იეჰოვასთვის სასურველი ქების მსხვერპლი
იეჰოვასთვის სასურველი ქების მსხვერპლი
‘შესწირეთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად’ (რომაელთა 12:1).
1. რას ამბობს ბიბლია მოსეს რჯულის თანახმად შეწირულ მსხვერპლთა ფასის შესახებ?
„რჯული, რომელსაც აქვს მომავალ სიკეთეთა აჩრდილი და არა თვით საგანთა ხატება, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით ვერასოდეს ვერ შეძლებს სრულყოს მასთან მისულები“ (ებრაელთა 10:1). ამ ციტატაში არის ერთი განსაკუთრებული განაცხადი — მოციქული პავლეს მტკიცებით, მოსეს რჯულის თანახმად შეწირულ მსხვერპლთ კაცობრიობის ხსნისთვის ისეთი ფასი არ ჰქონდა, რომელიც ჟამთა სვლას გაუძლებდა (კოლასელთა 2:16, 17).
2. რატომ არ არის ამაო, ვეცადოთ რჯულით გათვალისწინებული შესაწირავებისა და მსხვერპლების შესახებ ბიბლიაში მოცემული დაწვრილებითი ინფორმაციის გაგებას?
2 ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხუთწიგნეულში შესაწირავებსა და მსხვერპლებთან დაკავშირებით მოცემულ ინფორმაციას დღეს ქრისტიანებისთვის არავითარი ღირებულება არა აქვს? ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებებში თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ჩაწერილები დაახლოებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში კითხულობდნენ და არც ისე დიდი ხანია, რაც დაამთავრეს ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის კითხვა. ზოგი მთელ ძალ-ღონეს ახმარდა ყოველი წვრილმანის გულმოდგინედ წაკითხვასა და გაგებას. იყო მთელი ეს ძალისხმევა ამაო? ცხადია — არა, რადგან „ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4). იბადება კითხვა: რა ‘სწავლებასა’ და ‘ნუგეშს’ ვხაპავთ რჯულში შესაწირავებსა და მსხვერპლებთან დაკავშირებით მოცემული მთელი ინფორმაციიდან?
ჩვენს სასწავლებლად და სანუგეშოდ
3. ძირითადად რას ვსაჭიროებთ ჩვენ?
3 მიუხედავად იმისა, რომ არ მოგვეთხოვება რჯულის თანახმად საჭირო სხვადასხვა მსხვერპლის შეწირვა, ჩვენთვისაც აუცილებელია ის, რაც ისრაელებისთვის მსხვერპლშესაწირავებით გარკვეულწილად იყო მიღწეული, კერძოდ კი, ჩვენი ცოდვების მიტევება და ღვთის კეთილგანწყობილებით სარგებლობა. მაშინ, როდესაც ჩვენ პირდაპირი გაგებით არ ვწირავთ მსხვერპლთ, როგორ შეგვიძლია ასეთი სიკეთით სარგებლობა? ცხოველური შესაწირავების შეზღუდული შესაძლებლობების მოხსენიების შემდეგ პავლე აცხადებს: «ქრისტე წუთისოფელში მოსვლისას ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე. ყოვლადდასაწველები და ცოდვის გამოსასყიდი არ იყო შენთვის მოსაწონი. მაშინ მე ვთქვი: ‘აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო’ “ » (ებრაელთა 10:5—7).
4. როგორ გამოიყენა პავლემ ფსალმუნის 39:7—9 იესო ქრისტესთან მიმართებაში?
4 ფსალმუნის 39:7—9-იდან ციტირებისას პავლე აღნიშნავს, რომ იესო იმისათვის არ მოსულა, რომ სამარადისოდ დაემკვიდრებინა „მსხვერპლი და შესაწირავი“, „ყოვლადდასაწველები და ცოდვის გამოსასყიდი“. ყოველივე ეს იმ დროს, როდესაც პავლე ამ წერილს წერდა, ღმერთს აღარ მოსწონდა. პირიქით, იესო მოვიდა თავისი ზეციერი მამის მიერ გამზადებული სხეულით, რომელიც ყოველმხრივ შეესაბამებოდა ღვთის მიერ ადამისთვის შექმნილ სხეულს (დაბადება 2:7; ლუკა 1:35; 1 კორინთელთა 15:22, 45). როგორც ღვთის სრულყოფილი ძე, იესო იყო დაბადების 3:15-ში ნაწინასწარმეტყველები „თესლი“. მას უნდა გადაედგა ნაბიჯი ‘სატანისთვის თავის გასაჭეჭყად’, თუმცა თავად ‘ქუსლში დაიგესლებოდა’. ამგვარად გახდა იესო იეჰოვას მიერ კაცობრიობის ხსნისთვის გამოსაყენებელი საშუალება, რომელსაც რწმენის კაცები აბელის დღეებიდან მოყოლებული მოელოდნენ.
