მართავს თქვენს ცხოვრებას მდგომარეობა?
მართავს თქვენს ცხოვრებას მდგომარეობა?
აარასასიამოვნო მდგომარეობაში ყოფნა და პრობლემები ამ „საზარელ ჟამში“ ჩვეულებრივი მოვლენაა (2 ტიმოთე 3:1). ზოგიერთი პრობლემა შეიძლება დროებითი იყოს და მალევე გადაიჭრას, ზოგი — თვეების და წლების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. ამის გამო მრავალი, შესაძლოა, თავს ფსალმუნმომღერალ დავითივით გრძნობდეს. ის იეჰოვას ეუბნებოდა: „განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან“ (ფსალმუნები 24:17).
ამ მომენტში სერიოზულ პრობლემას ხომ არ ებრძვით? თუ ასეა, შეგიძლიათ დახმარება გამამხნევებელ ბიბლიურ მაგალითებში ჰპოვოთ. განვიხილოთ იეჰოვას იმ ორი ერთგული მსახურის მაგალითი, რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ სირთულეებს. საუბარია იოსებსა და დავითზე. ვნახოთ, როგორ რეაგირებდნენ ისინი გაჭირვებაზე, რაც დღეს მსგავს სირთულეებთან გამკლავებაში დაგვეხმარება.
სერიოზული პრობლემები
დაახლოებით 17 წლის იოსებს ოჯახში სერიოზული პრობლემა შეექმნა. უფროსი ძმები ხედავდნენ, რომ მამას, იაკობს, „უყვარდა იგი [იოსები] . . . ყველა თავის ძეზე მეტად“. ამიტომ „მოიძულეს იგი, და არ შეეძლოთ მასთან ლაპარაკი მშვიდობიანად“ (დაბადება 37:4). ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩააგდებდა ეს მდგომარეობა იოსებს. ბოლოს, ძმები მისდამი სიძულვილმა იმდენად მოიცვა, რომ იოსები მონად გაყიდეს (დაბადება 37:26—33).
ეგვიპტეში იოსებს უზნეო სურვილებით შეპყრობილი თავისი ბატონის ცოლისთვის უწევდა წინააღმდეგობის გაწევა. უარყოფის გამო განრისხებულმა ქალმა მას ცილი დასწამა და გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა. იოსები ბატონმა ‘საპყრობილეში ჩააგდო’, სადაც „გატანჯეს ბორკილებით ფერხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს“ (დაბადება 39:7—20; ფსალმუნები 104:17, 18). მართლაც საშინელი მდგომარეობაა! სხვა ადამიანების და, მათ შორის, ოჯახის წევრების მხრიდან უსამართლოდ მოპყრობის გამო იოსები დაახლოებით 13 წლის განმავლობაში ჯერ მონა იყო, შემდეგ კი პატიმარი (დაბადება 37:2; 41:46).
ძველ ისრაელში მცხოვრებ დავითსაც მოუწია ახალგაზრდობაში სირთულეებთან გამკლავება. წლების განმავლობაში 1 მეფეთა 21:2—8). როგორც კი საულმა გაიგო, რომ ის დავითს დაეხმარა, არა მარტო ახიმელექის სიკვდილით დასჯა ბრძანა, არამედ ყველა მღვდლისა და ახიმელექის მთელი ოჯახის (1 მეფეთა 22:12—19). წარმოგიდგენიათ, თავს როგორ იგრძნობდა დავითი, როდესაც დაინახავდა, რომ ირიბად, მაგრამ მაინც ასეთი ტრაგედიის მიზეზი გახდა?!
ის იძულებული იყო, გაქცეოდა მეფე საულს, რომელიც მასზე ლამის ნადირობდა. დავითის სიცოცხლეს გამუდმებით საფრთხე ემუქრებოდა. ერთხელ ის ახიმელექ მღვდელთან მივიდა საკვების სათხოვნელად (დაფიქრდით, რამხელა ტკივილი და ტანჯვა აიტანეს წლების განმავლობაში იოსებმა და დავითმა. ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ისინი რთულ სიტუაციებს. განვიხილოთ სამი მხარე, რაშიც ეს მამაკაცები მისაბაძ მაგალითს გვაძლევენ.
