„მისი ჟამი არ იყო მოსული“
„მისი ჟამი არ იყო მოსული“
„ხელი ვერავინ დაადო მას, რადგან მისი ჟამი არ იყო მოსული“ (იოანე 7:30).
1. რომელი ორი ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული იესოს მოქმედებები?
„კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად“, — უთხრა იესო ქრისტემ თავის მოციქულებს (მათე 20:28). რომაელ მმართველ პონტოელ პილატეს მან უთხრა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“ (იოანე 18:37). იესომ ზუსტად იცოდა, რატომ მოკვდებოდა და რა საქმეების გაკეთება უნდა მოესწრო სიკვდილამდე. მან ისიც იცოდა, თუ რამდენი ხანი ჰქონდა თავისი მისიის შესასრულებლად. დედამიწაზე მესიად მსახურება მხოლოდ სამ-ნახევარ წელიწადს გასტანდა. ეს პერიოდი დაიწყო მდინარე იორდანეში მისი მონათვლით (ახ. წ. 29 წელს), ნაწინასწარმეტყველები სიმბოლური 70-ე კვირის დასაწყისში, და დასრულდა იმავე კვირის შუა პერიოდში, წამების ძელზე მისი სიკვდილისას (ახ. წ. 33 წელს) (დანიელი 9:24—27; მათე 3:16, 17; 20:17—19). ამიტომ დედამიწაზე იესოს მოქმედება ძირითადად ორი ფაქტორით იყო განპირობებული: მისი მოსვლის მიზნითა და ზუსტად განსაზღვრულ დროს მოქმედების აუცილებლობის გრძნობით.
2. როგორ არის იესო ქრისტე სახარებებში აღწერილი და როგორ გამოავლინა მან, რომ იცოდა თავისი მისია?
2 სახარების ცნობები იესო ქრისტეს აღგვიწერს როგორც აქტიურ, ენერგიულ მამაკაცს, რომელიც მთელ პალესტინაში დადიოდა, ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებდა და მრავალ დიდ საქმეს აკეთებდა. მისი აქტიური მსახურების ადრეული პერიოდის შესახებ საღვთო წერილი ამბობს: „მისი ჟამი არ იყო მოსული“. იესომ თავადაც განაცხადა: „ჩემი ჟამი იოანე 7:8, 30; 12:23). იესომ იცოდა ჟამი, ანუ დრო, რომელიც თავისი დავალების შესასრულებლად იყო დადგენილი, დავალებისა, რომელშიც შედიოდა საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვა; ეს კი მოქმედებდა მის სიტყვებსა თუ მოქმედებაზე. იმაში წვდომა კი, როგორ მოქმედებდა ეს მასზე, დაგვეხმარება გავიგოთ, როგორი პიროვნება იყო იესო და როგორ აზროვნებდა ის, რაც ‘მისი კვალის’ ფეხდაფეხ ‘მიყოლაში’ დაგვეხმარება (1 პეტრე 2:21).
ჯერ არ აღსრულებულა“. თავისი მსახურების აღსასრულს მან გამოიყენა გამოთქმა: „მოვიდა ჟამი“ (ღვთის ნების შესასრულებლად გადაწყვეტილებით აღსავსე
3, 4. ა) რა ხდება კანაში ქორწილის დროს? ბ) რატომ უარყო ღვთის ძემ მარიამის რჩევა იმასთან დაკავშირებით, რომ ღვინოს დანაკლისი შეევსო და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
3 დგას ახ. წ. 29 წელი. მხოლოდ რამდენიმე დღეა მას შემდეგ გასული, რაც იესომ პირადად აირჩია თავისი პირველი მოწაფეები. ახლა ისინი, ყველა, გალილეის ერთ სოფელში, კანაში, არიან ქორწილზე. იქვე არის იესოს დედაც, მარიამი. ღვინო უთავდებათ. დედა თავის ძეს ეუბნება: „ღვინო აღარა აქვთ“, რითაც ურჩევს, რომ რაღაც უნდა გააკეთოს. მაგრამ იესო პასუხობს: „რა გინდა ჩემგან, დედაკაცო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა“ (იოანე 1:35—51; 2:1—4).
