გასაღები 7 მტკიცე საძირკველი
გასაღები 7 მტკიცე საძირკველი
რას ნიშნავს? ნებისმიერ ნაგებობას მყარი საფუძველი სჭირდება, ათწლეულების მანძილზე რომ იდგეს. იმავეს თქმა შეგვიძლია ოჯახზეც. ოჯახი ბედნიერი იმ შემთხვევაში იქნება, თუ მისი წევრები სანდო რჩევებით იხელმძღვანელებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი? ოჯახურ ცხოვრებაზე რჩევები მრავლადაა წიგნებში, ჟურნალებსა თუ სატალევიზიო გადაცემებში. ზოგი კონსულტანტი ოჯახურ საკითხებში წყვილს ერთად დარჩენას ურჩევს, ზოგი კი განქორწინებისკენ მოუწოდებს. ხშირად ამ საკითხზე ექსპერტების თვალსაზრისიც იცვლება. მაგალითად, 1994 წელს ერთი ცნობილი ფსიქოლოგი, რომელიც მოზარდთა პრობლემებს სწავლობს, წერდა, თუ რას ფიქრობდა თავისი კარიერის დასაწყისში. მისი აზრით „ის ბავშვები, რომლებსაც მარტოხელა მშობლები ზრდიდნენ, უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე ისინი, რომელთა მშობლებსაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. ვფიქრობდი, რომ უვარგის მეუღლესთან ცხოვრებას გაყრა ჯობდა“. ოცწლიანი გამოცდილების შემდეგ მას თვალსაზრისი შეეცვალა. „გაყრა დიდი დარტყმაა ბევრი ბავშვისთვის“, — ამბობს ის.
შეხედულებები იცვლება. მაგრამ საუკეთესო რჩევა მხოლოდ ბიბლიურ პრინციპებს ეფუძნება. მე-3—8 გვერდებზე მოცემული სტატიათა სერიის კითხვისას, ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით, რომ ყოველი სათაურის გასწვრივ მოცემულია ბიბლიური პრინციპი, რომელიც ბევრ ოჯახს დაეხმარა. ცხადია, პრობლემები მათაც ექმნებათ, მაგრამ ბიბლიის დახმარებით ეს ოჯახები უფრო მტკიცეა. ჩვენ დარწმუნებული ვართ ბიბლიის სანდოობაში, რადგან მისი ავტორი ოჯახის დამფუძნებელი, იეჰოვა ღმერთია (2 ტიმოთე 3:16, 17).
სცადეთ. ჩამოწერეთ ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც მოცემულია მე-3—8 გვერდებზე სათაურების გასწვრივ. დაამატეთ ნებისმიერი სხვა ბიბლიური მუხლი, რომელიც პირადად თქვენ დაგეხმარათ. ხელთ გქონდეთ ამ მუხლების სია და ხშირად გადახედეთ.
მიზნად დაისახეთ. გამოიყენეთ ბიბლიური პრინციპები თქვენს ოჯახში.
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
მტკიცე საძირკვლის წყალობით თქვენი ოჯახი ნებისმიერ ქარტეხილს გაუძლებს