ახალგაზრდების შეკითხვები
ახალგაზრდების შეკითხვები
დამოკიდებული ხომ არ გავხდი ტექნიკაზე?
რა აქვთ მათ საერთო?
„ვგიჟდები SMS-ებზე! ჩემი აზრით ეს ყველაზე მაგარი რამეა. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ჩემთვის ყველაფერია“ (ალანი). *
„როცა დედაჩემმა ტელევიზორი მიყიდა, სიხარულისგან ცას ვეწიე. გვიანობამდე ტელევიზორს ვუყურებდი. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობას ტელევიზორის ყურება მერჩივნა“ (ტერეზა).
„ერთი პერიოდი, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი და რაც არ უნდა მეკეთებინა, სულ იმაზე ვფიქრობდი, ჩემს ვებ-გვერდზე ვინმემ რამე ხომ არ განათავსა-მეთქი. თუ შუაღამისას გამეღვიძებოდა, მაშინვე ინტერნეტში შევდიოდი. როგორც კი საშუალება მომეცემოდა, მაშინვე ვანახლებდი ჩემს ბლოგს“ (ანა).
შენი აზრით, რომელი მათგანია დამოკიდებული ტექნიკაზე?
□ ალანი □ ტერეზა □ ანა
იმ დროს, როცა შენი მშობლები მოზარდები იყვნენ, ძირითადი ელექტროსაინფორმაციო საშუალება ტელევიზია და რადიო იყო. ტელეფონის ერთადერთ ფუნქციას ის წარმოადგენდა, რომ ორ სხვადასხვა ადგილას მყოფ ადამიანს ერთმანეთთან დალაპარაკების საშუალება ჰქონოდა. ტელეფონების უმეტესობა კედელზე ეკიდა. ხომ არ გეცოდება შენი მშობლები იმის გამო, რომ ასეთ „უინტერესო“ დროში მოუწიათ ცხოვრება? ანაც მსგავსად ფიქრობს: „ჩემი მშობლები ტექნოლოგიური სიბნელის წლებში გაიზარდნენ. ისინი ახლაღა ერკვევიან თავიანთი მობილური ტელეფონების ფუნქციებში“.
შენ კი ერთი მოწყობილობით, რომელიც ჯიბეში გეტევა, შეგიძლია დარეკო, მოუსმინო მუსიკას, უყურო ვიდეოჩანაწერს, ითამაშო, მეგობრებს გაუგზავნო ელექტრონული ფოსტა, გადაიღო სურათი და შეხვიდე ინტერნეტში. შენ კომპიუტერების, მობილური ტელეფონების, ტელევიზიისა და ინტერნეტის ეპოქაში გაიზარდე, ამიტომ შენთვის შეიძლება ნორმალურია, თუ ამ ყველაფრით 24 საათი სარგებლობ. მაგრამ შეიძლება შენი მშობლები თვლიან, რომ ტექნიკაზე ხარ დამოკიდებული. თუ ისინი თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავენ, ნუ წაუყრუებ და ნუ იფიქრებ, რომ მათ ბევრი რამ არ ესმით. „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება“, — დაწერა ბრძენმა მეფე სოლომონმა (იგავები 18:13).
არ გაინტერესებს, რატომ არიან უკმაყოფილო შენი მშობლები? აქ მოცემული ტესტის საშუალებით შეამოწმე, ხარ თუ არა დამოკიდებული ტექნიკაზე.
„დამოკიდებული ხომ არ გავხდი?“
ერთ ენციკლოპედიაში დამოკიდებულება განიმარტება როგორც „სისტემატურად რაღაცის გადამეტებულად კეთება, რასაც საზიანო შედეგების მიუხედავად ადამიანი თავს ან ვერ ანებებს ან არ ანებებს“. ამ განმარტებიდან გამომდინარე, სტატიის დასაწყისში მოხსენიებული სამივე ახალგაზრდა დამოკიდებული იყო ან არის ტექნიკაზე. შენ შემთხვევაში როგორ არის საქმე? წაიკითხე ქვემოთ მოცემული ქვესათაურები და დაფიქრდი, გაგიკეთებია ან გითქვამს თუ არა შენც იგივე. შემდეგ ჩაწერე შენი პასუხები.
გაუკონტროლებელი საქციელი. „საათობით ვთამაშობდი კომპიუტერულ თამაშებს. ღამეებს თამაშში ვათევდი და სხვებთან მხოლოდ ამ თემაზე ვლაპარაკობდი. ოჯახის წევრებს გავერიყე და ვირტუალურ სამყაროში ჩავიძირე“ (ენდრუ).
