალური შემთხვევა, როგორიცაა სამღვდელოების მიერ დიდი თანხების მითვისება და სექსუალური ძალადობა ბავშვებზე. რელიგიების უმეტესობა ხალხს დაბინძურებულ „წყალს“ სთავაზობს (გამოცხადება 17:4—6; 18:1—5). ეს მდგომარეობა ტიტეს 1:16-ში ჩაწერილ სიტყვებს მოგვაგონებს: „ისინი ყველას წინაშე აღიარებენ, რომ იცნობენ ღმერთს, მაგრამ საქმეებით უარყოფენ მას“. რელიგიებმა ბევრი ვერაფერი გააკეთეს, რომ ხალხისთვის სულიერი წყურვილი მოეკლათ.
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
224-გვერდიანი წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, რომელიც 19 თავისგან შედგება, პასუხებს სცემს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს, როგორიცაა:
„რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?“
„რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“
«ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?»
„რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?“
[სურათი 9 გვერდზე]
დაეწაფეთ ‘ჭეშმარიტების წყალს’ სამეფო დარბაზში