სკოლა „გალაადი“ 60 წელია მისიონერებს ამზადებს
სკოლა „გალაადი“ 60 წელია მისიონერებს ამზადებს
„ბიბლიას ინტენსიურად ვსწავლობდით, რის წყალობითაც კიდევ უფრო დავუახლოვდით იეჰოვას და მეტი გავიგეთ მისი ორგანიზაციის შესახებ. ამან კი უცხო ქვეყანაში მსახურებისთვის მოგვამზადა“. ამგვარად აღწერა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ პირველი კლასის კურსდამთავრებულმა ამ სკოლაში სწავლის პროცესი. მას შემდეგ, რაც 60 წლის წინათ დაარსდა, სკოლა „გალაადი“ სხვადასხვა ადგილებში გზავნის მისიონერებს. 2003 წლის 8 მარტს პატერსონში (ნიუ–იორკის შტატი, აშშ), „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში, 114–ე კლასის გამოშვება შედგა. პროგრამას ყურადღებით ისმენდა 6 404 დამსწრე, რომელთაგან ზოგი აუდიტორიაში იყო და ზოგიც პირდაპირი ტრანსლაციით ისმენდა მას. პროგრამაში შედიოდა მოხსენებები, ინტერვიუები და საინტერესო შემთხვევები, რომლებიც სტუდენტებს სწავლის პერიოდში გადახდათ.
პროგრამას თავმჯდომარეობდა თეოდორ იარაჩი, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი. შესავალ სიტყვაში მან აღნიშნა, რამდენად მრავალეროვანი აუდიტორია შეიკრიბა ამ ღონისძიებაზე. აქ იყვნენ სტუმრები აზიიდან, კარიბის კუნძულებიდან, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან და ევროპიდან. ძმა იარაჩმა 2 ტიმოთეს 4:5–ის საფუძველზე მქადაგებლის საქმის შესრულებაზე ილაპარაკა და ამგვარად ყურადღება გაამახვილა „გალაადის“ კურსდამთავრებულთა მთავარ საქმიანობაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მისიონერები ხალხს ბიბლიას ასწავლიან და ამით ჭეშმარიტების შესახებ ამოწმებენ.
ბოლო დარიგებები
მოკლე მოხსენებათა სერია გახსნა ჯონ ლარსონმა, შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრმა. ის გამოვიდა თემით „თუ ღმერთი ჩვენ მხარეს არის, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ?“ (რომაელთა 8:31). მან ახსნა, თუ ბიბლიის თანახმად რის საფუძველზეშეუძლიათ ღვთის მსახურებს აბსოლუტურად იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ მსახურების დროს იეჰოვა მათ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარება. ძმა ლარსონმა მოიყვანა რომაელთა 8:38, 39 და სტუდენტები დაარიგა: „დაფიქრდით, რამხელა ძალას იყენებს ღმერთი თქვენ დასახმარებლად და გახსოვდეთ — ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას იმაში, რომ თითოეული თქვენგანით იყოს დაინტერესებული“.
პროგრამის შემდგომ ნაწილში გამოვიდა გაი პიერსი, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი. მან შეარჩია თემა: „ყოველთვის ნეტარი იყოს თქვენი თვალი!“ (ლუკა 10:23). ძმა პიერსმა აღნიშნა, რომ ჭეშმარიტი ბედნიერებისათვის უნდა ვიცნობდეთ იეჰოვა ღმერთს და გვესმოდეს, რაში მდგომარეობს მისი მარადიული განზრახვა; აგრეთვე უნდა ვხედავდეთ ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებას. ითქვა ისიც, რომ ყველგან, სადაც კი წავლენ, კურსდამთავრებულები შეინარჩუნებენ ნამდვილ ნეტარებას ანუ ბედნიერებას, თუ ყოველთვის ნეტარი თვალი ექნებათ. ძმა პიერსმა მათ მოუწოდა, ეფიქრათ, რამდენად კარგი ღმერთია იეჰოვა და გონებითა და გულით ყოველთვის მისი ნების შესრულებაზე ყოფილიყვნენ კონცენტრირებული (ფსალმუნები 76:13). ასევე შეენარჩუნებინათ დადებითი აზროვნება, რაც ნებისმიერი პრობლემის დაძლევაში დაეხმარებოდათ.
შემდეგ გამოსათხოვარი გამამხნევებელი სიტყვებით კლასს მიმართა ორმა მასწავლებელმა, რომლებიც ასწავლიდნენ მათ. „ეძებ დიდებას?“ — ასეთი კითხვა იყო დასმული ლორენს ბოუენის მოხსენების სათაურში. მრავალი ადამიანი დიდებას ხოტბის შესხმას, პატივის მიგებასა და გამორჩეულობას უკავშირებს. მათგან განსხვავებით კი, ფსალმუნმომღერალმა ასაფმა გარკვეული 1 პეტრე 1:12). მათ სურთ, რაც შეიძლება მეტი გაიგონ თავიანთი მამის შესახებ, რათა თვითონაც აირეკლონ ღვთის დიდება. შემდეგ ძმა ბოუენმა სტუდენტებს მოუწოდა, განედიდებინათ იეჰოვა მისიონერული მსახურებით და სხვებს ფასდაუდებელი განძის პოვნაში დახმარებოდნენ.
