არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა იცით იეჰოვას მოწმეების შესახებ?

რა იცით იეჰოვას მოწმეების შესახებ?

რა იცით იეჰოვას მოწმეების შესახებ?

„ინტერნეტში ბევრი რამ წამიკითხავს იეჰოვას მოწმეების შესახებ, არაერთი ჭორი გამიგია მათზე და ბევრის წინასწარ შექმნილი არასწორი აზრიც მომისმენია, — დაწერა დანიელმა რეპორტიორმა სესილია ფეილინგმა. — ამის გამო იეჰოვას მოწმეების მიმართ უარყოფითად განვეწყვე“.

ამ რეპორტიორმა მოგვიანებით ინტერვიუ აიღო იეჰოვას მოწმეების ერთი ოჯახისგან. იგი წერს: „მათ სახლში შევდგი თუ არა ფეხი, აზრი შემეცვალა! როგორც ჩანს, ხალხი კარგად არ იცნობს იეჰოვას მოწმეებს ან ნაჩქარევად გამოაქვთ დასკვნები. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ახლა კი ვხვდები, რომ ვცდებოდი“ (Jydske Vestkysten).

ევროპის ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის კადრების განყოფილების კონსულტანტი, რომელსაც იეჰოვას მოწმეებთან საქმიანი ურთიერთობა აქვს, ამბობს, რომ ისინი პატიოსანი ხალხია. სწორედ ამიტომ აჰყავს მას იეჰოვას მოწმეები სამუშაოზე.

იეჰოვას მოწმეები, ძირითადად, სამქადაგებლო საქმიანობით არიან ცნობილი. ზოგი არ უსმენს მათ, ზოგი კი სიამოვნებით მსჯელობს მათთან ერთად ბიბლიაზე. მოწმეები თითქმის ყველა ქვეყანაში შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს რეგულარულად უტარებენ ბიბლიის შესწავლას; ზოგი შემსწავლელი მოგვიანებით თავად ხდება ბიბლიის მასწავლებელი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული საეკლესიო საბჭო იუწყება, რომ მსოფლიოს ოცდახუთი წამყვანი რელიგიიდან რიცხობრივად მხოლოდ ოთხი იზრდება და აქედან ერთ-ერთი იეჰოვას მოწმეების რელიგიაა.

რატომ სწავლობს მილიონობით ადამიანი ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან? როგორ ტარდება ასეთი შესწავლა? მოეთხოვებათ ბიბლიის შემსწავლელებს, რომ თავადაც იეჰოვას მოწმეები გახდნენ? მაშინაც კი, თუ არ გინდათ, გახდეთ იეჰოვას მოწმე, თქვენ შეგიძლიათ, უბრალოდ, ზუსტი პასუხები მიიღოთ ამ კითხვებზე. ასე რომ, გაეცანით ფაქტებს და ყურს ნუ დაუგდებთ ჭორებს. ბიბლიაში, კერძოდ იგავების 14:15-ში ვკითხულობთ: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“.

ვიმედოვნებთ, რომ „გამოიღვიძეთ“!-ის ეს ნომერი დაგეხმარებათ იეჰოვას მოწმეების უკეთ გაცნობაში და მათ შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღებაში. ის ფაქტი, რომ კითხულობთ ამ ჟურნალს, იმაზე მეტყველებს, რომ არ ექცევით სხვისი აზრის გავლენაში და ობიექტურად შეგიძლიათ ყველაფრის შეფასება. როდესაც მომდევნო ოთხ სტატიას და თანდართულ ჩარჩოებს გაეცნობით, თქვენს ბიბლიაში მოძებნეთ სტატიაში მოყვანილი მუხლები. * ეს გონივრულია, და, როგორც ბიბლია ამბობს, კეთილშობილურიც (საქმეები 17:11).

[სქოლიო]

^ აბზ. 7 თუ არა გაქვთ ბიბლია, მისი წაკითხვა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე www.watchtower.org, სადაც ნახავთ ჩარჩოს „იკითხეთ ბიბლია ინტერნეტში“. გარდა ამისა, ამ ვებ-გვერდზე ბიბლიური ლიტერატურა 380-ზე მეტ ენაზეა განთავსებული.