იეჰოვა — ყოვლადძლიერი ღმერთი
იეჰოვა — ყოვლადძლიერი ღმერთი
„არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს“ (ესაია 40:26).
1, 2. ა) რომელ ფიზიკურ ძალაზეა დამოკიდებული ყოველი ჩვენგანი? ბ) განმარტეთ, რატომ არის იეჰოვა ყოველგვარი ძალის წყარო?
ძალა ისეთი რამ არის, რასაც მრავალი ჩვენგანი დიდ ყურადღებას არ აქცევს. მაგალითად, ჩვენ ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ელექტრული დენის ძალა გვაძლევს სინათლესა და სითბოს ან შტეფსელში რომელიმე ელექტრომოწყობილობის ჩართვით კეთილმოწყობის საშუალებას. მხოლოდ ელექტროენერგიის მოწოდების მოულოდნელად შეწყვეტის შემდეგ ვხვდებით, რომ მის გარეშე დიდი ქალაქები, ფაქტობრივად, წყვეტენ ფუნქციონირებას. უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიისა, რომელზეც ასე ვართ დამოკიდებული, არაპირდაპირი გზით დედამიწის ყველაზე სანდო წყაროსგან, მზისგან, ვიღებთ *. ყოველ წამში მზის ეს რეაქტორი 5 მილიონ ტონა ბირთვულ სათბობს იყენებს და დედამიწას სიცოცხლის მომცემი ენერგიით უხვად უზრუნველყოფს.
2 საიდან გაჩნდა მზის ენერგია? ვინ „ააგო“ ეს ციური ელექტროსადგური? იეჰოვა ღმერთმა. მის შესახებ ფსალმუნის 73:16-ში ნათქვამია: „შენ განამზადე მთვარე და მზე“. დიახ, იეჰოვაა ყოველგვარი ძალის სათავე და ამასთანავე ყოველგვარი სიცოცხლის წყარო (ფსალმუნი 35:10). ამიტომ ზერელედ არასოდეს უნდა მოვეკიდოთ მის ძალას. წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით იეჰოვა შეგვახსენებს, შევხედოთ ციურ სხეულებს, მაგალითად, მზესა და ვარსკვლავებს, და დავფიქრდეთ, როგორ გაჩნდნენ ისინი: „ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს“ (ესაია 40:26; იერემია 32:17).
3. რა მხრივ არის ჩვენთვის სასარგებლო იეჰოვას ძალის გამოვლინება?
3 რადგან იეჰოვა ყოვლადძლიერია, შეგვიძლია დარწმუნებული ფსალმუნი 27:6—9; ესაია 50:2). ბიბლიაში უხვად არის იმის დამამტკიცებელი მაგალითები, რომ იეჰოვას ძალის წყალობით ხდება შემოქმედება და გამოსყიდვა, თავისი ხალხის დაცვა და მტრების განადგურება.
ვიყოთ, რომ მზე კვლავაც უზრუნველგვყოფს სინათლითა და სითბოთი, რომლებზედაც ჩვენი არსებობაა დამოკიდებული. მაგრამ ჩვენ ვენდობით იეჰოვას ძალას არა მხოლოდ ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელ საკითხებში, არამედ ბევრად უფრო მეტშიც. ცოდვისა და სიკვდილისგან გამოსყიდვა, მომავლის იმედი და იეჰოვაზე ჩვენი მინდობა განუყოფლად არის დაკავშირებული მის მიერ ძალის გამოვლენასთან (ღვთის ძალა ქმნილებებში ვლინდება
4. ა) როგორ მოქმედებდა დავითზე ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცის ყურება? ბ) რას გვიმხელს ციური სხეულები ღვთის ძალის შესახებ?