ბოღმასა და წყენას გულში ნუ ჩაიტოვებთ
პირველ რიგში, უნდა მოვიხსენიოთ ის, რომ იოსები და დავითი გულში ბოღმისა და წყენის ჩატოვების მახეში არ გაებნენ. ციხეში ყოფნისას იოსები ძალიან ადვილად შეიძლებოდა დაბოღმილიყო იმის გამო, რომ ძმებმა ასე გაიმეტეს; მას შეეძლო იმაზეც კი ეფიქრა, რომ, როგორც კი მათი ნახვის შესაძლებლობა მიეცემოდა, შური ეძია. საიდან ვიცით, რომ იოსებს არ ჰქონია ასეთი გამანადგურებელი აზრები? ვნახოთ, როგორ მოიქცა ის, როდესაც ეგვიპტეში ხორბლის საყიდლად ძმები ჩავიდნენ და შურისძიების შესაძლებლობა მიეცა. ბიბლიაში ნათქვამია: „იოსები მოცილდა მათ და ატირდა. და მერე . . . ბრძანა . . . [მის მსახურებს] აევსოთ ხორბლით მათი [ძმების] ტომრები, და ჩაედოთ მათი ფული მათ ტომრებში, და მიეცათ მათთვის საგზალი“. მოგვიანებით კი, როდესაც ძმები მამის ეგვიპტეში წამოსაყვანად გაგზავნა, უთხრა: „ნუ იდავებთ გზაში“. იოსებმა სიტყვითა თუ საქმით ცხადყო, რომ ბოღმის ჩადებასა და განაწყენებას არ მოაწამვლინა თავისი ცხოვრება (დაბადება 42:24, 25; 45:24).
მსგავსი სახით მოიქცა დავითიც — მას მეფე საულისადმი წყენა გულში არ ჩაუტოვებია. ამ ერთგულ კაცს ორჯერ მიეცა საულის მოკვლის შესაძლებლობა. მაგრამ, როდესაც თავისი კაცები აქეზებდნენ, ესარგებლა შემთხვევით, დავითმა თქვა: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი“. დავითს ამ საქმის მოგვარება იეჰოვასთვის ჰქონდა მინდობილი, რაც მისი შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „უფალს ვფიცავ, თავად უფალი გაანადგურებს მას, ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან ბრძოლაში წავა და დაიღუპება“. მოგვიანებით დავითმა საულისა და მისი ძის, იონათანის, სიკვდილთან დაკავშირებით სამგლოვიარო სიმღერაც კი დაწერა. იოსების მსგავსად, არც დავითმა დაუშვა, რომ წყენა ჩაედო გულში და მას აჰყოლოდა (1 მეფეთა 24:3—6; 26:7—13; 2 მეფეთა 1:17—27).
ხომ არ ვიგროვებთ გულში ბოღმასა და წყენას, როდესაც უსამართლობის მსხვერპლი ვხდებით? ეს შეიძლება ძალიან ადვილად დაგვემართოს. თუ ემოციებს არ მოვთოკავთ, ეფესელთა 4:26, 27). ჩვენ თითქმის არ შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ იმაზე, რასაც სხვები გააკეთებენ, მაგრამ შეგვიძლია ვმართოთ საკუთარი რეაქცია. როდესაც გვწამს, რომ იეჰოვა თავის დროზე ყველაფერს მოაგვარებს, გაცილებით ადვილია, არ დავიბოღმოთ და წყენა გულში არ ჩავიტოვოთ (რომაელთა 12:17—19).
შესაძლოა იმაზე მეტი ზიანი მივაყენოთ საკუთარ თავს, ვიდრე თავად უსამართლობამ მოგვაყენა (საუკეთესოდ გამოიყენეთ შექმნილი მდგომარეობა
აი კიდევ რისი სწავლა შეგვიძლია — არასოდეს დავუშვათ, რომ შექმნილმა მდგომარეობამ ყველაფრის ხალისი დაგვაკარგინოს. შესაძლოა იმდენად გვშთანთქოს იმაზე ფიქრმა, თუ რისი გაკეთება არ შეგვიძლია, რომ ვეღარ დავინახოთ, სინამდვილეში რისი გაკეთება შეგვიძლია. გამოვა, რომ მდგომარეობა გვმართავს ჩვენ. ეს შეიძლება იოსებსაც დამართოდა; მაგრამ მან მდგომარეობის საუკეთესოდ გამოყენება არჩია. მონობაში ყოფნისას «ჰპოვა იოსებმა მადლი [„მადლს პოულობდა“, აქ] მის [თავისი ბატონის] თვალში, და ემსახურებოდა მას. და დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად». შექმნილი მდგომარეობისადმი მსგავსი მიდგომა ჰქონდა მას ციხეშიც. იეჰოვას კურთხევითა და თავად იოსების გულმოდგინების შედეგად, „ჩააბარა საპყრობილის უფროსმა ყველა პატიმარი იოსებს ხელთ, და გახდა ის გამგებელი ყველაფრისა, რასაც კი ისინი აკეთებდნენ საპყრობილეში“ (დაბადება 39:4, 21—23).