4 იესოს პასუხში „რა გინდა ჩემგან დედაკაცო?“ კითხვითი წინადადების ძველი ფორმა არის გამოყენებული, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ მიცემულ რჩევას ან შეთავაზებულ წინადადებას უარყოფენ. რატომ უარყოფს იესო მარიამის სიტყვებს? ის ახლა 30 წლისაა. რამდენიმე კვირის წინათ მოინათლა, სულით ცხებული გახდა, და იოანე ნათლისმცემელმა ყველას წინაშე წარადგინა, როგორც „ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას“ (იოანე 1:29—34; ლუკა 3:21—23). ახლა მას მითითებებს მხოლოდ მისი გამომგზავნელი უზენაესი უფალი უნდა აძლევდეს (1 კორინთელთა 11:3). სხვას არავის, ოჯახის წევრებსაც კი, არა აქვთ იმის უფლება, ჩაერიონ იმ საქმეებში, რომელთა გასაკეთებლადაც იესო დედამიწაზე მოვიდა. რა ნათლად ჩანს იესოს პასუხში, რომ მამის ნების შესასრულებლად გადაწყვეტილებით არის აღსავსე! დაე მივბაძოთ მას და ღვთის წინაშე ჩვენი „მთელი მოვალეობის“ შესასრულებლად ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსე (ეკლესიასტე 12:13, აქ).
5. რა სასწაულს ახდენს იესო კანაში და რა გავლენას ახდენს ეს სხვებზე?
5 მარიამი ჩასწვდა შვილის სიტყვებს, მაშინვე გვერდზე გადგა და იქ დამსწრეებს უთხრა: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით“. იესო კი პრობლემას აგვარებს. ის განკარგულებას იძლევა, ჭურჭლები წყლით აავსონ, შემდეგ კი წყალს შესანიშნავ ღვინოდ აქცევს. ამ შემთხვევიდან იწყება იესოს მიერ სასწაულების მოხდენის უნარის გამოვლენა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მასზე ღვთის სულია. ამ სასწაულის ხილვა ახალი მოწაფეების რწმენას აძლიერებს (იოანე 2:5—11).
იეჰოვას სახლისთვის მოშურნეობა
6. რატომ აღაშფოთებს იესოს ის, რაც იერუსალიმის ტაძარში ხედავს და რას აკეთებს იგი?
6 მალე დგება ახ. წ. 30 წლის გაზაფხული და იესო და მისი მოწაფეები იერუსალიმისკენ მიმავალ გზას ადგებიან, რათა პასექის დღესასწაული აღნიშნონ. იქ მოწაფეები თავიანთი წინამძღოლის ისეთ მოქმედებას ხედავენ, როგორიც, შესაძლოა, მანამდე არასოდეს უნახავთ. ხარბი იუდეველი ვაჭრები მსხვერპლშესაწირ ცხოველებსა და ფრინველებს პირდაპირ ტაძრის შიგნით ყიდიან და ერთგული იუდეველი თაყვანისმცემლებისგან ძალიან მაღალი საფასურის გადახდას მოითხოვენ. აღშფოთებული იესო მოქმედებას იწყებს. საბლისგან შოლტს აკეთებს და გამყიდველებს იქიდან ყრის. ფულის გადამცვლელებს ფულს უბნევს და მაგიდებს უყირავებს. „გაიყვანეთ ესენი აქედან“, — უბრძანებს ის მტრედების გამყიდველებს. როდესაც იესოს მოწაფეები მის ასე ენერგიულ მოქმედებას ხედავენ, ახსენდებათ წინასწარმეტყველება ღვთის ძის შესახებ: «შენი სახლის შური [„შენს სახლზე მოშურნეობა“, აქ] შემჭამს მე» (იოანე 2:13—17; ფსალმუნი 68:10, [69:9 აქ]). ჩვენც მთელი ძალით უნდა აღვუდგეთ წინ წუთისოფელში არსებულ ტენდენციას, რომ შებღალოს ჩვენი თაყვანისმცემლობა.
7. ა) რამ აღძრა ნიკოდემოსი მესიასთან მისასვლელად? ბ) რას ვსწავლობთ იესოს მიერ სამარიელი ქალისთვის ქადაგების მაგალითიდან?
