რას ნიშნავს თქვენთვის ლოცვა „მამაო ჩვენო“?
რას ნიშნავს თქვენთვის ლოცვა „მამაო ჩვენო“?
ლოცვა „მამაო ჩვენო“, რომელიც იესომ მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა, ჩაწერილია ბიბლიაში მათეს მე-6 თავის მე-9—13 მუხლებში. ლოცვის წარმოთქმამდე იესომ აღნიშნა: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად, როგორც უცხოტომელები აკეთებენ, რადგან ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან“ (მათე 6:7).
ნათელია, იესო არ გულისხმობდა იმას, რომ ლოცვა სიტყვასიტყვით წარმოთქმულიყო. მან მოგვიანებით ეს ლოცვა სხვა მსმენელებთანაც გაიმეორა (ლუკა 11:2—4). მაგრამ მათესა და ლუკას სახარებებში ჩაწერილი ლოცვის სიტყვები რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისგან. უფრო მეტიც, მოგვიანებით იესო და მისი მოწაფეები ლოცვისას არ იყენებდნენ ზუსტად იმ სიტყვებს, რომლებიც ლოცვის ნიმუშშია მოცემული.
რატომ ჩაიწერა „მამაო ჩვენო“ ბიბლიაში? ლოცვის ამ ნიმუშის საშუალებით იესო გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ლოცვები მისაღები იყოს ღვთისთვის; ამასთანავე, ცხოვრებაში წამოჭრილ ძირითად კითხვებზეც ვპოულობთ პასუხებს. მოდი დაწვრილებით განვიხილოთ „მამაო ჩვენო“.
რა არის ღვთის სახელი?
„ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9). ეს შესავალი სიტყვები უფრო გვაახლოებს იეჰოვასთან, რადგან მივმართავთ მას — „ჩვენო ზეციერო მამა“. ბავშვის მსგავსად — რომელსაც გული მიუწევს მოსიყვარულე და თანამგრძნობი მშობლისკენ — ჩვენც შეგვიძლია მივმართოთ ზეციერ მამას დარწმუნებულებმა, რომ მას სურს, მოგვისმინოს. „მომსმენო ლოცვისა, — მღეროდა მეფე დავითი, — შენთან მოვა ყველა ხორციელი“ (ფსალმუნები 64:3, სსგ).
იესო გვასწავლის, რომ ღვთის სახელის განწმენდის შესახებ ვილოცოთ. მაგრამ რა არის
ღვთის სახელი? ბიბლია გვპასუხობს ამ კითხვაზე: «მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი [„იეჰოვა“, აქ], მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე“ (ფსალმუნები 82:19). წაგიკითხავთ ოდესმე ღვთის სახელი — იეჰოვა — ბიბლიაში?სინამდვილეში, ღვთის სახელი „იეჰოვა“ თითქმის 7 000-ჯერ გვხვდება ძველ ბიბლიურ ხელნაწერებში. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა მთარგმნელმა უფლება მისცა საკუთარ თავს და ღვთის სახელი ამოიღო ბიბლიის თარგმანებიდან. ამიტომაც ვლოცულობთ, რომ შემოქმედმა განწმინდოს თავისი სახელი (ეზეკიელი 36:23). ლოცვის თანახმად რომ ვიმოქმედოთ, საჭიროა ლოცვისას გამოვიყენოთ სახელი იეჰოვა.
პატრიცია კათოლიკედ აღიზარდა და მისთვის კარგად ნაცნობი იყო ლოცვა „მამაო ჩვენო“. რა რეაქცია ჰქონდა მას, როდესაც ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ ღვთის სახელი აჩვენა ბიბლიაში? «ვერ ვიჯერებდი! — თქვა ქალმა. — ამიტომ ჩემს პირად ბიბლიაში დავუწყე მას ძებნა და იქაც აღმოვაჩინე. შემდეგ მოწმეებმა მაჩვენეს მათეს 6:9, 10 და ამიხსნეს, რომ ლოცვა „მამაო ჩვენო“ ღვთის სახელსაც ეხება. ამან ძალიან ამაღელვა და ვთხოვე მათ, რომ ჩემთვის ბიბლია ესწავლებინათ».
