არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ეს ყველასთვის სასიხარულო მონაპოვარია“

„ეს ყველასთვის სასიხარულო მონაპოვარია“

„ეს ყველასთვის სასიხარულო მონაპოვარია“

ტუვალუ წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე ლამაზი სახელმწიფოა, რომელიც ცხრა მარჯნის კუნძულს იკავებს. იქ დაახლოებით 10 500 ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივმა იეჰოვას მოწმეებმა იცოდნენ ღვთის ნება, ‘რომ ყველა ადამიანი უნდა გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას’, და სურდათ ბიბლიური პუბლიკაციები თავიანთ ენაზე ჰქონოდათ (1 ტიმოთე 2:4). ეს ადვილი არ იყო, რადგან მათ ენაზე არც ერთი ლექსიკონი არ არსებობდა. 1979 წელს იეჰოვას მოწმე მისიონერმა, რომელიც ტუვალუში მსახურობდა, საკუთარ თავზე აიღო ამ პრობლემის გადაჭრა. მან და მისმა მეუღლემ ადგილობრივი ენის შესწავლა და პატარა ლექსიკონის შედგენა დაიწყეს. 1984 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ ტუვალუ ენაზე გამოიცა წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“.

ტუვალუს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დოქტორმა პუაპუამ, სამადლობელი წერილი მისწერა მოწმეებს წიგნის „მარადიული ცხოვრება“ გამოცემისთვის: „ეს წიგნი ახალი და მეტად მნიშვნელოვანი შენაძენია ტუვალუს კულტურული მემკვიდრეობისთვის. თქვენ ბედნიერი უნდა იყოთ იმით, რომ ამ ერის სულიერ აღშენებაში საუკეთესო წვლილი შეიტანეთ. რაც შეეხება სასწავლო წიგნების დაბეჭდვას, ჩემი აზრით, ეს ნაშრომი ტუვალუს ისტორიაში შევა. ეს ყველასთვის სასიხარულო მონაპოვარია“.

მთარგმნელების მიერ დაგროვილი სიტყვათა მარაგის წყალობით 1993 წელს გამოქვეყნდა ტუვალურ-ინგლისური ლექსიკონი. ეს პირველი ლექსიკონი იყო ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი ამ ენაზე. ახლახან, ტუვალუს სახელმწიფო ენის განვითარების კომიტეტმა ნებართვა ითხოვა, რომ ამ ლექსიკონით ესარგებლა პირველი ტუვალური ლექსიკონის შესადგენად.

1989 წლის 1 იანვრიდან ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ ყოველთვიურად გამოდის ტუვალუ ენაზე. თუ ამ ჟურნალს სხვა რომელიმე ენაზე კითხულობთ, შეგიძლიათ გადახედოთ მე-2 გვერდს და ნახოთ თქვენი მშობლიური ენა მოხსენიებულია თუ არა იმ ენათა შორის, რომლებზეც „საგუშაგო კოშკი“ გამოიცემა. ცხადია, მშობლიურ ენაზე კითხვა, უეჭველად უფრო სასიხარულო იქნებოდა თქვენთვის.