ჩვენი ძვირფასი მემკვიდრეობა — რას ნიშნავს ის თქვენთვის?
ჩვენი ძვირფასი მემკვიდრეობა — რას ნიშნავს ის თქვენთვის?
„მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი“ (მათე 25:34).
1. რას იღებენ ადამიანები მემკვიდრეობად?
ყველა ადამიანი რაღაც მემკვიდრეობას იღებს. ზოგს მემკვიდრეობად მატერიალური კეთილდღეობა გადაეცემა, ზოგს კი — სიღარიბე. ზოგჯერ წინა თაობები განცდილისა და მოსმენილის საფუძველზე თავიანთ მემკვიდრეებს სხვა ეთნიკური ჯგუფისადმი სიძულვილს გადასცემენ. მაგრამ ყველა ჩვენგანს ერთი რამ გვაქვს საერთო. პირველი მამაკაცისგან, ადამისგან, მემკვიდრეობად ყველამ ცოდვა მივიღეთ. ამ მემკვიდრეობას კი, საბოლოოდ, სიკვდილამდე მივყავართ (ეკლესიასტე 9:2, 10; რომაელთა 5:12).
2, 3. რა მემკვიდრეობა გაუმზადა ადამისა და ევას შთამომავლობას თავიდან იეჰოვამ და რატომ ვერ მიიღეს ის?
2 იეჰოვამ, როგორც მოსიყვარულე ზეციერმა მამამ, თავიდან კაცობრიობას სხვაგვარი მემკვიდრეობა — სამოთხეში სრულყოფილი მარადიული ცხოვრება — მისცა. ჩვენს წინაპრებს, ადამსა და ევას, სრულყოფილი, უცოდველი საწყისი ჰქონდათ. იეჰოვა ღმერთმა ადამიანებს ძღვნად დედამიწა უბოძა (ფსალმუნი 113:24). აგრეთვე პირველ წყვილს იმის ნიმუშად, თუ როგორი გახდებოდა მთელი პლანეტა, ედემის ბაღი მისცა და შესანიშნავი, სასიამოვნო დავალება დააკისრა. მათ შვილები უნდა გაეჩინათ, მოევლოთ დედამიწისთვის, მასზე არსებული სხვადასხვა მცენარისა თუ ცხოველისთვის და სამოთხე მთელ დედამიწაზე განევრცოთ (დაბადება 1:28; 2:8, 9, 15). მათი შთამომავლებიც ამაში მიიღებდნენ მონაწილეობას. რა შესანიშნავი მემკვიდრეობის გადაცემა შეეძლოთ მათ!
3 ყოველივე ამით სარგებლობისთვის კი ადამსა და ევას, აგრეთვე მათ შთამომავლებს, ღმერთთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ. მათ იეჰოვასადმი სიყვარულისა და მორჩილების გამოვლენა მართებდათ, მაგრამ ადამმა და ევამ უმადურობა გამოავლინეს, არ დააფასეს ღვთის მიერ ბოძებული ძღვენი და მისი მითითება არ შეასრულეს. ადამმა და ევამ დაკარგეს თავიანთი სახლი, სამოთხე, და ის დიდებული მომავალი, რაც მათ ღმერთმა შესთავაზა. ამიტომ შთამომავლობისთვის უკვე აღარ შეეძლოთ ყოველივე ამის გადაცემა (დაბადება 2:16, 17; 3:1—24).
4. როგორ შეგვიძლია იმ მემკვიდრეობის მიღება, რომელიც ადამმა დაკარგა?
4 იეჰოვამ გულმოწყალება გამოავლინა და იზრუნა საშუალებაზე, რომლის მეშვეობითაც ადამისა და ევას შთამომავლები იმ მემკვიდრეობის მიღებას შეძლებდნენ, რომელიც ადამმა დაკარგა. როგორ? ღვთის მიერ დანიშნულ დროს, მისმა ძემ, იესო ქრისტემ, ადამის შთამომავლებისთვის საკუთარი სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო. მან ამგვარად ყველა გამოისყიდა. მაგრამ მემკვიდრეობა ავტომატურად არ გადადის მემკვიდრეთა ხელში. საჭიროა, რომ ისინი ღვთისმოსაწონად იქცეოდნენ. ამის მიღწევა კი იესოს მიერ გაღებული, ცოდვების გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენით შეიძლება, რაც მორჩილებაში გამოიხატება (იოანე 3:16, 36; 1 ტიმოთე 2:5, 6; ებრაელთა 2:9; 5:9). ცხადყოფს თუ არა თქვენი ცხოვრების წესი ამ ღონისძიებისთვის მადლიერებას?