ღვთის ნების შესრულება დედამიწაზე
„მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). როგორ შესრულდება ლოცვის ეს ნაწილი? უმეტესობას ზეცა წარმოუდგენია ისეთ ადგილად, სადაც მშვიდობა, სიწყნარე სუფევს. ბიბლიაში ზეცა მოხსენიებულია, როგორც იეჰოვას „წმიდა და დიადი სავანე“ (ესაია 63:15). ამიტომ ვლოცულობთ, რომ ღვთის ნება შესრულდეს დედამიწაზე ისევე, ‘როგორც ზეცაშია’ შესრულებული. მაგრამ როგორ მოხდება ეს?
დანიელმა იწინასწარმეტყველა: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა, და ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა [მიწიერ] სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44). ეს ზეციერი სამეფო ანუ მთავრობა მალე დაიწყებს მოქმედებას, რათა მთელ მსოფლიოში დაამყაროს მშვიდობა თავისი სამართლიანი მმართველობით (2 პეტრე 3:13).
ღვთის სამეფოს მოსვლასა და დედამიწაზე ღვთის ნების შესრულებაზე როცა ვლოცულობთ, ამით რწმენას ვავლენთ, რომელიც არასდროს მიგვიყვანს იმედგაცრუებამდე. მოციქულმა იოანემ დაწერა: «გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთან არის. ის მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხები იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“». შემდეგ მან დაამატა: «ტახტზე მჯდომმა თქვა: . . . გამოცხადება 21:3—5).
„დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“» (ლოცვა და ჩვენი ფიზიკური მოთხოვნილებები
ლოცვის ამ ნიმუშით იესომ აჩვენა, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენი ლოცვა დაკავშირებული უნდა იყოს ღვთის სახელთან და მის ნებასთან. თუმცა შემდეგ, ლოცვის ნიმუშში პირად სათხოვარზეც გაამახვილა ყურადღება, რის შესახებაც მართებულია მივმართოთ იეჰოვას.
იესო ერთ-ერთ მოთხოვნილებაზე ამახვილებს ყურადღებას — „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“ (მათე 6:11). ეს არ გულისხმობს სიმდიდრის თხოვნას. იესო მოგვიწოდებს, ვილოცოთ, რომ გვქონდეს „დღეისთვის სამყოფი პური“ (ლუკა 11:3). ლოცვის ნიმუშის თანახმად, შეგვიძლია რწმენით ვილოცოთ, რომ ღმერთი ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებს დააკმაყოფილებს, თუ გვიყვარს და ვემორჩილებით მას.
მატერიალურზე გადამეტებულმა წუხილმა შესაძლოა სულიერ მოთხოვნილებებზე უარი გვათქმევინოს, რის შედეგადაც მოვსუსტდებით და ვერ შევძლებთ ღვთის ნების შესრულებას. მაგრამ ღვთისადმი თაყვანისცემას თუ პირველ ადგილზე დავაყენებთ, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ სათხოვარი ისეთ მატერიალურ საჭიროებებზე, როგორიცაა საკვები და ტანსაცმელი, შესმენილ იქნება. იესომ თქვა: „უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათე 6:26—33). ამის გაკეთება ადვილი არ არის, რადგან თითოეული ჩვენგანი ცოდვილია და პატიებას საჭიროებს (რომაელები 5:12). ლოცვაში ეს საკითხიც მოიხსენიება.
ლოცვები პატიებასთან დაკავშირებით
„გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვაპატიეთ ჩვენს მოვალეებს“ (მათე 6:12). ლუკას სახარებიდან ჩანს, რომ „ვალებში“ „ცოდვები“ იგულისხმება (ლუკა 11:4). ნამდვილად გვაპატიებს იეჰოვა ღმერთი ცოდვებს?
თუმცა მეფე დავითმა სერიოზული ცოდვები ჩაიდინა, მოინანია და რწმენით ილოცა: «შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ [„მზად ხარ პატიებისთვის“, აქ], და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს» (ფსალმუნები 85:5). მართლაცდა მანუგეშებელი სიტყვებია! ჩვენი ზეციერი მამა ‘მზადაა, აპატიოს’ ცოდვები მათ, ვინც სინანულით მიმართავს მას. სწორად ისე, როგორც ვალის სრულად პატიებაა შესაძლებელი, იეჰოვასაც შეუძლია სრულად გვაპატიოს ჩვენი ცოდვები.
