ჩრჩილის თვალი
ვინ შექმნა?
ჩრჩილის თვალი
● ჩრჩილები უმეტესად ღამით დაფრინავენ. სიბნელეში ზოგი ცხოველი და ფრინველი ადვილი შესამჩნევია, რადგან მათი თვალები ანათებს, ჩრჩილს კი შენიღბვის საოცარი უნარი აქვს; მისი თვალის რქოვანა შუქს არ ირეკლავს.
დაფიქრდით: ჩრჩილის თვალს აქვს უჩვეულო რქოვანა, რომელიც შედგება ექვსკუთხა თვალაკებისგან. თითოეული თვალაკი ერთმანეთზე მიწყობილ მიკროსკოპულ ბუშტუკებს შეიცავს. ზომით ბუშტუკები „თვალით აღქმული სინათლის სიგრძის ტალღის ზომაზე ნაკლებია“, — აღნიშნა ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორ-ასისტენტმა ქიმიური ინჟინერიის დარგში პენგ იანგმა. ჩრჩილის თვალში არსებული თვალაკების ფორმა და ზომა განაპირობებს იმას, რომ მისი თვალი არ ირეკლავს შუქს და ნებისმიერი კუთხით მიღებული სინათლის ტალღას შთანთქავს. პაწაწინა ბუშტუკები 200—300 ნანომეტრი სისქისაა. ეს უმცირესი ზომა უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, ბუშტუკების სისქე შევადაროთ ადამიანის თმის ღერის სისქეს. ადამიანის თმის ღერი 80 000 ნანომეტრი სისქისაა!
ინჟინრები იმედოვნებენ, რომ ჩრჩილის თვალის რქოვანას უკეთესად შესწავლა მათ მანათობელი დიოდებისა (LED) და თხევად-კრისტალური მონიტორების (LCD) დახვეწაში დაეხმარებათ. ჩრჩილის თვალის აგებულებაზე დაკვირვება მეცნიერებს აგრეთვე დაეხმარებათ მზის ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენებაში. კრემნიუმის მზის ბატარეები სინათლის 35 პროცენტს ირეკლავს და, შესაბამისად, ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს. ჩრჩილის თვალში არსებულ მჭიდროდ მიწყობილ ბუშტუკებზე დაკვირვებით პენგ იანგმა და სხვა მეცნიერებმა შექმნეს კრემნიუმის ისეთი ფირფიტა, რომელიც სინათლის მხოლოდ 3 პროცენტს ირეკლავს. „ბუნების საოცარ ქმნილებებზე დაკვირვებით ბევრ რამეს ვსწავლობთ“, — თქვა იანგმა.
რას ფიქრობთ? ჩრჩილის თვალის უნიკალური აგებულება შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ თუ შემოქმედის დამსახურებაა?
[სურათი 30 გვერდზე]
ჩრჩილის თვალს აქვს უჩვეულო რქოვანა, რომელიც შედგება ექვსკუთხა თვალაკებისგან. თითოეული თვალაკი ერთმანეთზე მიწყობილ მიკროსკოპულ ბუშტუკებს შეიცავს
[სურათები 30 გვერდზე]
ხაოიანი ზედაპირის მქონე კრემნიუმის მზის ბატარეები ნაკლებად ირეკლავს სინათლეს
[სურათის საავტორო უფლებები 30 გვერდზე]
Moth eye close-up: Courtesy of Dartmouth Electron Microscope Facility; silicon close-up: Courtesy Peng Jiang