როგორ მიიღო ზოგმა პასუხი
როგორ მიიღო ზოგმა პასუხი
მრავალი ადამიანი ლოცულობს. ზოგი დარწმუნებულია, რომ მისი ლოცვები უპასუხოდ არ რჩება. სხვებს დაბეჯითებით არ შეუძლიათ იმის თქმა, ისმენს თუ არა საერთოდ ღმერთი მათ ლოცვებს. არიან ისეთებიც, რომლებსაც თავიანთ კითხვებზე პასუხის მიღება კი სურთ, მაგრამ ამისათვის ღმერთს არ მიმართავენ ლოცვით.
ბიბლია ჭეშმარიტ ღმერთზე ამბობს, რომ ის არის ‘ლოცვის შემსმენი’ (ფსალმუნები 64:3). თუ ლოცულობთ, დარწმუნებული ხართ, რომ ჭეშმარიტ ღმერთს მიმართავთ? არის კი თქვენი ლოცვები ისეთი, როგორსაც ღმერთი პასუხობს?
ამ კითხვებს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები მრავალი ადამიანი დადებითად პასუხობს. როგორ მიიღეს მათ ღვთისგან პასუხი? რა გაიგეს ამ ადამიანებმა?
ღმერთი — ვინ არის ის?
ერთი პორტუგალიელი მასწავლებელი ბერებისა და მღვდლებისგან იყო განსწავლული. ის თავისი სარწმუნოების გულმოდგინე მიმდევარი იყო. ერთხელაც ეკლესიამ ცვლილება შეიტანა თავის რიტუალებში და შეწყვიტა იმის კეთება, რაზეც ადრე თავის მრევლს ასწავლიდა, რომ მნიშვნელოვანი იყო. ამან ეს გულწრფელი ქალი დააბნია. გავიდა დრო და ის მოხვდა ერთ ქვეყანაში, სადაც აღმოსავლურ რელიგიებს გაეცნო. ყოველივე ამან ის დააფიქრა: მართლა არსებობდა თუ არა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და, თუ დიახ, როგორ უნდა ეცა მისთვის თაყვანი. როდესაც ქალმა ბიბლიური კითხვებით თავის მოძღვარს მიმართა, ამ უკანასკნელმა მათზე პასუხის გაცემას თავი აარიდა, რამაც ქალს იმედი გაუცრუა.
ერთხელაც ქალაქში, რომელშიც ეს მასწავლებელი ცხოვრობდა, კათოლიკურმა ეკლესიამ ბროშურები გაავრცელა. მათში თავის მრევლს მოუწოდებდა, არ ესაუბრათ იეჰოვას მოწმეებთან. ქალის კითხვები კი კვლავაც უპასუხოდ რჩებოდა. ერთ მშვენიერ დღეს მასთან სახლში იეჰოვას მოწმეები მივიდნენ. მან მოუსმინა მათ და მოსმენილით საკმაოდ დაინტერესდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ის მოწმეებს გამოელაპარაკა.
თავის უამრავ კითხვაზე პასუხის მისაღებად ქალმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ყოველ კვირას მას მოწმეებისთვის დასასმელად კითხვების გრძელი სია ჰქონდა ჩამოწერილი. ქალს სურდა გაეგო, რა ერქვა ღმერთს, ერთადერთი იყო თუ არა ჭეშმარიტი ღმერთი, იწონებდა თუ არა ის გამოსახულებების თაყვანისცემას და მრავალი სხვა რამ. მან იოანე 4:23).
შენიშნა, რომ მოწმეები ყველა კითხვას ბიბლიიდან პასუხობდნენ და საკუთარ აზრს არ ახვევდნენ თავს, რამაც გააოცა და სწავლაშიც მეტი კმაყოფილება აპოვნინა. თანდათანობით ამ გულწრფელმა ადამიანმა მიიღო პასუხი თავის კითხვებზე. დღეს ის სულითა და ჭეშმარიტებით სცემს თაყვანს იეჰოვას, როგორც ამას, იესოს სიტყვების თანახმად, უნდა აკეთებდნენ კიდეც „ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი“ (შრი-ლანკაში ერთი ოჯახი რეგულარულად კითხულობდა ბიბლიას, მაგრამ ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს ვერ პოულობდა. ცხადია, მათ დახმარება სჭირდებოდათ, მღვდელი კი საამისოდ უძლური იყო. გავიდა დრო და ამ ოჯახს იეჰოვას მოწმეები ეწვივნენ. მოწმეებმა დაუტოვეს ლიტერატურა, რომელიც მათ ბიბლიის გაგებაში დაეხმარებოდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოწმეებმა ბიბლიურ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხებიც გასცეს, ოჯახმა ბიბლიის შესწავლის დაწყება გადაწყვიტა. ყველაფერი, რასაც სწავლობდნენ, მათთვის ძალიან საინტერესო იყო.
