მოთმინებას ღვთისადმი ერთგულება დაურთეთ
მოთმინებას ღვთისადმი ერთგულება დაურთეთ
‘რწმენას დაურთეთ... მოთმინება, მოთმინებას — ღვთისადმი ერთგულება’ (2 პეტრე 1:5, 6, აქ).
1, 2. ა) როგორი ზრდა ესაჭიროება ბავშვს? ბ) რამდენად მნიშვნელოვანია სულიერი ზრდა?
ბავშვისთვის არა მხოლოდ ფიზიკური ზრდაა მნიშვნელოვანი, არამედ გონებრივი და ემოციური განვითარებაც. თავის დროზე ის მიატოვებს ბავშვურ ჩვევებს და ზრდასრულ მამაკაცად ან ქალად იქცევა. მოციქული პავლე ამის შესახებ წერდა: „როცა ბალღი ვიყავი, ბალღურად ვმსჯელობდი. ხოლო როცა კაცი გავხდი, ყოველივე ბალღური მივატოვე“ (1 კორინთელთა 13:11).
2 პავლეს სიტყვები განსაკუთრებულად სულიერ ზრდას ეხება. ქრისტიანებს მართებთ, ისწრაფონ სულიერი ბავშვობიდან ‘გონებით სრულწლოვანებისკენ’ (1 კორინთელთა 14:20). ისინი უნდა ეცადონ, მიაღწიონ „ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას“. ამგვარად, ისინი აღარ იქნებიან „ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი“ (ეფესელთა 4:13, 14).
3, 4. ა) რა უნდა გავაკეთოთ, რომ სულიერად მოწიფულები გავხდეთ? ბ) ღვთისმოსაწონი რომელი თვისებები უნდა გამოვავლინოთ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თვისებები?
3 როგორ შეგვიძლია გავხდეთ სულიერად მოწიფულები? თუკი ნორმალურ პირობებში ფიზიკური ზრდა თითქმის ავტომატურად ხდება, სულიერი ზრდისთვის მიზანმიმართული ძალისხმევაა საჭირო. ასეთი ზრდა ღვთის სიტყვის შესახებ ზუსტი შემეცნების მიღებითა და ამ შემეცნების შესაბამისი მოქმედებით იწყება (ებრაელთა 5:14; 2 პეტრე 1:3). თავის მხრივ, ეს ღვთისთვის მოსაწონი თვისებების გამოვლენის საშუალებას მოგვცემს. როგორც სხეულის თითოეული ნაწილის ფიზიკური ზრდა მიმდინარეობს ეტაპობრივად, ასევე ეტაპობრივად ვითარდება ღვთისმოსაწონი ყველა თვისება. მოციქული პეტრე წერდა: „ამიტომ, თქვენი მხრივ, ყოველი ღონე იხმარეთ იმისათვის, რომ რწმენას დაურთოთ ზნეობრიობა, ზნეობრიობას — ცოდნა, ცოდნას — თავშეკავება, თაშეკავებას — მოთმინება, მოთმინებას — ღვთისადმი ერთგულება, ღვთისადმი ერთგულებას — ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი — სიყვარული“ (2 პეტრე 1:5—7, აქ).
4 პეტრეს მიერ ჩამოთვლილი ყველა თვისება მნიშვნელოვანია და არც ერთის გამოტოვება არ შეიძლება. პეტრე განაგრძობს: „თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში“ (2 პეტრე 1:8). მოდი განვიხილოთ, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ მოთმინებას ღვთისადმი ერთგულება დავურთოთ.
აუცილებელია მოთმინება
5. რატომ არის მოთმინება ასე მნიშვნელოვანი?