დავითმაც იმ წლების განმავლობაში, როდესაც საულს გაურბოდა, საუკეთესოდ გამოიყენა თავისი მდგომარეობა. ფარანის უდაბნოში ყოფნისას ის და მისი კაცები ნაბალის ფარას მოთარეშეებისგან იცავდნენ. „ზღუდედ იყვნენ ჩვენთვის დღისით და ღამით სამწყემსურში“, — თქვა მათზე ნაბალის ერთ-ერთმა მწყემსმა (1 მეფეთა 25:16). მოგვიანებით, ციკლაგში ყოფნისას, დავითი თავს ესხმოდა ისრაელის სამხრეთ საზღვართან მდებარე მტერთა ქალაქებს, რითაც იუდას საზღვრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა (1 მეფეთა 27:8; 1 ნეშტთა 12:20—22).
უფრო მეტი ძალისხმევა ხომ არაა საჭირო, ჩვენი მდგომარეობა საუკეთესოდ რომ გამოვიყენოთ? ამის გაკეთება შეიძლება რთული იყოს, მაგრამ შესაძლებელია. მოციქულმა პავლემ თავისი ცხოვრების შესახებ დაწერა: „ვისწავლე, რომ რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, კმაყოფილი ვიყო . . . ყველაფერში და ყველა ვითარებაში ვისწავლე, რა არის სიმაძღრე და შიმშილი, რა არის სიუხვე და სიდუხჭირე“. როგორ ისწავლა პავლემ ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომა? გამუდმებით იეჰოვაზე მინდობით. მან თქვა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელთა 4:11—13, აქ).
დაელოდეთ იეჰოვას
მესამე გაკვეთილი ასეთია — მდგომარეობის შესაცვლელად არაბიბლიური საშუალებების გამოყენების ნაცვლად, იეჰოვას უნდა დაველოდოთ. მოწაფე იაკობი წერდა: „მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე“ (იაკობი 1:4). მოთმინებას საშუალება უნდა მივცეთ, რომ ‘სრულყოფილად იმოქმედოს’ და განსაცდელმა ბოლომდე ჩაიაროს ისე, რომ არ ვეცადოთ არაბიბლიური საშუალებებით მის ნაჩქარევად დასრულებას. ამგვარად ჩვენი რწმენა გამოიცდება და დაიხვეწება; აგრეთვე დაინახავთ, რამხელა ძალასა და მოთმინებას შეგმატებთ რწმენა. იოსებსა და დავითს ჰქონდათ ასეთი მოთმინება. ისინი არ ცდილობდნენ პრობლემიდან ისეთი გამოსავლის პოვნას, რომელიც იეჰოვას უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ნაცვლად ამისა, მაქსიმალურად ცდილობდნენ თავიანთი მდგომარეობის საუკეთესოდ გამოყენებას. ისინი იეჰოვას ელოდებოდნენ და ამგვარად მოქმედებისთვის კურთხეულნიც იყვნენ. იეჰოვამ ორივე მათგანი თავისი ხალხის მხსნელად და წინამძღოლად გამოიყენა (დაბადება 41:39—41; 45:5; 2 მეფეთა 5:4, 5).