მიუხედავად ამისა, ოჯახის დიასახლისს ბავშვობაში ეკლესიაში ჩანერგილი სწავლებები ხელს უშლიდა იმის დანახვაში, რომ იესო ქრისტეს მამა „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია“, როგორც ამას თავად იესოც ამბობდა (იოანე 17:1, 3). მას ნასწავლი ჰქონდა, რომ იესო და მამა თანასწორნი იყვნენ ყველაფერში და ეს „საიდუმლო“ არ ექვემდებარებოდა განხილვას. ამ საკითხებზე ფიქრი ქალს მოსვენებას არ აძლევდა და ის გულწრფელად მიმართავდა ლოცვით იეჰოვას; სახელით უხმობდა მას და სთხოვდა, ეჩვენებინა, ვინ იყო იესო. შემდეგ კიდევ ერთხელ გულმოდგინედ გამოიკვლია ამ საკითხთან დაკავშირებული ბიბლიური მუხლები (იოანე 14:28; 17:21; 1 კორინთელთა 8:5, 6). თითქოს თვალზე გადაკრული ლიბრი ჩამოშორდაო, ქალმა აშკარად დაინახა, რომ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვაა, რომელიც ცისა და მიწის შემოქმედი და იესო ქრისტეს მამაა (ესაია 42:8; იერემია 10:10—12).
რატომ არსებობს ამდენი უბედურება?
ძველ დროში მცხოვრებ იობს დიდი უბედურება დაატყდა თავს. მისი ყველა შვილი ქარიშხალმა შეიწირა. თავად უეცრად გაღატაკდა. გარდა ამისა, შეეყარა აუტანელი სენი და ცრუ მეგობრების მხრიდან დამთრგუნველი ზეგავლენის ატანაც მოუწია. ამ გასაჭირში ყოფნისას იობს დაუფიქრებელი სიტყვები დასცდა (იობი 6:3). მაგრამ ღმერთმა მხედველობაში მიიღო მდგომარეობა (იობი 35:15). მან იცოდა, რა ჰქონდა იობს გულში და ამ ერთგულ მსახურს საჭირო რჩევა მისცა. ასევე ეპყრობა ღმერთი დღესაც თავის ხალხს.
მოზამბიკელი კასტრო ათიოდე წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. ის თავს საშინლად გრძნობდა. „რატომ მოკვდა დედა და რატომ დაგვტოვა?“ — ეს კითხვები მოსვენებას არ აძლევდა მას. ბიჭი ღვთისმოშიში მშობლების მიერ იყო აღზრდილი, მაგრამ ახლა აღარ იცოდა, რა ეწამა. რა დააწყნარებდა მის აფორიაქებულ გონებასა და გულს? ჩინიანჯა ენაზე გამოცემული პატარა ბიბლიის კითხვამ და წაკითხულზე უფროს ძმასთან საუბარმა ბავშვს შვება მოჰგვარა.
თანდათანობით კასტრომ გაიგო, რომ დედის სიკვდილის მიზეზი ღვთის უსამართლობა კი არ იყო, არამედ მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილება (რომაელთა 5:12; 6:23). მკვდრეთით აღდგენის შესახებ ბიბლიაში მოცემულმა დაპირებამ დიდად ანუგეშა, რადგან დედის კვლავ ნახვის მტკიცე იმედი გაუჩნდა (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). სამწუხაროდ, ოთხიოდე წლის შემდეგ მას მამაც გარდაეცვალა. ამჯერად კასტრომ შედარებით ადვილად შეძლო დანაკლისით გამოწვეულ ტკივილთან გამკლავება. დღეს მას უყვარს იეჰოვა, რომელსაც ერთგულად ემსახურება. კასტროს ყველა ნაცნობი კარგად ხედავს, რამხელა სიხარული მოაქვს მისთვის ამას.
მრავალ ადამიანს, რომლებსაც საყვარელი პიროვნება დაეღუპათ, შვებას ჰგვრის ის ბიბლიური ცნობა, რომელმაც კასტრო ანუგეშა. არაკეთილსინდისიერი ადამიანების მოქმედების შედეგად ზოგი ცხოვრებაში მრავალ სირთულეს აწყდება. ისინი იობის მსგავსად სვამენ კითხვას: „რატომ არის, რომ ცოცხლობენ ურჯულონი“? (იობი 21:7). ადამიანი, რომელიც გულისყურით ისმენს ბიბლიდან ღვთის სიტყვებს, ხედავს, რომ ღვთის ამა თუ იმ სახით მოქმედება, საბოლოო ჯამში, ადამიანებისავე კეთილდღეობას ემსახურება (2 პეტრე 3:9).
