მთავარი თემა
უნიკალური ვებ-გვერდი
წაიკითხეთ ბიბლია დაახლოებით 50 ენაზე და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები 500-ზე მეტ ენაზე.
ნახეთ თქვენთვის სასურველი მასალა ჟესტების დაახლოებით 70 ენაზე.
ისარგებლეთ ვებ-გვერდით ასობით ენაზე.
მოუსმინეთ აუდიო-დრამებს, შთამბეჭდავ ბიბლიურ ისტორიებს.
იხილეთ დასურათებული ბიბლიური ისტორიები.
უყურეთ ბიბლიურ დრამებსა და ფილმებს, რომლებიც დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ პრობლემებს.
ჩამოტვირთეთ წიგნები, ჟურნალები და აუდიოფაილები უფასოდ.
მოიძიეთ სხვადასხვა საკითხი „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკაში“, რომელიც ხელმისაწვდომია 100-ზე მეტ ენაზე.
წყვილებისთვის
„მინდა ბედნიერი ოჯახი მქონდეს. მე და ჩემს ცოლს გვაქვს ხოლმე პრობლემები, მაგრამ შვილების შეძენის შემდეგ ჩვენი პრობლემები უფრო გამწვავდა. ნამდვილად ვსაჭიროებთ დახმარებას“
ბიბლიაში წერია:
„სიბრძნით აშენდება ოჯახი და გამჭრიახობით განმტკიცდება იგი“ (იგავები 24:3).
რით არის კარგი ეს ვებ-გვერდი
განყოფილება „წყვილები და მშობლები“ დაგეხმარებათ ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა:
სირთულეები ქორწინების პირველ წელს
ურთიერთობა მეუღლის მშობლებთან
შვილების აღზრდა
კამათი
ფულთან დაკავშირებული პრობლემები
(იხილეთ ბიბლიური სწავლებები > წყვილები და მშობლები)
წიგნში „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ ვრცლად არის განხილული ოჯახთან დაკავშირებული საკითხები, დაწყებული ქორწინებისთვის მომზადებიდან დამთავრებული ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნვით.
(ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.dan124.com. იხილეთ პუბლიკაციები > წიგნები და ბროშურები)
მშობლებისთვის
„ჩემთვის შვილებზე მნიშვნელოვანი ამქვეყნად არაფერია. მინდა ისე აღვზარდო, რომ მათით ვიამაყო“
ბიბლიაში წერია:
„ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავები 22:6).
რით არის კარგი ეს ვებ-გვერდი
განყოფილებაში „ბავშვები“ მოცემული დასურათებული ბიბლიური ისტორიები, სავარჯიშოები, ვიდეოები და ბიბლიური გაკვეთილები დაგეხმარებათ, ასწავლოთ შვილებს . . .
იყვნენ მორჩილები
იყვნენ კეთილები
სხვებთან ურთიერთობა
„მადლობის“ თქმა
(იხილეთ ბიბლიური სწავლებები > ბავშვები)
ლამაზად დასურათებული წიგნები „ბიბლიური მოთხრობები“ და „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ სპეციალურად თქვენთვის არის შექმნილი, რომ ბავშვებს წაუკითხოთ.
(აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.dan124.com. იხილეთ პუბლიკაციები > წიგნები და ბროშურები)
ახალგაზრდებისთვის
„სიამოვნებით წავიკითხავდი რჩევებს სკოლაზე, აგრეთვე მშობლებთან, მეგობრებთან და საპირისპირო სქესთან ურთიერთობაზე. უკვე ბავშვი აღარა ვარ და არ მომწონს, როცა ლექციებს მიკითხავენ“
ბიბლიაში წერია:
„სიკეთე გიყოს შენმა გულმა შენს სიჭაბუკეში“ (ეკლესიასტე 11:9).
რით არის კარგი ეს ვებ-გვერდი
განყოფილებაში „ახალგაზრდები“ მოცემული სტატიები და ვიდეოები დაგეხმარებათ . . .
დაძლიოთ მარტოობის გრძნობა
გაუმკლავდეთ სკოლაში არსებულ პრობლემებს
თუ ოჯახში დადგენილი წესი დაარღვიეთ
თუ ვინმე გჩაგრავთ ან სექსუალურ შეურაცხყოფას გაყენებთ
(იხილეთ ბიბლიური სწავლებები > ახალგაზრდები)
წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ პირველ და მეორე ტომში გარჩეულია 77 ხშირად დასმული მნიშვნელოვანი კითხვა.
(აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.dan124.com. იხილეთ პუბლიკაციები > წიგნები და ბროშურები)
მათთვის, ვისაც სურს ბიბლიის შესწავლა
„მინდა ბიბლია უკეთ ვიცოდე. რა უნდა გავაკეთო?“
ბიბლიაში წერია:
„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად“ (2 ტიმოთე 3:16).
რით არის კარგი ეს ვებ-გვერდი
ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ არის ზუსტი და ადვილად გასაგები.
(იხილეთ პუბლიკაციები > ბიბლია)
განყოფილებაში „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“ მოცემულია ნათელი პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: „რატომ მოხდა ჰოლოკოსტი?“ და „როდის დაიბადა იესო?“.
(იხილეთ ბიბლიური სწავლებები > პასუხები ბიბლიურ კითხვებზე)
გვერდი „ბიბლიის უსასყიდლოდ შესწავლის მსურველთათვის“ საშუალებას მოგცემთ, უფასოდ შეისწავლოთ ბიბლია.
(დააწკაპუნეთ საწყის გვერდზე არსებულ ბმულზე „ბიბლიის შესწავლის მსურველთათვის“)
«ადრე ბიბლიის კითხვა შევწყვიტე, რადგან ვერაფერს ვიგებდი. მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოვიყენე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მივხვდი, რომ ბიბლია საკმაოდ ადვილი გასაგები იყო» (ქრისტინა)
ყოველდღე დაახლოებით 700 000 ადამიანი სტუმრობს ვებ-გვერდს jw.org. თქვენც ხომ არ შეუერთდებოდით მათ?