წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 6
რომი ბიბლიურ ისტორიაში
ეს არის მეექვსე სტატია იმ შვიდი სტატიიდან, რომელიც „გამოიღვიძეთ!“-ის ყოველ მომდევნო ნომერში გამოქვეყნდება. ეს სტატიები განიხილავს ბიბლიაში მოხსენიებულ შვიდ მსოფლიო მპყრობელს. ამ სტატიების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ბიბლია სანდოა და ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. მასში ჩაწერილია იმედის მომცემი ცნობა, რომ ადამიანთა არასწორი მმართველობის შედეგად გამოწვეულ ყოველგვარ ტანჯვას ბოლო მოეღება.
ქრისტიანობა იესომ დააფუძნა, მისმა მიმდევრებმა კი ეს სარწმუნოება რომის იმპერიის არსებობის პერიოდში სხვა ერებშიც გაავრცელეს. თქვენ დღესაც შეგიძლიათ ნახოთ ბრიტანეთში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში რომაელების მიერ გაყვანილი გზები, აკვედუკები და ძეგლები. ეს რომაული გადმონაშთები რეალურია. ისინი შეგვახსენებენ იმას, რომ იესო და მისი მიმდევრები რეალური ადამიანები იყვნენ და, რასაც ამბობდნენ და აკეთებდნენ, სინამდვილე იყო. მაგალითად, თუ ოდესმე ძველი აპიუსის გზაზე გაივლით, იცოდეთ, რომ რომში მისასვლელად ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ, როგორც ჩანს, ეს გზა გაიარა (საქმეები 28:15, 16).
სანდო ისტორია
ბიბლია იესოსა და მისი მოწაფეების მოღვაწეობის გარდა, მოიხსენიებს უამრავ ისტორიულ მოვლენას, რომელიც პირველ საუკუნეში მოხდა. ყურადღება ლუკა 3:1—3, 21). მან აგრეთვე მოიხსენია სხვა ოთხი გავლენიანი გამგებელი — ფილიპე (ჰეროდეს ძმა), ლისანია, ანა და კაიაფა. ლუკას მიერ მოხსენიებულ შვიდივე სახელის არსებობას ისტორიკოსები ადასტურებენ. ახლა კი გავიგოთ, რა არის ცნობილი ტიბერიუსის, პილატესა და ჰეროდეს შესახებ.
მიაქციეთ, თუ როგორი სიზუსტით მიგვანიშნა ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა ლუკამ იმ წელზე, როცა ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ეს იყო იოანე ნათლისმცემლის მსახურების დაწყება და იესოს ნათლობა, როცა ის გახდა ქრისტე ანუ მესია. ლუკამ დაწერა, რომ ეს მოვლენები მოხდა „კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მეთხუთმეტე წელს [ახ. წ. 29 წელი], როცა პონტიუს პილატე იყო იუდეის გამგებელი, ჰეროდე — გალილეის გამგებელი“ (კეისარ ტიბერიუსი საკმაოდ ცნობილი ფიგურაა; მისი გამოსახულების ნახვა ხელოვნების ნიმუშებზე შეიძლება. რომის სენატმა ის საიმპერატორო ტახტზე ახ. წ. 14 წლის 15 სექტემბერს დასვა. მაშინ იესო დაახლოებით 15 წლისა იყო.
პონტიუს პილატეს სახელი ტიბერიუსის სახელთან ერთად გვხვდება რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის ნაწარმოებში, რომელიც ბიბლიის წერის დასრულებიდან მალევე შეიქმნა. სახელწოდება „ქრისტიანის“ შესახებ ტაციტუსი წერდა: „ქრისტუსი, ვისგანაც მომდინარეობს ეს სახელი [ქრისტიანი], ტიბერიუსის მმართველობის დროს სიკვდილით დასაჯა ჩვენმა ერთ-ერთმა პროკურატორმა, პონტიუს პილატემ“.
ჰეროდე ანტიპა ცნობილია იმით, რომ გალილეის ზღვასთან ქალაქი ტიბერიადა გააშენა. იმავე ქალაქში მას აგრეთვე თავისი რეზიდენცია ჰქონდა. ჰეროდეს ბრძანებით, იოანეს თავი, შესაძლოა, ტიბერიადაში მოჰკვეთეს.
ბიბლია ასევე მოიხსენიებს რომის იმპერიის ბატონობის დროს მომხდარ ღირსშესანიშნავ მოვლენებს. იმ დროსთან დაკავშირებით, როცა იესო დაიბადა, ბიბლიაში ვკითხულობთ: „იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანებულება, რომ აღწერილიყო მთელი დედამიწის მოსახლეობა (ეს პირველი აღწერა სირიაში კვირინიუსის გამგებლობის დროს ჩატარდა). ყველა თავ-თავის ქალაქში წავიდა აღსაწერად“ (ლუკა 2:1—3).
