„იფხიზლეთ“
„იფხიზლეთ“
ძველ დროში კარის მცველები ქალაქის და ტაძრის ჭიშკართან, ზოგ შემთხვევაში კი კერძო სახლების შესასვლელებთან მსახურობდნენ. ისინი ზრუნავდნენ, რომ ღამით ჭიშკარი ჩარაზული ყოფილიყო და ამასთანავე გუშაგებადაც მსახურობდნენ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო, რადგან ქალაქის უსაფრთხოება მათზე იყო დამოკიდებული; ისინი მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ამცნობდნენ.
იესო ქრისტესთვის ცნობილი იყო, თუ რა როლს ასრულებდნენ კარის მცველები, რომელთაც აგრეთვე დარაჯები ერქვათ. ერთხელ მან თავისი მოწაფეები დარაჯებს შეადარა და მოუწოდა მათ, რომ იუდეველთა სისტემის აღსასრულის მოლოდინში სიფხიზლე შეენარჩუნებინათ. მან თქვა: „ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო. ეს ისევეა, სხვა ქვეყანაში მიმავალმა კაცმა სახლი რომ დატოვოს, . . . დარაჯს კი უბრძანოს, იფხიზლეო. ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი“ (მარკოზი 13:33—35).
ამის შესაბამისად, უკვე 125 წელია, რაც ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ ყველას ამცნობს იესოს მითითებას, ‘იფხიზლონ’. როგორ? როგორც ეს ჟურნალის მე–2 გვერდზეა აღნიშნული: „ჟურნალი თვალყურს ადევნებს მსოფლიო მოვლენებს, რადგან ამ მოვლენებით ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულდება. ის ყველას ანუგეშებს სასიხარულო ცნობით, რომ ღვთის სამეფო მალე გაანადგურებს სხვების შემავიწროებლებს და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს“. „საგუშაგო კოშკი“ მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული რელიგიური ჟურნალია — 150 ენაზე ის 26 000 000–ზე მეტ ეგზემპლარად გამოდის. ამ ჟურნალის საშუალებით იეჰოვას მოწმეები, ძველ დროში მომსახურე კარის მცველების მსგავსად, ყველგან მოუწოდებენ ადამიანებს, რომ ‘იფხიზლონ’ სულიერად, რადგან პატრონი, იესო ქრისტე, სულ მალე დაბრუნდება და აღასრულებს ამ ქვეყნიერებისთვის გამოტანილ განაჩენს (მარკოზი 13:26, 37).