5 პეტრემაც და პავლემაც ღვთისადმი ერთგულება მოთმინებას დაუკავშირეს (1 ტიმოთე 6:11). მოთმინება არ ნიშნავს უბრალოდ სიმტკიცის გამოვლენას გაჭირვებისას ან ურყევად დარჩენას. ამაში იგულისხმება ამტანობა, გამბედაობა და სიმტკიცე, რომ არ დავკარგოთ იმედი განსაცდელის, დაბრკოლების, ცდუნების ან დევნის დროს. ჩვენ დევნას მოველით იმის გამო, რომ ვცხოვრობთ ‘ქრისტე იესოში ღვთისმოსაობით [„ღვთისადმი ერთგულებით“, აქ]’ (2 ტიმოთე 3:12). მოთმინება გვჭირდება, რომ დავამტკიცოთ იეჰოვასადმი ჩვენი სიყვარული და განვავითაროთ გადარჩენისთვის აუცილებელი თვისებები (რომაელთა 5:3—5; 2 ტიმოთე 4:7, 8; იაკობი 1:3, 4, 12). მოთმინების გარეშე მარადიულ სიცოცხლეს ვერ მივაღწევთ (რომაელთა 2:6, 7; ებრაელთა 10:36).
6. რას ნიშნავს ბოლომდე მოთმენა?
6 იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად კარგად დავიწყეთ ქრისტიანული მსახურება, საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთმინების შენარჩუნებაა. იესომ თქვა: „ბოლომდის მომთმენი გადარჩება“ მათე 24:13, აფ). დიახ, აუცილებელია ჩვენი სიცოცხლისა თუ ამ ბოროტი სისტემის ბოლომდე მოთმენა. ნებისმიერ შემთხვევაში, ღვთისადმი უმწიკვლობა უნდა შევინარჩუნოთ. თუ მოთმინებას არ დავურთავთ ღვთისადმი ერთგულებას, ვერც იეჰოვას ვასიამოვნებთ და ვერც მარადიულ სიცოცხლეს მივიღებთ. მაგრამ, რა არის ღვთისადმი ერთგულება?
(რას ნიშნავს ღვთისადმი ერთგულება
7. რა არის ღვთისადმი ერთგულება და რისკენ აღგვძრავს ის?
7 ღვთისადმი ერთგულება არის ღრმა პატივისცემა, თაყვანისცემა და მისი ხელისუფლებისადმი ერთგულების ნიშნად იეჰოვასთვის მსახურება. იეჰოვასადმი ერთგულება რომ გამოვავლინოთ, მის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა უნდა მივიღოთ. ჩვენ ღმერთს პირადად და ახლოს უნდა ვიცნობდეთ. ეს აღგვძრავს, განვავითაროთ მისადმი გულწრფელი სიყვარული, რომელიც ჩვენს საქმეებსა და მთლიანად ცხოვრებაზე აისახება. უნდა გვსურდეს, შეძლებისდაგვარად, მივბაძოთ იეჰოვას — ვიაროთ მისი გზებითა და გამოვავლინოთ მისი პიროვნებისთვის დამახასიათებელი თვისებები (ეფესელთა 5:1). ნამდვილად, ღვთისადმი ერთგულება აღგვძრავს, რომ ყველაფერში, რასაც კი ვაკეთებთ, ვასიამოვნოთ ღმერთს (1 კორინთელთა 10:31).
8. როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ღვთისადმი ერთგულება და განსაკუთრებული ერთგულება?
8 იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ღვთისადმი ერთგულება გამოვავლინოთ, თაყვანი მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას უნდა ვცეთ და სხვამ არაფერმა არ უნდა დაიკავოს ჩვენს გულებში მისთვის განკუთვნილი ადგილი. როგორც შემოქმედს, მას აქვს უფლება, განსაკუთრებული ერთგულება მოითხოვოს (მეორე რჯული 4:24, აქ; ესაია 42:8). მიუხედავად ამისა, იეჰოვა არ გვაიძულებს, რომ მას ვცეთ თაყვანი. ღმერთს სურს, რომ ნებით ვუერთგულოთ. ღვთის საფუძვლიანი ცოდნიდან გამომდინარე, მისადმი ჩვენი სიყვარული აღგვძრავს, განვიწმინდოთ ზნეობრივად და ფიზიკურად, სრულიად მივუძღვნათ თავი იეჰოვას და ვიცხოვროთ ამ მიძღვნის თანახმად.