4 მოციქული პავლე გვიხსნის, რომ ჩვენი შემოქმედის „მარადიული ძალა. . . ქმნილებათა ხილვით შეიცნობა“ (რომაელთა 1:20). საუკუნეებით ადრე, ფსალმუნმომღერალი დავითი მწყემსობის პერიოდში, ალბათ, ხშირად უყურებდა ღამის ცას, რაშიც სამყაროს გრანდიოზულობასა და მისი შემოქმედის ძლიერებას ხედავდა. ის წერდა: „როცა შევხედავ შენს ცას — შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ (ფსალმუნი 8:4, 5). ციურ სხეულებთან დაკავშირებით შეზღუდული ცოდნის მიუხედავად, დავითს ესმოდა, რომ ჩვენი უზარმაზარი სამყაროს შემოქმედთან შედარებით თვითონ არარაობა იყო. დღეს ასტრონომებმა ბევრად მეტი იციან სამყაროს უსაზღვროებისა და მისი არსებობის შემნარჩუნებელი ძალების შესახებ. მაგალითად, ისინი გვეუბნებიან, რომ ყოველ წამში მზე გამოყოფს ენერგიას, რომელიც 100 000 მილიონი მეგატონა ტრინიტროტოლუოლის აფეთქების დროს გამოყოფილი ენერგიის ტოლია *. დედამიწამდე ამ ენერგიის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი აღწევს, მაგრამ ის, რაც აღწევს, საკმარისია ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, ციურ სხეულებს შორის მზე სულაც არ არის უმძლავრესი ვარსკვლავი. ზოგი ვარსკვლავი მხოლოდ ერთ წამში იმდენ ენერგიას ასხივებს, რამდენსაც მზე — მთელი დღის განმავლობაში. მაშ, წარმოიდგინეთ ის ძალა, რომელსაც ასეთი ციური სხეულების შემოქმედი ფლობს! ელიჰუმ სამართლიანად შენიშნა: „[ჩვენ] ვერ ვწვდებით ყოვლადძლიერს, ის აღმატებულია ძალით“ (იობი 37:23).
5. იეჰოვას ძალის რა მტკიცებას ვხედავთ მის საქმეებში?
5 თუ დავითივით ‘ღვთის საქმის მაძიებელნი’ ვართ, მისი ძალის გამოვლენის მტკიცებებს ყველგან დავინახავთ — ქარსა და ტალღებში, ელვასა და ჭექა-ქუხილში, დიდ მდინარეებსა და უზარმაზარ მთებში (ფსალმუნი 110:2, მცხეთური ხელნაწერები; იობი 26:12—14). გარდა ამისა, იეჰოვამ იობს შეახსენა, რომ ცხოველებიც ადასტურებდა მის ძალას. ამ ცხოველებს შორისაა ბეჰემოთი ანუ ჰიპოპოტამი. იეჰოვამ იობს უთხრა: „ძალა მისი მის წელშია. . . მისი სახსრები — რკინის წნელებია“ (იობი 40:15—18). ბიბლიურ დროში კარგად იცოდნენ, რაც იყო გარეული ხარის ძალა. დავითი ლოცულობდა, რომ გადარჩენოდა ‘ლომის ხახასა და მარტორქას [„გარეული ხარის რქებს“, აქ]’ (ფსალმუნი 21:22).
6. რის სიმბოლოა საღვთო წერილში ხარი და რატომ? (იხილეთ სქოლიო).
6 ბიბლიაში ხარი თავისი სიძლიერის გამო იეჰოვას *. მოციქულ იოანეს მიერ ნანახ ხილვაში იეჰოვას ტახტი ოთხი ცოცხალი ქმნილებითაა წარმოდგენილი, რომელთაგან ერთ-ერთის სახე ხარს ჰგავდა (გამოცხადება 4:6, 7, აქ). როგორც ჩანს, იეჰოვას ოთხი ძირითადი თვისებიდან, რომლებიც ამ ქერუბიმებითაა წარმოდგენილი, ერთ-ერთი ძალაა. დანარჩენები კი — სიყვარული, სიბრძნე და სამართლიანობა. რადგან ძალა ღვთის პიროვნების ასე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, მისი ძალისა და იმის შესახებ ნათელი გაგება, თუ როგორ იყენებს ამ ძალას, ღმერთთან დაგვაახლოებს და დაგვეხმარება, მივბაძოთ მის მაგალითს, რათა ჩვენს განკარგულებაში არსებული ნებისმიერი ძალა სწორად გამოვიყენოთ (ეფესელთა 5:1).
ძალის სიმბოლოდ არის გამოყენებული„ლაშქართა იეჰოვა. . . ისრაელის ძლიერი“
7. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე?