5, 6. ღმერთთან მისასვლელი რომელი აღმატებული გზა აქვთ ქრისტიანებს?
5 იესოს ამ განსაკუთრებული როლის შესახებ ლაპარაკისას პავლემ აღნიშნა: „ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა მასში გავხდეთ ღვთის სამართლიანობა“ (2 კორინთელთა 5:21). გამოთქმა „გახდა ცოდვად“ შეიძლება ითარგმნოს ‘გახდა, როგორც ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი’. მოციქული იოანე ამბობს: „ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი წუთისოფლის ცოდვების მიმტევებელი“ (1 იოანე 2:2). ამგვარად, მაშინ როდესაც ისრაელებს მსხვერპლთა საშუალებით მხოლოდ დროებით შეეძლოთ ღმერთთან მიახლოება, ქრისტიანებს ამ მიზნისთვის უფრო აღმატებული საფუძველი — იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი — აქვთ (იოანე 14:6; 1 პეტრე 3:18). თუ ღვთის მიერ უზრუნველყოფილი გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენასა და უზენაესი უფლისადმი მორჩილებას ვავლენთ, ჩვენც მოგვეტევება ცოდვები და ღვთის კეთილგანწყობითა და კურთხევებით დავტკბებით (იოანე 3:17, 18). განა ეს მანუგეშებელი არ არის? მაგრამ როგორღა შეგვიძლია გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენა?
6 ქრისტიანებისთვის ღმერთთან მიახლოების აღმატებული საფუძვლის მოხსენიების შემდეგ, როგორც ებრაელთა 10:22—25-ში ვკითხულობთ, პავლე აღნიშნავს სამ გზას, რომლის მეშვეობითაც ღვთის სიყვარულით ნაკარნახები ღონისძიების მიმართ რწმენისა და მადლიერების გამოვლენა შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ პავლეს გაფრთხილება ძირითადად ‘წმიდაში შემსვლელთ’ ანუ ზეციერი მოწოდების მქონე ცხებულ ქრისტიანთ ეხებოდა, ყველასთვის, ვისაც იესოს გამომსყიდველური მსხვერპლიდან სარგებლობა სურს, აუცილებელია ღვთის შთაგონებით პავლეს მიერ ჩაწერილი სიტყვებისთვის ყურადღების მიქცევა (ებრაელთა 10:19).
წმინდა და შეუბღალავი მსხვერპლის შეწირვა
7. ა) როგორ ცხადყოფს ებრაელთა 10:22 იმას, თუ რა კეთდებოდა მსხვერპლის შეწირვისას? ბ) რის გაკეთება იყო აუცილებელი იმისათვის, რომ მსხვერპლი ღვთისთვის ნამდვილად მისაღები ყოფილიყო?
