არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ვინ შექმნა?

ვინ შექმნა?

ინვერტირებული ბადურა

● ადამიანის თვალს აქვს ბადურა, ანუ მემბრანა, რომელიც შედგება დაახლოებით 120 მილიონი უჯრედისგან. მათ ფოტორეცეპტორები ეწოდებათ. ეს უჯრედები შთანთქავენ სინათლეს და ნერვულ იმპულსებად გარდაქმნიან. ჩვენი ტვინი ამ იმპულსებს ხილულ გამოსახულებად აღიქვამს. ევოლუციონისტები ირწმუნებიან, რომ ის, თუ სად არის მოთავსებული ბადურა ხერხემლიანთა თვალში, შემოქმედის არარსებობაზე მეტყველებს.

დაფიქრდით: ხერხემლიანთა თვალის ბადურა ინვერტირებულია, რის გამოც ფოტორეცეპტორები ბადურის უკან არის მოთავსებული. ვიდრე სინათლე ფოტორეცეპტორებამდე მიაღწევს, მან უჯრედის რამდენიმე შრე უნდა გაიაროს. როგორც ევოლუციონისტი და ბიოლოგი კენეთ მილერი ამბობს, „ასეთი აგებულება განაპირობებს სინათლის გაფანტვას, რაც ჩვენს მხედველობას სიმახვილეს უქვეითებს“.

ევოლუციონისტების აზრით თვალის ინვერტირებული ბადურის სტრუქტურა არასრულფასოვანია და იმაზე მოწმობს, რომ მის არსებობაში ინტელექტის ხელი არ ურევია. ერთმა მეცნიერმა ბადურას „ფუნქციონალური თვალსაზრისით უაზრო ამოყირავებული საორიენტაციო სისტემაც“ კი უწოდა. მოგვიანებით ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ინვერტირებული ბადურის ფოტორეცეპტორები იდეალურად არიან განლაგებული პიგმენტური ეპითელიუმის გვერდით. უჯრედების ეს შრე თვალს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს, რაც ასე მნიშვნელოვანია კარგი მხედველობისთვის. „პიგმენტური ეპითელიუმი ბადურის წინ რომ ყოფილიყო, მხედველობის ხარისხზე სერიოზულად იმოქმედებდა“, — აღნიშნეს ბიოლოგმა ჯერი ბერგმანმა და ოფთალმოლოგმა ჯოზეფ კალკინზმა.

ინვერტირებული ბადურა განსაკუთრებით იმ ხერხემლიანებისთვის არის პრაქტიკული, რომლებსაც მცირე ზომის თვალები აქვთ. ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ კრეგერი ამბობს: „მკაფიო გამოსახულების მისაღებად თვალის ბროლსა და ფოტორეცეპტორებს შორის აუცილებლად უნდა არსებობდეს მანძილი. ხერხემლიანებში ადგილის დაზოგვას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ეს სივრცე ნერვული უჯრედებით არის ამოვსებული“.

ამასთანავე, ვინაიდან ბადურის ნერვული უჯრედები მჭიდროდაა ჩალაგებული და მიჯრილი ფოტორეცეპტორებთან, ვიზუალური ინფორმაციის ანალიზი სწრაფი და სანდოა.

რას ფიქრობთ? შეიძლება ითქვას, რომ ინვერტირებულ ბადურას არასრულფასოვანი სტრუქტურა აქვს? თავისით გაჩნდა ის თუ ვინმემ შექმნა?

[დიაგრამა 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ფოტორეცეპტორული უჯრედები

სინათლე

პიგმენტური ეპითელიუმი

სინათლე

ბადურა

მხედველობის ნერვი