ბიბლიის თვალსაზრისი
ბიბლიის თვალსაზრისი
როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში?
«შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“? . . . ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ»“ (იესო ქრისტე, აღებულია მათეს სახარების 19:4—6-დან).
დღევანდელ ქვეყნიერებაში, სადაც ფასეულობები წამდაუწუმ იცვლება, ქორწინების ინსტიტუტმაც დაკარგა თავისი ფასი. წყვილები მანამ ეწევიან ერთად ოჯახურ ჭაპანს, სანამ ერთმანეთის სილამაზით არიან დატყვევებულნი ან სანამ ოჯახში პრობლემები წარმოიშობა — თუნდაც უმნიშვნელო. ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ ცოლიც და ქმარიც ცალ-ცალკე განაგრძობენ ცხოვრებას ან, უარეს შემთხვევაში, ეყრებიან ერთმანეთს. კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ ოჯახის ნგრევას ბავშვების ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა ეწირება.
მათთვის, ვისაც გარკვეული წარმოდგენა აქვს ბიბლიაზე, ეს სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. ბიბლია წინასწარმეტყველებს, რომ ბოლო დღეებში, ანუ ჩვენს დროში, ხალხში გაქრებოდა ისეთი თვისებები, რომლებიც აუცილებელი იქნებოდა ოჯახის სიმტკიცისთვის, მაგალითად, ერთგულება, გულწრფელი სიყვარული და თბილი გრძნობები (2 ტიმოთე 3:1—5). თქვენც გაშინებთ ფასეულობების რღვევა და ოჯახების ნგრევა? მიგაჩნიათ, რომ ქორწინება წმინდა კავშირია?
თუ ასეა, შეგიძლიათ მიმართოთ ბიბლიას, რადგან მასში მოცემული მრავალნაცადი რჩევები დღესაც ეხმარება წყვილებს. ახლა შევეხოთ იმ ხუთ პრინციპს, რომელიც ამყარებს ქორწინებას. *
ბედნიერი ქორწინების ხუთი გასაღები
1) ქორწინებას შეხედე, როგორც წმინდა კავშირს. როგორც მარცხენა სვეტში მოყვანილი იესოს სიტყვებიდან ჩანს, თვითონ იესოც და შემოქმედი იეჰოვა ღმერთიც ქორწინებას წმინდა კავშირად მიიჩნევენ. ეს კარგად გამოჩნდა ღვთის იმ მკაცრი შეგონებიდან, რომლითაც მან ის მამაკაცები დატუქსა, რომლებმაც მალაქია 2:14—16). აქედან კარგად ჩანს, რომ ღმერთი ქორწინების საკითხს ძალზე სერიოზულად უყურებს. ის ყურადღებით აკვირდება, როგორ ეპყრობა ერთმანეთს ცოლ-ქმარი.
მიატოვეს თავიანთი ცოლები და ახალგაზრდა ქალებზე დაქორწინდნენ: „ვერაგულად მოექეცი, თუმცა ის შენი მეგობარი და შენი შეთანხმების ცოლია“. შემდეგ იეჰოვამ მტკიცედ განაცხადა: „მძულს გაყრა“ (2) ქმარს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა. როცა ოჯახში რაიმე მნიშვნელოვანი საკითხია გადასაჭრელი, ვიღაცამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ბიბლია ამ როლს ქმარს აკისრებს. ეფესოელების 5:23 ამბობს: „ქმარი ცოლის თავია“. მაგრამ მეთაურობა ქმარს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ცოლს დესპოტურად ექცეოდეს. ქმარს უნდა ახსოვდეს, რომ მისი ცოლი მისი ხორცია; მისთვის მეუღლე ძვირფასი უნდა იყოს და უმთავრესად, გადაწყვეტილებებს მასთან თათბირის შემდეგ უნდა იღებდეს (1 პეტრე 3:7). ბიბლია არიგებს ქმრებს, რომ „ისე უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“ (ეფესოელები 5:28).