7 პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებს: „მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით სხეულგაბანილნი“ (ებრაელთა 10:22). ამ სიტყვებიდან აშკარად ჩანს, თუ რა კეთდებოდა რჯულის თანახმად მსხვერპლის შეწირვისას, მსხვერპლისა, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. დიახ, ეს მართებულია, რადგან მსხვერპლი რომ მისაღები ყოფილიყო, შემწირველს სწორი აღძვრები უნდა ჰქონოდა, ხოლო მსხვერპლი წმინდა და შეუბღალავი უნდა ყოფილიყო. იწირებოდა ჯოგიდან ან ფარიდან აყვანილი ცხოველი, კერძოდ კი წმინდა ცხოველები, რომლებიც „საღი“, უნაკლო, იყო. თუ მსხვერპლად ფრინველს სწირავდნენ, გვრიტი ან მტრედის ბარტყი უნდა ყოფილიყო. თუ ყველაფერი სათანადოდ კეთდებოდა, ‘მიეცემოდა წყალობა და შეენდობოდა ცოდვა’ მსხვერპლის შემწირველს (ლევიანნი 1:2—4, 10, 14; 22:19—25). პურის შესაწირავში არავითარი საფუარი არ უნდა ყოფილიყო, რადგან საფუარი გახრწნილების სიმბოლო იყო. მასში არც თაფლი უნდა ყოფილიყო, რაშიც შეიძლება ხილის სიროფი იგულისხმებოდა, ეს უკანასკნელი კი იმიტომ არ უნდა ყოფილიყო, რომ მასში ადვილად ვითარდება დუღილის პროცესი. როდესაც სამსხვერპლოზე მსხვერპლი იწირებოდა — იქნებოდა ეს ცხოველური თუ პურის — ემატებოდა მარილი, რომელიც გაფუჭებისგან დამცავი თვისებით გამოირჩევა (ლევიანნი 2:11—13).
8. ა) რა მოითხოვებოდა მსხვერპლის შემწირველი ადამიანისგან? ბ) როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი თაყვანისმცემლობა იეჰოვასთვის მისაღები იყოს?
8 რა შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელიც მსხვერპლს სწირავს? რჯულის თანახმად, ის, ვინც იეჰოვას წინაშე წარდგებოდა, წმინდა და შეუბღალავი უნდა ყოფილიყო. თუ ვინმე რამე მიზეზით შეიბღალებოდა, იეჰოვას წინაშე ისევ წმინდად წარსადგენად ცოდვის ან დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი უნდა შეეწირა, რათა მის მიერ შეწირული ყოვლადდასაწველი ან საზიარო შესაწირავი ღვთისთვის მისაღები ყოფილიყო (ლევიანნი 5:1—6, 15, 17). ამიტომ განა არ უნდა გვესმოდეს იეჰოვას წინაშე ყოველთვის სიწმინდის შენარჩუნების მნიშვნელოვნება? თუ გვსურს, ისე ვცეთ ღმერთს თაყვანი, რომ ეს მისთვის მისაღები იყოს, საჭიროა, სასწრაფოდ გამოვასწოროთ შეცდომა, რომელიც ღვთის რჯულის ამა თუ იმ სახის დარღვევით დავუშვით. დახმარებისათვის მაშინვე უნდა გამოვიყენოთ ღვთის მიერ მოცემული საშუალებები — „ეკლესიის ხუცესნი“ და „შესარიგებელი მსხვერპლი ჩვენი ცოდვებისთვის“, იესო ქრისტე (იაკობი 5:14; 1 იოანე 2:1, 2, აფ).
9. რა ძირითადი განსხვავებაა იეჰოვასა და ცრუ ღმერთებისადმი მსხვერპლის შეწირვას შორის?
9 ძირითადად, ყოველგვარი ბიწიერებისგან განრიდებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან იეჰოვასათვის და იმ ცრუ ღვთაებებისათვის შეწირული მსხვერპლი, რომლებსაც ისრაელის ირგვლივ მცხოვრები ერები აღავლენდნენ. ერთ ცნობარში მოსეს რჯულის თანახმად შეწირული მსხვერპლშესაწირავების აბაკუმი 1:13). ღვთის თაყვანისმცემელი და მისთვის მსხვერპლის შემწირველი ფიზიკურად, ზნეობრივად და სულიერად წმინდა და შეუბღალავი უნდა იყოს (ლევიანნი 19:2; 1 პეტრე 1:14—16).
ამ განმასხვავებელ თავისებურებაზე ლაპარაკისას აღნიშნულია: „ვხედავთ, რომ არ არსებობს არავითარი კავშირი მკითხაობასთან; არავითარი რელიგიური აგრესია; თვითდასახიჩრება ან საკრალური პროსტიტუცია, ავხორცული და აღვირახსნილი ნაყოფიერების რიტუალები სრულიად აკრძალულია; არავითარი ადამიანური შესაწირავები; არავითარი შესაწირავები მკვდართათვის“. ყოველივე ეს ყურადღებას ამახვილებს ერთ ფაქტზე: იეჰოვა წმინდაა და არ იწყნარებს ანუ არ იწონებს არანაირ ცოდვასა თუ გახრწნილებას (10. პავლეს მიერ რომაელთა 12:1, 2-ში ჩაწერილი შეგონების თანახმად, რაში უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი?
