რა ენატრებოდა მას ისეთი, რასაც ნიუ-იორკში ხედავდა
რა ენატრებოდა მას ისეთი, რასაც ნიუ-იორკში ხედავდა
საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) სტამბის ერთ-ერთი შენობის თავზე 1950 წლიდან შეიმჩნევა ზემოთ მოცემული წარწერა. ეს იქაურ მცხოვრებლებს, ტურისტებსა და სხვებს, რომლებიც ჩაუვლიან ხოლმე ამ შენობას, შეახსენებს, რომ ყოველდღიურად იკითხონ ბიბლია. ერთი ახალგაზრდა მოწმე გოგონას წერილი ადასტურებს, რომ ეს შეხსენება ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს.
„ჩემს კლასელთან ვმსჯელობდი, თუ რის გაკეთება მსურდა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ. თავდაპირველად ბეთელზე, იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოზე, ვსაუბრობდი, რამაც ის ძალიან ააღელვა. მან მითხრა, რომ ადრე ნიუ-იორკში ცხოვრობდა. მისი ოჯახის წევრები არ იყვნენ თავგამოდებული მორწმუნეები, მაგრამ ყოველ დილით, როდესაც ფანჯრიდან იყურებოდა, შემდეგ წარწერას ხედავდა: ‘ყოველდღიურად იკითხე ღვთის სიტყვა, წმინდა ბიბლია’. ამიტომ ის ყოველდღიურად კითხულობდა ბიბლიას სკოლაში წასვლამდე.
მან თქვა, რომ ამ ქალაქიდან გადასვლის შემდეგ ძალიან ენატრებოდა ის, რასაც ნიუ-იორკში ხედავდა; როდესაც იღვიძებდა, ვეღარ ხედავდა წარწერას, რომელიც შეახსენებდა, ეკითხა ბიბლია. მაგრამ „საგუშაგო კოშკის“ შენობაზე გაკეთებული წარწერის საშუალებით მას განუვითარდა ბიბლიის კითხვის ჩვევა, რის გამოც ყოველდღიურად განაგრძობდა ბიბლიის კითხვას“.
მართლაც საუკეთესო იქნებოდა დღის დასაწყისში ღვთის სიტყვის პატარა მონაკვეთის წაკითხვა! ასეთი მოქმედებით უეჭველად დააფასებ მოქიცულ პავლეს სიტყვებს, რომელმაც თქვა: ‘საღვთო წერილებს. . . ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენაში’ (2 ტიმოთე 3:15—17).