7 იერუსალიმში ყოფნისას იესომ მრავალი მნიშვნელოვანი ნიშანი აჩვენა ხალხს და ის ბევრმა ირწმუნა. ნიკოდემოსზეც კი, სინედრიონის ანუ იოანე 2:23; 3:1—22; 4:1—42; მარკოზი 1:14).
იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს წევრზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მან, რამაც ეს მამაკაცი აღძრა, ღამით მისულიყო უფრო მეტი ცოდნის შესაძენად. იესო და მისი მოწაფეები „იუდას ქვეყანაში“ დაახლოებით რვა თვე რჩებიან, ქადაგებენ და მოწაფეებად ხდიან ხალხს. მაგრამ იოანე ნათლისმცემლის დაპატიმრების შემდეგ ისინი ტოვებენ იუდეას და გალილეაში მიდიან. სამარიაში გავლისას იესომ ხელიდან არ გაუშვა სამარიელ ქალთან საფუძვლიანად ქადაგების შესაძლებლობა. ამან კი მრავალ სამარიელს მორწმუნეობისკენ მიმავალი გზა გაუკვალა. დაე ჩვენც ვიფხიზლოთ და ხელიდან არ გავუშვათ სამეფოს შესახებ სხვებთან საუბრის შესაძლებლობები (საფუძვლიანად სწავლება გალილეაში
8. რა საქმიანობა წამოიწყო იესომ გალილეაში?
8 იესოს სიკვდილის ‘ჟამამდე’ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი თავისი ზეციერი მამისათვის მსახურებაში. გალილეაში იესო იწყებს მსახურებაში უფრო მეტის კეთებასაც კი, ვიდრე იუდეასა და იერუსალიმში. „მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენს, ყოველნაირ უძლურებას ადამიანებში“ (მათე 4:23). მისი მოწოდება — „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ — მთელ იმ მხარეში გაისმოდა (მათე 4:17). რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც მასთან ამბის გასაგებად იოანე ნათლისმცემლის ორი მოწაფე მივიდა, იესომ მათ დააბარა: „წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ. ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში“ (ლუკა 7:22, 23).
9. რატომ იყრის ხალხი თავს იესო ქრისტესთან და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
9 „მისი ამბავი მოედო მთელ არემარეს“ და გალილეიდან, ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან უამრავმა ხალხმა მოიყარა მასთან თავი (ლუკა 4:14, 15; მათე 4:24, 25). ისინი მასთან არა მარტო იმის გამო მიდიან, რომ სასწაულებრივად განიკურნონ, არამედ — სასწაულებრივი სწავლების მოსასმენადაც. მისი ცნობა გულში ჩამწვდომი და გამამხნევებელია (მათე 5:1—7:27); სიტყვები — სასიამოვნო და მიმზიდველი (ლუკა 4:22). ხალხი ‘გაოცებულია მისი მოძღვრებით’, რადგან საღვთო წერილიდან ელაპარაკება მათ, როგორც უფლებამოსილი პირი (მათე 7:28, 29; ლუკა 4:32). ვის არ მიიზიდავს ასეთი ადამიანი? მოდი ჩვენც განვივითაროთ სწავლების ისეთი ხელოვნება, რათა გულწრფელი ადამიანები ჭეშმარიტებისკენ მივიზიდოთ.
10. რატომ ცდილობენ თანაქალაქელები იესოს მოკვლას და რატომ ვერ ახერხებენ ამას?
10 მაგრამ იესოს ყველა მსმენელი როდი იღებს მის სწავლებას. მსახურების დასაწყისშიც კი მშობლიური ქალაქის, ნაზარეთის, სინაგოგაში ქადაგებისას მის მოკვლას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ თანაქალაქელები გაოცებული არიან იესოს მიერ წარმოთქმული „მადლის სიტყვებით“, მათ სასწაულის ხილვა სურთ. იესოს კი მრავალი ძლევამოსილი საქმის გაკეთების ნაცვლად, სააშკარაოზე გამოაქვს მათი ეგოისტობა და ურწმუნოება. სინაგოგაში მყოფნი რისხვით ივსებიან, იესოს იპყრობენ, მთის თხემზე აჰყავთ და იქიდან გადაგდებას უპირებენ. მაგრამ იესო მათ კლანჭებიდან თავს აღწევს და უვნებლად შორდება იმ ადგილს. მისი სიკვდილის „ჟამი“ ჯერ არ დამდგარა (ლუკა 4:16—30).