შენი აზრით, დღეში რამდენი საათი უნდა გაერთო ტექნიკით? ․․․․․
შენი მშობლების აზრით, რამდენი საათია ნორმალური? ․․․․․
ყოველ დღე მთლიანობაში რამდენ დროს უთმობ SMS-ების წერას, ტელევიზორს, სურათების ატვირთვას, ვებ-გვერდებზე შენი კომენტარების გაკეთებას, კომპიუტერულ თამაშებს და ა.შ.? ․․․․․
ახლა გადახედე შენს პასუხებს. როგორ ფიქრობ, მეტისმეტად დიდ დროს ხომ არ უთმობ ტექნიკას?
□ დიახ □ არა
თავის ვერ ან არ დანებება. „ჩემი მშობლები ხედავენ, რომ სულ SMS-ებს ვწერ და მეუბნებიან, რომ ზედმეტი მომდის. მაგრამ სხვა ბავშვებთან შედარებით, ჩემი SMS-ები ზღვაში წვეთია. რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებზე მეტ SMS-ს ვაგზავნი. მაგრამ ჩვენი შედარება როგორ შეიძლება — ისინი 40 წლისანი არიან, მე კი — თხუთმეტის“ (ალანი).
ხომ არ გეუბნებიან მშობლები ან მეგობრები, რომ ძალიან ბევრ დროს უთმობ რომელიმე ტექნიკას?
□ დიახ □ არა
ვერ ან არ აკონტროლებ დროს?
□ დიახ □ არა
საზიანო შედეგები. „ჩემი მეგობრები სულ SMS-ებს წერენ, მანქანის მართვის დროსაც კი. ეს ხომ აშკარა რისკია!“ (ჯული).
«როცა პირველი მობილური ტელეფონი ვიყიდე, სულ ვიღაცას ვურეკავდი ან SMS-ებს ვწერდი. მთელი დღე ამის მეტს არაფერს ვაკეთებდი. ამის გამო ოჯახის წევრებთან და ზოგიერთ მეგობართან ურთიერთობა გამიფუჭდა. ახლა ვამჩნევ, რომ როცა მეგობრებს ვესაუბრები, ზოგიერთი წარამარა მაჩერებს და მეუბნება: „მოიცა, SMS უნდა დავწერო“. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზოგიერთ მეგობარს დავშორდი, სწორედ ეს იყო» (შირლი).
მანქანის მართვისას ან გაკვეთილზე ჯდომისას ხომ არ აგზავნი SMS-ებს?
□ დიახ □ არა
როცა ოჯახის წევრებს ან მეგობრებს ესაუბრები, წარამარა ხომ არ აწყვეტინებ საუბარს იმის გამო, რომ უპასუხო ელექტრონულ შეტყობინებებს, სატელეფონო ზარებსა და SMS-ებს?
□ დიახ □ არა
ხომ არ გართმევს ტექნიკა ძილისთვის ან მეცადინეობისთვის საჭირო დროს?
□ დიახ □ არა
როგორ შეგიძლია იყო ზომიერი
თუ იყენებ კომპიუტერს, მობილურ ტელეფონს თუ სხვა ელექტრომოწყობილობას, დაუსვი საკუთარ თავს ქვემოთ მოცემული ოთხი კითხვა. ბიბლიური რჩევები და იმის განსაზღვრა, რა არის სწორი და რა არასწორი, დაგეხმარება, რომ გონება არ დაიბინძურო და შეძლო დროის გაკონტროლება.
1. რა შინაარსისაა? „რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელები 4:8).
სწორია, თუ დაუკავშირდები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს და გაუზიარებ მათ გამამხნევებელ ინფორმაციას (იგავები 25:25; ეფესოელები 4:29).
არასწორია ჭორების გავრცელება, უზნეო შინაარსის SMS-ებისა და სურათების გაგზავნა, უხამსი ვიდეოკლიპებისა და პროგრამების ყურება (კოლოსელები 3:5; 1 პეტრე 4:15).
2. როდის უნდა ვისარგებლო? „ყველაფერს თავისი დრო აქვს“ (ეკლესიასტე 3:1).
სწორია, თუ წინასწარ განსაზღვრავ, რამდენ დროს დაუთმობ სატელეფონო ზარებსა და SMS-ებს, გადაცემების ყურებასა და თამაშებს. გამორთე ნებისმიერი მოწყობილობა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების დროს, როგორიცაა ღვთის თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შეხვედრები. შეტყობინებებს მოგვიანებითაც შეგიძლია უპასუხო.