ადამის მეშვეობით გადმოცემული მემკვიდრეობა
5. როგორ გამოავლინა აბრაამმა იეჰოვასთან ურთიერთობისთვის მადლიერება?
5 დედამიწის მიმართ თავისი განზრახვის განსახორციელებლად იეჰოვა განსაკუთრებულად მოეპყრო აბრაამს. ღმერთმა ამ ერთგულ მამაკაცს მშობლიური ქვეყნის დატოვება და იქ წასვლა მოსთხოვა, საითაც თავად მიუთითებდა; აბრაამი უსიტყვოდ დაბადება 12:1, 2, 7). როგორი იყო ამაზე აბრაამის რეაქცია? ის მზად იყო, ემსახურა იეჰოვასთვის მისი ნებისმიერი მითითებისამებრ ნებისმიერ ადგილას, რათა მის შთამომავლებს მემკვიდრეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ. აბრაამი იქ იეჰოვას არა მარტო 100 წლის განმავლობაში, არამედ თვით სიკვდილამდე ემსახურა (დაბადება 12:4; 25:8—10). გააკეთებდით თქვენც იმავეს? იეჰოვამ აბრაამს „მეგობარი“ უწოდა (ესაია 41:8, აქ).
დაემორჩილა. გადასახლების შემდეგ კი იეჰოვამ უთხრა, რომ თავად აბრაამი კი არ დაიმკვიდრებდა იმ ქვეყანას, არამედ — მისი შთამომავლები (6. ა) რა გამოავლინა აბრაამმა საკუთარი ძის მსხვერპლშესაწირად გაღებისთვის მზადყოფნით? ბ) რა ძვირფასი მემკვიდრეობის გადაცემა შეძლო აბრაამმა შთამომავლობისთვის?
6 აბრაამი მრავალი წელი ელოდა ძის, ისაკის, დაბადებას, რომელიც ძალიან უყვარდა. როგორც ჩანს, როდესაც ბიჭი წამოიზარდა და სიყმაწვილეში შეაბიჯა, იეჰოვამ აბრაამს უთხრა, წაეყვანა ის და მისთვის მსხვერპლად აღევლინა. აბრაამმა არ იცოდა, რომ ღმერთი იმის ჩვენებას აპირებდა, რასაც თავად გააკეთებდა საკუთარი ძის მსხვერპლად გაღებისას; მიუხედავად ამისა, დაემორჩილა ღმერთს და ის-ის იყო მსხვერპლად უნდა შეეწირა ისაკი, როდესაც იეჰოვას ანგელოზმა შეაჩერა იგი (დაბადება 22:9—14). იეჰოვას მისთვის უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ დანაპირებს ისაკის მეშვეობით შეუსრულებდა. ამიტომ, როგორც ჩანს, აბრაამს სწამდა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ღმერთს შეეძლო ისაკის მკვდრეთით აღდგენა, თუმცა მსგავსი რამ მანამდე არასოდეს მომხდარა (დაბადება 17:15—18; ებრაელთა 11:17—19). რადგან აბრაამმა საკუთარი ძეც კი გაიმეტა, იეჰოვამ უთხრა: „იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი“ (დაბადება 22:15—18). ეს სიტყვები მიუთითებდა, რომ დაბადების 3:15-ში მოხსენიებული თესლი, მესიანური მხსნელი, აბრაამის ხაზიდან მოვიდოდა. რა ძვირფასი მემკვიდრეობაა!
7. როგორ გამოავლინეს აბრაამმა, ისაკმა და იაკობმა თავიანთი მემკვიდრეობისთვის მადლიერება?
7 აბრაამმა არ იცოდა იმის მნიშვნელობა, თუ რა გააკეთა მაშინ იეჰოვამ; ეს არ იცოდა არც მისმა ძემ, ისაკმა, და არც შვილიშვილმა, იაკობმა, რომლებიც ‘იმავე აღთქმის თანამემკვიდრენი’ გახდნენ. მაგრამ ეს ადამიანები იეჰოვაზე იყვნენ მინდობილი. მათ არ იზიდავდა იმ ქვეყნის რომელიმე ქალაქ-სამეფო, რადგან რაღაც უკეთესს მოელოდნენ; ელოდნენ „ქალაქს საძირკვლიანს, რომლის მშენებელი და შემოქმედი ღმერთია“ (ებრაელთა 11:8—10, 13—16). მაგრამ აბრაამის ყველა მემკვიდრე არ ავლენდა იმ ძვირფასი მემკვიდრეობისთვის მადლიერებას, რომელიც აბრაამის მეშვეობით გახდა ხელმისაწვდომი.
