მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
კოლასელთა 1:16-ში საუბარია ღვთის ძეზე, რომ „ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა“ (სსგ). რა გაგებით იყო შექმნილი ყველაფერი „მისთვის“, ღვთის ძე იესოსთვის?
იეჰოვამ თავის მხოლოდშობილი ძე გამოიყენა, როგორც ოსტატი ყველაფრის შესაქმნელად; მხოლოდ თავად იესოს შექმნაში არ ჩარეულა არავინ იეჰოვას გარდა (იგავნი 8:27—30; იოანე 1:3). ამის გამო, ძეს სიამოვნებას ჰგვრის ამ შემოქმედების ნაყოფი და ამ გაგებით არიან ისინი „მისთვის“.
ვიცით, რომ მშობლები მოელიან, და ხშირად იღებენ კიდეც, უდიდეს სიამოვნებას თავიანთი ვაჟებისა და ასულებისგან, რომელთაც სიცოცხლე უბოძეს. აი რატომ საუბრობს ბიბლიური იგავი, რომ „შვილი.. [თავის მამას] სიამეს მოჰგვრის“ (იგავნი 3:12; 29:17). იეჰოვას ასევე ახარებდა ისრაელი, როდესაც მისი ხალხი ერთგული იყო (ფსალმუნი 43:3; 118:108; 146:11). ის დღესაც ხარობს, თავისი ხალხის ერთგულებით (იგავნი 12:22; ებრაელთა 10:38).
ამიტომ მართებულია, რომ ღმერთს ჰყავდა თანამშრომელი, იესო, რომელსაც სიხარულს ჰგვრიდა თავისი ნამუშევარი. იგავნის 8:31 ამბობს, რომ ძე ‘ლაღობდა სამყაროში მის მიწაზე და ადამის მოდგმაში იყო მისი სიხარული’. აი ამ გაგებით არის ნათქვამი კოლასელთა 1:16-ში „ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი“.