პერიოდის შემდეგ გაიგო, თუ რა არის ნამდვილი დიდება — იეჰოვასთან ფასდაუდებელი ურთიერთობა (ფსალმუნები 72:24, 25). კურსადმთავრებულებს მომხსენებელმა მოუწოდა, კვლავაც გულმოდგინედ ესწავლათ ბიბლია და ამგვარად შეენარჩუნებინათ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა. ანგელოზებს ‘სურთ ჩასწვდნენ’ ყველა დეტალს, თუ როგორ შეასრულებს იეჰოვა თავის განზრახვას იესო ქრისტეს მეშვეობით (პირველი მოხსენებათა სერია დაასრულა უოლეს ლივერანსმა, სკოლა „გალაადის“ მდივანმა. მისი მოხსენების თემა იყო „ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს საიდუმლოებაში“ (1 კორინთელთა 2:7). რა არის ღვთის სიბრძნე, რომელზეც მოციქული პავლე მისიონერული მსახურებისას ლაპარაკობდა? ეს არის იეჰოვას მძლავრი საშუალებები, რომლებსაც ის ბრძნულად იყენებს, რათა სამყაროში მშვიდობა და ერთიანობა იყოს. ამ სიბრძნეში ძირითადი ადგილი იესოს უკავია. პავლეს ქადაგება სოციალური პრობლემების გადაჭრისკენ კი არ იყო მიმართული, არამედ იმისკენ, რომ ხალხისთვის დაენახვებინა, როგორ აღმოფხვრიდა ღმერთი ადამის ცოდვის შედეგებს (ეფესელთა 3:8, 9). მომხსენებელმა მსმენელები დაარიგა: „მსახურების განსაკუთრებული შესაძლებლობა თქვენც პავლესავით გამოიყენეთ. ის ხომ მისიონერულ მსახურებას იმისათვის იყენებდა, რომ ხალხისთვის დაენახვებინა, როგორ შეასრულებს იეჰოვა თავის განზრახვას იესო ქრისტეს მეშვეობით“.
შემდეგ მარკ ნიუმარი, სკოლა „გალაადის“ ერთერთი მასწავლებელი წაუძღვა საუბარს, რომელიც რამდენიმე სტუდენტთან შედგა. მან თავის სიტყვაში „ღვთის სიტყვის შესწავლას გულმოდგინე მსახურება მოჰყვება“, ხაზი გაუსვა რომაელთა 10:10–ში ჩაწერილ პავლეს სიტყვებს. სტუდენტები მოყვნენ იმ საინტერესო საუბრების შესახებ, რომლებიც სკოლაში სწავლის პერიოდში ქადაგებისას ჰქონდათ. მოყოლილი შემთხვევებიდან თვალნათლივ შეიძლებოდა ერთი რამის დანახვა: თუ ადამიანი ღვთის სიტყვას სწავლობს და ნასწავლზე ფიქრობს, იეჰოვა ღმერთთან და მის სამეფოსთან დაკავშირებული კურთხევები გულს მადლიერებით აუვსებს და სხვებთანაც ილაპარაკებს ამის შესახებ. „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში ყოფნის ხუთი თვის განმავლობაში სტუდენტებმა ბიბლიის 30–ზე მეტი შესწავლა დაიწყეს მახლობლად მდებარე კრებების ტერიტორიებზე, რომლებიც საკმაოდ კარგად იყო დამუშავებული.
მოწიფულ ქრისტიანთა რჩევები
სკოლაში სწავლის დროს სტუდენტებს შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ. ამ ბეთელის ოჯახის ორმა წევრმა, რობერტ სირანკომ და რობერტ ჯონსონმა, ინტერვიუ ჩამოართვეს იეჰოვას ერთგულ მსახურებს, რომლებიც დიდი ხანია, რაც ღმერთს ემსახურებიან. მათ შორის იყვნენ მიმომსვლელი ზედამხედველები, რომლებიც „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში სპეციალურ ორთვიან კურსს გადიოდნენ. ყველა, ვისგანაც ინტერვიუ აიღეს, გალაადის კურსდამთავრებული იყო და ერთ დროს მისიონერად მსახურობდა. სტუდენტებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის გამამხნევებელი იყო გამოცდილი სულიერი მამაკაცებისგან ბრძნული სიტყვების მოსმენა.
აქ მოისმენდით რჩევებს: „მაქსიმალურად მიიღეთ მონაწილეობა ქადაგებასა და კრების საქმიანობაში“. „მეტისმეტად ნუ იფიქრებთ საკუთარ თავზე. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ მისიონერები ხართ და მშობლიურ მხარედ გაიხადეთ ის ქვეყანა, სადაც დაგნიშნავენ“. წარმოითქვა სხვა რჩევებიც, საიდანაც თვალნათლივ ჩანდა, თუ რა კარგად ამზადებს „გალაადი“ ღვთის მსახურებს კარგი საქმეებისთვის იმისდა მიუხედავად, თუ სად დაინიშნებიან კურსდამთავრებულები. მოვიყვანთ იქ ნათქვამ რამდენიმე ფრაზასაც: „ვისწავლეთ, როგორ გვეთანამშრომლა ერთმანეთთან და გვემუშავა ერთად“. „სკოლამ გვასწავლა, როგორ უნდა გაგვეთავისებინა ახალი კულტურა“. „სკოლაში ვისწავლეთ საღვთო წერილის უფრო დახელოვნებულად გამოყენება“.