ზოგმა არად ჩააგდო ეს მემკვიდრეობა
8. როგორ გამოავლინა ესავმა, რომ თავის ძვირფას მემკვიდრეობას არ აფასებდა?
8 ესავმა, ისაკის უფროსმა ვაჟმა, არად ჩააგდო თავისი პირმშოობის უფლება. მან არ დააფასა ის, რაც წმინდა იყო. ამიტომ ერთ დღეს, როდესაც მოშივდა, თავისი პირმშოება ძმას, იაკობს, მიჰყიდა. რა ფასად? პურისა და ცერცვის შეჭამადის ფასად! (დაბადება 25:29—34; ებრაელთა 12:14—17). ერი, რომლის მეშვეობითაც აბრაამისადმი ღვთის დანაპირები შესრულდებოდა, იაკობიდან წარმოიშვა, ხოლო ამ უკანასკნელს ღმერთმა სახელი შეუცვალა და ისრაელი უწოდა. რა შესაძლებლობებისკენ გაუხსნა გზა მათ ამ განსაკუთრებულმა მემკვიდრეობამ?
9. როგორ იქნა დახსნილი იაკობის, ანუ ისრაელის, შთამომავლობა სულიერი მემკვიდრეობის წყალობით?
9 შიმშილობის დროს იაკობი და მისი ოჯახი ეგვიპტეში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ისინი გამრავლდნენ და მრავალრიცხოვანი გახდნენ, მაგრამ მონობასაც ვერ გაექცნენ. იეჰოვას არ დავიწყებია აბრაამთან დადებული კავშირი. დანიშნულ დროს ღმერთმა მონობის უღელი გადააგდებინა ისრაელის ძეებს და ამცნო, რომ წაიყვანდა „ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე“, ქვეყანაში, რომელსაც აბრაამს დაჰპირდა (გამოსვლა 3:7, 8; დაბადება 15:18—21).
10. სინაის მთასთან რა შემდგომი უჩვეულო მოვლენები განვითარდა ისრაელის ძეთა მემკვიდრეობასთან დაკავშირებით?
10 აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე იეჰოვამ ისრაელის ძეები სინაის მთასთან შეკრიბა და უთხრა: „თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით“ (გამოსვლა 19:5, 6). მას შემდეგ, რაც ამაზე ხალხმა ნებაყოფლობით და ერთსულოვნად თანხმობა განაცხადა, იეჰოვამ მათ რჯული მისცა, რაც ღმერთს სხვა არც ერთი ხალხისთვის არ გაუკეთებია (ფსალმუნი 147:8, 9).
11. რომელია ზოგი იმ ძვირფას სულიერ მემკვიდრეობათაგანი, რომლებიც ისრაელის ძეებმა მიიღეს?
11 რა დიდებული სულიერი მემკვიდრეობა ჰქონდა ამ ახლად ჩამოყალიბებულ ერს! ისინი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ეთაყვანებოდნენ. ამ ღმერთმა ეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან გაათავისუფლა და სინაის მთაზე რჯულის მიცემისას საოცარი მოვლენების თვითმხილველებად აქცია. მათი მემკვიდრეობა კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც წინასწარმეტყველთა მეშვეობით „ღვთის სიტყვები“ გადაეცათ (რომაელთა 3:1, 2). ისინი იეჰოვამ თავის მოწმეებად დააყენა (ესაია 43:10—12). მესიანური თესლი მათი ერიდან უნდა მოსულიყო. რჯული მესიაზე მიუთითებდა, მისი ამოცნობის საშუალებას იძლეოდა და ისრაელებს მესიის მოსვლის საჭიროების გაგებაში უნდა დახმარებოდა (გალატელთა 3:19, 24). გარდა ამისა, მათ იმის შესაძლებლობაც მიეცემოდათ, ამ მესიანურ თესლთან ერთად მის სამეფოში მღვდლებად და წმინდა ერად ემსახურათ (რომაელთა 9:4, 5).
12. რა ვერ მიიღეს ისრაელებმა მიუხედავად იმისა, რომ აღთქმულ ქვეყანაში შევიდნენ? რატომ?