კვირინიუსს მოიხსენიებს როგორც ტაციტუსი, ისე ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი. აღწერა რომ მოხდა, ამას ადასტურებს რომაელი გამგებლის ბრძანებულება, რომელიც ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. ბრძანებულებაში ვკითხულობთ: „მალე დაიწყება მოსახლეობის აღწერა, ამიტომ ისინი, ვინც გარკვეული მიზეზების გამო სხვა ქალაქებში ცხოვრობენ, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ მშობლიურ მხარეში აღსაწერად“.
საქმეები 11:28). ამ ფაქტს ადასტურებს პირველი საუკუნის ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი. ის წერდა: „მაშინ შიმშილობა ჩამოვარდა და ბევრი დაიხოცა“.
ბიბლიაში აგრეთვე ნახსენებია „დიდი შიმშილობა . . . კლავდიუსის [რომის იმპერატორი] დროს“ (გარდა ამისა, საქმეების 18:2-ის თანახმად, „კლავდიუსს ნაბრძანები ჰქონდა, რომ ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი“. ამ აზრს მხარს უჭერს კლავდიუსის ბიოგრაფია, რომელიც რომაელმა ისტორიკოსმა სვეტონიუსმა ახ. წ. დაახლოებით 121 წელს დაწერა. კლავდიუსმა „რომიდან ყველა ებრაელი განდევნა“, — წერს სვეტონიუსი. იგი ამატებს, რომ იუდეველები მტრობდნენ ქრისტიანებს, ამიტომ, „მუდმივად აურზაურს იწვევდნენ“.
ზემოხსენებული შიმშილის პერიოდში, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ჰეროდე აგრიპა „სამეფო სამოსლით“ შეიმოსა და შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა. ხალხი იძახდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!“ ამის შემდეგ ბიბლია ამბობს, რომ აგრიპა „მატლებისგან შეჭმული მოკვდა“ (საქმეები 12:21—23). ეს შემთხვევა იოსებ ფლავიუსმაც მოიხსენია და თან რამდენიმე დეტალი დაამატა. მან დაწერა, რომ სიტყვით გამოსულ აგრიპას ემოსა „სამოსი, რომელიც მთლიანად ვერცხლით იყო დაფარული“. როგორც ისტორიკოსი ამბობს, აგრიპას საშინლად ასტკივდა მუცელი, ტკივილი გაუძლიერდა და ხუთი დღის შემდეგ მოკვდა.
უტყუარი წინასწარმეტყველება
ბიბლიაში აგრეთვე მოცემულია მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებები, რომლებიც რომის იმპერიის არსებობის დროს დაიწერა და შესრულდა. მაგალითად, როცა იესო იერუსალიმში შევიდა, ტირილი დაიწყო და იწინასწარმეტყველა, თუ როგორ გაანადგურებდნენ რომაელები ამ ქალაქს. მან თქვა: „მოვა დრო, როცა შენი მტრები წვეტიანი ბოძებით სიმაგრეს შემოგავლებენ . . . ქვას ქვაზე არ დაგიტოვებენ, რადგან ვერ დაინახე, რომ შენი შემოწმების დრო იყო“ (ლუკა 19:41—44).
თუმცა, იესოს მიმდევრებს გაქცევის შესაძლებლობა ექნებოდათ. იესომ მათ წინასწარ მისცა კონკრეტული მითითებები და გააფრთხილა: „როცა დაინახავთ იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მოახლოებულია მისი გაპარტახება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში [იერუსალიმში] მყოფნი გარეთ გავიდნენ“ (ლუკა 21:20, 21). იესოს მიმდევრებს, ალბათ, აფიქრებდათ, როგორ შეძლებდნენ ალყაშემორტყმული ქალაქიდან გაქცევას.
იოსებ ფლავიუსი აღწერს, როგორ განვითარდა მოვლენები. ახ. წ. 66 წელს, როცა ერთ-ერთმა რომაელმა გამგებელმა ტაძრის საგანძურიდან აიღო ტალანტები, განრისხებულმა იუდეველმა აჯანყებულებმა ამოხოცეს იერუსალიმში მყოფი რომაელი ჯარისკაცები და იუდეა რომისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს. იმავე წელს სირიის რომაელი მმართველი ცესტიუს გალუსი 30 000-იანი ლაშქრით სამხრეთისკენ დაიძრა და იერუსალიმს რელიგიური დღესასწაულის დროს მიადგა. გალუსმა ქალაქის გარეუბნებში შეაღწია. ამის შემდეგ მან ტაძრის ძირის გამოთხრა დაიწყო, სადაც აჯანყებულები თავს აფარებდნენ. მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო გალუსმა უკან დაიხია. გახარებული იუდეველები რომაელთა ჯარს უკან დაედევნენ.
