ხომ არ ‘უძალიანდებით სახრეს’?
ხომ არ ‘უძალიანდებით სახრეს’?
ბიბლიურ დროში სახრეს — გრძელ ჯოხს, რომელიც წვეტიანი ლითონით ბოლოვდებოდა — ტვირთაკიდებული საქონლის გასარეკად და მათთვის მიმართულების მისაცემად იყენებდნენ. რა ხდებოდა, როცა ცხოველები უძალიანდებოდნენ სახრეს? ეს მათ არავითარ შვებას არ ჰგვრიდა; ისინი მხოლოდ ტკივილს გრძნობდნენ.
მკვდრეთით აღდგენილმა იესომ სახრე მოიხსენია, როცა სავლედ წოდებულ მამაკაცს გამოეცხადა, რომელსაც იესოს ზოგი მოწაფე უნდა დაეპატიმრებინა. თვალისმომჭრელი სინათლიდან სავლეს იესოს სიტყვები მოესმა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი? სახრესთან გაძალიანება კარგს არაფერს მოგიტანს“. ქრისტიანთა დევნით პავლე ღმერთს ეწინააღმდეგებოდა. ამით ის საკუთარ თავს მხოლოდ ზიანს მიაყენებდა (საქმეები 26:14, აქ).
ჩვენც ხომ ‘არ ვუძალიანდებით სახრეს’? ბიბლიაში „ბრძენთა სიტყვები“ შედარებულია წვერგამახულ სოლებთან, რისი საშუალებითაც სწორი მიმართულებით მივდივართ (ეკლესიასტე 12:11, სსგ). თუ ყურად ვიღებთ ბიბლიაში ღვთის შთაგონებით ჩაწერილ რჩევებს, ისინი სწორი გზით სიარულში დაგვეხმარება (2 ტიმოთე 3:16). მათი უარყოფით კი მხოლოდ ზიანს მივაყენებთ საკუთარ თავს.
სავლემ ყურად იღო იესოს სიტყვები, შეიცვალა და ყველასთვის საყვარელი ქრისტიანი, პავლე მოციქული, გახდა. მსგავსად, ჩვენც კურთხევებს მოგვიტანს ღვთის რჩევების გათვალისწინება (იგავები 3:1—6).
[საავტორო უფლებები დაცულია 32 გვერდზე]
L. Chapons/Illustrirte Familien-Bibel nach der deutschen Uebersetzung Dr. Martin Luthers