12 იეჰოვამ თავისი დანაპირები შეასრულა და ისრაელები აღთქმულ ქვეყანაში მიიყვანა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით მოციქულმა პავლემ განმარტა, მათი რწმენის უკმარისობის გამო, ის ქვეყანა არ აღმოჩნდა ნამდვილი ‘სიმშვიდის’ ადგილი. როგორც ერი, ისინი ვერ შევიდნენ ‘ღვთის სიმშვიდეში’, რადგან არ ჩასწვდნენ თავად ღვთის დღის სიმშვიდის დანიშნულებას და არ მოქმედებდნენ ამ დღის შესაბამისად, დღისა, რომელიც ადამისა და ევას შექმნიდან დაიწყო (ებრაელთა 4:3—10).
13. რა დაკარგა ისრაელმა, როგორც ერმა, იმის გამო, რომ არ დააფასა თავისი სულიერი მემკვიდრეობა?
13 წარმოშობით ისრაელებს უნდა შეევსოთ მათი რიცხვი, რომლებიც მესიასთან ერთად ზეციერ სამეფოში ‘მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად’ იქნებოდნენ, მაგრამ ამ ხალხმა არ დააფასა თავისი ძვირფასი მემკვიდრეობა. წარმოშობით ისრაელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო მესია. შედეგად, მხოლოდ მათ შეეხო მღვდელთა სამეფოს შესახებ წინასწარმეტყველება. სამეფო წაერთვა წარმოშობით ისრაელებს და ‘მიეცა ერს, რომელსაც მისი ნაყოფი გამოჰქონდა’ (მათე 21:43). რა ერზეა აქ ლაპარაკი?
მემკვიდრეობა ზეცაში
14, 15. ა) იესოს სიკვდილის შემდეგ აბრაამის ‘თესლის’ მეშვეობით როგორ დაიწყო ერების კურთხევა? ბ) რას იღებენ მემკვიდრეობად „ღვთის ისრაელის“ წევრები?
14 ერი, რომელსაც სამეფო მიეცა, არის ‘ღვთის ისრაელი’, სულიერი ისრაელი, რომელიც იესო ქრისტეს 144 000 სულითშობილი მიმდევრისგან შედგება (გალატელთა 6:16; გამოცხადება 5:9, 10; 14:1—3, სსგ). ამ 144 000-დან ზოგი წარმოშობით ებრაელი იყო, მაგრამ უმეტესობა — არაებრაელი. ამგვარად დაიწყო შესრულება იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემულმა დაპირებამ, რომ ‘თესლის’ მეშვეობით იკურთხებოდა ყველა ერი (საქმეები 3:25, 26; გალატელთა 3:8, 9). ამ წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას სულით ცხების კურთხევა სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს შეეხო, რომლებიც იეჰოვა ღმერთის სულიერი ძეები, იესო ქრისტეს ძმები, გახდნენ. ამგვარად, ისინიც გახდნენ ამ ‘თესლის’ მეორეხარისხოვანი ნაწილი (გალატელთა 3:28, 29).
15 სიკვდილის წინ იესომ ამ ახალი ერის მომავალ ებრაელ წევრებთან ახალი კავშირი დადო, რომელიც თავისი სისხლის დაღვრით შევიდოდა ძალაში. სწორედ ამ აღნიშნული მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე ღმერთი ‘სამუდამოდ სრულყოფდა’ ამ კავშირში მყოფთ (ებრაელთა 10:14—18). შესაძლებელი გახდებოდა მათი ‘მართლებად გამოცხადება’ და ცოდვების მიტევება (1 კორინთელთა 6:11). ამგვარად, ამ გაგებით ისინი ისეთივე მდგომარეობაში არიან, როგორშიც ადამი იყო შეცოდებამდე. მაგრამ ისინი დედამიწაზე სამოთხეში არ იცხოვრებენ. იესომ თქვა, რომ ზეცაში მოამზადებდა მათთვის ადგილს (იოანე 14:2, 3). მათ უარი თქვეს მიწიერ მომავალზე იმისათვის, რომ ‘ცაში შენახული მემკვიდრეობა’ მიეღოთ (1 პეტრე 1:4). რას აკეთებენ ისინი იქ? იესო განმარტავს: ‘მე აღგითქვამთ სასუფეველს [სამეფოს]’ (ლუკა 22:29).
16. რა შესანიშნავ საქმეს შეასრულებენ ცხებული ქრისტიანები?