ჯონ ბარმა, რომელიც დიდი ხანია, რაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრია, წარმოთქვა პოგრამის მთავარი მოხსენება. ის დაფუძნებული იყო ბიბლიურ მუხლზე: „მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა“ (რომაელთა 10:18). მომხსენებელმა დასვა კითხვა: „არის თუ არა დღეს ღვთის ხალხი მზად ამ რთული დავალების შესასრულებლად?“ „დიახ, რასაკვირველია!“ — იყო მისივე პასუხი. ჯერ კიდევ 1881 წელს ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ მკითხველებს ეკითხებოდა: „ხართ მქადაგებელი?“. შემდეგ ძმა ბარმა აუდიტორიას შეახსენა ისტორიული მოწოდება, რომელიც 1922 წელს სიდარ–პოინტში (ოჰაიოს შტატი, აშშ) გამართულ კონგრესზე წარმოითქვა: „აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“. გადიოდა დრო და ერთგულ ქრისტიანებს გულმოდგინება აღძრავდა, ყველა ხალხისთვის ემცნოთ სამეფოს შესახებ სასწაულებრივი ჭეშმარიტება. პუბლიკაციებისა და ქადაგების წყალობით სასიხარულო ცნობამ დედამიწის ყველა კუთხე–კუნჭულს მიაღწია; ყოველივე ეს კი იეჰოვას მიაგებს პატივს და მას განადიდებს. აღმაფრთოვანებელ დასკვნაში ძმა ბარმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა, ყოველთვის შეენიშნათ იეჰოვას კურთხევები: «ყოველდღე, როდესაც იეჰოვას მიმართავთ ლოცვით, მთელი გულით მადლობა უთხარით მას იმისათვის, რომ მოგეცათ შესაძლებლობა თქვენც შეგეტანათ წვლილი სიტყვების: „მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა“ შესრულებაში».
ამ მოხსენების შემდეგ წაიკითხეს სხვადასხვა ფილიალიდან შემოთვლილი მოკითხვები და პროგრამის თავმჯდომარემ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. სტუდენტებს გაორებული გრძნობები ჰქონდათ: თან უხაროდათ და თან გული სწყდებოდათ იმის გამო, რომ საყვარელ სკოლას ტოვებდნენ. პროგრამის ბოლოს კლასის წარმომადგენელმა წაიკითხა ხელმძღვანელი საბჭოსა და ბეთელის ოჯახისთვის დიდი სითბოთი დაწერილი წერილი. მასში აღნიშნული იყო, რომ კურსდამთავრებულებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ‘ედიდებინათ უფალი უკუნისამდე’ (ფსალმუნები 113:26).
ვლოცულობთ, რომ ეს კურსდამთავრებულები შეეგუონ თავიანთ ახალ „სახლებს“ და საკუთარი წვლილი შეიტანონ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლაში, ისევე როგორც ამას სხვა კურსდამთავრებულები აკეთებდნენ 60 წლის განმავლობაში.
[ჩარჩო 23 გვერდზე]
კლასის სტატისტიკური მონაცემები
წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 12
ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნნენ: 16
სტუდენტების რაოდენობა: 48
საშუალო ასაკი: 34,4
ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 17,6
სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 13,5
[სურათი 24 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 114-ე კლასი
რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.
1) დ. როზა; ჯ. გარიგოლასი; რ. ლინდსტრომი; რ. პევანელო; ნ. ტეტი. 2) მ. ვან ჰაუტი; კ. დონაბაუერი; ლ. მარტინესი; დ. მილარი; ი. ფესტრე; ს. ნატერი. 3) პ. მარტინესი; ლ. კლარკი; ბ. მოონი; ლ. ფიშერი; გ. რომო. 4) რ. რომო; შ. ედე; კ. თიმენი; პ. კემპბელი; დ. მილარი; უ. როზა. 5) კ. ლინდსტრომი; ჟ. გარიგოლასი; ნ. მარკევიჩი; კ. ლინდალა; ჯ. ვან დენ ჰოველი; ს. ტეტი. ფ. ნატერი. 6) პ. მოონი; ვ. პევანელო; ნ. ედე; ა. უესტი; დ. კლარკი; ჯ. მარკევიჩი. 7) დ. ფიშერი; რ. დონაბაუერი; პ. კერი; ი. კერი; უ. კარფანო; მ. უესტი; ა. თიმენი. 8) მ. ვან ჰაუტი; კ. კემპბელი; ი. ფესტრე; კ. კარფანო; კ. ვან დენ ჰოველი; დ. ლინდალა.