რატომ განაგრძობენ იეჰოვას მოწმეები თქვენთან მოსვლას?
რატომ განაგრძობენ იეჰოვას მოწმეები თქვენთან მოსვლას?
მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ცნობილი არიან იმით, რომ კარდაკარ ქადაგებენ. ზოგს აინტერესებს, რატომ განაგრძობენ მოწმეები მათთან სახლში მისვლას, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც წინა მისვლისას მათი ცნობისადმი ინტერესი არ გამოუვლენიათ. ამ კითხვაზე პასუხს რუსეთიდან მიღებული ორი წერილი გაგვცემს.
„სიმართლე გითხრათ, თავიდან იეჰოვას მოწმეებს შავი ჭირივით გავურბოდი“, — აღიარებს მაშა, 19 წლის ხაბაროვსკელი ახალგაზრდა. მაგრამ მოწმეების მიერ გამოცემული ჟურნალების წაკითხვის შემდეგ, მან თვალსაზრისი შეიცვალა. „ეს პუბლიკაციები ძალიან საინტერესოა და ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს, — წერს მაშა. — და მაინც, უმნიშვნელოვანესია ის, რომ მათი დახმარებით ადამიანი ყველაფერს სულ სხვა თვალით დაინახავს. ნელ–ნელა მივხვდი, რა არის ცხოვრების აზრი“.
ვლადივოსტოკიდან ჩრდილოეთით, 80 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ უსურიისკიდან სვეტლანა წერს: «არცთუ ისე დიდი ხანია, რაც „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“–ის კითხვა დავიწყე. ეს ჟურნალები ჩვენს დროში საჭიროა. სიამოვნებით ვკითხულობ ყველა სტატიას. ისინი ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და საგანმანათლებლოა. მადლობა, დიდი მადლობა იმისათვის, რომ ამ წუთისოფელში არსებობთ და ასეთ კარგ და საჭირო საქმეს აკეთებთ».
მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები სერიოზულად ეკიდებიან მოციქულ პავლეს მიერ დასმულ მნიშვნელოვან კითხვას: „როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?“ (რომაელთა 10:14). როდესაც ისინი კვლავ მოვლენ თქვენთან, რამდენიმე წუთით ხომ არ მოუსმენდით? შეიძლება თქვენც კმაყოფილი დარჩეთ ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული მანუგეშებელი ცნობით.