შეიძლება ჩვენც აღმოვჩნდეთ რთულ სიტუაციაში და დავდგეთ ცდუნების წინაშე — მდგომარეობიდან გამოსავალი არაბიბლიური გადაწყვეტილების მიღებით შევეცადოთ. მაგალითად, გულგატეხილი ხომ არა ხართ იმის გამო, რომ მომავალ მეუღლედ შესაფერის ადამიანს ჯერ არ შეხვედრიხართ? თუ ასეა, ნუ აჰყვებით ცდუნებას და ნუ დაარღვევთ იეჰოვას მითითებას მხოლოდ „უფალში“ დაქორწინებასთან დაკავშირებით (1 კორინთელთა 7:39). ოჯახური პრობლემები ხომ არ გამძიმებთ? ნაცვლად იმისა, რომ წუთისოფელში გაბატონებული სული გადმოიღოთ და განცალკევება ან განქორწინება გადაწყვიტოთ, ეცადეთ, ერთად მოაგვაროთ პრობლემები (მალაქია 2:16; ეფესელთა 5:21—33). ხომ არ გიჭირთ ოჯახზე ზრუნვა რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო? დაელოდოთ იეჰოვას — იმასაც ნიშნავს, რომ ფულის გასაკეთებლად საეჭვო, უკანონო საქმე არ წამოიწყოთ (ფსალმუნები 36:25; ებრაელთა 13:18). მართლაც, თითოეულმა ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ მდგომარეობის საუკეთესოდ გამოსაყენებლად და იეჰოვასთვის ჩვენი დაჯილდოების საშუალების მისაცემად. დაე ამგვარად მოვიქცეთ და მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, დაველოდოთ იეჰოვას, რათა მან გვიპოვოს საუკეთესო გამოსავალი (მიქა 7:7).
იეჰოვა შეგეხიდებათ
იოსებისა და დავითის მსგავს ბიბლიურ პერსონაჟებზე დაფიქრება, რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ გულგატეხილობასა და სირთულეებს, ჩვენზე დადებითად იმოქმედებს. თუმცა მათ შესახებ მონათხრობს ბიბლიის მხოლოდ რამდენიმე გვერდი ეთმობა, მათი განსაცდელები წლების განმავლობაში გრძელდებოდა. საკუთარ თავს დაუსვით კითხვები: როგორ შეძლეს ღვთის ასეთმა მსახურებმა თავიანთ მდგომარეობასთან შეგუება? როგორ შეინარჩუნეს სიხარული? რა თვისებები უნდა განევითარებინათ მათ?
ჩვენთვის სასარგებლოა იეჰოვას თანამედროვე მსახურების მიერ გამოვლენილი მოთმინების მაგალითების განხილვაც (1 პეტრე 5:9). ყოველწლიურად „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში მრავალი ბიოგრაფია იბეჭდება. კითხულობთ მათ და უფიქრდებით ერთგულ ქრისტიანთა მაგალითებს? გარდა ამისა, ჩვენს კრებებში არიან თანაქრისტიანები, რომლებიც რთულ მდგომარეობაში ერთგულად ინარჩუნებენ მოთმინებას. რეგულარულად ესაუბრებით მათ კრების შეხვედრებზე და ცდილობთ მათგან რამის სწავლას? (ებრაელთა 10:24, 25).
როდესაც რთულ სიტუაციაში ხართ, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ზრუნავს თქვენზე და შეგეხიდებათ (1 პეტრე 5:6—10). ძალ-ღონის დაუშურველად ეცადეთ, რომ მდგომარეობამ არ მართოს თქვენი ცხოვრება. მიბაძეთ იოსებს, დავითსა და სხვა ერთგულ მსახურებს, რომლებმაც წყენა გულში არ ჩაიტოვეს, საუკეთესოდ გამოიყენეს თავიანთი მდგომარეობა და იეჰოვას დაელოდნენ, რათა მას ეპოვა საუკეთესო გამოსავალი. გამუდმებით ილოცეთ, აქტიურად ჩაებით სულიერ საქმიანობაში და, ამგვარად, დაუახლოვდით იეჰოვას. თუ ასე მოიქცევით, დაინახავთ, რომ, სირთულეების მიუხედავად, სიხარულსა და ბედნიერებას არ დაკარგავთ (ფსალმუნები 33:9).
[სურათი 20, 21 გვერდებზე]
იოსები იღვწოდა იმისათვის, რომ საუკეთესოდ გამოეყენებინა თავისი მდგომარეობა.
[სურათი 23 გვერდზე]
დავითი დაელოდა იეჰოვას, რათა მას ეპოვა პრობლემებიდან საუკეთესო გამოსავალი.