16 ისინი, რომლებიც ზეციდან ქრისტესთან ერთად იმმართველებენ, სხვა ყველაფერთან ერთად, იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხების დედამიწაზე ყოველგვარი ნიშანწყალის გაქრობაშიც მიიღებენ მონაწილეობას (გამოცხადება 2:26, 27). როგორც აბრაამის თესლის მეორეხარისხოვანი ნაწილი, ისინი ყველა ერის წარმომადგენლების სრულყოფილ ცხოვრებამდე მიყვანის კურთხევაშიც მიიღებენ მონაწილეობას (რომაელთა 8:17—21). რა ძვირფასი მემკვიდრეობა აქვთ მათ! (ეფესელთა 1:16—18).
17. თავიანთი მემკვიდრეობის რომელი ნაწილით სარგებლობენ სულითცხებული ქრისტიანები დედამიწაზე ყოფნისას?
17 მაგრამ იესოს ცხებული მიმდევრები მხოლოდ მომავალში როდი მიიღებენ მთელ მემკვიდრეობას. იესო მათ იმგვარად დაეხმარა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას გაცნობაში, როგორც ეს სხვას არავის შეეძლო (მათე 11:27; იოანე 17:3, 26). სიტყვითა და მაგალითით იესომ ასწავლა, თუ რას ნიშნავს ‘ღმერთზე [იეჰოვაზე] მინდობა’ და რა შედის იეჰოვასადმი მორჩილებაში (ებრაელთა 2:13; 5:7—9). იესომ მათ ღვთის განზრახვებთან დაკავშირებით ჭეშმარიტების შემეცნება მიანდო და აღუთქვა, რომ სულიწმიდა უფრო მეტს გააგებინებდა (იოანე 14:24—26). მან თავის მიმდევართა გონებასა და გულებში ღვთის სამეფოს მნიშვნელოვნება ჩაბეჭდა (მათე 6:10, 33). აგრეთვე მოწაფეებს მიანდო დავალება, ექადაგათ და იერუსალიმში, იუდეაში, სამარიასა თუ ქვეყნის კიდემდე ხალხი მოწაფეებად ექციათ (მათე 24:14; 28:19, 20; საქმეები 1:8).
ძვირფასი მემკვიდრეობა უამრავი ხალხისთვის
18. რა მხრივ სრულდება დღეს იეჰოვას დანაპირები იმასთან დაკავშირებით, რომ აბრაამის „თესლის“ მეშვეობით იკურთხებოდა ყველა ერი?
18 როგორც ჩანს, სულიერი ისრაელის, სამეფოს მემკვიდრე „მცირე სამწყსოს“, სრული შემადგენლობა უკვე შერჩეულია (ლუკა 12:32). დღეს უკვე ათეული წლებია, რაც იეჰოვა ყურადღებას აქცევს ყოველი ერიდან უამრავი ხალხის შეკრებას. ამგვარად, დიდი მასშტაბით სრულდება იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემული დანაპირები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი „თესლის“ მეშვეობით იკურთხებოდა ყველა ერი. ეს კურთხეულნიც სიხარულით ეწევიან იეჰოვას წინაშე წმინდა მსახურებას და ესმით, რომ მათი ხსნა ღვთის კრავის, იესო ქრისტესადმი, რწმენაზეა დამოკიდებული (გამოცხადება 7:9, 10). იღებთ პირადად თქვენ იეჰოვას გულმოწყალებიდან გამომდინარე მიწვევას, გახდეთ ამ ბედნიერი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი?
19. რა მემკვიდრეობას მოელიან დღეს კურთხეული ერები მომავალში?
19 რა ძვირფას მემკვიდრეობას სთავაზობს იეჰოვა მათ, ვინც მცირე სამწყსოს წევრი არ არის? არა, ეს არ არის ზეციერი მემკვიდრეობა. ეს არის მემკვიდრეობა, რომლის გადაცემაც ადამს შეეძლო თავისი შთამომავლობისთვის — სრულყოფილი, მარადიული ცხოვრება დედამიწაზე სამოთხეში, რომელიც თანდათანობით მთელ დედამიწას მოიცავს. ეს იქნება ქვეყნიერება, სადაც „აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“ (გამოცხადება 21:4). თქვენც გეხებათ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვები: „მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე. ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს. კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი. . . ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:3, 4, 10, 11, 29).
20. როგორ სარგებლობენ „სხვა ცხვრები“ ცხებულთა სულიერი მემკვიდრეობის დიდი ნაწილით?
