მორჩილება — ბავშვობის მნიშვნელოვანი გაკვეთილი?
მორჩილება — ბავშვობის მნიშვნელოვანი გაკვეთილი?
„მშობლებს სურთ ინდივიდუალობის მქონე პიროვნებები და არა მორჩილი ბავშვები“, — ასეთი იყო ერთ-ერთი საგაზეთო ცნობის სათაური. ეს მოკლე ცნობა დაფუძნებული იყო ახალ ზელანდიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე, რომელმაც ცხადყო, რომ „გამოკითხულთაგან მხოლოდ 22% ფიქრობდა, რომ ბავშვებისთვის სახლში უნდა ესწავლებინათ მორჩილება“. გამოკვლევამ აგრეთვე ნათელი გახადა, რომ, მშობლების აზრით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ისეთი რამის სწავლება, როგორიცაა კარგი მანერები, დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა.
ამ ეგოიზმისა და ანგარების ეპოქაში საკვირველი არ არის, რომ უმეტესობას სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს მორჩილებისა და ბავშვებისთვის მისი სწავლების მიმართ. მაგრამ ისე უნდა ვუყურებდეთ ბავშვების მორჩილებას, როგორც რაღაც ძველმოდურსა და დრომოჭმულს? ან არის თუ არა ის იმ მნიშვნელოვან გაკვეთილთაგანი, რომელიც შეიძლება ისწავლონ ბავშვებმა და მისგან სარგებლობა მიიღონ? უფრო მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ უყურებს იეჰოვა ღმერთი, ოჯახის დამაარსებელი, მშობლებისადმი მორჩილებას და რომელია ასეთი მორჩილების ზოგიერთი სასიკეთო შედეგი? (საქმეები 17:28; ეფესელთა 3:14, 15).
„ეს სამართლიანია“
პირველი საუკუნის ეფესოს ქრისტიანულ კრებას მოციქულმა პავლემ მისწერა: „დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია“ (ეფესელთა 6:1). ამიტომ ასეთი მორჩილების გამოვლენის მთავარი მიზეზი ის არის, რომ შვილების მორჩილება შეესაბამება ღვთის იმ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ რა არის სწორი. როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, „ეს სამართლიანია“.
თანახმად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ღვთის სიტყვა მშობლის მიერ სიყვარულით აღსავსე აღზრდას აღწერს მშვენიერ შესამკობლად, ‘ლამაზ გვირგვინად შენს თავზე და შენი ყელის სამკაულად’ და ამბობს, რომ ეს ‘მოსაწონია უფლისთვის’ (იგავნი 1:8, 9; კოლასელთა 3:20). ამის საპირისპიროდ კი, მშობლების ურჩნი ღვთის კეთილგანწყობილებას კარგავენ (რომაელთა 1:30, 32).
„რათა მოგეცეს სიკეთე“
პავლემ მორჩილების სხვა დადებით მხარეზეც მიუთითა, როდესაც დაწერა: „პატივი ეცი შენს მამას და დედას — ეს არის პირველი მცნება აღთქმით, — რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე“ (ეფესელთა 6:2, 3; გამოსვლა 20:12). როგორ მოუტანს შვილს კეთილდღეობას მშობლებისადმი მორჩილება?
პირველ რიგში, განა მართალი არ არის, რომ მშობლები უფროსები და გამოცდილები არიან? თუმცა მათ შეიძლება არა აქვთ დიდი ცოდნა კომპიუტერის ან სხვა რამის შესახებ, რომლებსაც სკოლაში სწავლობ, მშობლებს ცხოვრებასა და ყოველდღიურ პრობლემებთან თავის გართმევის დიდი გამოცდილება აქვთ. ახალგაზრდებს კი არ ჰყოფნით გაწონასწორებული აზროვნება, რომელიც მოწიფულობის შედეგია. ამიტომ მათ გადაწყვეტილებების წინდაუხედავად მიღების მიდრეკილება აქვთ, რასაც, თავიანთ საზიანოდ, ხშირად თანატოლების ცუდი გავლენის ქვეშ მოქცევა მოსდევს ხოლმე. მართლაც რომ რეალობაა ის, რაც ბიბლიაშია ნათქვამი: „ყმაწვილის გულში სიბრიყვე ბუდობს“. რა არის საშველი? „შეგონების კვერთხი იქიდან გამოსდევნის“ (იგავნი 22:15).
