ახალგაზრდების შეკითხვები
რომელ შეხვედრებზე შეიძლება მართლა გაერთოს ახალგაზრდა?
ქვემოთ აღნიშნე, რა გსიამოვნებს ყველაზე მეტად, როცა მეგობრები და ახლობლები ერთად იკრიბებით.
-
ჭამა-სმა
-
ცეკვა
-
თამაში
-
ახალი მეგობრების შეძენა
-
ძველ მეგობრებთან ურთიერთობა
-
სხვა ․․․․․
ახალგაზრდების უმეტესობას უყვარს ერთად შეკრება და ეს სრულიად ბუნებრივია. ასეთი შეხვედრები ბიბლიაში კარგ შუქშია წარმოდგენილი.
იცოდით თუ არა?
-
იობის ვაჟები აწყობდნენ ოჯახურ შეკრებებს (იობი 1:4).
-
ერთხელ იესო ქორწილში იყო (იოანე 2:1—11).
-
პირველ საუკუნეში ქრისტიანებიც აწყობდნენ გამამხნევებელ შეხვედრებს (საქმეები 2:46, 47).
არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მეგობრების შეკრება სახალისო და სასიამოვნოა. მაგრამ სამწუხაროდ, ყველა შეკრება როდია ასეთი.
ნამდვილი ამბავი: „ერთხელ სტუმრად დამპატიჟეს ერთ ბიჭთან, რომლის მშობლებიც ქალაქიდან იყვნენ გასულები. ამ შეხვედრაზე ნებისმიერი მსურველი იყო დაპატიჟებული. მე არ წავედი და კარგადაც მოვიქეცი. მეორე დღეს გავიგე, რომ ძალიან ბევრი სასმელი ჰქონიათ და ზოგი ძაან მაგრა დამთვრალა. სამ ბიჭს საერთოდ გონება დაუკარგავს. ვიღაცებს უჩხუბიათ და ბოლოს საქმე იქამდე მისულა, რომ პოლიცია გამოუძახიათ“ (ჯენელი)
გაკვეთილი ნუ იფიქრებ, რომ ყველაფერი თავისთავად კარგად იქნება! მნიშვნელობა არა აქვს, სტუმრის როლში ხარ თუ მასპინძლის, უნდა იცოდე პასუხები მომდევნო გვერდებზე დასმულ კითხვებზე. ამგვარად ის საღამო კარგად გაგახსენდება და სანანებელიც არაფერი გექნება.
სასიამოვნო შეხვედრები
„ერთხელ ჩემს მეგობართან ვიყავით შეკრებილები სახლში. დედამისმა ყველაფერი იცოდა, ვინ სად ვიყავით და რას ვაკეთებდით. გარეთ რომ გავდიოდი მანქანიდან ჟაკეტის ასაღებად, გამაჩერა და მკითხა, სად მიდიხარო. ეს შეიძლება მისი მხრიდან მეტისმეტი სიფრთხილის გამოვლენა იყო, მაგრამ არ მწყენია. ჯობია, უსაფრთხოდ იყო, ვიდრე სანანებელი გაგიხდეს რამე“ (კიმი).
„ბევრი შეხვედრა დამამახსოვრდა კარგად და ეს იმიტომ, რომ სხვადასხვა ასაკის ადამიანები ვიყავით შეკრებილები. თან სასიამოვნო რაღაცები იყო დაგეგმილი და ყველა მონაწილეობდა“ (ანდრეა).