მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
იოანეს ხილვაში ნანახი ტაძრის რომელ ნაწილში ეწეოდა წმინდა მსახურებას „უამრავი ხალხი“? (გამოცხადება 7:9—15).
ლოგიკურია იმის თქმა, რომ იეჰოვას თაყვანისმცემელი „უამრავი ხალხი“ ღვთის დიდი სულიერი ტაძრის მიწიერი ეზოებიდან ერთ-ერთში მსახურობს, კერძოდ კი ეზოში, რომელიც სოლომონის ტაძრის გარე ეზოს შეესაბამება.
ადრე ნათქვამი იყო, რომ იესოს დღეებში არსებული ტაძრის არაიუდაელთა ეზო სულიერი გაგებით უამრავი ხალხის პირველსახე, ანუ მომავლის აჩრდილი, იყო. მაგრამ შემდგომმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ, სულ მცირე, ხუთი მიზეზის გამო შეიძლება ითქვას, რომ ეს ასე არ არის. 1) ჰეროდეს ტაძრის ყველა დეტალი არ არის იეჰოვას დიდი სულიერი ტაძრის აჩრდილი. მაგალითად, ჰეროდეს ტაძარში იყო ქალთა ეზო და ისრაელთა ეზო. ქალთა ეზოში შესვლა შეეძლოთ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, მაგრამ ისრაელთა ეზოში — მხოლოდ მამაკაცებს. იეჰოვას დიდი სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოებში ქალები და კაცები თაყვანისცემაში ერთმანეთისგან გამოყოფილნი არ არიან (გალატელთა 3:28, 29). ამიტომ ქალთა და ისრაელთა ეზოები არ შეესაბამება სულიერი ტაძრის ეზოებს.
2) არაიუდაელთა ეზო არ ყოფილა სოლომონისთვის ღვთის მიერ მიცემულ გეგმასა თუ ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახ ტაძარში; ის არც ზერუბაბელის მიერ აღდგენილ ტაძარს ჰქონია. ამიტომ არავითარი საფუძველი არა გვაქვს, დავასკვნათ, რომ არაიუდაელთა ეზოს რაიმე საერთო ჰქონდეს იეჰოვას დიდ სულიერ ტაძართან. ამას განსაკუთრებით აშკარად დავინახავთ მას შემდეგ, რაც მესამე მიზეზს განვიხილავთ.
3) არაიუდაელთა ეზო ედომელი მეფე ჰეროდეს მიერ იყო აშენებული საკუთარი თავის განსადიდებლად და რომაელთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ჰეროდემ ზერუბაბელის ტაძრის რესტავრირება დაახლოებით ძვ. წ. 18—17 წლებში დაიწყო. ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: „დასავლეთის [რომი] საიმპერიო ძალაუფლების კლასიკური გემოვნების თანახმად... მოითხოვებოდა, რომ აღმოსავლეთის ქალაქების ტაძრებთან შედარებით იქაური ტაძრის ზომები უფრო დიდი ყოფილიყო“ (The Anchor Bible Dictionary). მაგრამ ეს ზომები უკვე მანამდე გახლდათ დადგენილი. აღნიშნული ლექსიკონი განმარტავს: „თუმცა ტაძრის ზომები ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც ადრე იყო [სოლომონისა და ზერუბაბელის ტაძარში], მთა, რომელზეც ტაძარი იყო აგებული, მისი ზომების გადიდების საშუალებას იძლეოდა“. ამიტომ ჰეროდემ გაადიდა ტაძრის ტერიტორია და მას მიუმატა ეზო, რომელსაც დღეს არაიუდაელთა ეზოს უწოდებენ. როგორ უნდა ყოფილიყო ამგვარი წარმოშობის ისტორიის მქონე ეზო, იეჰოვას სულიერი ტაძრის ნაწილის აჩრდილი?