7 საღვთო წერილში იეჰოვას „ყოვლადძლიერი ღმერთი“ ეწოდება. ეს სახელწოდება შეგვახსენებს, რომ არასოდეს უნდა გამოგვრჩეს მისი ძალის სათანადოდ დაფასება ან არასოდეს უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ მას მტრების ძლევის ძალა შესწევს (დაბადება 17:1; გამოსვლა 6:3). შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდეს, რომ სატანის ბოროტი სისტემა მყარად დგას, მაგრამ იეჰოვას თვალში „სარწყულის ერთი წვეთივით არიან ხალხები და ქვიშასავით სასწორის პინებზე“ (ესაია 40:15). ღვთის ასეთი ძალის წყალობით, ეჭვგარეშეა, სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე. ბოროტების მძვინვარების დროს კი შეგვიძლია ვინუგეშოთ იმის ცოდნით, რომ «ცაბაოთ უფალი [„ლაშქართა იეჰოვა“, აქ], ისრაელის ძლიერი» სამუდამოდ აღმოფხვრის მას (ესაია 1:24; ფსალმუნი 36:9, 10).
8. რა ზეციერი ლაშქარი ჰყავს იეჰოვას თავის განკარგულებაში და რა გვიჩვენებს მათ ძალას?
8 გამოთქმა „ლაშქართა იეჰოვა“ ბიბლიის დედანში 285-ჯერ გვხვდება, რაც ღვთის ძალის შესახებ კიდევ ერთი შემხსენებელია. აქ მოხსენიებული „ლაშქარი“ მიუთითებს სულიერ ქმნილებათა დასზე, რომელიც იეჰოვას განკარგულებაშია (ფსალმუნი 102:20; 21; 148:2). სულ ერთი ღამის განმავლობაში ამ ანგელოზთაგან ერთ-ერთმა აშურის ბანაკში მუსრი გაავლო იერუსალიმის ასაღებად თავმოყრილ 185 000 მეომარს (მეოთხე მეფეთა 19:35). როდესაც გვესმის, რამხელა ძალა აქვს იეჰოვას ზეციერ ლაშქარს, მოწინააღმდეგეები ადვილად ვერ შეგვაშინებენ. წინასწარმეტყველი ელისე, თავისი მსახურისგან განსხვავებით, მშვიდად იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოკვლის მსურველებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული. ამას კი იმის საშუალებით ახერხებდა, რომ რწმენის თვალებით ხედავდა ზეციერ ლაშქარს, რომელიც მხარს უჭერდა მას (მეოთხე მეფეთა 6:15—17).
9. იესოს მსგავსად რატომ უნდა მივენდოთ ღვთისგან მომდინარე დამცავ ძალას?
9 მსგავსად ამისა, გეთსიმანიის ბაღში მახვილებითა და კეტებით შეიარაღებული ბრბოს თავდასხმისას იესოც გრძნობდა ანგელოზების მხარდაჭერას. მას შემდეგ, რაც პეტრეს უთხრა, თავის ადგილას ჩაებრუნებინა მახვილი, მოციქულს აუხსნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეეძლო მამისთვის ეთხოვა „ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც“ (მათე 26:47, 52, 53). თუ ჩვენც ასევე ვიფიქრებთ ღვთის განკარგულებაში მყოფ ზეციერ ლაშქარზე, უყოყმანოდ მივენდობით ღვთის მხარდაჭერას. მოციქული პავლე წერდა: „ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენთვის არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?“ (რომაელთა 8:31).
10. ვის სასარგებლოდ იყენებს იეჰოვა თავის ძალას?
10 ჩვენ ნამდვილად გვაქვს ყოველგვარი საფუძველი, მივენდოთ იეჰოვას და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის დაგვიცავს. ღმერთი ყოველთვის კეთილ საქმეებს ახმარს თავის ძალას და მას სხვა თვისებებთან — სამართლიანობასთან, სიბრძნესა და სიყვარულთან — ერთად იყენებს (იობი 37:23; იერემია 10:12). მაშინ როდესაც ძლიერი მამაკაცები ხშირად ძალას თავიანთი ეგოისტური მიზნებისთვის იყენებენ და ღარიბ და თავმდაბალ ადამიანებს თელავენ, იეჰოვა ‘მტვრიდან აყენებს საწყლებს’ და ‘ხსნის შემძლებელია’ (ფსალმუნი 112:5—7; ესაია 63:1). მარიამს, იესოს უბრალო და მოკრძალებულ დედას, ესმოდა, რომ „ყოვლადძლიერი“ მის მოშიშთა სასარგებლოდ არაეგოისტურად იყენებს ძალას — ამდაბლებს ამპარტავნებს და ამაღლებს დამდაბლებულებს (ლუკა 1:46—53).