ეფესოელები 5:15—17; ფილიპელები 2:4).
არასწორია, თუ ტექნიკას დაუთმობ იმ დროს, რომელიც შეგეძლო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის, მეცადინეობისა თუ სულიერი საქმეებისთვის გამოგეყენებინა (3. ვისთან მაქვს ურთიერთობა? „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33).
სწორია, თუ ტექნიკას იმისთვის გამოიყენებ, რომ დაუახლოვდე იმ ადამიანებს, რომლებიც შენში კარგი თვისებების განვითარებას უწყობენ ხელს (იგავები 22:17).
არასწორია თავის მოიტყუება და ფიქრი, რომ ტელევიზორი, ვიდეო, ინტერნეტი და ისინი, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს ელექტრონული ფოსტითა თუ SMS-ებით, არ იმოქმედებენ შენს ქცევაზე, საუბარსა და აზროვნებაზე (იგავები 13:20).
4. რამდენ დროს ვუთმობ? „რათა დარწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).
სწორია, თუ ჩაინიშნავ, რამდენ დროს უთმობ ტექნიკას.
არასწორია, თუ წაუყრუებ შენს მეგობრებსა და მშობლებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ მეტისმეტად დიდ დროს უთმობ ტექნიკას (იგავები 26:12).
ტექნიკის ზომიერად გამოყენებასთან დაკავშირებით ზემოხსენებული ენდრუ ასკვნის: „ელექტროაპარატურით შეიძლება კარგად გაერთო, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. მივხვდი, რომ ტექნიკამ არ უნდა დამაშოროს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“.
სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype
[სქოლიო]
^ აბზ. 4 ზოგი სახელი შეცვლილია.
[ჩარჩო⁄სურათები 25 გვერდზე]
შენი თანატოლები ამბობენ . . .
„მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, ტელეფონი ისედაც სულ ხელში გიჭირავს და ბარემ ხელზე მიგაწებებთო. თავიდან მეცინებოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამას სერიოზულად მეუბნებოდნენ. ახლა უკვე აღარ ვწერ იმდენ SMS-ს, მაგრამ ამის გამო თავს უბედურად ნამდვილად არ ვგრძნობ“
„როგორც კი შესაძლებლობა მომეცემოდა, ინტერნეტში შეტყობინებებს ვამოწმებდი. დავალებების მომზადებასა და მეცადინეობას გულს ვეღარ ვუდებდი. მას შემდეგ, რაც თავის გაკონტროლება დავიწყე, ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს მხრებიდან ტვირთი ჩამომხსნეს. ამაში ზომიერება დამეხმარა“
[სურათები]
ჯოვარნი
მერაია
[ჩარჩო 26 გვერდზე]
„სოციალურ ქსელებში გაბმული“
„რამდენიმე წლის წინ ოჯახთან ერთად სხვაგან გადავედით საცხოვრებლად. არ მინდოდა ჩემს მეგობრებთან ურთიერთობის გაწყვეტა, ამიტომ გადავწყვიტეთ ინტერნეტის მეშვეობით ერთმანეთისთვის სურათები გაგვეგზავნა. ვიფიქრე, რომ ეს კარგი საშუალება იყო ერთმანეთთან ახლო ურთიერთობის შესანარჩუნებლად. მე მხოლოდ ჩემს ნაცნობებს ვესაუბრებოდი და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავდი.
თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო. ინტერნეტში კვირაში ერთხელ შევდიოდი, ჩემი მეგობრების სურათებს ვათვალიერებდი, კომენტარებს ვუკეთებდი და მათ კომენტარებსაც ვკითხულობდი. მაგრამ მალე ამ ყველაფერმა ძალიან გამიტაცა. მთელი დღე ამ ვებ-გვერდზე ვიყავი შესული და ვერც კი ვხვდებოდი, რა ღრმად მქონდა შეტოპილი. მალე ჩემი მეგობრების ნაცნობებმაც შემომთავაზეს ურთიერთობა. ალბათ იცით, როგორც ხდება ხოლმე — მეგობარი გეუბნება ვინმეზე, რომ ძალიან მაგარი ადამიანია და შენც იწყებ ურთიერთობას მასთან. სანამ რამეს მიხვდები, უკვე 50 ვირტუალური მეგობარი გყავს.
