რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს?
რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს?
შეერთებული შტატების ერთი საგანმანათლებლო ორგანიზაცია სკოლის მოსწავლეებს შემდეგ რჩევას აძლევს: „მოიწადინე და გააკეთე მაქსიმუმი“. ოღონდაც მიზანს მიაღწიონ და ზოგი ახალგაზრდა მზად არის, ნემსის ყუნწშიც კი გაძვრეს. მადელინ ლევინმა, რომელიც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, დაწერა: „დამატებითი საგნები, სხვადასხვა კლასგარეშე ღონისძიებები, კოლეჯსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად მომზადება თუ რეპეტიტორებთან სიარული მოსწავლეებს უკანასკნელ ძალებს აცლის“. ეს შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს ახალგაზრდის ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე.
თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი ძალიან დაძაბულია, დაელაპარაკეთ მასწავლებლებს. აუხსენით, როგორ მდგომარეობაშია ის, თქვენ გაქვთ ამის უფლება!
ბიბლია მოუწოდებს მშობლებს, რომ სერიოზული ყურადღება მიაქციონ იმას, თუ როგორ ვითარდება მათი ბავშვი. მოსემ ისრაელ მშობლებს უთხრა: „ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე [ღვთის კანონებზე] სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კანონი 6:7).
თქვენი შვილის განათლებით მეტისმეტი დაინტერესება არ ნიშნავს მისი პირადი ცხოვრების სრულად გაკონტროლებას. პირიქით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სიყვარულით ზრუნავთ თქვენს შვილზე. ასე დაეხმარებით შვილს დაძაბულობის მინიმუმამდე დაყვანაში.
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
აუხსენით მასწავლებლებს, რამხელა სტრესს განიცდის თქვენი შვილი