მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
თუ ქრისტიანს ხმები ესმის, ეს აუცილებლად დემონების ზემოქმედებად უნდა ჩაითვალოს?
რასაკვირველია, არა. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთი სახით უშუალოდ დემონები მოქმედებდნენ. მიუხედავად ამისა, ბევრმა, ვისაც ხმები ესმის ან სხვა უჩვეულო გრძნობები ეუფლება, სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ შეიტყო, რომ მათ ჯანმრთელობა ჰქონდათ შერყეული.
პირველ საუკუნეშიც, როგორც ჩანს, იყო შემთხვევები, როცა დემონების გავლენასა და გარკვეულ დაავადებებს მსგავსი ნიშნები ახასიათებდა. მათეს 17:14—18-ში ვკითხულობთ შემთხვევას ერთ ახალგაზრდაზე, რომელიც იესომ განკურნა. მართალია ამ ყმაწვილს მძიმე ფორმის ეპილეფსიის ნიშნები ჰქონდა, მაგრამ სინამდვილეში მას დემონი ტანჯავდა. უფრო ადრე მომხდარი ერთი შემთხვევისას იესოსთან განსაკურნავად უამრავი ავადმყოფი მიიყვანეს, რომელთა შორის „დემონებით შეპყრობილები“ და „ბნედიანები“ იყვნენ (მათე 4:24, აქ). როგორც ჩანს, იმ დროს აღიარებდნენ, რომ ყველა არ იყო დემონებით შეპყრობილი და ზოგს ბნედა ანუ ეპილეფსია სჭირდა. დიახ, მათი პრობლემა ფიზიკურ ჯანმრთელობასთან იყო დაკავშირებული.
როგორც ამბობენ, მათ, ვინც დაავადებულია შიზოფრენიით (ხშირ შემთხვევაში ეს განკურნებადი დაავადებაა), ზოგჯერ ხმები ესმით ან ისეთი სიმპტომები აქვთ, რაც შეიძლება ავადმყოფს ზებუნებრივი ძალების გავლენადაც მოეჩვენოს *. სხვა დაავადებებმაც შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური დარღვევები. ამის შედეგად კი ადამიანი შეიძლება მცდარ დასკვნამდე მივიდეს და იფიქროს, რომ მისი პრობლემა დემონების ზეგავლენით არის გამოწვეული. ამიტომ, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ხმები ესმის ან უჩვეულო გრძნობები ეუფლება და შესაძლოა ამას დემონების გავლენის მეტს სხვას არაფერს მიაწერს, აუცილებლად უნდა ურჩიონ, გამოკვლევა ჩაიტაროს, რათა დაადგინოს, რაიმე დაავადებით ხომ არ არის გამოწვეული მისი მდგომარეობა.
[სქოლიოები]
^ აბზ. 5 იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ თანმხლები ჟურნალის, „გამოიღვიძეთ!“-ის, 1986 წლის 8 სექტემბრის ნომერში, სტატია „ფსიქიკური დაავადებები საიდუმლოებით მოცული აღარ არის“ [ინგლ.].