მაგრამ იესო შეგვახსენებს — ღმერთმა რომ გვაპატიოს, თავად უნდა ვაპატიოთ სხვებს (მათე 6:14, 15). თუმცა გულმართალ იობს ცუდად მოეპყრო თავისი სამი მეგობარი, მან აპატია მათ და ილოცა კიდეც მათთვის (იობი 42:10). თუ ჩვენც ვპატიობთ მას, ვინც შესცოდა ჩვენ წინააღმდეგ, გულს გავუხარებთ ღმერთს და მის გულმოწყალებას დავიმსახურებთ.
ღმერთის მზადყოფნამ — ყური დაუგდოს ჩვენს სათხოვარს — უნდა აღგვძრას, მისი მოწონება დავიმსახუროთ. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები ვართ (მათე 26:41). იეჰოვას შეუძლია დაგვეხმაროს; სწორედ ამ მნიშვნელოვანი სათხოვრით მთავრდება ლოცვის ნიმუში.
სიმართლის გზაზე სიარულში დახმარება
„ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“ (მათე 6:13). იეჰოვა გვეხმარება, წინააღმდეგობა გავუწიოთ ცდუნებას და ცოდვა არ ჩავიდინოთ. მის სიტყვაში ნათქვამია: „შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკობი 1:13). ღმერთი უშვებს, რომ გამოვიცადოთ, მაგრამ მას შეუძლია კიდეც გვიხსნას უდიდესი მაცდურისგან — „ბოროტისგან“, რომელიც სატანა ეშმაკად არის ცნობილი.
პავლე მოციქული მოუწოდებდა თანაქრისტიანებს: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ. თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დადის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). სატანამ სრულყოფილი იესო ქრისტეც კი დააყენა ცდუნების წინაშე. რა იყო ეშმაკის მიზანი? მას სურდა, იესო იეჰოვა ღმერთის წმინდა თაყვანისმცემლობიდან ჩამოეშორებინა (მათე 4:1—11). თუ ღმერთს ემსახურებით, სატანის მიზანია, თქვენც ჩამოგაშოროთ ღვთის თაყვანისმცემლობას.
1 იოანე 5:19). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რეგულარულად მივმართოთ ღმერთს დახმარებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამუდმებით გვიწევს ცდუნებასთან ბრძოლა. და, თუ თაყვანს ვცემთ იეჰოვას მისი სიტყვის — ბიბლიის — თანახმად, ის დაგვეხმარება, წინააღმდეგობა გავუწიოთ ეშმაკს. „ღმერთი ერთგულია, — გვეუბნება ბიბლია, — და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება“ (1 კორინთელები 10:13).
სატანა ქვეყნიერების მმართველია; ის შეიძლება შეეცადოს ჩვენს შეცდენას და ისეთ საქმეებში მიგვაღებინოს მონაწილეობა, რასაც ღმერთი არ იწონებს (ღვთისადმი რწმენა მნიშვნელოვანია
ძალიან სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ზეციერი მამა დაინტერესებულია თითოეული ჩვენგანით! ის თავისი ძის მეშვეობითაც კი გვასწავლის, როგორ ვილოცოთ. ეს აღგვძრავს, გული გავუხაროთ იეჰოვა ღმერთს. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
ბიბლია ამბობს: „რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6). როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ასეთი რწმენა? „რწმენა მოსმენილის მეშვეობით მოდის“, — ნათქვამია ბიბლიაში (რომაელები 10:17). იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით ვესაუბრებით ბიბლიურ საკითხებზე ყველას, ვისაც სწყურია ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენით მსახურება.
ვიმედოვნებთ, რომ ამ ლოცვის განხილვა უფრო მეტად დაგეხმარათ, ღრმად ჩაწვდომოდით მის მნიშვნელობას. იეჰოვას შესახებ მეტი ცოდნის მიღება და იმის გაგება, თუ ღმერთი როგორ „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“, მისდამი რწმენას გაგიძლიერებთ. თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ, რათა მარადიულად გქონდეთ ახლო ურთიერთობა თქვენს ზეციერ მამასთან (იოანე 17:3).
[ჩანართი 5 გვერდზე]
„ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური. გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვაპატიეთ ჩვენს მოვალეებს და ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“ (მათე 6:9—13).
[სურათი 7 გვერდზე]
იეჰოვა თავის მოყვარულთა აუცილებელ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.
[სურათი 7 გვერდზე]
ღმერთი აგრეთვე გვეხმარება, წინააღმდეგობა გავუწიოთ ეშმაკს.
[სურათი 7 გვერდზე]
იობის მსგავსად, თუ ვპატიობთ სხვებს შეცდომებს, ღვთის გულმოწყალებით ვისარგებლებთ.