მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
სწორი იქნებოდა, ქრისტიანი თუ მკურნალობის დროს სისხლის გამოშვების მიზნით წურბელის გამოყენებაზე დათანხმდებოდა?
ღვთის სიტყვას არ შეეწინააღმდეგებოდა, თუ ქრისტიანი მედპერსონალს ორგანიზმიდან გარკვეული რაოდენობის სისხლის გამოშვების ნებას მისცემდა, მაგრამ წურბელების მეშვეობით ამის გაკეთება დაარღვევდა ბიბლიაში მოცემულ პრინციპს. თუმცა დღეს, ჩვეულებრივ, წურბელებს სამკურნალოდ აღარ იყენებენ, ამის თაობაზე კითხვები მაინც წამოიჭრება, განსაკუთრებით კი ევროპაში. საყურადღებოა, რომ ის, რაც ბიბლიაში სისხლთან დაკავშირებით არის ნათქვამი, მკურნალობის ასეთი მეთოდების სწორად შეფასებაში გვეხმარება.
საუკუნეების მანძილზე ფიქრობდნენ, რომ ორგანიზმიდან სისხლის გამოშვება მრავალ დაავადებას შველოდა. შუა საუკუნეებში დალაქები, რომლებიც შინაურ ექიმობასაც მისდევდნენ, მკურნალობის ამ მეთოდს იყენებდნენ, რისი გადმონაშთიცაა თეთრ და წითელ ფერებად დაზოლილი მოგრძო ნიშანი, რომელსაც ზოგ ქვეყანაში საპარიკმახეროებთან კიდებენ. მკურნალობის ამ მეთოდს ოფიციალურად ექიმებიც იყენებდნენ. 1799 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის, მკურნალობის დროს რამდენჯერმე მიმართეს სისხლის გამოშვებას და, როგორც ჩანს, სწორედ ამან მოუსწრაფა სიცოცხლე. მაშინაც კი, როდესაც ამ მეთოდის გამოყენებისას პაციენტები არ მომკვდარან, სისხლის გამოშვების შედეგად მრავალს განუვითარდა სისხლნაკლებობა.
ევროპაში ერთ დროს მიღებული იყო წურბელის გამოყენებით ორგანიზმიდან სისხლის გამოშვება; პაციენტის კანზე ერთდროულად ასხამდნენ მრავალ წურბელას, რომლებიც მის სისხლს წოვდნენ. ამის თაობაზე მაინციდან (გერმანია) მოწოდებულ ცნობაში დოქტორ ლ. კ. ალტმანის სიტყვები იყო მოყვანილი: „1850 წელს, როდესაც პაციენტებისთვის სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროს ერთდროულად შეიძლება 80-მდე წურბელა დაესხათ, საფრანგეთში დაახლოებით 100 მილიონი წურბელა გაიყიდა. მოგვიანებით კი, 1953 წელს, რუსი ექიმები სტალინს სიკვდილამდე წურბელებით მკურნალობდნენ“ (1981 წლის 17 თებერვლის „ნიუ-იორკ ტაიმზი“).
დოქტორ ალტმანის სიტყვების თანახმად, თანამედროვე მედიცინაშიც კი ზოგიერთი ევროპელი და ამერიკელი ექიმი ამა თუ იმ კონკრეტული სიტუაციის დროს წურბელებს იყენებს. მაგალითად, პლასტიკური ოპერაციების დროს მათ ზოგჯერ იმ მიზნით იყენებენ, რომ დაშალონ სისხლის კოლტი ან თითის აღდგენის მიკროქირურგიული ოპერაციისას გამოწოვონ დაგროვილი სისხლი.
რა პოზიცია უკავიათ ქრისტიანებს სისხლის გამოშვებასთან დაკავშირებით და სწორი იქნებოდა, ეს წურბელების საშუალებით რომ გაკეთებულიყო?
ღმერთმა ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის შემდეგ ედემის ბაღში ცხოველებისა და ადამიანებისთვის განკუთვნილ ვეგეტარიანულ საკვებთან დაკავშირებით ცვლილებები მოახდინა. იეჰოვამ თქვა: „ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება საჭმელი იყოს თქვენთვის, როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს. მხოლოდ ხორცს მისი სულითურთ და მისი სისხლითურთ ნუ შეჭამთ“ (დაბადება 9:3, 4; 1:30). ღმერთმა ეს საკითხი უფრო დაწვრილებით მოსეს რჯულში ახსნა. იეჰოვას განაცხადის თანახმად, სისხლი წარმოადგენს სიცოცხლეს, რომელიც ღვთისგან ბოძებული ძღვენია და ამიტომ, ის წმინდაა. აქედან გამომდინარე, რა უნდა ექნათ მსხვერპლად შეწირული ცხოველის სისხლისთვის? ის არ უნდა გამოყენებულიყო სასუქად, ცხოველის გამოსაკვებად ან სხვა მსგავსი სახით. სისხლი მიწით უნდა დაფარულიყო და ის, ასე ვთქვათ, ისევ ღმერთს უბრუნდებოდა (ლევიანები 17:10—14).