20 იესოს „სხვა ცხვრები“ მემკვიდრეობად ზეციერი სამეფოს მიწიერ ქვეშევრდომობას მიიღებენ (იოანე 10:16ა). მიუხედავად იმისა, რომ ზეცაში არ იქნებიან, ცხებულთა მემკვიდრეობის დიდი ნაწილით ისინიც სარგებლობენ. ცხებულთა ერთიანი საბჭოს, „ერთგული და გონიერი მონის“, მეშვეობით სხვა ცხვრებს ღვთის სიტყვაში მოცემული ძვირფასი დაპირებების გაგების საშუალება ეძლევათ (მათე 24:45—47; 25:34). ცხებულები და სხვა ცხვრები — ორივე ჯგუფი იცნობს და თაყვანს სცემს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას (იოანე 17:20, 21). ისინი ერთად მადლობენ ღმერთს იესოს მიერ გაღებული, ცოდვის გამომსყიდველური მსხვერპლისთვის; მსახურობენ ერთად, როგორც ერთი სამწყსო, რომელსაც ერთი მწყემსი, იესო ქრისტე, ჰყავს (იოანე 10:16ბ). ისინი მოსიყვარულე, მსოფლიო საძმოს წევრები არიან. ყველა იზიარებს პატივს, რომ იყვნენ იეჰოვასა და მისი სამეფოს მოწმეები. დიახ, თუ თქვენ იეჰოვას უკვე მიუძღვენით თავი და მისი მონათლული მსახური ხართ, ყოველივე ეს თქვენს სულიერ მემკვიდრეობაშიც შედის.
21, 22. როგორ შეგვიძლია ყველამ ცხადვყოთ, რომ დიდად ვაფასებთ ჩვენს სულიერ მემკვიდრეობას?
21 რამდენად ძვირფასია ეს სულიერი მემკვიდრეობა ებრაელთა 10:24, 25). აქვს თუ არა ამ მემკვიდრეობას თქვენთვის ისეთი ღირებულება, რომ სირთულეების მიუხედავად, განაგრძოთ ღვთისთვის მსახურება? არის თქვენი მადლიერება იმდენად დიდი, რომ გაუძლოთ ნებისმიერ ცდუნებას, რომელსაც შეიძლება ამ მემკვიდრეობის დაკარგვამდე მიეყვანეთ?
თქვენთვის? აფასებთ თუ არა მას სათანადოდ და უთმობთ თუ არა ღვთის ნების შესრულებას ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს? ამის თვალნათლივ საჩვენებლად, ასრულებთ თუ არა მისი სიტყვისა და ორგანიზაციის რჩევას იმის შესახებ, რომ რეგულარულად დაესწროთ ქრისტიანულ კრებებს? (22 დაე ყველა გავუფრთხილდეთ ღვთის მიერ ბოძებულ სულიერ მემკვიდრეობას. ყოველთვის თვალწინ გვედგას სამოთხე და სრული მონაწილეობა მივიღოთ იმ სულიერ უპირატესობებში, რომლებსაც დღეს იეჰოვა გვაძლევს. ჩვენი ცხოვრების იეჰოვასთან ურთიერთობაზე აგებით ცხადვყოფთ, თუ რამდენად ძვირფასია, სინამდვილეში, ჩვენთვის ღვთის მიერ ბოძებული მემკვიდრეობა. დაე ვიყოთ მათ შორის, რომლებიც აცხადებენ: „აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალმუნი 144:1).
როგორ ახსნიდით?
• რა მემკვიდრეობის გადმოცემა შეეძლო ადამს ჩვენთვის, ღვთისადმი ერთგულება რომ შეენარჩუნებინა?
• როგორი იყო აბრაამის შთამომავლების დამოკიდებულება იმ მემკვიდრეობის მიმართ, რომლის მიღებაც მათ შეეძლოთ?
• რა შედის ქრისტეს სულითცხებული მიმდევრების მემკვიდრეობაში?
• რა არის უამრავი ხალხის მემკვიდრეობა და როგორ შეუძლიათ მათ იმის ცხადყოფა, რომ ნამდვილად აფასებენ მას?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 20 გვერდზე]
აბრაამის შთამომავლებს აღეთქვათ, რომ ძვირფას მემკვიდრეობას მიიღებდნენ.
[სურათები 23 გვერდზე]
აფასებთ თუ არა თქვენს სულიერ მემკვიდრეობას?