არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოჯახური განხილვისთვის

ოჯახური განხილვისთვის

ოჯახური განხილვისთვის

სწორად მოიქცა ის?

წაიკითხე მარკოზის 12:41—44. ახლა სურათს შეხედე და პასუხები ქვემოთ ჩამოწერე.

1. სად იდგა ფულის ჩასაყრელი?

მინიშნება: წაიკითხე მარკოზის 12:35; 13:1.

․․․․․

2. ქვრივის მიერ გაღებული მცირე შესაწირავის მიუხედავად, რამ აღაფრთოვანა იესო?

მინიშნება: წაიკითხე მარკოზის 12:28—30.

․․․․․

3. რატომ შეგიძლია იყო დარწმუნებული, რომ ქვრივს, რომელმაც ყველაფერი გაიღო, „რაც თავის სარჩენად გააჩნდა“, არ მოაკლდებოდა აუცილებელი?

მინიშნება: წაიკითხე მათეს 6:25, 31—33.

․․․․․

დასაფიქრებლად:

შენი აზრით, სწორად მოიქცა ქვრივი? რატომ ფიქრობ ასე? რა მოხდება, თუ გულუხვი იქნები?

მინიშნება: წაიკითხე ლუკას 6:38; საქმეების 20:35.

რა იცი იოანე მოციქულის შესახებ?

4. განათლებულ და კარგ ორატორად მიიჩნევდნენ იოანეს რელიგიური წინამძღოლები?

მინიშნება: წაიკითხე საქმეების 4:13.

․․․․․

5. რა პატივი ხვდა წილად იოანეს?

მინიშნება: წაიკითხე გამოცხადების 1:1—3.

․․․․․

დასაფიქრებლად:

ბიბლიის რამდენი წიგნი დაწერა იოანემ? როგორ შეგიძლია მიჰბაძო იოანეს?

დავალება ბავშვებისათვის

მოძებნე ეს სურათები ამ ჟურნალში და შენი სიტყვებით აღწერე, რას ხედავ თითოეულ სურათზე.

ამ ნომრიდან

უპასუხე ამ კითხვებს და ჩასვი გამოტოვებული ბიბლიური მუხლ(ებ)ი.

გვერდი 9 რას მოაქვს უფრო მეტი ბედნიერება? (საქმეები 20:________)

გვერდი 9 რით ამოიცნობიან იესოს მოწაფეები? (იოანე 13:________)

გვერდი 21 რა შეუძლია ღვთის მშვიდობას? (ფილიპელები 4:________)

გვერდი 22 ვისთან არის იეჰოვა ახლოს? (ფსალმუნი 34:________)

● (პასუხები იხილე 21-ე გვერდზე).

31-ე გვერდზე მოცემული კითხვების პასუხები

1. ტაძარში.

2. იმან, რომ ქვრივმა ღვთისთვის ყველაფერი გაიღო, რაც გააჩნდა.

3. ღმერთი გვპირდება, რომ იზრუნებს ჩვენზე, თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებთ.

4. არა. იოანეს უსწავლელ და უბრალო ადამიანად მიიჩნევდნენ.

5. მან ღვთივშთაგონებით დაწერა ბიბლიის რამდენიმე წიგნი, მათ შორის „გამოცხადება“.