ქრისტიანებმა უნდა ცხადყონ, რომ პატივს სცემენ სისხლის სიწმინდეს (საქმეები 15:28, 29). მაშასადამე, თუ ორგანიზმიდან სისხლს უშვებენ, ის აღარ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ამას ისრაელები აკეთებდნენ და მიწაზე ღვრიდნენ.
ზოგჯერ ექიმებმა შეიძლება გვირჩიონ მკურნალობის მიზნით ორგანიზმიდან სისხლის გამოშვება (ვენესექცია). მაგალითად, ეს შესაძლოა პაციენტს დაუნიშნონ წითელი ჭეშმარიტი პოლიციტემიის დროს, როდესაც სისხლის წითელი უჯრედები ჭარბად არის ორგანიზმში (ეს არის ანეემიის საწინააღმდეგო დაავადება). ჭარბი ერითროციტების შემცველი სისხლი უფრო ბლანტი (სქელი) ხდება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს თრომბის წარმოშობას. ეს კი დამბლის დაცემისა და გულის შეტევის საშიშროებას ზრდის. ასეთი შემთხვევებისთვის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგრამ ზოგჯერ უპირატესობას ვენესექციას და ამ დროს ვენიდან გარკვეული რაოდენობის სისხლის გამოშვებას ანიჭებენ. მკურნალობის ეს მეთოდი ბიბლიის რჩევას არ ეწინააღმდეგება, თუ გამოშვებული სისხლი აღარ იქნება გამოყენებული. მსგავსადვე, ბევრი ქრისტიანი სამედიცინო შემოწმების მიზნით სუფთა სინდისით რთავს მედპერსონალს ცოტა რაოდენობით სისხლის აღების ნებას, რადგან იციან, რომ ასეთი შემოწმების შემდეგ გამოშვებული სისხლი აღარ გამოიყენება.
იგავები 30:15). მაშინაც კი, თუ ამის გაკეთებას მკურნალობის მიზნით მოგვთხოვდნენ და შემდეგ ამ წურბელებს დახოცავდნენ, მათი გამოყენება იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ წინასწარგანზრახულად ვკვებავთ ამ არსებებს საკუთარი სისხლით. ამით კი ბიბლიაში მოცემულ მითითებას შევეწინააღმდეგებით, რადგან სისხლი, რომელიც წმინდაა და სიცოცხლეს წარმოადგენს, აღარ უნდა იყოს გამოყენებული მისი ორგანიზმიდან გამოშვების შემდეგ.
წურბელები, როგორც პარაზიტები, ჩვეულებრივ, თავისი მასპინძლის სისხლით იკვებებიან. ამიტომ, სწორი არ იქნებოდა, რომ ქრისტიანს საკუთარი ნებით წურბელებისთვის სისხლის გამოწოვის საშუალება მიეცა (რატომ ითხოვდა ელისე ელიას სულის „ორმაგ წილს“?
ისრაელში წინასწარმეტყველად მსახურების დასრულების წინ ელიას ახალგაზრდა წინასწარმეტყველმა ელისემ სთხოვა: „შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე“ (4 მეფეთა 2:9). როგორც ჩანს, ელისე სულიერი გაგებით ითხოვდა ორმაგ წილს, რომელიც, ჩვეულებრივ, პირმშოს ეძლეოდა (მეორე რჯული 21:17). აღნიშნული ისტორიის მოკლედ განხილვა დაგვეხმარება ამ საკითხის ნათლად გაგებაში. აგრეთვე შეგვიძლია ეს შემთხვევა ჩვენთვის გაკვეთილად გამოვიყენოთ.
იეჰოვას მითითების შესაბამისად, ელიამ თავის შემცვლელად სცხო ელისე (3 მეფეთა 19:19—21). დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში ელისე ერთგულად ეხმარებოდა ელიას და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ბოლომდე განეგრძო ამგვარად მოქმედება. ისრაელში წინასწარმეტყველად ელიას მსახურების ბოლო დღესაც კი ელისე თავის მასწავლებელს არ შორდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ელიამ ელისეს უთხრა, არ გაჰყოლოდა, ახალგაზრდა წინასწარმეტყველმა სამჯერ უპასუხა: „არ მიგატოვებ“ (4 მეფეთა 2:2, 4, 6; 3:11). ელისე ხანდაზმულ წინასწარმეტყველს თავის სულიერ მამად მიიჩნევდა (4 მეფეთა 2:12).
