ნუთუ ეს სატანის საუკუნე იყო?
ნუთუ ეს სატანის საუკუნე იყო?
„თუ თვალს გადავავლებთ ამ ასწლეულის შემზარავ მოვლენებს, მას თავისუფლად შეგვიძლია სატანური საუკუნე ვუწოდოთ. სხვა არც ერთ საუკუნეში არ გამოუვლენიათ ადამიანებს რასობრივი, რელიგიური თუ კლასობრივი მიზეზების გამო მილიონობით ადამიანის მოკვლის ასეთი დაუოკებელი ჟინი“.
ზემოაღნიშნული კომენტარი 1995 წლის 26 იანვრის „ნიუ–იორკ ტაიმზის“ სარედაქციო სტატიაში ნაცისტური ბანაკებიდან უდანაშაულო მსხვერპლთა გათავისუფლების 50 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთდა. ჰოლოკოსტმა, ისტორიის მანძილზე მომხდარმა ყველაზე ცნობილმა გენოციდმა, ექვსი მილიონი ებრაელის სიცოცხლე შეიწირა. პოლონეთის დაახლოებით სამი მილიონი მოქალაქე დაიღუპა ეგრთეთ წოდებული „მივიწყებული ჰოლოკოსტის“ დროს.
„1900—1989 წლებში 86 მილიონი ადამიანი იქნა მოკლული ომებში“, — აღნიშნავს ჯონათან გლოვერი თავის წიგნში „ჰუმანურობა — მეოცე საუკუნის ზნეობის ისტორია“. შემდეგ კი დასძენს: „მეოცე საუკუნეში ომებმა იმდენი სიცოცხლე შეიწირა, რომ წარმოდგენაც კი გვიჭირს. დაღუპულთა დადგენილი საშუალო რიცხვი მხოლოდ სიმბოლურია, რადგან მათი ორი მესამედი (58 მილიონი) პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს იქნა მოკლული. მაგრამ თუ სიკვდილიანობის ამ მაჩვენებელს მთელ საუკუნეზე გავანაწილებთ, მაშინ ომი ყოველდღიურად 2 500 ადამიანს შეიწირავდა. გამოდის, რომ ოთხმოცდაათი წლის განმავლობაში, დღეღამეში, ყოველ ერთ საათში, 100 ადამიანი მოკვდებოდა“.
გასაკვირი არაა, რომ მე-20 საუკუნე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიან საუკუნედ არის წოდებული. წიგნში „მოგონებები“, ნადეჟდა მანდელშტამი წერს: „მას შემდეგ, რაც დავგმეთ და გავთელეთ ჰუმანიზმის ფასეულობები, ბოროტების ტრიუმფის მომსწრენი გავხდით“. ნუთუ მართლა გაიმარჯვა ბოროტებამ სიკეთესთან ჭიდილში?
[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]
COVER: Mother and daughter: J.R. Ripper/SocialPhotos
[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]
U.S. Department of Energy photograph