არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განადგურებული მსოფლიო!

განადგურებული მსოფლიო!

განადგურებული მსოფლიო!

შეხედეთ მსოფლიოს! უამრავი ქალაქი, ნაირფეროვანი კულტურა, მეცნიერული მიღწევები, მილიარდობით ადამიანი! მრავალი ფიქრობს, რომ ეს ყოველთვის ასე იყო და იქნება. წარმოიდგენდით ოდესმე, რომ ერთხელაც ეს ყველაფერი შეიძლებოდა განადგურებულიყო? ეს არც ისე ადვილი წარმოსადგენია. მაგრამ, იცოდით თუ არა, რომ ერთი, უაღრესად სარწმუნო, წყაროს თანახმად, მთელი მსოფლიო ერთხელ უკვე განადგურდა?

ჩვენ არ ვსაუბრობთ მსოფლიოზე, სადაც თითქოს პრიმიტიული თემური წყობილება იყო გაბატონებული. განადგურდა მთელი ცივილიზაცია თავისი ქალაქებითა და უდიდესი მიღწევებით ხელოვნებასა თუ მეცნიერებაში. ბიბლია გვეუბნება, რომ პატრიარქ აბრაამის დაბადებამდე 352 წლით ადრე, მე-2 თვის მე-17 დღეს, მთელი დედამიწა უეცრად მოვლენილმა წარღვნამ წალეკა *.

შეეფერება კი სიმართლეს ეს აღწერა? მართლა მოხდა წარღვნა? ნუთუ მართლა ასეთი განვითარებული იყო ძველი მსოფლიო განადგურებამდე? თუ დიახ, მაშინ რატომ განადგურდა? რა იყო მიზეზი? შეგვიძლია თუ არა რაიმეს სწავლა ამ შემთხვევიდან?

განადგურდა კი ძველი მსოფლიო?

შეუძლებელია, რომ ასეთი შემაძრწუნებელი კატასტროფა ერთხელ და სამუდამოდ დავიწყებას მისცემოდა. ამიტომაც, მრავალ ერს აქვს შემორჩენილი ბევრი ისეთი თქმულება, რომელიც ამ განადგურებაზე მიუთითებს. მაგალითად, განვიხილოთ ბიბლიაში მოცემული ზუსტი თარიღი. ძველი კალენდრის მეორე თვე ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე მოდიოდა. ასე რომ, მე-17 დღე შეესაბამება დაახლოებით პირველ ნოემბერს. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ დამთხვევა იყოს, ვინაიდან მრავალ ქვეყანაში ზუსტად ამ დროს იხსენებენ მკვდრებს.

მომდევნო მტკიცება, რომ წარღვნა მართლაც მოხდა, კაცობრიობის ლეგენდებში არის ასახული. ძველი ცივილიზაციის თითქმის ყველა თქმულება მოგვითხრობს, რომ ამ ხალხების წინაპრები გადაურჩნენ წყალდიდობას, რომელმაც მთელი დედამიწა მოიცვა. მსგავსი ლეგენდები ჰქონდათ აფრიკის ტროპიკული ტყეების მკვიდრ ტომებს — პიგმეებს, ევროპაში მცხოვრებ კელტებსა და სამხრეთ ამერიკელ ინკებს; ალასკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინდოეთი, ლიტვა, მექსიკა, მიკრონეზია, ჩინეთი და ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთი მხარე მხოლოდ რამდენიმეა იმ ქვეყნებიდან, სადაც დიდი წყალდიდობის შესახებ ლეგენდებია გავრცელებული.

მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ეს თქმულებები გარკვეულწილად შეალამაზეს, ყოველ მათგანს მაინც აერთიანებს მთავარი აზრებიდან შემდეგი: ღვთის რისხვა ადამიანთა ბოროტებამ გამოიწვია; მან მოავლინა დიდი წყალდიდობა; მთელი კაცობრიობა განადგურდა და მხოლოდ რამდენიმე მართალი ადამიანი გადარჩა; ხომალდმა იხსნა ადამიანებიც და ცხოველებიც; ხმელეთის საძებნად გაუშვეს ფრინველები; დაბოლოს, ხომალდი მთაზე გაჩერდა; ხმელეთზე გადმოსულმა გადარჩენილებმა ღმერთს მსხვერპლი შესწირეს.

რას ამტკიცებს ეს? ასეთი მსგავსებები, ალბათ, შემთხვევითი არ უნდა იყოს. ამ ფაქტების ერთობლიობა ადასტურებს ბიბლიის უძველეს ცნობას იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი მსოფლიო წარღვნას გადარჩენილთა შთამომავალია. აქედან გამომდინარე, არ გვჭირდება ლეგენდებზე და მითებზე დაყრდნობა იმის გასაგებად, თუ რა მოხდა. ჩვენამდე მოაღწია ცნობამ, რომელიც ჩაწერილია ბიბლიაში, ებრაულ წერილებში, კერძოდ კი „დაბადების“ მე-6—მე-8თავებში.

ბიბლია ღვთივსულიერ ისტორიულ ცნობებს შეიცავს კაცობრიობის დასაბამიდან მოყოლებული. მაგრამ იქ მოცემული ფაქტები აჩვენებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ისტორია. უტყუარი წინასწარმეტყველებები და უსაზღვრო სიბრძნე მიუთითებს იმაზე, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვაა. მითებისგან განსხვავებით ბიბლიაში მოცემულია სახელები და თარიღები; ასევე დეტალურადაა აღწერილი გენეალოგიური და გეოგრაფიული საკითხები. ის აღგვიწერს, თუ როგორ ცხოვრობდნენ წარღვნამდე და გვიხსნის მთელი მსოფლიოს უცაბედი განადგურების მიზეზს.

რა იყო არასწორი წარღვნამდელი საზოგადოების ცხოვრებაში? ამ საკითხზე საუბარი მომდევნო სტატიაში გვექნება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია მათთვის, ვისაც აინტერებს, რამდენად უსაფრთხოა თანამედროვე ცივილიზაციის მომავალი.

სქოლიო

[ჩარჩო 4 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

წარღვნაზე გავრცელებული ლეგენდები

ქვეყანა შესაბამისობები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

საბერძნეთი 7 ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆

რომი 6 ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆

ლიტვა 6 ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆

ასურეთი 9 ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆

ტანზანია 7 ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆

ინდოეთი — (ჰინდუ) 6 ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆

ახალი ზელანდია — (მაორი) 5 ◆ ◆ ◆ ◆ ◆

მიკრონეზია 7 ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆

ვაშინგტონი (აშშ) — (იაკიმა)7 ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆

მისისიპი (აშშ) — (ჩოკტო) 7 ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆

მექსიკა — (მიჩოაკანი) 5 ◆ ◆ ◆ ◆ ◆

სამხრეთ ამერიკა — (კეჩუა) 4 ◆ ◆ ◆ ◆

ბოლივია — (ჩირიგუანო) 5 ◆ ◆ ◆ ◆ ◆

გაიანა — (არავაკები) 6 ◆ ◆ ◆ ◆ ◆ ◆

1. ღმერთი განურისხდა ბოროტებს

2. განადგურდა წარღვნით

3. განადგურდა ღვთის მიერ

4. ღმერთმა მისცა გაფრთხილება

5. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადარჩა

6. გადარჩნენ ხომალდით

7. გადარჩნენ ცხოველები

8. ფრინველი ან სხვა ცოცხალი არსება გაგზავნეს

9. ბოლოს გაჩერდნენ მთაზე

10. აღავლინეს მსხვერპლი