თქვენ შეძლებთ სიგარეტის მონობისგან გათავისუფლებას!
თქვენ შეძლებთ სიგარეტის მონობისგან გათავისუფლებას!
„გამბედაობა მოიკრიბე და იმოქმედე!“ (1 მატიანე 28:10). კიდევ რა უნდა გააკეთოთ, რომ საბოლოოდ დაძლიოთ ეს მავნე ჩვევა?
დანიშნეთ დღე. ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამინისტრო (აშშ) მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს სიგარეტის გადაგდება, ურჩევს, რომ უახლოესი ორი კვირის მანძილზე დანიშნონ დღე და მას შემდეგ ერთი ღერიც არ მოსწიონ. თქვენ უფრო გაგიძლიერდებათ სიგარეტის გადაგდების სურვილი. კალენდარზე მონიშნეთ ეს დღე, უთხარით ამის შესახებ მეგობრებს, და რაც არ უნდა მოხდეს, არ შეცვალოთ გადაწყვეტილება.
გააკეთეთ ჩანაწერები. შეგიძლიათ დაწეროთ ქვემოთ მითითებული პუნქტები ან დაამატეთ ისეთი რამ, რაც გაგიძლიერებთ მოტივაციას:
● რატომ ანებებთ თავს სიგარეტის მოწევას?
● მათი ტელეფონის ნომრები, ვისაც მოწევის ცდუნების დროს დაურეკავთ
● ბიბლიური აზრები ან ისეთი ბიბლიური მუხლები, როგორიცაა გალატელების 5:22, 23, რაც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში
ყოველთვის ხელთ გქონდეთ ეს ჩანაწერები და დღეში რამდენჯერმე გადაიკითხეთ. მაშინაც კი, თუ გადააგდებთ სიგარეტს, მაგრამ მაინც მოგინდებათ მოწევა, გადახედეთ ამ ჩანაწერებს.
მოერიდეთ ყველაფერს, რაც მოწევას მოგანდომებთ. სანამ დღეს დანიშნავთ იმისთვის, რომ აღარ მოსწიოთ, შეეცადეთ ნელ-ნელა მოიშოროთ ძველი ჩვევები. მაგალითად, თუ დილით გაღვიძებისთანავე ეწეოდით, ერთი ან რამდენიმე საათი გადადეთ მოწევა. თუ სადილის დროს ან მის მერე ეწეოდით, შეეცადეთ აღარ მოსწიოთ. მოერიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც მწეველები არიან. საკუთარ თავს შთააგონეთ: „აღარასდროს მოვწევ!“ ეს შეგამზადებთ იმისთვის, რომ დანიშნული დღიდან აღარ მოსწიოთ. თუ ასე გააგრძელებთ, მალე ყოფილი მწეველი დაგერქმევათ.
მოემზადეთ. დანიშნული დღისთვის მოიმარაგეთ სტაფილო, საღეჭი რეზინი, თხილეული და ასე შემდეგ. შეახსენეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომ დანიშნული დღე ახლოვდება და მათი დახმარება დაგჭირდებათ. თვალს მოარიდეთ სანთებელა, საფერფლე და სიგარეტი, რომელიც შესაძლოა გედოთ ტანსაცმლის ჯიბეში, მანქანაში, სახლსა თუ სამსახურში. შეიძლება გეუხერხულოთ, მეგობარს სთხოვოთ სიგარეტი, მაგრამ თუ სახლში სადმე სიგარეტი გეგულებათ, გაცილებით ადვილად ცდუნდებით. ღმერთს მიმართეთ დახმარებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო ღერს მოსწევთ (ლუკა 11:13).
მრავალმა „გაწყვიტა ურთიერთობა“ თავის „ვერაგ მეგობართან“, სიგარეტთან. თქვენც შეძლებთ ამას. სანაცვლოდ, უკეთესი ჯანმრთელობაც გექნებათ და სიგარეტსაც აღარ დაემონებით.
[სურათი 9 გვერდზე]
ყოველთვის ხელთ გქონდეთ ეს ჩანაწერები და დღეში რამდენჯერმე გადაიკითხეთ