იეჰოვა თავის ძალას აჩვენებს თავის მსახურებს
11. ღვთის ძალის რა დადასტურება იხილეს ისრაელებმა ძვ. წ. 1513 წელს?
11 იეჰოვამ თავისი სიძლიერე არაერთხელ უჩვენა თავის მსახურებს. ერთი ასეთი შემთხვევა ძვ. წ. 1513 წელს სინაის მთასთან მოხდა. იმ წელს ისრაელებს უკვე ნანახი ჰქონდათ ღვთის ძალის შთამბეჭდავი მტკიცება. ათმა გამანადგურებელმა უბედურებამ იეჰოვას მკლავის სიძლიერე და ეგვიპტელთა ღვთაებების უძლურება ცხადყო. მას შემდეგ მალე წითელი ზღვის სასწაულებრივი გადალახვა და ფარაონის ჯარის განადგურება ღვთის სიძლიერის შემდგომი დადასტურება იყო. სამი თვის შემდეგ, სინაის მთის ძირთან იეჰოვამ ისრაელებს ‘თავის საკუთრებად ყველა ხალხისგან გამორჩევა’ შესთავაზა. თავის მხრივ, ხალხმაც აღუთქვა: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა“ (გამოსვლა 19:5, 8). შემდეგ კი იეჰოვამ თავისი ძალის ბრწყინვალე დემონსტრირება მოახდინა. შეიქნა გრგვინვა და მეხის ტეხა; გაისმა საყვირის ხმა; სინაის მთა ბოლავდა და ირყეოდა. მთიდან გარკვეულ მანძილზე თავმოყრილი ხალხი შიშისაგან ძრწოდა. მაგრამ მოსემ მათ უთხრა, რომ ყოველივე აქედან ღვთისადმი შიში უნდა ესწავლათ, შიში, რომელიც თავიანთი ყოვლადძლიერი და ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისადმი, იეჰოვასადმი, მორჩილებისკენ აღძრავდა (გამოსვლა 19:16—19; 20:18—20).
12, 13. რა მდგომარეობებმა აიძულა ელია, რომ თავის დავალებას გაქცეოდა, მაგრამ როგორ განამტკიცა იეჰოვამ ის?
12 რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ელიას დღეებში, სინაის მთა კიდევ ერთხელ გახდა ღვთიური ძალის გამოვლინების მოწმე. წინასწარმეტყველს ადრე ნანახი ჰქონდა ღვთის ძალის მოქმედება. დაახლოებით სამ-ნახევარი წლის განმავლობაში ისრაელების განდგომილების გამო ღმერთმა ‘დაკეტა ცა’ (მეორე ნეშტთა 7:13). გვალვის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამო ქერითის ხევში მყოფ ელიას ყორნები კვებავდნენ, შემდეგ კი ქვრივის მცირეოდენი ფქვილი და ზეთი სასწაულებრივად არ ილეოდა და ამით იკვებებოდა. იეჰოვამ ელიას ქვრივის ვაჟის აღდგენის ძალაც კი მისცა. ბოლოს კი, ქარმელის მთაზე ამაღელვებელი გამოცდისას, სადაც გამოჩნდებოდა, თუ ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი, ზეციდან ცეცხლი ჩამოვარდა და ელიას აღსავლენი შთანთქა (მესამე მეფეთა 17:4—24; 18:36—40). მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის შემდეგ, იმის გამო, რომ იზებელი მოკვლით ემუქრებოდა, წინასწარმეტყველი შიშმა შეიპყრო და სულით დაეცა (მესამე მეფეთა 19:1—4). ის გაიქცა, რადგან ფიქრობდა, რომ უკვე შეასრულა თავისი, როგორც წინასწარმეტყველის, დანიშნულება. დასამშვიდებლად და ძალების აღსადგენად იეჰოვამ მას პირადად ალერსიანად აჩვენა თავისი ძალა.