3) ცოლი მხარში უნდა ედგეს ქმარს. ბიბლია ცოლს ქმრის შემავსებელს უწოდებს (დაბადება 2:18). ცოლი ავსებს ქორწინებას სასიამოვნო და აუცილებელი თვისებებით. ის, როგორც შემავსებელი, არ უნდა ეჯიბრებოდეს ქმარს, პირიქით, მთელი გულით უნდა ედგეს მხარში და ამგვარად ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნებას უწყობდეს ხელს. ეფესოელების 5:22-ში ვკითხულობთ: „ცოლები დაემორჩილონ ქმრებს“. მაგრამ, რა ხდება მაშინ, როცა ცოლი არ ეთანხმება მეუღლეს? ამ შემთხვევაში მან თავისუფლად უნდა გამოხატოს თავისი აზრი, ოღონდ არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს პატივისცემით და ზრდილობიანად უნდა გააკეთოს, ისე, როგორც თავად მოისურვებდა, რომ ქმარი დალაპარაკებოდა.
4) ნუ იქნები მეოცნებე, პრობლემებს მაინც ვერ გაექცევი. დაუფიქრებელმა და უხეშმა სიტყვებმა, ფინანსურმა პრობლემებმა, სერიოზულმა ავადმყოფობამ ან ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა შეიძლება გამოსცადოს ქორწინების სიმტკიცე. სინამდვილეში ბიბლიაც არ მალავს, რომ დაქორწინებულებს „ხორციელი გასაჭირი ექნებათ“ (1 კორინთელები 7:28). მაგრამ გასაჭირმა და განსაცდელებმა არ უნდა შეასუსტოს ქორწინების კვანძები. თუ ორ ადამიანს მართლა უყვარს ერთმანეთი და ღვთიური სიბრძნე გააჩნიათ, შეძლებენ ნებისმიერი სირთულის მოგვარებას. გაქვთ საკმარისი სიბრძნე, რომ გადაჭრათ თქვენს ოჯახში გაჩენილი ნებისმიერი პრობლემა? იაკობის 1:5-ში წერია: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს“.
5) უერთგულეთ ერთმანეთს. ქორწინებას ისე არაფერი უთხრის ძირს, როგორც სიძვა და ღალატი. სწორედ ეს არის ის ერთადერთი მიზეზი, რომელი მიზეზითაც ღმერთი ადამიანს განქორწინების ნებას რთავს (მათე 19:9). ბიბლია ამბობს: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი, რადგან მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ (ებრაელები 13:4). როგორ უნდა მოიქცეს წყვილი, რომ არ აჰყვეს ცდუნებას და ქორწინების გარეთ არ დაიკმაყოფილოს სექსუალური მოთხოვნილებები? ბიბლია აცხადებს: „ქმარმა თავისი მოვალეობა შეასრულოს ცოლთან და ცოლიც ასევე მოექცეს ქმარს“ (1 კორინთელები 7:3, 4).
ზოგიერთებს შეიძლება ზემოთ მოხსენიებული ხუთი პრინციპი არარეალურად და მოძველებულად მიაჩნდეს. თუმცა შედეგები სულ სხვანაირია. ადამიანი, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ღვთის ხელმძღვანელობას ეძებს, ისეთივე კურთხევებს იმკის, როგორიც შემდეგ ფსალმუნშია აღწერილი: „იქნება ის წყლის ნაკადულებთან დარგულ ხესავით, რომელიც თავის დროზე იძლევა ნაყოფს და რომლის ფოთლებიც არ ჭკნება; ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“ (ფსალმუნი 1:2, 3). „ყველაფერში“ ბედნიერი ქორწინებაც იგულისხმება.
[სქოლიო]
^ აბზ. 6 თუ გნებავთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ ქორწინებასთან დაკავშირებით, წაიკითხეთ 2011 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, რომელსაც იეჰოვას მოწმეები გამოსცემენ.
გიფიქრიათ?
● როგორია ღვთის თვალსაზრისი გაყრაზე? (მალაქია 2:14—16)
● როგორ უნდა ექცეოდეს ქმარი ცოლს? (ეფესოელები 5:23, 28)
● რა ხდის ქორწინებას ბედნიერს? (ფსალმუნი 1:2, 3)