11. ა) რატომ მიდის ზოგი იუდეველი წინამძღოლი იესოს მოსასმენად? ბ) რატომ ადანაშაულებენ იესოს შაბათის გატეხვაში?
11 რელიგიური წინამძღოლებიც — მწიგნობრები, ფარისევლები, სადუკეველები და სხვები — ხშირად არიან იქ, სადაც იესო ქადაგებს. მრავალი მათგანი იქ იმიტომ კი არ არის, რომ იესოს მოუსმინონ და ისწავლონ, არამედ იმიტომ, რომ რამე ნაკლი უპოვონ და რაღაცაში გამოიჭირონ (მათე 12:38; 16:1; ლუკა 5:17; 6:1, 2). მაგალითად, ახ. წ. 31 წელს პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში იესო კურნავს მამაკაცს, რომელიც 38 წელია, რაც ავად არის. იუდეველი რელიგიური წინამძღოლები იესოს შაბათის გატეხაში ადანაშაულებენ, ის კი პასუხობს: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ“. ახლა იუდეველები მას ღვთის გმობაში სდებენ ბრალს იმის გამო, რომ ღვთისთვის მამის წოდებით საკუთარ თავს ღვთის ძედ აცხადებს. ისინი მის მოკვლას ცდილობენ, მაგრამ იესო და მისი მოწაფეები ტოვებენ იერუსალიმს და გალილეაში მიდიან. მსგავსად ამისა, გონივრულად ვიქცევით, თუ ვერიდებით მოწინააღმდეგეებთან უადგილო შეხლა-შემოხლას და ენერგიას სამეფოს შესახებ ქადაგებასა და ხალხის მოწაფეებად გახდომას ვახმართ (იოანე 5:1—18; 6:1).
12. რამდენად საფუძვლიანად ქადაგებს იესო გალილეაში?
12 დაახლოებით მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში იესო მსახურების უმეტეს ნაწილს გალილეაში ატარებს და იერუსალიმში მხოლოდ იუდეველთა სამი ყოველწლიური დღესასწაულის აღსანიშნავად ჩადის. მთლიანობაში საქადაგებლად ის გალილეაში სამჯერ ჩადის: პირველად ოთხ ახალ მოწაფესთან ერთად, მეორედ 12 მოციქულთან და კიდევ ერთხელ, უკვე დახელოვნებულ მოციქულებთან, რომლებსაც ფართო მასშტაბით საქადაგებლად გზავნის. რაოდენ საფუძვლიანად იქნა ნაქადაგები ჭეშმარიტება გალილეაში! (მათე 4:18—25; ლუკა 8:1—3; 9:1—6).
გაბედულად ქადაგება იუდეასა და პერეაში
13, 14. ა) რა შემთხვევის დროს ცდილობენ იუდეველები იესოს შეპყრობას? ბ) რატომ არ აპატიმრებენ ფარისეველთა მსახურნი იესოს?
13 ახ. წ. 32 წლის შემოდგომაზე იესოს „ჟამი“ ჯერ კიდევ არ არის დამდგარი. ახლოვდება კარვობის დღესასწაული. იესოს ნახევარძმები ეუბნებიან: „წადი აქედან და მიდი იუდეაში“. მათი სურვილია, იერუსალიმში დღესასწაულზე მისულ ხალხს მან თავისი სასწაულებრივი ძალა უჩვენოს, მაგრამ იესო საშიშროებას გრძნობს. ამიტომაც ძმებს ეუბნება: „მე კი ჯერ არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა“ (იოანე 7:1—8).
14 გალილეაში მცირე ხნით დაყოვნების შემდეგ იესო იერუსალიმში მიდის „არა გაცხადებულად, არამედ ფარულად“. იუდეველები ეძებენ მას დღესასწაულზე და ამბობენ: „სად არისო?“. შუა დღესასწაულზე იესო ტაძარში მიდის და გაბედულად იწყებს იქ სწავლებას. ტაძარში კი მის შეპყრობას ცდილობენ, შესაძლოა იმისათვის, რომ ციხეში ჩასვან ან მოკლან. მაგრამ მათი მცდელობა მარცხით მთავრდება, რადგან ‘იესოს ჟამი ჯერ არ დამდგარა’. მრავალმა კი ირწმუნა იესო. ფარისეველთა მიერ მის დასაჭერად სასწრაფოდ გაგზავნილი მსახურნიც კი ხელცარიელნი ბრუნდებიან. ისინი ამბობენ: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“ (იოანე 7:9—14, 30—46).