შეერთებულ შტატებში გაზრდილ ბარბარას საკუთარ თავზე არ გამოუცდია ომის საშინელება, თუმცა მისი ბავშვობის პერიოდში მრავალი ქვეყანა იყო ომის ქარ-ცეცხლში გახვეული. საინფორმაციო საშუალებებით ის ყოველდღე იგებდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომხდარი ომების შესახებ. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, საგონებელში აგდებდა ის ისტორიული მოვლენები, რომლებიც ისე ვითარდებოდა, რომ ვერავინ იტყოდა, სადამდე მიიყვანდა ისინი კაცობრიობას. რით შეიძლებოდა ყოველივე ამის ახსნა? აღელვებდა კი ღმერთს ის, რაც დედამიწაზე
ხდებოდა? ბარბარას სწამდა ღმერთი, მაგრამ მის მიმართ გაორებული გრძნობები ჰქონდა.გავიდა დრო და იეჰოვას მოწმეებთან საუბრების შედეგად, თანდათანობით მან სულ სხვა თვალით დაუწყო ცხოვრებას ყურება. ის უსმენდა მოწმეებს, მათთან ბიბლიას სწავლობდა და სამეფო დარბაზში შეხვედრებს ესწრებოდა. ერთხელ იეჰოვას მოწმეების დიდ კონგრესსაც კი დაესწრო. ბარბარამ აგრეთვე შენიშნა, რომ სხვადასხვა მოწმე სხვადასხვაგვარად არ სცემდა კითხვებზე პასუხს. პირიქით, ყველა ერთნაირ პასუხს იძლეოდა, რადგან მათი სიტყვები ბიბლიაზე იყო დაფუძნებული.
იეჰოვას მოწმეები ბიბლიური მტკიცებების საფუძველზე აღნიშნავდნენ, რომ წუთისოფელზე მისი მმართველი, სატანა ეშმაკი, ახდენს გავლენას და რომ ის ამ ბოროტი ქმნილების სულს ირეკლავს (იოანე 14:30; 2 კორინთელთა 4:4; ეფესელთა 2:1—3; 1 იოანე 5:19). მათ აუხსნეს, რომ მოვლენები, რომლებიც ბარბარას აღელვებდა, ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები (დანიელი მე-2, მე-7 და მე-8 თავები). ეს მოვლენები ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რადგან, როდესაც მოისურვებს, შეუძლია დაინახოს, რა მოხდება მომავალში. ამ მოვლენათაგან ზოგი ღვთის ჩარევის შედეგად მოხდა. ზოგიც, უბრალოდ, ღმერთმა დაუშვა. მოწმეებმა ბარბარას ისიც უჩვენეს, რომ ჩვენს დღეებთან დაკავშირებით ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია როგორც კარგი, ისე ცუდი მოვლენები და მასშივეა ახსნილი მათი მნიშვნელობა (მათე 24:3—14). აუხსნეს, რომ ბიბლია აღგვითქვამს ახალ ქვეყნიერებას, სადაც გაბატონდება სიმართლე და აღარ იქნება უბედურება (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3, 4).
დროთა განმავლობაში ბარბარა მიხვდა, რომ თუმცა ამდენი უბედურების მიზეზი იეჰოვა ღმერთი არ არის, იგი არ აძალებს ადამიანებს თავისი მითითებისამებრ მოქცევას და არც თავიანთი მოქმედების შედეგებისგან იცავს მათ (მეორე რჯული 30:19, 20). ღმერთმა იზრუნა იმისათვის, რომ მარადიულად ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობა გვქონოდა. დღეს კი საშუალებას გვაძლევს, ვაჩვენოთ, შეგვიძლია თუ არა მისი სამართლიანი ნორმების შესაბამისად ცხოვრება (გამოცხადება 14:6, 7). ბარბარამ გადაწყვიტა, გაეგო ღვთის მოთხოვნები და ამ მოთხოვნების თანახმად ეცხოვრა. მან იეჰოვას მოწმეებში ისეთი სიყვარული დაინახა, რომლის შესახებაც იესო ამბობდა, რომ მისი მიმდევრებისთვის იქნებოდა დამახასიათებელი (იოანე 13:34, 35).
თქვენც შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ საშუალებებით, რომლებიც ბარბარამ გამოიყენა.