რომაელთა 13:1—7; ეფესელთა 5:21—25; 6:5—8).
მორჩილების სასიკეთო შედეგები მხოლოდ მშობელსა და ბავშვს შორის კარგი ურთიერთობით არ შემოიფარგლება. საზოგადოება რომ შეუფერხებლად და ნაყოფიერად ფუნქციონირებდეს, ურთიერთთანამშრომლობაა საჭირო, რაც თავის მხრივ, მორჩილებას მოითხოვს. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მომთხოვნები იყვნენ და გულგრილად მოეკიდონ ერთმანეთის უფლებებსა და გრძნობებს, თუკი დაქორწინებული წყვილები ერთმანეთს დაუთმობენ, მშვიდობასა და ბედნიერებას პოვებენ და შეხმატკბილებულად იცხოვრებენ. სამსახურში რაიმე საქმე ან მცდელობა რომ წარმატებული იყოს, მომუშავის მხრიდან მორჩილებაა საჭირო. სახელმწიფოს კანონებისა და წესებისადმი მორჩილება არა მარტო დასჯას არიდებს ადამიანს, არამედ, ასე თუ ისე, მის უსაფრთხოებასა და მფარველობას უზრუნველყოფს (ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას არ ემორჩილებიან, ხშირად საზოგადოებისთვის გამოუსადეგარნი ხდებიან. ამისგან განსხვავებით, ბავშვობაში მორჩილების სწავლა მთელი ცხოვრება გამოადგება ადამიანს. რაოდენ სასარგებლოა ამის ბავშვობაში სწავლა!
დიდებული ჯილდო მორჩილებისთვის
მორჩილებას არა მარტო ბედნიერი ოჯახური ურთიერთობები და მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვა კურთხევები მოაქვს, არამედ საფუძველს უყრის ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობასაც ადამიანსა და მის შემოქმედს შორის. „დიდებული შემოქმედი“, ვისთანაც „არის წყარო სიცოცხლისა“, იეჰოვა ღმერთი, სამართლიანად იმსახურებს ჩვენს სრულ მორჩილებას (ეკლესიასტე 12:1, აქ; ფსალმუნი 35:10).
სიტყვა „დამორჩილება“ სხვადასხვა ფორმით მრავალჯერ გამოიყენება ბიბლიაში. გარდა ამისა, მოხსენიებულია ღვთის ასობით კანონი, ბრძანება, მცნება, სამართლებრივი გადაწყვეტილება და წესი და ყოველი მათგანი მორჩილებას მოითხოვს. ცხადია, ღმერთი მორჩილებას მოელის ჩვენგან, რათა მისი მოწონება დავიმსახუროთ. დიახ, მორჩილება იეჰოვასთან ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელი მოთხოვნაა (პირველი მეფეთა 15:22). სამწუხაროდ, ადამიანს უფრო დაუმორჩილებლობის მიდრეკილება აქვს, ვიდრე მორჩილების. „ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე“, — ამბობს ბიბლია (დაბადება 8:21). ამიტომ მორჩილება მხოლოდ ბავშვობაში კი არ უნდა ისწავლოს ადამიანმა, არამედ — მთელი ცხოვრება. ასე მოქცევას დიდებული ჯილდო მოაქვს.
გავიხსენოთ, რომ, როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, მშობლებისადმი მორჩილებასთან დაკავშირებული მცნება ორმაგ აღთქმას მოიცავს, სახელდობრ: ‘მოგეცემა სიკეთე და დღეგრძელი იქნები ქვეყნად’. ეს აღთქმა დასტურდება იგავნის 3:1, 2-ში: „შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩემი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა, დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ“ (იგავნი 3:1, 2). მორჩილთათვის უდიდესი ჯილდო ახლა იეჰოვასთან ურთიერთობა, მომავალში კი მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლეა (გამოცხადება 21:3, 4).
[სურათები 30, 31 გვერდებზე]
მორჩილებას ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან და იეჰოვასთან გამაბედნიერებელი ურთიერთობა მოაქვს.