15. რატომ იღებენ იუდეველები იესოს ჩასაქოლად ქვებს და რა სამქადაგებლო კამპანიას იწყებს ამის შემდეგ იესო?
იოანე 8:12—59). იერუსალიმის გარეთ ის იუდეაში ინტენსიურ ქადაგებას იწყებს. ირჩევს 70 მოწაფეს და დარიგების შემდეგ საქადაგებლად ორ-ორად აგზავნის. ისინი მიდიან ყველა იმ ადგილას, სადაც შემდეგ იესო და მისი მოციქულები აპირებენ მისვლას (ლუკა 10:1—24).
15 იესოსა და მის იუდეველ მოწინააღმდეგეთა შორის შეტაკება მაშინაც გრძელდება, როდესაც ქრისტე ტაძარში დღესასწაულზე თავისი მამის შესახებ ასწავლის ხალხს. დღესასწაულის ბოლო დღეს თავისი განკაცებამდელი არსებობის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო იესოზე გაცოფებული იუდეველები მის ჩასაქოლად ქვებს ავლებენ ხელს. მაგრამ იესო უვნებლად უსხლტება მათ (16. რომელ საშიშროებას აღწევს თავს იესო ტაძრის კურთხევის დღესასწაულის დროს და რა საქმიანობას იწყებს ისევ?
16 ახ. წ. 32 წლის ზამთარში იესოს „ჟამი“ უკვე ახლოვდება. ის იერუსალიმში ტაძრის კურთხევის დღესასწაულზე მიდის. იუდეველები კვლავაც მის მოკვლას ცდილობენ. სოლომონის სტოაში ისინი იესოს გარს ეხვევიან. კვლავ ღვთის გმობაში ადანაშაულებენ და მის მოსაკლავად ქვებს ავლებენ ხელს. მაგრამ ისევე როგორც წინა შემთხვევაში, იესო თავს გაქცევით შველის. მალე კვლავ გზას ადგას და იუდეიდან მიდის და მდინარე იორდანეს გაღმა პერეის ქალაქებსა თუ სოფლებში ასწავლის. იქ მრავალი ავლენს მისადმი რწმენას. მაგრამ საყვარელ მეგობართან, ლაზარესთან, დაკავშირებული ცნობის გამო კვლავ იუდეაში დაბრუნება უწევს (ლუკა 13:33; იოანე 10:20—42).
17. ა) რა სასწრაფო ცნობას იღებს იესო პერეაში ქადაგებისას? ბ) რა ცხადყოფს, რომ იესომ იცის, თუ რა მიზანს ემსახურება მისი მოქმედება და განვითარების რომელ ეტაპზეა მოვლენები?
17 სასწრაფო ცნობას ის იუდეის ბეთანიაში მცხოვრები მარიამისა და მართასგან, ლაზარეს დებისგან, იღებს. „უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს, ავადაა“, — ეუბნება მას მაცნე. „ეს ავადმყოფობა სასიკვდილოდ არ არის, — პასუხობს იესო, — არამედ ღვთის სადიდებლადაა, რათა მისით განდიდდეს ღვთის ძე“. ამ მიზნის მისაღწევად იესო განზრახ ორი დღე აყოვნებს მისვლას. შემდეგ კი მოწაფეებს ეუბნება: „წავიდეთ კვლავ იუდეაში“. შეცბუნებული მოწაფეები ეკითხებიან: „რაბი, იუდეველები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ?“ მაგრამ იესომ იცის, რომ დარჩენილი ‘დღის საათები’, ანუ დრო, რომელიც ღმერთმა დედამიწაზე მსახურებისთვის გამოუყო, იწურება. მან ზუსტად იცის, რა უნდა აკეთოს და რატომ (იოანე 11:1—10).
სასწაული, რომლის უგულებელყოფაც არავის შეეძლო
18. რა სიტუაციაა მაშინ, როდესაც იესო ბეთანიაში ჩადის და რა ხდება მისი ჩასვლის შემდეგ?
