უფრო მეტის ძიებაში
უფრო მეტის ძიებაში
„თუ ყოველთვის იმაზე მეტი გვსურს, ვიდრე გვაქვს, ვერასდროს დავკმაყოფილდებით“ (A Worldwatch Institute report).
„რა გვსურს? ყველაფერი. როდის? ახლავე“. ეს დევიზი დიდი პოპულარობით სარგებლობდა სტუდენტებს შორის მეოცე საუკუნის 60-იან წლებში. დღეს შეიძლება ზუსტად ეს სიტყვები არ გაიგონოთ, მაგრამ ძირითადი იდეა შენარჩუნებულია. უფრო მეტის შეძენის სურვილი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით ჩვენი დროისთვისაა დამახასიათებელი.
ბევრისთვის სიმდიდრისა და მატერიალური ქონების დაგროვებას ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი უკავია. შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯეიმზი კარტერმა ერთხელ თქვა: „ადამიანი თავისი საქმეებით კი აღარ ფასდება, არამედ მატერიალური ქონებით“. არის რაიმე მატერიალურზე უფრო ძვირფასი? თუ დიახ, რა არის ეს და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას ჩვენთვის?