როგორ გადავურჩეთ წუთისოფლის აღსასრულს?
როგორ გადავურჩეთ წუთისოფლის აღსასრულს?
ბიბლია თანამედროვე სისტემის აღსასრულს ასე აღწერს: „რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე“ (სოფონია 1:15). ეს ნამდვილად არ არის ის დღე, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, სულმოუთქმელად დაელოდებოდი! მიუხედავად ამისა, მოციქული პეტრე აფრთხილებდა ქრისტიანებს, რომ დალოდებოდნენ და ხსომებოდათ „ღვთის მოსვლის დღე, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან. ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:12, 13).
პეტრე პირდაპირი გაგებით ცისა და დედამიწის განადგურებას არ გულისხმობდა. სიტყვები, „ცა“ და „დედამიწა“, რომლებიც პეტრემ ამ კონტექსტში გამოიყენა, თანამედროვე გახრწნილ მიწიერ მთავრობებსა და უღვთო საზოგადოებას ასიმბოლოებს. „უფლის დღე“ დედამიწას კი არ გაანადგურებს, არამედ იქნება „ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან“ (ესაია 13:9). მაგრამ მათთვის, რომლებიც „კვნესიან და მოთქვამენ... სისაძაგლეთა გამო“, რომელსაც დღევანდელ ბოროტ წუთისოფელში ვხვდებით, იეჰოვას დღე გადარჩენის დღე იქნება (ეზეკიელი 9:4).
მაშ, როგორ შეიძლება გადარჩენა „უფლის დიდსა და საშინელ დღეს“? ამ კითხვაზე პასუხს გვცემს „უფლის სიტყვა“, რომელიც იეჰოვამ ერთ-ერთ წინასწარმეტყველს გაუმჟღავნა: «ყველა ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს, გადარჩება» (იოველი 1:1; 3:4, 5). იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან, გაიგოთ, თუ რას ნიშნავს — ახსენო იეჰოვას სახელი.