განავითარეთ ურთიერთობა ღმერთთან
9, 10. როგორ განვავითაროთ და შევინარჩუნოთ ღმერთთან ახლო ურთიერთობა?
9 მას შემდეგ, რაც ღმერთს მივუძღვენით თავი და მოვინათლეთ, ჩვენ ჯერ კიდევ ვსაჭიროებთ ღმერთთან ახლო, პირადი ურთიერთობის განვითარებას. რადგანაც გვსურს ასეთი ურთიერთობა და იეჰოვასადმი ერთგულად მსახურება, განვაგრძობთ მისი სიტყვის შესწავლასა და მასზე ფიქრს. თუ ღვთის სულს ნებას ვრთავთ, იმოქმედოს ჩვენს გონებასა და გულზე, იეჰოვასადმი ჩვენი სიყვარული უფრო და უფრო ღრმავდება. ღმერთთან ურთიერთობა ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად რჩება. ჩვენი საუკეთესო მეგობარი იეჰოვაა და გვსურს, ყოველთვის ვასიამოვნოთ მას (1 იოანე 5:3). ღმერთთან სასიამოვნო ურთიერთობით სიხარული გვემატება; აგრეთვე მადლიერნი ვართ, რომ ღმერთი საჭიროებისამებრ გვაძლევს მითითებებს და გვისწორებს გზებს (მეორე რჯული 8:5).
10 თუ მუდმივად არ ვცდილობთ იეჰოვასთან ძვირფასი ურთიერთობის განვითარებას, ის შეიძლება დროთა განმავლობაში საერთოდ გაქრეს. ასეც რომ მოხდეს, ეს ღვთის ბრალი არ იქნება, ვინაიდან „შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:27). რა სასიამოვნოა, რომ იეჰოვასთან მიახლოება არ არის რთული! (1 იოანე 5:14, 15). რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიღვაწოთ, რომ შევინარჩუნოთ იეჰოვასთან ახლო, პირადი ურთიერთობა. ამასთანავე, ღმერთიც გვეხმარება მასთან დაახლოებაში იმით, რომ უზრუნველგვყოფს ყველაფრით, რაც ღვთისადმი ერთგულების განვითარებისა და შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი (იაკობი 4:8). როგორ შეგვიძლია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის, რითაც ღმერთი უზრუნველგვყოფს?
შეინარჩუნე სულიერი სიმტკიცე
11. როგორ ვავლენთ ღვთისადმი ჩვენს ერთგულებას?
11 ღვთისადმი ღრმა სიყვარული აღგვძრავს, მისადმი მტკიცე ერთგულება გამოვავლინოთ ისე, როგორც ამას პავლე გვირჩევდა: „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმოთე 2:15). ამის გასაკეთებლად აუცილებელია, კარგ ჩვევად გვქონდეს გამომუშავებული ბიბლიის რეგულარული შესწავლა, კრებებზე დასწრება და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა. აგრეთვე ჩვენ შევძლებთ იეჰოვასთან ახლოს ყოფნას თუკი ‘განუწყვეტლივ ვილოცებთ’ (1 თესალონიკელთა 5:17). ყოველივე ამით ღვთისადმი ერთგულებას გამოვავლენთ. ამ ჩამონათვალიდან ერთის უგულებელყოფაც კი სულიერად დაგვაუძლურებს და სატანის ბოროტი ხრიკებისთვის ხელმისაწვდომს გაგვხდის (1 პეტრე 5:8).
12. როგორ შეგვიძლია წარმატებით გავართვათ თავი განსაცდელებს?