13 იმ დროს, როდესაც ელია გამოქვაბულში იმალებოდა, იეჰოვასადმი შიშის შთამნერგავი სცენის, იეჰოვას განკარგულებაში მყოფ ძალთაგან სამის — ძლიერი ქარის, მიწისძვრისა და ცეცხლის — გამოვლინების მოწმე გახდა. მაგრამ ამ დროს ელიას იეჰოვა „ოდნავი ჩქამის“ ხმით ელაპარაკებოდა; მან წინასწარმეტყველს მეტი სამუშაოს შესრულება დაავალა და უთხრა, რომ ისრაელში ჯერ კიდევ იყო იეჰოვას 7 000 ერთგული თაყვანისმცემელი (მესამე მეფეთა 19:9—18). თუ, ელიას მსგავსად, მსახურებაში წარუმატებლობის გამო ოდესმე სულით დავეცემით, შეგვიძლია იეჰოვას ვთხოვოთ „აღმატებული ძლიერება“— ძალა, რომელიც განგვამტკიცებს და სასიხარულო ცნობის მოუდუნებლად ქადაგების გაგრძელებაში დაგვეხმარება (2 კორინთელთა 4:7).
იეჰოვას ძალა მისი აღთქმების შესრულების გარანტიას გვაძლევს
14. რას გვიმხელს იეჰოვას პირადი სახელი და როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული მისი ძალა და სახელი?
14 იეჰოვას ძალა აგრეთვე მჭიდროდ არის დაკავშირებული მის სახელსა და მისი ნების შესრულებასთან. იეჰოვას უნიკალური სახელი, რომლის მნიშვნელობაა „აქცევინებს“, გვიჩვენებს, რომ ის საკუთარ თავს თავისი აღთქმების შემსრულებლად აქცევს. ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს ღმერთს თავისი განზრახვების შესრულებაში. მართალია, გამოუსწორებელი სკეპტიკოსები ასე არ ფიქრობენ, მაგრამ იესომ ერთხელ მოციქულებს უთხრა: „ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელია“ (მათე 19:26).
15. როგორ მიეცა აბრაამსა და სარას შეხსენება, რომ იეჰოვასთვის შეუძლებელი არაფერია?
15 მაგალითად, იეჰოვამ ერთხელ აბრაამსა და სარას აღუთქვა, რომ მათ შთამომავლობას დიდ ხალხად აქცევდა. მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში ცოლ-ქმარს შვილი არ უჩნდებოდა. ისინი საკმაოდ ხანდაზმულები იყვნენ მაშინ, როდესაც იეჰოვამ უთხრა, რომ მალე შეუსრულებდა დანაპირებს. ამიტომაც სარას გაეცინა. პასუხად ანგელოზმა ჰკითხა: დაბადება 12:1—3; 17:4—8; 18:10—14). ოთხი საუკუნის შემდეგ მოსემ მოაბის ველზე შეკრიბა იმ დროისთვის უკვე დიდ ხალხად ქცეული აბრაამის შთამომავლები და შეახსენა, რომ ღმერთმა შეასრულა თავისი აღთქმა. მან თქვა: „რაკი [იეჰოვამ] შეიყვარა შენი მამა-პაპა, კიდეც გამოარჩია მისი შთამომავლობა და თავად გამოგიყვანა დიადი ძალით ეგვიპტიდან, რომ აეყარა შენს წინაშე შენზე დიდი და ძლიერი ხალხები, მოეყვანე და მოეცა შენთვის მათი ქვეყანა სამკვიდროდ, როგორც დღესა გაქვს“ (მეორე რჯული 4:37, 38).
„რა არის უფლისთვის შეუძლებელი?“ (16. რატომ შეცდნენ სადუკეველები და უარყოფდნენ მკვდრეთით აღდგომას?
16 საუკუნეების შემდეგ იესომ გაკიცხა სადუკეველები იმის გამო, რომ მკვდრეთით აღდგომა არ სწამდათ. რატომ არ სჯეროდათ მათ მიცვალებულთა აღდგომის შესახებ ღვთის აღთქმა? იესომ უთხრა მათ: „არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა“ (მათე 22:29). საღვთო წერილი გვარწმუნებს: „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. . . [და] გამოვლენ“ (იოანე 5:27—29). თუ ვიცით, რას ამბობს ბიბლია მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით და ღვთის ძალის გვჯერა, დარწმუნებული ვიქნებით, რომ მიცვალებულები აღდგებიან. ღმერთი „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ. . . რადგან უფალმა [თავად] ბრძანა“ (ესაია 25:8).