10 მხედველობაში უნდა გვქონდეს ყოველივე ეს და საგულდაგულოდ გადავამოწმოთ ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი მხარე, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი მსახურება იეჰოვასთვის მისაღებია. არასოდეს უნდა ვიფიქროთ, რომ სანამ ზოგიერთ ქრისტიანულ შეხვედრას ვესწრებით და მსახურებაში ვმონაწილეობთ, პირად ცხოვრებაში თუ რას ვაკეთებთ, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ქრისტიანული მოღვაწეობა ასე თუ ისე გვათავისუფლებს ცხოვრების სხვა სფეროებში ღვთის რჯულის მოთხოვნების შესრულებისგან (რომაელთა 2:21, 22). თუ ჩვენი აზროვნება და მოქმედება ღვთის თვალში რამე უწმინდურითა და სიბილწით არის შებღალული, მისგან კურთხევების მიღებისა და მისი კეთილგანწყობის იმედი არ უნდა გვქონდეს. გვახსოვდეს პავლეს სიტყვები: „შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად — თქვენი სულიერი მსახურება. და ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:1, 2).
მთელი გულით შესწირეთ ქების მსხვერპლი
11. რას ნიშნავს „სახალხოდ გაცხადება“, რომლის შესახებაც ებრაელთა 10:23-შია ლაპარაკი?
11 ებრაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე ჭეშმარიტი თაყვანისცემის მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას: «მტკიცედ მივყვეთ იმედის აღსარებას [„სახალხოდ გაცხადებას“ აქ], ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა» (ებრაელთა 10:23). გამოთქმა „სახალხოდ გაცხადება“ სიტყვასიტყვით „აღსარებას“ ნიშნავს; პავლე სხვაგან კი ‘ქების მსხვერპლზეც’ ლაპარაკობს (ებრაელთა 13:15). ეს შეგვახსენებს ისეთ მსხვერპლს, რომელთაც ისეთი ადამიანები სწირავდნენ, როგორებიც იყვნენ აბელი, ნოე და აბრაამი.
12, 13. რას აღიარებდნენ ისრაელები ყოვლადდასაწველი მსხვერპლის აღვლენისას და რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ იმავე სულისკვეთების გამოსავლენად?
12 როდესაც ისრაელი ყოვლადდასაწველ მსხვერპლს სწირავდა, ამას „თავისი სურვილით“ აკეთებდა „უფლის წინაშე“ (ვაიკრა 1:3, „თორა“; [ლევიანნი 1:3]). ასეთი მსხვერპლის შეწირვით ის ყველას წინაშე ნებაყოფლობით აცხადებდა ანუ აღიარებდა იეჰოვას გულუხვ კურთხევებსა და სიყვარულიდან გამომდინარე მოწყალებას, რომელსაც ის თავისი ხალხის მიმართ ავლენდა. გაიხსენეთ ის თავისებურება, რომლითაც ყოვლადდასაწველი მსხვერპლი განსხვავდებოდა დანარჩენებისგან — ყოვლადდასაწველი მსხვერპლი სამსხვერპლოზე მთლიანად იწირებოდა, რაც ბოლომდე ერთგულებისა და ღვთისადმი მთლიანად მიძღვნის სათანადო სიმბოლო იყო. შესაბამისად, ჩვენ გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენასა და მადლიერებას ვავლენთ, როდესაც ნებაყოფლობით და მთელი გულით ვწირავთ იეჰოვას „ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“.
