არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

ისრაელი, იორდანია და პალესტინა

ყოველ წელს მკვდარი ზღვა ვიწროვდება 1 მეტრით. მკვლევრები შიშობენ, რომ 2050 წლისთვის ტბა შეიძლება საერთოდ დაშრეს. მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები გამოსავალს ეძებენ. ერთი შესაძლო ვარიანტი, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს, ითვალისწინებს წითელი ზღვიდან ამოღებული წყლის გამტკნარებას მოსახლეობის მოხმარებისთვის, ხოლო ამ ტექნოლოგიური პროცესის შედეგად დარჩენილი მაღალი კონცენტრაციის მარილიანი წყლის მკვდარ ზღვაში ჩაშვებას. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ეს ჩანაფიქრი ავნებს მკვდარი ზღვის უნიკალურ ეკოსისტემას.

გერმანია

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ერთი კვლევის თანახმად, შობის პერიოდში გულის შეტევით ერთი მესამედით მეტი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. კომპანია მთავარ მიზეზად ასახელებს საშობაო საჩუქრების ძებნით გამოწვეულ გადამეტებულ სტრესს და ოჯახის წევრებისა და მეგობრების არაგონივრულად დიდ მოლოდინს.

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ისლანდიური მოლუსკი (ორსაგდულიანი), რომელიც 405 წლის ეგონათ, თურმე 507 წლის ყოფილა. ამგვარად, ეს მოლუსკი ყველაზე ხნიერი ცხოველი აღმოჩნდა. * მოლუსკი 2006 წელს მოკვდა, როდესაც მკვლევრებმა ის ლაბორატორიაში გადაყვანის მიზნით გაყინეს.

ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის კუნძულები

მიმდინარე წლის დასაწყისში კუბის დედაქალაქ ჰავანაში გამართულ სამიტზე ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებმა, მთლიანობაში 33-მა ქვეყანამ, გამოთქვა სურვილი, რომ თავიანთი ტერიტორია „მშვიდობის ზონად“ აქციონ. ისინი მივიდნენ იმ შეთანხმებამდე, რომ ურთიერთშორის წამოჭრილი კონფლიქტები ძალის გამოყენების გარეშე მოაგვარონ. დამსწრეთა შორის იყო გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი.

^ აბზ. 7 „ხნიერ ცხოველებში“ არ შედიან კოლონიური ორგანიზმები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა, მარჯანი, რომელზეც ფიქრობენ, რომ ათასობით წელს ცოცხლობს.