მალევე მივხვდი, რომ სულ ინტერნეტში ყოფნა მინდოდა. მაშინაც კი, როცა ვებ-გვერდზე ვიყავი შესული, იმაზე ვფიქრობდი, როდის შევძლებდი ხელმეორედ შემოსვლას, რომ ახალი სურათები დამემატებინა. ხან კომენტარებს ვკითხულობდი, ხან ვიდეოებს ვდებდი და ასე მიფრინავდა დრო თვალსა და ხელს შუა.
წელიწად-ნახევრის განმავლობაში ასე გრძელდებოდა და ბოლოს მივხვდი, რომ ინტერნეტზე ვიყავი მიჯაჭვული. მას შემდეგ, მკაცრად ვაკონტროლებ თავს და ვცდილობ, პირადად გავიცნო და დავუმეგობრდე იმ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ჩემს მორალურ ნორმებს. მართალია ზოგ მეგობარს არ ესმის, რატომ ვიქცევი ასე, მაგრამ ვფიქრობ, ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყო“ (ელენი, 18 წლის).
[ჩარჩო 26 გვერდზე]
გაიგე შენი მშობლების აზრი
ზოგჯერ შეიძლება გაოცებული დარჩე, თუ მშობლებს გართობაზე დაელაპარაკები. აი რას იხსენებს შერილი: „ერთხელ მამაჩემი დააეჭვა ჩემი ერთ-ერთი მუსიკალური CD-ს შინაარსმა. ვთხოვე ერთად მოგვესმინა, ისიც დამთანხმდა. დისკის მოსმენის შემდეგ მითხრა, რომ ცუდი არაფერი იყო ამ დისკში და შემეძლო მომესმინა“.
ქვემოთ დაწერე კითხვა, რომელიც გინდა შენს მშობლებს დაუსვა ტექნიკასთან დაკავშირებით.
[ჩარჩო 27 გვერდზე]
მშობლების საყურადღებოდ
მეტისმეტად ხომ არ არის გატაცებული თქვენი შვილი ინტერნეტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა-მიღებით? ან თავის MP3-პლეიერისთვის უფრო იცლის, ვიდრე თქვენთვის? თუ ასეა, რისი გაკეთება შეგიძლიათ?
შეგიძლიათ უბრალოდ ჩამოართვათ და არ მისცეთ ამ ელექტრომოწყობილობით სარგებლობის უფლება. მაგრამ ნუ ჩათვლით, რომ ყველანაირი ტექნიკა საზიანოა. ალბათ თქვენც იყენებთ ისეთ ელექტროტექნიკას, რომელიც თქვენი მშობლების დროს არ არსებობდა. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ შვილს ყველანაირი ტექნიკა ჩამოართვათ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს), შეგიძლიათ ასწავლოთ, როგორ გამოიყენოს ისინი გონივრულად. როგორ შეიძლება ამის გაკეთება?
შვილთან ერთად იმსჯელეთ ამ საკითხზე. პირველ რიგში, აუხსენით, რატომ გაწუხებთ ეს საკითხი. შემდეგ მოუსმინეთ (იგავები 18:13). შეეცადეთ იპოვოთ პრაქტიკული გამოსავალი. იყავით მტკიცე და დაუდგინეთ შეზღუდვები, მაგრამ ნუ გასცდებით გონიერების ფარგლებს (ფილიპელები 4:5). ზემოხსენებული ელენი ამბობს: „როცა SMS-ების წერამ ძალიან გამიტაცა, ჩემმა მშობლებმა ტელეფონი კი არ წამართვეს, არამედ წესები დამიდგინეს. ეს დამეხმარა თავის გაკონტროლებაში მაშინაც კი, როცა მშობლები ვერ მხედავდნენ“.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი შვილი თავდაცვაზე გადადის? ნუ იფიქრებთ, რომ მასთან საუბარი წყლის ნაყვა იყო. იყავით მომთმენნი და მიეცით მას დრო, რომ აწონ-დაწონოს ყველაფერი. გულის სიღრმეში ის შეიძლება გეთანხმებათ კიდეც და მომავალში თქვენი რჩევები გაითვალისწინოს. ბევრ მოზარდს ისეთივე რეაქცია აქვს ხოლმე, როგორის ჰეილის ჰქონდა: „თავიდან მეწყინა, როცა მშობლებმა მითხრეს, რომ კომპიუტერს ვიყავი მიჯაჭვული. მაგრამ როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ მართლები იყვნენ“.
[სურათი 27 გვერდზე]
შენ მართავ ტექნიკას თუ ის გმართავს შენ?