13 ქრისტიანები პირდაპირი გაგებით არ სწირავენ მსხვერპლს, ცხოველურსა თუ მცენარეულს, მაგრამ მათ აქვთ კეთილი ცნობის ქადაგებისა და ხალხის იესო ქრისტეს მოწაფეებად გახდომის ვალდებულება (მათე 24:14; 28:19, 20). სარგებლობთ თუ არა თქვენ ღვთის სამეფოს შესახებ ყველას წინაშე ქადაგების შესაძლებლობებით, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს იმ შესანიშნავი მომავლის შესახებ გაგება, რომელსაც ღმერთი მორჩილ კაცობრიობას ჰპირდება? ნებაყოფლობით ახმართ თუ არა დროსა და ენერგიას დაინტერესებულებთან შესწავლის ჩატარებას და ეხმარებით თუ არა მათ იესო ქრისტეს მოწაფეებად გახდომაში? მსახურებაში ენთუზიაზმით ჩვენი მონაწილეობა ღვთისთვის ისევე საამურია, როგორც ყოვლადდასაწველი მსხვერპლი (1 კორინთელთა 15:58).
იხარეთ ღმერთთან და ადამიანებთან მეგობრობით
14. როგორი პარალელი არსებობს ებრაელთა 10:24, 25-სა და საზიარო შესაწირავის მიზანს შორის?
14 ბოლოს კი პავლე ყურადღებას ღვთის თაყვანისმცემლობის დროს თანაქრისტიანებთან ჩვენს ურთიერთობაზე ამახვილებს. „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:24, 25). გამოთქმები „წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის“, „ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ და „შევაგონოთ ერთმანეთს“ შეგვახსენებს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ღვთის ხალხისთვის ისრაელში საზიარო შესაწირავი.
15. რა პარალელს ვხედავთ საზიარო შესაწირავსა და ქრისტიანულ კრებებს შორის?
15 გამოთქმა „საზიარო შესაწირავი“ ზოგჯერ „სამშვიდობო შესაწირავადაც“ ითარგმნება. „სამშვიდობოდ“ თარგმნილი ებრაული სიტყვა აქ მრავლობით რიცხვშია გამოყენებული, რაც, ალბათ, იმაზე მიუთითებს, რომ ასეთ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღებას ღმერთთან და თანათაყვანისმცემლებთან მშვიდობა მოაქვს. საზიარო შესაწირავთან დაკავშირებით ერთი სწავლული აღნიშნავს: „ეს კავშირების დამდებ ღმერთთან ურთიერთობის მართლაც შესანიშნავი დრო იყო, როცა ღმერთი ინებებდა და ისრაელებს მათე 18:20). ყოველთვის, როდესაც ქრისტიანულ შეხვედრებს ვესწრებით, აღმშენებლობით ურთიერთობებს, გამამხნევებელ დარიგებებსა და იმ აზრს, რომ ჩვენი უფალი, იესო ქრისტე, ჩვენთან არის, ჩვენთვის სარგებლობა მოაქვს. ყოველივე ეს ქრისტიანულ კრებებს ნამდვილად სასიამოვნოსა და რწმენის განმამტკიცებელს ხდის.
მსხვერპლშესაწირავის სადილზე ესტუმრებოდა ხოლმე, თუმცა თვითონ იყო ყოველთვის მათი მასპინძელი“. ყოველივე ეს გვახსენებს იესოს დანაპირებს: „სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის“ (16. მხედველობაში გვქონდეს საზიარო შესაწირავი და პასუხი გავცეთ კითხვას: რა ხდის ქრისტიანულ კრებებს განსაკუთრებით სასიამოვნოს?
16 საზიარო შესაწირავის შეწირვისას მთელი ქონი, რომელიც ნაწლავების, თირკმელებისა და ღვიძლის გარშემო, ასევე ფერდებზე იყო, აგრეთვე მთელი დუმა იეჰოვას შესაწირავად იწვებოდა, რაც სამხვერპლოზე კვამლის ღრუბელს ქმნიდა (ლევიანნი 3:3—16). ქონი ცხოველის ყველაზე ყუათიან და საუკეთესო ნაწილად ითვლებოდა. სამსხვერპლოზე მისი აღვლენა იეჰოვასთვის საუკეთესო ნაწილის მიცემას ნიშნავდა. ქრისტიანულ შეხვედრებს განსაკუთრებით სასიხარულოს ხდის არა მარტო დარიგებების მიღება, არამედ იეჰოვას განდიდებაში მონაწილეობაც. ამის კეთება კი მოკრძალებულად, მაგრამ მთელი ძალისხმევით, სიმღერების გულიანად შესრულებით, ყურადღებით მოსმენითა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, კომენტარების თქმით შეგვიძლია. «ადიდეთ უფალი, — ამბობდა ფსალმუნმომღერალი. — უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში [„ერთგულთა კრებაში“, აქ]» (ფსალმუნი 149:1).
