მშობლებო, დაიცავით ძვირფასი მემკვიდრეობა
მშობლებო, დაიცავით ძვირფასი მემკვიდრეობა
‘სიბრძნე დაიფარავს კაცს; მის მფლობელს აცოცხლებს’ (ეკლესიასტე 7:12, სსგ).
1. რატომ უნდა მიიჩნიონ მშობლებმა შვილები ძვირფას საჩუქრად?
მშობლებს გარკვეული წვლილი მიუძღვით ფიზიკურად თუ პიროვნული თვისებებით თავიანთი მსგავსი შთამომავლის დაბადებაში. ბიბლია ბავშვებს უწოდებს „მემკვიდრეობას იეჰოვასგან“ (ფსალმუნები 127:3, აქ; [126:3]). სინამდვილეში, რადგან იეჰოვაა სიცოცხლის მომცემი, ის თავის საკუთრებას მშობლებს ანდობს (ფსალმუნები 35:10). მშობლებო, როგორ უყურებთ ღვთისგან ბოძებულ ასეთ ძვირფას საჩუქარს?
2. რა რეაქცია ჰქონდა მანოახს, როდესაც შეიტყო, რომ მამა უნდა გამხდარიყო?
2 რასაკვირველია, ასეთი საჩუქრის მიღება დიდ პატივად უნდა ჩავთვალოთ და მადლიერება გამოვავლინოთ. 3 000 წელზე მეტი ხნის წინათ ერთმა ებრაელმა მამაკაცმა, მანოახმა, მადლიერება გამოხატა, როდესაც მის ცოლს ანგელოზმა აუწყა, რომ შვილი შეეძინებოდა. სასიხარულო ამბის გაგებისთანავე მანოახმა იეჰოვას მიმართა ლოცვით: „გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც შენ მოავლინე, კიდევ ერთხელ გვეწვიოს და გვასწავლოს, თუ რა ვუყოთ იმ ყრმას, რომელიც გაჩნდება“ (მსაჯულთა 13:8). მშობლებო, რისი სწავლა შეგიძლიათ მანოახის მაგალითიდან?
რატომ არის ღვთის დახმარება საჭირო განსაკუთრებით ახლა?
3. რატომ ესაჭიროებათ განსაკუთრებით დღეს მშობლებს შვილების აღსაზრდელად იეჰოვას დახმარება?
3 ახლა, ისე როგორც არასდროს, მშობლებს შვილების აღსაზრდელად იეჰოვას დახმარება ესაჭიროებათ. რატომ? სატანა ეშმაკი დემონებთან ერთად ზეციდან დედამიწაზეა გადმოგდებული. ბიბლიაში ნათქვამია: „ვაი მიწას . . . ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:7—9, 12). ბიბლია ხსნის, რომ სატანა „დადის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). ლომები, ჩვეულებრივ, ხელში ადვილად ჩასაგდებ მსხვერპლზე ნადირობენ და ხშირად ასეთი მსხვერპლი პატარები ხდებიან. ამიტომ გონივრულია, რომ ქრისტიანმა მშობლებმა შვილების დასაცავად იეჰოვას ხელმძღვანელობა ეძებონ. რამდენად დიდ ძალისხმევას ახმართ შვილების დაცვას?
4. ა) როგორ მოიქცევა მშობელი, თუ ეცოდინება, რომ ახლომახლო მბრდღვინავი ლომი დახეტიალობს? ბ) რა ესაჭიროებათ ბავშვებს თავის დასაცავად?
4 თუ იცით, რომ ახლომახლო მბრდღვინავი ლომი დახეტიალობს, უეჭველია, ყველაფერს გააკეთებთ შვილების დასაცავად. სატანაც ლომის მსგავსი მტაცებელია. ის ყველანაირად ცდილობს ღვთის ხალხის ზნეობრივად გარყვნას, რათა ისინი აღარ იყვნენ ღვთისთვის მოსაწონი (იობი 2:1—7; 1 იოანე 5:19). ბავშვები ადვილი სამიზნეები არიან. ეშმაკის მახისგან რომ თავი დააღწიონ, ბავშვებმა უნდა გაიცნონ იეჰოვა და დაემორჩილონ მას. მნიშვნელოვანია ბიბლიური შემეცნების მიღება. იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). გარდა ამისა, ბავშვებს ესაჭიროებათ სიბრძნე — გაგების უნარი და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება. ‘სიბრძნე აცოცხლებს მის მფლობელს’; ამიტომ, მშობლებო, თქვენ უნდა ჩაუბეჭდოთ შვილებს გულში ჭეშმარიტება (ეკლესიასტე 7:12). როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?
5. ა) როგორ უნდა ჩავუნერგოთ ბავშვებს სიბრძნე? ბ) როგორ არის წიგნ „იგავებში“ სიბრძნე აღწერილი?
5 შვილებს ღვთის სიტყვა უნდა უკითხოთ. მაგრამ იმისათვის, რომ უყვარდეთ იეჰოვა და დაემორჩილონ მას, უფრო მეტია საჭირო — გაგების უნარი. მაგალითად, შესაძლოა ბავშვს ეუბნებიან, რომ ქუჩის გადაკვეთამდე მარჯვნივ და მარცხნივ გაიხედოს. მაგრამ ბევრი არ აკეთებს ამას. რატომ? შესაძლოა ამის მიზეზი ის არის, რომ ხშირად ბავშვებს კარგად არ უხსნიან, რა მოჰყვება იმას, თუ მათ მანქანა დაარტამს; ან ამას ისე ეუბნებიან, რომ ბავშვები ბოლომდე ვერ ათვითცნობიერებენ მოსალოდნელ საშიშროებას და „უგუნურებას“ სჩადიან. ბავშვებში სიბრძნის ჩანერგვას დრო და დიდი მოთმინება სჭირდება. სიბრძნე მართლაც ძვირფასია! „მისი გზები საამური გზებია, — ნათქვამია ბიბლიაში. — და მისი ყველა ბილიკი მშვიდობაა. სიცოცხლის ხეა ის მათთვის, ვინც ეჭიდება მას, და მას მინდობილნი ნეტარნი არიან“ (იგავები 3:13—18; 22:15).