მოვლენების ამგვარ განვითარებას ქრისტიანები შეცდომაში არ შეუყვანია. ისინი მიხვდნენ, რომ იესოს გასაოცარი წინასწარმეტყველების შესრულების დრო დადგა: ქალაქი გარშემორტყმული იყო დაბანაკებული ჯარებით და ვინაიდან ჯარმა უკან დაიხია, ერთგულ ქრისტიანებს გაქცევის შესაძლებლობა მიეცათ. ბევრმა პელას, პოლიტიკურად ნეიტრალურ წარმართულ ქალაქს მიაშურა, რომელიც იორდანის გაღმა, მთებში მდებარეობდა.
რა ბედი ეწია იერუსალიმს? რომაელთა ლეგიონები, რომელთაც ვესპასიანე და მისი ვაჟი ტიტუსი ედგნენ სათავეში, ამჯერად 60 000-იანი ლაშქრით დაბრუნდნენ. მათ ახ. წ. 70 წელს, პასექის დღესასწაულის დაწყებამდე პირდაპირ ქალაქზე მიიტანეს იერიში და სადღესასწაულოდ შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა და პილიგრიმები ალყაშემორტყმულ ქალაქში მოამწყვდიეს. რომაელებმა ხეები ამოძირკვეს და, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, წვეტიანი ბოძებით ქალაქს გალავანი შემოავლეს. დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ იერუსალიმი დაეცა.
ტიტუსს ნაბრძანები ჰქონდა, რომ ტაძარს არ შეხებოდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა იგი ცეცხლს მისცა და იესოს წინასწარმეტყველებისამებრ, ქალაქში ქვა ქვაზე არ დარჩა. იოსებ ფლავიუსის სიტყვების თანახმად, დაახლოებით 1 100 000 იუდეველი და პროზელიტი დაიღუპა; უმრავლესობა შიმშილმა და ჭირმა იმსხვერპლა,
ხოლო 97 000 ტყვედ წაასხეს. ბევრი აგრეთვე რომში მონებად წაიყვანეს. თუ ოდესმე რომს ეწვევით, შეგიძლიათ ცნობილი კოლიზეუმი ნახოთ, რომლის აგებაც ტიტუსმა იუდეაზე გალაშქრების შემდეგ დაასრულა. აგრეთვე ტიტუსის ტრიუმფალური თაღი, რომელიც იერუსალიმზე გამარჯვების აღსანიშნავად აიგო. როგორც ვხედავთ, ბიბლიური წინასწარმეტყველება სანდოა და დეტალებში სრულდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, არ უგულებელვყოთ წინასწარმეტყველება, რომელიც მომავალში უნდა შესრულდეს.უტყუარი იმედი
რომაელი მმართველის პონტიუს პილატეს წინაშე წარმდგარი იესო ლაპარაკობდა სამეფოზე ანუ მთავრობაზე, რომელიც „ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36). იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს, ელოცათ ამ სამეფო ხელისუფლებისთვის: „ჩვენო ზეციერო მამა . . . მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). ამ მუხლიდან ჩანს, რომ ღვთის სამეფოს მეშვეობით დედამიწაზე ღვთის ნება შესრულდება და არა ამაყი და ამბიციური ადამიანების ნება.
დღეს იესო ზეციერი სამეფოს მეფეა და ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (ლუკა 23:43).
როდის ჩაერევა ღვთის სამეფო ადამიანთა საქმეებში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ვნახოთ, რა მინიშნება მისცა ხილვაში მკვდრეთით აღმდგარმა იესომ მოციქულ იოანეს, რომელიც რომის იმპერატორის დომიციანეს (ტიტუსის ძმა) მმართველობის დროს კუნძულ პატმოსზე იყო გადასახლებული: „[არის] შვიდი მეფე: ხუთი დაეცა, ერთი არის, სხვა ჯერ კიდევ არ მოსულა, მაგრამ როცა მოვა, ცოტა ხანს დარჩება“ (გამოცხადება 17:10).
როცა იოანემ ეს სიტყვები დაწერა, ხუთი „მეფე“ ანუ იმპერია უკვე აღარ არსებობდა. ესენი იყო: ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი და საბერძნეთი. ის „ერთი“, რომელიც იოანე მოციქულის დროს არსებობდა, იყო რომი. აქედან გამომდინარე, დარჩა მხოლოდ ერთი — ბიბლიური ისტორიის თანახმად, უკანასკნელი მსოფლიო იმპერია. რომელია ეს იმპერია და რამდენ ხანს იმმართველებს? ამ კითხვას პასუხი „გამოიღვიძეთ!“-ის მომდევნო ნომერში გაეცემა.