არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„რელიგიური შემწყნარებლობის დღე“

„რელიგიური შემწყნარებლობის დღე“

„რელიგიური შემწყნარებლობის დღე“

პოლონეთში ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან საუბარმა დააინტერესა და ცნობისმოყვარეობა აღუძრა, თავის სკოლაში „რელიგიური შემწყნარებლობის დღე“ დააწესა. მან მოსწავლეებს დავალება მისცა, რომ, ვისაც სურვილი ექნებოდა — კათოლიკეებს, ბუდისტებსა და იეჰოვას მოწმეებს — მოემზადებინათ მოკლე მოხსენებები, რათა თანასკოლელებისთვის თავიანთი რწმენა და საქმიანობა გაეცნოთ. იეჰოვას მოწმე სამმა მოზარდმა დაუყოვნებლივ გამოთქვა ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების სურვილი.

როდესაც ეს დღე დადგა, პირველად, 15 წლის მალვინას მისცეს სიტყვა. მან თქვა: „სანამ ამ სკოლაში დავიწყებდით სწავლას, ბევრი თქვენგანი უკვე გვიცნობდა, რადგან ჩვენ სახლში გაკითხავდით ხოლმე. ალბათ გაინტერესებთ, რატომ განვაგრძობთ ამ საქმიანობას. იმიტომ, რომ მივყვებით იესო ქრისტეს, ქრისტიანობის ფუძემდებლის, მაგალითს. ის ქადაგებდა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ყველგან, სადაც კი ხალხს ხვდებოდა. მოციქულები და პირველი საუკუნის სხვა ქრისტიანებიც ასევე იქცეოდნენ. ბევრ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს რწმენის რთული გამოცდები ხვდებათ, მაგრამ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს სკოლაში ამ მხრივ სიმშვიდეა, რაც თითოეული თქვენგანის დამსახურებაა. ამისთვის დიდი მადლობას გახდით!“.

საუბრის დასასრულს მალვინამ თქვა: „თქვენთან ჩვენს სტუმრობას სხვა მიზეზიც აქვს. ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე. ბიბლია ამბობს, რომ მალე კაცობრიობა შემაძრწუნებელი მოვლენების მოწმე გახდება. ასე რომ, როდესაც კვლავ მოვალთ თქვენთან, ძალიან გთხოვთ, გარკვეული დრო დაგვითმოთ და მოგვისმინოთ. გვსურს მოგითხროთ იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია მარადიულად ვიცხოვროთ სამოთხეში დედამიწაზე“.

შემდეგ სიტყვა მისცეს 15 წლის მათეუშს, რომელმაც აუდიტორიას მოუთხრო, რომ მრავალი წელია, რაც იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად სხვადასხვაგვარ მეთოდებს იყენებენ. მაგალითად, 1914 წელს, როდესაც ჯერ კიდევ უხმო ფილმებს იღებდნენ, იეჰოვას მოწმეები აჩვენებდნენ ფონოგრამადართულ „შემოქმედების ფოტოდრამას“, რომელიც მოძრავი ნახატებისა და სლაიდებისგან შედგებოდა.

მათეუშმა ისიც აღნიშნა, თუ რა როლი შეასრულა სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებაში რადიომ და შემდეგ აღწერა უნიკალური კომპიუტერული „მრავალენოვანი ელექტრონული ფოტოაწყობის სისტემა“ (MEPS), რომელიც იეჰოვას მოწმეებმა შეიმუშავეს. აგრეთვე აღნიშნა, როგორ დაეხმარნენ იეჰოვას მოწმეები ექიმებს უსისხლოდ მკურნალობის მეთოდების დანერგვაში. „ახლა, სახელგანთქმული პოლონელი ექიმები დადებითად ეხმაურებიან ჩვენს გადაწყვეტილებას და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მეტი პაციენტი, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან, იკეთებენ ოპერაციებს სისხლის გადასხმის გარეშე“, — დასძინა მან.

მათეუშმა თავის გამოსვლა სამეფო დარბაზების მშენებლობაზე საუბრით დაასრულა: „გსურთ მოინახულოთ ისინი? იქ შესვლა უფასოა, და არც ფულის აკრეფა ხდება.“ სოსნოვეცის საკონგრესო დარბაზის შესახებ მათეუშმა თქვა: „აუცილებლად უნდა ნახოთ ეს დიდი, მიზნობრივად ფუნქციონირებადი შენობა. იქნებ თქვენც წამოსულიყავით ჩემთან ერთად იქ? გვინდა ერთი რამ შემოგთავაზოთ, და ამის შესახებ ჩვენი მეგობარი კატაჟინა გესაუბრებათ“.

15 წლის კატაჟინამ დიდი ენთუზიაზმით თქვა: „დიდი სიამოვნებით გიწვევთ იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესზე, რომელიც სოსნოვეცში გაიმართება. ამ კონგრესზე განხილულ იქნება ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით საინტერესო საკითხები“. კატაჟინამ ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი დღეც — იესოს სიკვდილის გახსენების საღამოც — მოიხსენია. მან მსმენელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გასულ წელს, მთელ მსოფლიოში, 14 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო ქრისტეს გახსენების საღამოს. იქნებ თქვენც დასწრებოდით ამ საღამოს მომავალში?“.

თავიანთი გამოსვლის შემდეგ მალვინამ, მათეუშმა და კატაჟინამ მასწავლებლებს აჩუქეს წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ და კასეტები, რომლებშიც საუბარია იეჰოვას მოწმეების მრწამსსა და მოღვაწეობაზე a. მასწავლებლებმა ეს საჩუქრები მადლიერებით მიიღეს და შეჰპირდნენ, რომ ისტორიის გაკვეთილებზე გამოიყენებდნენ.

შეხვედრის დასასრულს 12 წლის მარტინმა შეკრებილთა წინაშე დაუკრა სიმღერა — „გმადლობთ იეჰოვა“. იეჰოვას ამ ახალგაზრდა მოწმეებმა ‘გაბედეს თავიანთ ღმერთში’ და კარგად იქადაგეს (1 თესალონიკელთა 2:2). რა ჩინებული მაგალითია ახალგაზრდა მოწმეებისთვის!

[სქოლიოები]

a გამოქვეყნებულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 26 გვერდზე]

კატაჟინა თავის მოხსენებისთვის ბიბლიურ მუხლებს ირჩევს.

[სურათი 26 გვერდზე]

მალვინა რამდენიმე დღით ადრე ამზადებს თავის მოხსენებას, რომლითაც მსმენელთა წინაშე წარდგება სკოლაში.