18 ბეთანიაში პირველად მართა ეგებება იესოს და ეუბნება: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“. ცოტა ხანში მოდიან მარიამი და ყველა, ვინც მათთან სახლში იყო. ყველა ტირის. „სად დაასვენეთ იგი?“, — კითხულობს იესო. „უფალო, მოდი და ნახე“, — პასუხობენ მას. როდესაც მიდიან სამარხთან, ანუ გამოქვაბულთან, რომლის შესასვლელზეც ლოდია აფარებული, იესო ამბობს: „მოაშორეთ ლოდი“. მართას არ ესმის, თუ რის გაკეთებას აპირებს იესო და ეპასუხება: „უფალო უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ“. იესო კი ეკითხება: „განა არ გითხარი, რომ, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?“ (იოანე 11:17—40).
19. რატომ ლოცულობს იესო ხმამაღლა ლაზარეს მკვდრეთით აღდგომამდე?
19 ლაზარეს სამარხზე მიფარებული ლოდის გადაგორების შემდეგ იესო ხმამაღლა ლოცულობს, რაც იქ შეკრებილთათვის ცხადყოფს, რომ ის, რის გაკეთებასაც აპირებს, ღვთის ძალის შეწევნით მოხდება. შემდეგ კი ხმამაღლა შესძახებს: „ლაზარე გამოდი!“ იოანე 11:41—44).
ლაზარე გამოდის; ხელ-ფეხი სახვევებით აქვს შეხვეული, სახე კი — სუდარით. „გახსენით, გაუშვით, იაროს“, — ამბობს იესო (20. როგორ რეაგირებენ იესოს მიერ ლაზარეს გაცოცხლების თვითმხილველნი?
20 მართასა და მარიამის სანუგეშებლად მოსული ამ სასწაულის მხილველი მრავალი იუდეველი იესოსადმი რწმენას ავლენს. სხვები ფარისევლებთან მიდიან ნანახის მოსაყოლად. როგორია მათი რეაქცია? ისინი და მღვდელმთავრები სასწრაფოდ სინედრიონის შეხვედრას აწყობენ და თავზარდაცემულები ჩივიან: „რა ვქნათ, რადგან ეს კაცი ბევრ სასწაულებს ახდენს? თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და დაიპყრობენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც“. მღვდელმთავარი კაიაფა მათ ეუბნება: „თქვენ არაფერი გაგეგებათ, ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“. ამიტომ იმ დღიდან გადაწყვიტეს, რომ მოეკლათ იგი (იოანე 11:45—53).
21. რის მომასწავებელია ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის სასწაული?
21 ამგვარად, ბეთანიაში ჩასვლის გადადებით იესოს ეძლევა შესაძლებლობა, მოახდინოს ისეთი სასწაული, რომლის უგულებელყოფაც არავის შეუძლია. ღვთის მიერ მიცემული ძალით იესო აცოცხლებს მამაკაცს, რომელიც ოთხი დღის მკვდარი იყო. საკმაოდ გავლენიანი სინედრიონიც კი იძულებულია, აღიაროს ეს და სიკვდილის განაჩენი გამოუტანოს ამ სასწაულის ჩამდენს! ეს სასწაული იესოს მსახურებაში გარდამტეხი მომენტის დადგომის მომასწავებელია — მომენტისა, რომელიც ცვლის ‘მის ჟამს, რომელიც არ იყო მოსული ჟამით, რომელიც მოვიდა’.
როგორ უპასუხებდით?
• როგორ გამოავლინა იესომ, რომ ესმოდა, რა ჰქონდა მისთვის ღმერთს დავალებული?
• რატომ უარყოფს იესო დედის რჩევას ღვინოსთან დაკავშირებით?
• რა შეგვიძლია ვისწავლოთ იქიდან, თუ როგორ იქცეოდა ხშირად იესო თავის მოწინააღმდეგეებთან?
• რატომ არ გამოეხმაურა იესო დაუყოვნებლივ ლაზარეს ავადმყოფობის შესახებ ცნობას?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 12 გვერდზე]
იესო მთელ თავის ენერგიას ღვთის მიერ დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებას ახმარდა.