არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ორმა უცნობმა ჩვენს კარზე დააკაკუნა“

„ორმა უცნობმა ჩვენს კარზე დააკაკუნა“

„ორმა უცნობმა ჩვენს კარზე დააკაკუნა“

„ორი წლის წინათ პატარა გოგონა გამოგვეცალა ხელიდან, რამაც ენით აუწერელი ტკივილი მოგვაყენა“ — ამ სიტყვებით იწყებოდა ქალაქ სენტ-ეტიენის (საფრანგეთი) გაზეთ „პროგრეში“ გამოქვეყნებული წერილი.

„მელისა სამი თვის იყო და საშინელი ქრომოსომული დაავადება — ტრისომია 18 — ჰქონდა. ამ დანაკლისით გამოწვეული ტკივილის გაქარვება შეუძლებელია. ვფიქრობ, ეს უდიდესი უსამართლობაა. თუმცა კათოლიკური რწმენით აღვიზარდეთ, არ გვასვენებდა იმაზე ფიქრი, თუ ღმერთი არსებობდა, რატომ დაუშვა ასეთი რამ“. ეს წერილი ეკუთვნოდა დაღუპული გოგონას დედას, რომელიც უიმედობამ მოიცვა და გულმოკლული იყო. მისი წერილი ასე გრძელდებოდა:

«ამ ტრაგედიიდან ცოტა ხნის შემდეგ ორმა უცნობმა ჩვენს კარზე დააკაკუნა. მე მაშინვე მივხვდი, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მსურდა, თავაზიანად დამეთხოვა ისინი, მაგრამ დავინახე მათ მიერ შემოთავაზებული ბროშურის გარეკანი. ის ეხებოდა თემას, თუ რატომ უშვებს ღმერთი უბედურებას. ამიტომ, მათი სახლში შეყვანა გადავწყვიტე, რათა დამემტკიცებინა მათი შეხედულებების უსაფუძვლობა. „ღმერთმა გაჩუქათ ქალიშვილი და მანვე წაიყვანა“ — თავში სულ ეს და მსგავსი ფრაზები მიტრიალებდა, რომლებიც მას შემდეგ გვესმოდა, რაც ჩვენს ოჯახს ეს დიდი უბედურება დაატყდა. მოწმეები ერთ საათზე მეტხანს დარჩნენ ჩვენთან. მათ დიდი თანაგრძნობით მომისმინეს. საუბრის შემდეგ თავი გაცილებით უკეთ ვიგრძენი და ამიტომ, როცა მიდიოდნენ, განმეორებით მონახულებაზე დავთანხმდი. ეს ორი წლის წინ მოხდა. მართალია, იეჰოვას მოწმე არ გავმხდარვარ, მაგრამ მათთან ბიბლიას ვსწავლობ და შეძლებისდაგვარად ვესწრები მათ შეხვედრებს».