როგორ უმკლავდებიან ისინი თანატოლების ზეგავლენას
როგორ უმკლავდებიან ისინი თანატოლების ზეგავლენას
აღიარების სურვილი ბევრს აიძულებს, რომ თავიანთი თანატოლების მსგავსად იაზროვნონ და მოიქცნენ. განსაკუთრებით ახალგაზრდებს მართებთ ძალისხმევა ისეთ მავნე ჩვევებთან გასამკლავებლად, როგორიც არის ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და სექსუალური უზნეობა. როგორ შეუძლიათ მათ, წინააღმდეგობა გაუწიონ თანატოლების ზეგავლენას?
ახლახან ორმა პოლონელმა გოგონამ დაწერა: „ჩვენი თანატოლების უმრავლესობაზე აშკარად ირეკლება წუთისოფლის სული. სკოლაში გამოცდების დროს ისინი თაღლითობენ. გარდა ამისა, ბილწსიტყვაობენ, გატაცებული არიან ახალმოდური ტანსაცმლითა და გიჟური, უზნეო მუსიკით. რამდენად ბედნიერები უნდა ვიყოთ იმ სტატიების გამო, რომლებიც ახალგაზრდებს გვეძღვნება და გვიცავს უკმაყოფილო და ურჩი თანატოლების ზეგავლენისგან!
«სიტყვები არ გვყოფნის მადლიერების გამოსახატავად „საგუშაგო კოშკის“ სტატიებისთვის, რომლებმაც შთაბეჭდილება მოახდინეს ჩვენზე და გვაგრძნობინეს, რომ საჭირო ვართ და გვაფასებენ. ბიბლიური რჩევები დაგვეხმარა, იეჰოვას მოსაწონად მოვქცეულიყავით. ჩვენ გვჯერა, რომ იეჰოვასთვის ერთგული მსახურება ცხოვრების საუკეთესო გზაა».
დიახ, ახალგაზრდებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ თანატოლების ზეგავლენას. ქრისტიანი ახალგაზრდები თავიანთი ‘ჩვევების’ გაწაფვით სწავლობენ ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებას, რათა აირეკლონ „არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისაგან“ (ებრაელთა 5:14; 1 კორინთელთა 2:12).