შეიძლება გვქონდეს გადარჩენის იმედი?
შეიძლება გვქონდეს გადარჩენის იმედი?
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიან საუკუნედ XX საუკუნეა მიჩნეული. ბოლო ათწლეულების განმავლობაში დამნაშავეობა, ომები, ეთნიკური კონფლიქტები, ნარკომანია, უპატიოსნობა და ძალადობა განსაკუთრებით მომრავლდა. გარდა ამისა, გამრავლდა ტკივილი და ტანჯვა-წამება, რაც თან სდევს დაავადებებს, სიბერესა და სიკვდილს. ვის არ სურს ამ საშინელი პრობლემებისგან გათავისუფლება? მომავალში მაინც თუ არსებობს გადარჩენის იმედი?
განვიხილოთ ხილვა, რომელიც თითქმის 2000 წლის წინათ მიეცა იოანე მოციქულს. მან დაწერა: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4). წინასწარმეტყველმა ესაიამაც მსგავსი რამ იწინასწარმეტყველა: „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა“ (ესაია 25:8).
წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ღვთის დანაპირების შესრულება! კაცობრიობა გათავისუფლდება ჩაგვრისა და ძალადობისგან, ტანჯვისა და მწუხარების გამომწვევი მიზეზებისგან. ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილიც კი აღარ გაგვიმწარებს სიცოცხლეს! ღვთის სიტყვა, ბიბლია, დედამიწაზე სრულყოფილ პირობებში მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება (ლუკა 23:43; იოანე 17:3). ეს თითოეული მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი. „[ღმერთს] ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:3, 4).
ღვთის დანაპირები ჩვენთვისაც რომ სარგებლობის მომტანი იყოს, უნდა გავიგოთ, თუ რა როლს ასრულებს იესო ჩვენს გადარჩენაში და მისადმი რწმენა უნდა გამოვავლინოთ. იესომ თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი იოანე 3:16). ადამიანების გადარჩენაში რომ იესო ქრისტე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, პეტრე მოციქულმაც მიუთითა: „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 4:12). მოციქულმა პავლემ და მისმა თანამსახურმა სილამ გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანს მოუწოდეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლობა“ (საქმეები 16:30, 31).
ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (დიახ, იესო არის „სიცოცხლის მეთაური“ და გადარჩენაც მხოლოდ მისი მეშვეობით შეიძლება (საქმეები 3:15, აქ). მაგრამ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა გადაგვარჩინოს? თუ კარგად გავიგებთ, რა როლს ასრულებს იესო ამ ღონისძიებაში, ეს განგვიმტკიცებს გადარჩენის იმედს.
[საავტორო უფლება 2 გვერდზე]
Page 3: Bombers: USAF photo; starving children: UNITED NATIONS/J. FRAND; burning battleship: U.S. Navy photo