აზრით აღსავსე ცხოვრება
ისინიც კი, ვინც ცხოვრებით თითქოს კმაყოფილია, პასუხს ეძებენ მათთვის საჭირბოროტო კითხვებზე. მაგალითად, ბრიტანელ ახალგაზრდას, მეთიუს, ყოველთვის მთელი გულით ეწადა, ეპოვა ჭეშმარიტი ღმერთი და ცხოვრების აზრი. ის 17 წლის იყო, მამა რომ დაეღუპა. მან უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო. მაშინ უფრო აშკარად დაინახა, რამდენად ამაო იყო მატერიალურ ქონებას გამოდევნება. მეთიუ საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ნარკოტიკების მიღება და ღამის კლუბებში სიარული დაიწყო. ის ასტროლოგიამ, სპირიტიზმმა, ასევე ძენ-ბუდიზმმა თუ სხვა ფილოსოფიურმა მიმდინარეობებმაც გაიტაცა. ყოველივე ამას კი იმ მიზნით აკეთებდა, რომ ცხოვრებაში კმაყოფილება ეპოვა. ესეც ამაო გამოდგა და გულგატეხილმა ღმერთს შესთხოვა, ჭეშმარიტების პოვნაში დახმარებოდა.
ორი დღის შემდეგ მეთიუ ძველ მეგობარს შეხვდა და უთხრა, რა საშინელ მდგომარეობაში იყო. ამ მეგობარს იეჰოვას მოწმეებთან ჰქონდა ბიბლია ნასწავლი. როდესაც მან 2 ტიმოთეს 3:1—5 უჩვენა, მეთიუ გაოცებული დარჩა — რა ზუსტად აღწერდა ბიბლია მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას! მთაზე ქადაგების წაკითხვამ მის გულში საოცარი გამოძახილი ჰპოვა (მათე, 5—7 თავები). თავიდან მეთიუ ყოყმანობდა და არ უნდოდა იეჰოვას მოწმეებთან კავშირის დაჭერა, რადგან წაკითხული ჰქონდა მასალები, სადაც მათ აკრიტიკებნდენ, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა, მეზობლად მდებარე სამეფო დარბაზში კრებებს დასწრებოდა.
მეთიუ იქ სიამოვნებით ისმენდა პროგრამას და კრების ერთ-ერთ უხუცესთან ბიბლიის შესწავლაც დაიწყო. ის მალევე მიხვდა, რომ ღმერთმა უპასუხა მის ლოცვას — ზუსტად იმას სწავლობდა, რასაც დიდი ხანი ეძებდა. მას სარგებლობა მოუტანა იმ საქმეების მიტოვებამაც, რომლებიც იეჰოვას არ მოსწონს. ის უფრო ღვთისმოშიში გახდა და ღვთის მითითებების თანახმად დაიწყო ცხოვრება. მეთიუმ დაინახა, რომ ასეთ ცხოვრებას ჰქონდა აზრი (ეკლესიასტე 12:13).
წინასწარ სულაც არ იყო განსაზღვრული, რომ მეთიუ თუ სტატიაში მოხსენიებული სხვა პიროვნებები კმაყოფილების მომტანი ცხოვრების გზას იპოვიდნენ. მათ გაიგეს, რომ იეჰოვა ღმერთს აქვს განზრახვა, რომელიც საქმეები 10:34, 35). ამ განზრახვაში შედის მარადიული ცხოვრება მსოფლიოში, სადაც აღარ იქნება ომი, ავადმყოფობა თუ შიმშილობა და თვით სიკვდილიც კი (ესაია 2:4; 25:6—8; 33:24; იოანე 3:16). თქვენც გსურთ ასეთი ცხოვრება? თუ დიახ, შეგიძლიათ იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში დაესწროთ შეხვედრებს, სადაც ბიბლიური თემები განიხილება. თქვენ გაიგებთ, როგორ დაადგეთ კმაყოფილების მომტანი ცხოვრების გზას. მთელი გულით გიწვევთ სამეფო დარბაზში!
ეხება ყველას, ვინც მის მოთხოვნებს ასრულებს ([სურათი 7 გვერდზე]
მთელი გულით მიმართეთ ღმერთს და მას სახელით მოუხმეთ.
[სურათი 7 გვერდზე]
ისწავლეთ ბიბლია მათთან, ვინც მას სწორად ასწავლის.
[სურათები 7 გვერდზე]
დაესწარით შეხვედრებს სამეფო დარბაზში.
[საავტორო უფლებები დაცულია 4 გვერდზე]
Hiker: Chad Ehlers/Index Stock Photography