არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არ ივიწყებენ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს

არ ივიწყებენ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს

არ ივიწყებენ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს

უნგრეთის დასავლეთში მდებარე პატარა ქალაქ კერმენდში 2002 წლის 7 მარტს მემორიალური დაფა გაიხსნა. ეს დაფა ეძღვნებოდა იეჰოვას სამი მოწმის ხსოვნას, რომლებიც 1945 წელს ნაცისტებმა დახვრიტეს.

ეს დაფა სახანძროს მთავარი სამმართველოს შენობაზე დაამაგრეს ჰუნიადის პროსპექტზე, სწორედ იქ, სადაც საჯარო დახვრეტა შედგა. იგი ეძღვნებოდა „იმ ქრისტიანთა ხსოვნას, რომლებმაც თავიანთი რელიგიური მრწამსის საფუძველზე ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს და ამის გამო ისინი 1945 წლის მარტში დახვრიტეს. ესენი იყვნენ: ანტალ ჰენიში (1911—1945), ბერტალან საბო (1921—1945), იანოშ ჟონდორი (1923—1945), იეჰოვას მოწმეები, 2002“.

ეს ახალგაზრდა მოწმეები მაშინ დახვრიტეს, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე ორი თვეღა იყო დარჩენილი. რატომ დახოცეს ისინი? უნგრეთის გაზეთ „ვაშ ნეპში“ ნათქვამი იყო: „გერმანიაში ჰიტლერის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ არა მარტო ებრაელებს დევნიდნენ და აწამებდნენ, სვამდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში და ხოცავდნენ იმის გამო, რომ უარს არ ამბობდნენ თავიანთ რელიგიაზე, არამედ იეჰოვას მოწმეებსაც . . . 1945 წლის მარტში უნგრეთის დასავლეთი ნაწილი ტერორმა მოიცვა . . . ამ ტერორის შედეგი იყო იეჰოვას მოწმეთა გადასახლებაცა და დახოცვაც“.

მემორიალური დაფის გახსნასთან დაკავშირებული პროგრამა ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი გაიმართა ბატიანის სასახლეში არსებულ თეატრში, სადაც სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი საბოცშ შზიტა, რომელიც ბუდაპეშტში ჰოლოკოსტის დოკუმენტაციის ცენტრის გამგეა, ლასლო დონატი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა, უმცირესობათა და რელიგიათა კომიტეტის წევრი და ქალაქის ისტორიის მკვლევარი, კალმან კომიატი, რომელიც დახვრეტის თვითმხილველი იყო. შემდეგ კი, პროგრამის მეორე ნაწილში, 500-ზე მეტმა დამსწრემ ჩაიარა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, რათა დასწრებოდნენ კერმენდში ქალაქის მერის ჯოზეფ ჰონფის მიერ მემორიალური დაფის გახსნას.

გამოსათხოვარ წერილში იან (იანოშ) ჟონდორი ქრისტიან და-ძმებს სთხოვდა, რომ მეტისმეტად არ დამწუხრებულიყვნენ. «კარგად მახსოვს გამოცხადების 2:10-ში ჩაწერილი იოანეს სიტყვები: „სიკვდილამდე ერთგული იყავი. . .“, — წერდა ის. — . . . უთხარით ჩემი ოჯახის წევრებს, ბევრი არ იდარდონ, რადგან ჭეშმარიტებისთვის ვკვდები და არა ბოროტმოქმედებისთვის».

[სურათი 32 გვერდზე]

ბერტლან საბო

[სურათი 32 გვერდზე]

ანტალ ჰენიში

[სურათი 32 გვერდზე]

იან ჟონდორი