17. მომავალში როდის იქნება იეჰოვასადმი მინდობა განსაკუთრებით აუცილებელი?
17 ახლო მომავალში დადგება დრო, როდესაც თითოეულ ჩვენგანს დასჭირდება ღვთის მხსნელი ძალისადმი განსაკუთრებული ნდობის გამოვლენა. სატანა ეშმაკი ღვთის ხალხის წინააღმდეგ შეტევაზე გადმოვა, ღვთის ხალხისა, რომელიც ერთი შეხედვით დაუცველი იქნება (ეზეკიელი 38:14—16). მაშინ ღმერთი ჩვენს სასარგებლოდ გამოაჩენს თავის დიდ ძალას და ყველას ეცოდინება, რომ ის იეჰოვაა (ეზეკიელი 38:21—23). ახლა კი დროა, აღვაშენოთ ჩვენი რწმენა და ყოვლისშემძლე ღვთისადმი ნდობა, რათა იმ გადამწყვეტ დროს მერყევნი არ ვიყოთ.
18. ა) რა სარგებლობა მოაქვს იეჰოვას ძალაზე ფიქრს? ბ) რა საკითხი იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
18 ეჭვგარეშეა, არსებობს იმის მრავალი მიზეზი, რომ ვიფიქროთ იეჰოვას ძალაზე. როდესაც ყურადღებით ვაკვირდებით მის საქმეებს, თავმდაბლად ვასხამთ ხოტბას ჩვენს დიდებულ შემოქმედს და მადლობას ვწირავთ იმისათვის, რომ ძალას ასე გონივრულად და სიყვარულით იყენებს. ვერაფერი შეგვაშინებს, თუ ლაშქართა იეჰოვაზე ვართ მინდობილი. მისი დანაპირებისადმი ჩვენი რწმენა ურყევი იქნება. აგრეთვე გახსოვდეთ, რადგან ღვთის მსგავსად ვართ შექმნილი, ჩვენც გვაქვს ძალა, თუმცა შეზღუდული. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ჩვენს შემოქმედს ძალის გამოყენებაში? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
[სქოლიოები]
^ აბზ. 1 საყოველთაოდ ცნობილია, რომ ისეთი წიაღისეული, როგორიცაა: ნავთობი და ქვანახშირი, რომლებიც ელექტოსადგურებში ენერგიის ძირითადი წყაროა, მზისგან იღებენ ენერგიას.
^ აბზ. 4 ამის საპირისპიროდ, ოდესმე ნაცად ბომბებს შორის უმძლავრესი ბირთვული ბომბის აფეთქების ძალა 57 მეგატონა ტრინიტროტოლუოლის აფეთქების ძალის ტოლია.
^ აბზ. 6 ბიბლიაში მოხსენიებული გარეული ხარი, ალბათ, ტურზე მიუთითებდა (ლათინურად urus). ორი ათასი წლის წინათ ეს ცხოველი გალიაში (ახლანდელი საფრანგეთი) ბინადრობდა. იულიუს ცეზარმა ტური შემდეგი სახით აღწერა: „ეს ცხოველი ზომით ოდნავ არის სპილოზე ნაკლები, მაგრამ ბუნებით, ფერითა და ფორმით ხარია. ის ძალიან ძლიერი და სწრაფი ცხოველია. ადამიანებისა და მტაცებელი ცხოველების დანახვისას, არც ერთს ინდობს და არც მეორეს“.
შეგიძლიათ უპასუხოთ ამ კითხვებზე?
• როგორ ამოწმებს ქმნილება იეჰოვას ძალის შესახებ?
• თავისი ხალხის მხარდასაჭერად რა ლაშქრის გამოყენება შეუძლია იეჰოვას?
• რომელ ზოგ შემთხვევაში გამოავლინა იეჰოვამ თავისი ძალა?.
• რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის დანაპირებს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 10 გვერდზე]
„ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი?“
[საავტორო უფლება]
Photo by Malin, © IAC/RGO 1991.
[სურათები 13 გვერდზე]
იეჰოვას ძალის გამოვლენაზე ფიქრი მისი დანაპირებისადმი რწმენას გვინმტკიცებს.