12 სულიერი სიმტკიცე და აქტიურობა მრავალი განსაცდელისას რწმენის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. განსაცდელები შეიძლება ძლიერ გამოცდად გვექცეს. გულგრილობა, წინააღმდეგობა და დევნა განსაკუთრებით მძიმე ასატანია, როდესაც ისინი ოჯახის წევრების, ნათესავებისა თუ ახლობლებისგან მომდინარეობს. სამსახურში ან სკოლაში შეიძლება თავი იჩინოს ერთი შეხედვით შეუმჩნეველმა ზეგავლენამ, რომელიც ჩვენი ქრისტიანული პრინციპების დათმობას გვაიძულებს. იმედგაცრუებამ, ავადმყოფობამ თუ დეპრესიამ შეიძლება დაგვასუსტოს ფიზიკურად, რაც კიდევ უფრო გაგვიძნელებს რწმენის გამოცდებთან გამკლავებას. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წარმატებით გავუძლოთ ყველა განსაცდელს, თუ ვიქნებით ‘წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში [„ღვთისადმი ერთგულებაში“, აქ], რაკი ველით და ვესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს’ (2 პეტრე 3:11, 12). და შეგვიძლია სიხარული შევინარჩუნოთ, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ ღვთის კურთხევებში (იგავნი 10:22).
13. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთისადმი ერთგულები დავრჩეთ?
13 თუმცა ღვთის ყველა ერთგული მსახური სატანის სამიზნეს წარმოადგენს, ეს არ გვაძლევს შიშის საბაბს. რატომ? იმიტომ, რომ «იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი [„ღვთის ერთგულები“, აქ]» (2 პეტრე 2:9). განსაცდელების გადასატანად და გადარჩენის მისაღებად ჩვენ უნდა «უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ... აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით [„ღვთისადმი ერთგულებით“, აქ]» (ტიტე 2:12). როგორც ქრისტიანებს, სიფხიზლე გვმართებს, რომ ცოდვილი სხეულის სურვილებსა და მოქმედებებს ნება არ მივცეთ, ზიანი მიაყენოს ღვთისადმი ჩვენს ერთგულებას. მოდი განვიხილოთ ზოგიერთი ასეთი საშიშროება.
მოერიდეთ ყველაფერს, რაც ღვთისადმი ერთგულებას ემუქრება
14. რა უნდა გვახსოვდეს, რომ არ გავებათ მომხვეჭველობის მახეში?
14 მრავალი ებმება მომხვეჭველობის მახეში. შეიძლება საკუთარი თავი მოვატყუოთ, თუ ‘ღვთისმოსაობა [„ღვთისადმი ერთგულება“, აქ] მოსახვეჭი რამ გვეგონება’ და ამან შეიძლება გვიბიძგოს, რომ თანამორწმუნეების ნდობა საკუთარი გამორჩენისთვის გამოვიყენოთ (1 ტიმოთე 6:5). შეიძლება არასწორად დავასკვნათ, რომ არაფერია ცუდი შეძლებული ქრისტიანის ფულის სასესხებლად დაყოლიებაში მაშინაც კი, როცა ვეჭვობთ, შევძლებთ თუ არა ვალის დაბრუნებას (ფსალმუნი 36:21). მაგრამ ღვთისადმი ერთგულება მატერიალურ ფასეულობებს აღემატება, რადგან „აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც“ (1 ტიმოთე 4:8). მოდი უფრო მეტად ვეცადოთ, რომ განვავითაროთ «ღვთისმოსაობა [„ღვთისადმი ერთგულება“, აქ], კმაყოფილებასთან ერთად», ვინაიდან „არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და, ცხადია, ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან“ და „თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“ (1 ტიმოთე 6:6—11).
15. რა უნდა გავაკეთოთ, რომ გართობის სურვილმა საფრთხე არ შეუქმნას ღვთისადმი ჩვენს ერთგულებას?
