„ღვთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი“
„ღვთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი“
„უკვე ერთი წელია, რაც იეჰოვას მოწმეები მაკითხავენ და ღვთის სამეფოსთან დაკავშირებულ შესანიშნავ ცნობაზე მესაუბრებიან. რვა წლის განმავლობაში კათოლიკე ვიყავი, მაგრამ ღვთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. სულ რაღაც ერთ წელიწადში კი ბევრი რამ გავიგე“, — მოგვწერა კერალაში (ინდოეთი) მცხოვრებმა მამაკაცმა. შემდეგ დასძინა: «ძალიან მიხარია, რომ „საგუშაგო კოშკი“ 139 [ამჟამად 146] ენაზე იბეჭდება. პირდაპირ გასაოცარია, რომ ყველა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი იგებს ღვთის შესახებ ცნობას».
მართალია, მრავალი ფილოსოფოსის მტკიცებით ღვთის გაცნობა შეუძლებელია, მაგრამ მოციქულმა პავლემ ცხადყო, რომ ეს სულაც არ არის ასე. ათენელთა ჯგუფს, რომლებიც ‘უცნობი ღვთისადმი’ მიძღვნილ სამსხვერპლოს ეთაყვანებოდნენ, პავლემ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მე გიქადაგებთ მას, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით. ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა . . . თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი მოდგმა, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“ (საქმეები 17:23—26).
პავლემ თავის მსმენელებს მოუწოდა, რომ გაეცნოთ შემოქმედი, რადგან იგი „შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:27). იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან ჭეშმარიტი ღმერთისა და მისი მიმზიდველი თვისებების გაცნობაში.