იეჰოვასგან უხვი კურთხევები გველის
17, 18. ა) რამდენი მსხვერპლი შესწირა ღმერთს სოლომონმა ღვთისადმი იერუსალიმის ტაძრის მიძღვნისას? ბ) ხალხის რა კურთხევები მოჰყვა იეჰოვასთვის ტაძრის მიძღვნის ცერემონიალს?
17 იერუსალიმში იეჰოვასთვის ტაძრის მიძღვნისას, ძვ. წ. 1026 წლის მეშვიდე თვეს, მეფე სოლომონმა შესწირა „მსხვერპლი უფალს“, რომელშიც შედიოდა «აღსავლენი [„ყოვლადდასაწველი“, აქ], . . ძღვენი [„პურის შესაწირავი“ აქ] და სამადლობელი მსხვერპლის [„საზიარო მსხვერპლის“, აქ] ცხიმები». იმ დროს პურის შესაწირავის გარდა ღმერთს შესწირეს 22 000 ხარი და 120 000 ცხვარი (მესამე მეფეთა 8:62—65).
18 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ასეთი გრანდიოზული ცერემონიალის ღირებულება და გაწეული სამუშაოს მასშტაბურობა? მაგრამ კურთხევები, რომლებიც ისრაელმა მიიღო, აშკარად აჭარბებდა გაღებულ მსხვერპლს. ამ დღესასწაულის ბოლოს სოლომონმა „გაისტუმრა ხალხი; დალოცეს მეფე და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის კარვებში მხიარულნი და გულსავსენი იმ სიკეთის გამო, რაც გაუკეთა უფალმა დავითს, თავის მორჩილს, და ისრაელს, თავის ერს“ (მესამე მეფეთა 8:66). მართლაც, როგორც სოლომონმა აღნიშნა, „უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას“ (იგავნი 10:22).
19. რის გაკეთება შეგვიძლია იეჰოვასგან უხვი კურთხევების მისაღებად ახლაც და მომავალშიც?
19 ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ‘მომავალ სიკეთეთა აჩრდილს’ „თვით საგანთა ხატება“ ცვლის (ებრაელთა 10:1). იესო ქრისტე, რომლის სიმბოლოც მღვდელმთავარი იყო, უკვე თვით ზეცაშია შესული და წარდგენილი აქვს საკუთარი სისხლის ფასი, რომელიც მათ გამოსასყიდად გაიღო, ვინც რწმენას ავლენს მის მიერ გაღებული მსხვერპლისადმი (ებრაელთა 9:10, 11, 24—26). ამ დიდებული მსხვერპლის საფუძველზე და ღვთისათვის წმინდა და შეუბღალავი ქების მსხვერპლის მთელი გულით შეწირვით ჩვენც შეგვიძლია „მხიარული და გულსავსენი“ ვიყოთ და მომავალში იეჰოვასგან უხვ კურთხევებს მოველოდეთ (მალაქია 3:10).
როგორ უპასუხებდით?
• რა დარიგებასა და ნუგეშს ვიღებთ მსხვერპლსა და შესაწირავებთან დაკავშირებით რჯულში მოცემული ინფორმაციიდან?
• რა არის პირველი მოთხოვნა იმისათვის, რომ მსხვერპლი მისაღები იყოს და რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის?
• ჩვენ რა შეგვიძლია შევწიროთ ისეთი, რომელიც ნებაყოფლობით აღვლენილი ყოვლადდასაწველი მსხვერპლის ტოლფასი იქნება?
• რა მხრივ შეიძლება ქრისტიანული კრებების შედარება საზიარო შესაწირავთან?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 18 გვერდზე]
იესოს გამომსყიდველური მსხვერპლით იეჰოვამ კაცობრიობის ხსნაზე იზრუნა.
[სურათი 20 გვერდზე]
იეჰოვასთვის ჩვენი მსახურება მისაღები რომ იყოს, ყოველგვარი ბიწიერება უნდა ჩამოვირეცხოთ.
[სურათი 21 გვერდზე]
მსახურებაში მონაწილეობით სახალხოდ ვაცხადებთ იეჰოვას სიკეთეს.