15 გართობის სურვილმა შეიძლება ღვთისადმი ერთგულების ადგილი დაიკავოს. გვესაჭიროება ამ საკითხთან დაკავშირებით გადაუდებელი ცვლილებების 1 იოანე 2:25). დღეს მრავალი ‘უფრო სიამეთა მოყვარულია, ვიდრე ღვთისა, რომელთაც ღვთისმოსაობის [„ღვთისადმი ერთგულების“, აქ] სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ’ და ჩვენ გვმართებს, ვერიდოთ ასეთ ხალხს (2 ტიმოთე 3:4, 5). მათ, რომლებიც ღვთისადმი ერთგულებას პირველ ადგილზე აყენებენ, საშუალება აქვთ „დაიუნჯონ საუნჯე მტკიცე საფუძვლად მომავლისათვის, რათა მიაღწიონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმოთე 6:19).
მოხდენა? ცხადია, ფიზიკურ ვარჯიშსა და დასვენებას გარკვეული სარგებლობა მოაქვს. მაგრამ ეს ვერც კი შეედრება მარადიულ სიცოცხლეს (16. რომელმა ცოდვილმა სურვილებმა შეიძლება დაგვარღვევინოს ღვთის სამართლიანი მოთხოვნები და როგორ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ამ სურვილებზე?
16 ალკოჰოლი თუ ნარკოტიკები, უზნეობა თუ ცოდვილი სურვილები ბოლოს უღებს ღვთისადმი ჩვენს ერთგულებას. თუ ყოველივე ამას დავემონებით, ეს ხელს შეგვიშლის ღვთის სამართლიან მოთხოვნებთან შეთანხმებულად ცხოვრებაში (1 კორინთელთა 6:9, 10; 2 კორინთელთა 7:1). პავლესაც კი გამუდმებით უწევდა ცოდვილ სხეულთან ბრძოლა (რომაელთა 7:21—25). არასწორი სურვილების დასაძლევად აუცილებელია გადაუდებელი ზომების მიღება. პირველ რიგში, გადაწყვეტილი უნდა გვქონდეს ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება. პავლე გვირჩევს: „მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურობა, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა“ (კოლასელთა 3:5). ჩვენი სხეულის მიწიერი ასოების მოკვდინებისთვის საჭიროა, მტკიცედ გადავწყვიტოთ ამ ცოდვილი მოქმედებების თავიდან მოცილება. გულწრფელ ლოცვებში ღვთის დახმარების თხოვნა დაგვეხმარება არასწორ სურვილებზე უარის თქმაში, სიმართლის მიყოლასა და ამ ბოროტ სისტემაში ღვთისადმი ერთგულების გამოვლენაში.
17. როგორ უნდა ვუყუროთ გაკიცხვასა და დასჯას?
17 იმედგაცრუებას შეუძლია შეასუსტოს ჩვენი მოთმინება და ზიანი მიაყენოს ღვთისადმი ერთგულებას. იმედგაცრუება იეჰოვას მრავალ მსახურს გამოუცდია (რიცხვნი 11:11—15; პირველი ეზრა 4:4; იონა 4:3). ეს გრძნობა განსაკუთრებით გამანადგურებელია ჩვენთვის, თუ მას თან სდევს გულისწყრომა, თუ ვიღაცამ გვაწყენინა, მკაცრად მოგვცა შენიშვნა ან დაგვსაჯა. მაგრამ შენიშვნის მიცემა ან დასჯა ღვთის მზრუნველობასა და სიყვარულზე მიუთითებს (ებრაელთა 12:5—7, 10, 11). გაკიცხვა უბრალოდ სასჯელად კი არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ წვრთნად, რომელიც სიმართლის გზებით სიარულში გვეხმარება. თუ თავმდაბლები ვართ, მაშინ დავაფასებთ და მივიღებთ რჩევას, ვინაიდან ‘სამხილებელი შეგონება სიცოცხლის გზაა’ (იგავნი 6:23). ეს დაგვეხმარება, გავიზარდოთ სულიერად ღვთისადმი ერთგულებაში.
18. რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, როცა პირად უთანხმოებებს ვაწყდებით?
18 უთანხმოება და პირადი წყენა ღვთისადმი ერთგულებას საფრთხეს უქმნის. ამან შეიძლება იგავნი 18:1). მაგრამ აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ გულისწყრომისა და ბოღმის გულში ჩატოვება ზიანს მიაყენებს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას (ლევიანნი 19:18). ფაქტია, რომ „ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს?“ (1 იოანე 4:20). მთაზე ქადაგებისას იესომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადი უთანხმოებები დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს. მან უთხრა თავის მსმენელებს: „ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, შენს ძმას შეურიგდი; შემდეგ მოდი და შესწირე შენი ძღვენი“ (მათე 5:23, 24). ბოდიშის მოხდა ხელს შეუწყობს უტაქტო სიტყვებით ან საქციელით მიყენებული ჭრილობის მოშუშებას. მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენისთვის აუცილებელია, ვითხოვოთ პატიება და ვაღიაროთ, რომ არასწორად მოვიქეცით. იესომ ისიც გვირჩია, თუ როგორ მოვაგვაროთ უთანხმოებები (მათე 18:15—17). რა სასიხარულოა, როდესაც წარმატებით ვაგვარებთ პრობლემებს (რომაელთა 12:18; ეფესელთა 4:26, 27).
დაგვამწუხროს და უგუნური ნაბიჯისკენ, ძმებისა და დებისგან განცალკევებისკენ გვიბიძგოს (მიჰბაძეთ იესოს
19. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ მივბაძოთ იესოს?
19 მართალია, მრავალ განსაცდელს შევხვდებით, მაგრამ ამ განსაცდელებმა არ უნდა დაგვაბრკოლოს მარადიული სიცოცხლისკენ სწრაფვაში. არ დაივიწყოთ, იეჰოვას შეუძლია გვიხსნას გაჭირვებისას. მოდი „ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი“, „მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი“ და „შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს — იესოს“ (ებრაელთა 12:1—3). იესოს მაგალითის გულდასმით შესწავლა და მისი მიბაძვა დაგვეხმარება სიტყვასა თუ საქმეში ღვთისადმი ერთგულების განვითარებასა და სრულად გამოვლენაში.
20. რა ჯილდო იქნება მოთმინებისა და ღვთისადმი ერთგულებისთვის?
20 როგორც მოთმინება, ისე ღვთისადმი ერთგულება გადარჩენაში გვეხმარება. ამ ძვირფასი თვისებების გამოვლენით, შეგვიძლია ერთგულად შევასრულოთ ღვთისადმი ჩვენი წმინდა მსახურება. დღევანდელი განსაცდელების მიუხედავად, ბედნიერები ვართ, რადგან ვგრძნობთ იეჰოვას სათუთ მზრუნველობასა და კურთხევებს; და ეს იმიტომ, რომ გვაქვს მოთმინება და ვავლენთ ღვთისადმი ერთგულებას (იაკობი 5:11). გარდა ამისა, იესომ აღგვითქვა: „მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული“ (ლუკა 21:19).
როგორ უპასუხებდით?
• რატომ არის მნიშვნელოვანი მოთმინება?
• რა არის ღვთისადმი ერთგულება და როგორ ვლინდება ის?
• როგორ შეგვიძლია განვავითაროთ და შევინარჩუნოთ ღმერთთან ახლო ურთიერთობა?
• რამ შეიძლება მიაყენოს ზიანი ღვთისადმი ჩვენს ერთგულებას და როგორ ავარიდოთ თავი ამ ყოველივეს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 12, 13 გვერდებზე]
ღვთისადმი ერთგულება მრავალნაირად ვლინდება.
[სურათები 14 გვერდზე]
მოერიდეთ ყველაფერს, რაც ღვთისადმი ერთგულებას ემუქრება.