ელისე ხანდაზმული წინასწარმეტყველის ერთადერთი სულიერი ძე არ ყოფილა. ღვთის ეს ორი ერთგული მსახური იმ მამაკაცების მხარდამხარ იღვწოდა, რომლებიც „წინასწარმეტყველთა ძეებად“ იყვნენ ცნობილი (4 მეფეთა 2:3). წიგნიდან „მეოთხე მეფეთა“ ჩანს, რომ ამ „ძეებსაც“ ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ თავიანთ სულიერ მამასთან, ელიასთან (4 მეფეთა 2:3, 5, 7, 15—17). მაგრამ, როგორც ცხებულ მემკვიდრეს, ელიას სულიერ ძეთა შორის ელისეს პირველი ადგილი ეჭირა; ის ელიასთვის პირმშოსავით იყო. ძველ ისრაელში, პირდაპირი გაგებით უფროსი ვაჟი, ანუ პირმშო, მამის მემკვიდრეობიდან ორმაგ წილს იღებდა, მაშინ როდესაც სხვა ძეები მხოლოდ ერთ წილს იღებდნენ. ამიტომ სთხოვა ელისემ ელიას სულიერი მემკვიდრეობის ორმაგი წილი.
რატომ სთხოვა ელისემ ეს თავის მასწავლებელს სწორედ იმ კონკრეტულ დროს? იმიტომ, რომ ის-ის იყო მას საკუთარ თავზე საკმაოდ რთული ვალდებულება უნდა აეღო — შეეცვალა ელია და ისრაელის წინასწარმეტყველი გამხდარიყო. ელისეს ესმოდა, რომ ამ შიშისმომგვრელი პასუხისმგებლობის შესასრულებლად მას საკუთარ შესაძლებლობებზე ბევრად მეტი ძალა, სულიერი ძალა, სჭირდებოდა და ამ ძალის მოცემა მხოლოდ იეჰოვას შეეძლო. აუცილებელი იყო, რომ ისიც ელიასავით უშიშარი ყოფილიყო (4 მეფეთა 1:3, 4, 15, 16). ამგვარად, ელისემ ელიას სულის ორმაგი წილი ითხოვა; სულისა, რომელიც გამბედაობას შემატებდა და იეჰოვასადმი დიდი მოშურნეობით აღავსებდა; ამ სასურველი თვისებების შეძენა კი ღვთის სულის წყალობით შეეძლო (3 მეფეთა 19:10, 14). როგორი იყო მის თხოვნაზე ელიას პასუხი?
ელიამ იცოდა, რომ ელისე ისეთ რამეს სთხოვდა, რის მიცემაც მხოლოდ ღმერთს შეეძლო. ამიტომაც, მოკრძალებით უთხრა: „ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება“ (4 მეფეთა 2:10). და მართლაც, იეჰოვამ ელისეს დაანახვა, თუ როგორ ავიდა ქარბორბალათი ელია ცაში (4 მეფეთა 2:11, 12). ელისეს თხოვნა შესმენილ იქნა. იეჰოვამ მისცა მას სული, რომელიც ახალი მოვალეობის შესასრულებლად და მომავალი განსაცდელების ასატანად დასჭირდებოდა.
დღეს ცხებული ქრისტიანებისთვის (მათ ელისეს კლასის წარმომადგენლებსაც უწოდებენ) და, საერთოდ, ღვთის მსახურებისთვის, ბიბლიის ეს ცნობა დიდად გამამხნევებელია. ზოგჯერ ახალი დავალების მიღებისას შიში გვიპყრობს და გვგონია, რომ მის შესასრულებლად სათანადოდ მომზადებულები არა ვართ; ან ხალხის მხრიდან გულგრილობას რომ ვხვდებით, ან ჩვენს ტერიტორიაზე წინააღმდეგობას ვაწყდებით, სამეფოს შესახებ ქადაგების გასაგრძელებლად გარკვეულწილად გამბედაობას ვკარგავთ. მაგრამ, თუ იეჰოვას ვთხოვთ მხარდაჭერას, ის მოგვცემს თავის სულს, რომელიც სირთულეებთან და ცვალებად სიტუაციებთან გასამკლავებლად დაგვჭირდება (ლუკა 11:13; 2 კორინთელთა 4:7; ფილიპელთა 4:13). დიახ, სწორედ ისე, როგორც ელისე განამტკიცა უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღებისას, იეჰოვა თითოეულ ჩვენგანს, ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს, დაგვეხმარება ჩვენი მსახურების შესრულებისას (2 ტიმოთე 4:5).