4) თითქმის ყველას — ბრმებს, კოჭლებსა თუ წინადაუცვეთელ არაიუდაელებს — შეეძლო არაიუდაელთა ეზოში შესვლა (მათე 21:14, 15). მართალია, ამ ეზოს გარკვეული დანიშნულება ჰქონდა და მრავალ არაიუდაელს ღვთისთვის შესაწირავის აღვლენის საშუალებას აძლევდა. ეს ის ადგილიც იყო, სადაც იესო ზოგჯერ ხალხს მიმართავდა და, საიდანაც ორჯერ ფულის გადამცვლელნი თუ ვაჭარნი გარეკა და უთხრა, რომ ისინი მამამისის სახლს არცხვენდნენ (მათე 21:12, 13; იოანე 2:14—16). მაგრამ როგორც „იუდაური ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „ეს გარე ეზო, მკაცრად რომ ვთქვათ, სულაც არ იყო ტაძრის ნაწილი. ადგილი, რომელზედაც ის მდებარეობდა, წმინდა არ გახლდათ და ნებისმიერს შეეძლო იქ შესვლა“.
5) ბერძნული სიტყვა („ჰიერონ“-ი), რომელიც „ტაძრად“ ითარგმნება და, რომელიც არაიუდაელთა ეზოს აღსანიშნავად გამოიყენება, „მიუთითებს მთლიან კომპლექსზე და არა თვითონ ტაძრის შენობაზე“, მათე 27:5, 51, აქ; ლუკა 1:9, 21, აქ; იოანე 2:20).
— აღნიშნავს ერთი ცნობარი (A Handbook on the Gospel of Matthew, by Barclay M. Newman and Philip C. Stin). ამის საპირისპიროდ, ბერძნულ სიტყვას („ნაოს“), რომელიც „ტაძრად“ ითარგმნა და იოანეს ხილვაში უამრავი ხალხის მოხსენიებისას არის გამოყენებული, უფრო კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. მაშინ, როდესაც ის იერუსალიმის ტაძართან დაკავშირებით გამოიყენება, ჩვეულებრივ წმიდათა წმიდაზე, ტაძრის შენობაზე ან მთლიან ტაძარზე მიუთითებს. ის ზოგჯერ ითარგმნება როგორც „საწმიდარი“ (უამრავი ხალხის წარმომადგენლები იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენას ავლენენ. ისინი სულიერად სუფთანი არიან, რადგან „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“. ამიტომ მართლებად არიან გამოცხადებული და ღვთის მეგობრებად გახდომისა და დიდი გასაჭირის გადატანის შესაძლებლობა აქვთ მიცემული (იაკობი 2:23, 25). ისინი მრავალმხრივ არიან ისრაელში მცხოვრები იმ პროზელიტების მსგავსი, რომლებიც რჯულის შეთანხმებას ემორჩილებოდნენ და ისრაელებთან ერთად სცემდნენ თაყვანს ღმერთს.
რა თქმა უნდა, პროზელიტები არ მსახურობდნენ შიდა ეზოში, სადაც მღვდლები ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ამიტომ უამრავი ხალხის წარმომადგენლები არ არიან იეჰოვას დიდი სულიერი ტაძრის შიდა ეზოში, რომლითაც იეჰოვას „წმინდა სამღვდელოების“ წევრთა სრულყოფილი მდგომარეობა, მართალ ადამიანთა ღვთის ძეებად ყოფნაა წარმოდგენილი, როცა ისინი ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან (1 პეტრე 2:5). მაგრამ, როგორც ერთმა ზეციერმა „უხუცესთაგანმა“ უთხრა იოანეს, უამრავი ხალხი ნამდვილად სულიერ ტაძარშია და არა სადმე ტაძრის გარეთ, არაიუდაელთა ეზოში. რამდენად დიდი პატივია! და რამდენად ამახვილებს ეს ყურადღებას თითოეული ქრისტიანის მიერ სულიერი და ზნეობრივი სიწმინდის ყოველთვის შენარჩუნების აუცილებლობაზე!
[დიაგრამა⁄სურათი 31 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
სოლომონის ტაძარი
1. ტაძრის შენობა.
2. შიდა ეზო.
3. გარე ეზო.
4. ტაძრის ეზომდე მიმყვანი კიბის საფეხურები.