სწავლება, რომელიც სიბრძნის ჩანერგვას უწყობს ხელს
6. ა) რატომ იქცევიან ხშირად ბავშვები უგუნურად? ბ) რა ბრძოლას ეწევა ეშმაკი?
6 ხშირად ბავშვები არასწორად იმიტომ კი არ იქცევიან, რომ არ ასწავლეს სწორისა და არასწორის გარჩევა, არამედ იმიტომ, რომ ნასწავლი მათ გულს არ შეეხო. ეშმაკი ბრძოლას ეწევა, რომ ბავშვის გულზე იმოქმედოს. მისი მიზანია, ბავშვი უღვთო ქვეყნიერების ზეგავლენაში მოაქციოს. ის აგრეთვე ცდილობს, გამოიყენოს ცოდვისკენ მემკვიდრეობით მიღებული მიდრეკილება და ბავშვს ცუდი საქმეები ჩაადენინოს (დაბადება 8:21; ფსალმუნები 50:7). მშობლებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ, სინამდვილეში, ეშმაკი ბავშვის გულის დასამონებლად იბრძვის.
7. რატომ არ არის საკმარისი ბავშვისთვის მხოლოდ იმის თქმა, რა არის სწორი და რა — არასწორი?
7 მშობლები, ჩვეულებრივ, ეუბნებიან შვილს, რა არის სწორი და რა — არასწორი, და დარწმუნებულები არიან, რომ შვილებს მორალურ ნორმებს ასწავლიან. ისინი, შესაძლოა, ეუბნებიან შვილებს, რომ ტყუილის თქმა, ქურდობა ან ქორწინების გარეშე სექსი არასწორია. თუმცა, ბავშვმა მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა გამოავლინოს მორჩილება, რომ ამას მშობლები ეუბნებიან, არამედ მთელი გულით უნდა სურდეს ამის გაკეთება. ზნეობრივი ნორმები იეჰოვამ დაგვიდგინა. ბავშვმა უნდა ისწავლოს, რომ ღვთის მცნებების დაცვით სიბრძნეს გამოავლენს (იგავები 6:16—19; ებრაელები 13:4).
8. რისი ახსნა დაეხმარება ბავშვს ბრძნულად მოქცევაში?
8 სამყაროს რთული აგებულება, ცოცხალი არსებების მრავალფეროვნება, წელიწადის დროების მონაცვლეობა — ეს ყველაფერი ბავშვს დაარწმუნებს, რომ არსებობს ყოვლადბრძენი შემოქმედი (რომაელები 1:20; ებრაელები 3:4). უფრო მეტიც, ბავშვს უნდა ასწავლოთ, რომ ღმერთს უყვარს ის და თავისი ძის მსხვერპლის საფუძველზე მას მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს. ბავშვს ისიც უნდა აუხსნათ, რომ ღვთის სიტყვისადმი მორჩილებით იეჰოვას გაახარებს. ამგვარად, ეშმაკის წინააღმდეგობების მიუხედავად, ბავშვს სურვილი ექნება, ემსახუროს იეჰოვას (იგავები 22:6; 27:11; იოანე 3:16).
9. ა) რას მოითხოვს სიცოცხლის გადამრჩენი სწავლება? ბ) რისკენ მოუწოდებენ მამებს და რა შედის ამაში?
ეფესოელები 6:4). რას ნიშნავს ეს? „დარიგებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სიტყვასიტყვით ნიშნავს „აზრების ჩადებას“. ასე რომ, მამებს მოუწოდებენ, შვილებს იეჰოვას აზრები ჩაუნერგონ. მართლაც, როგორ დაიცავს ასეთი აზროვნება ბავშვებს! თუ ბავშვებს ღვთის აზრები გონებაში ექნებათ ჩაბეჭდილი, ბოროტებას აღარ ჩაიდენენ.
9 სწავლება, რომელიც იცავს ბავშვს და სწორის კეთებისკენ აღძრავს, დროს, ყურადღების გამოვლენასა და კარგ დაგეგმვას მოითხოვს. ასევე საჭიროა, მშობლებმა ღვთის სიტყვით იხელმძღვანელონ. ბიბლიაში ნათქვამია: „თქვენ კი, მამებო . . . იზრუნეთ მათზე [შვილებზე] — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (სიყვარულით აღძრულნი
10. რა არის საჭირო შვილის სწორად აღსაზრდელად?
10 იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოთ და შვილი სწორად აღზარდოთ, საჭიროა თქვენს მცდელობას სიყვარული დაურთოთ. ამისათვის მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა. გაარკვიეთ, რა ხდება შვილის პირად ცხოვრებაში და გაიგეთ მისი თვალსაზრისი. მშვიდ ატმოსფეროში, ტაქტიანობის გამოვლენით აღძარით ის, გული გადაგიშალოთ. ზოგჯერ შესაძლოა გაგაოცოთ მისმა ნათქვამმა. თავი შეიკავეთ აღშფოთებისგან და დიდი ინტერესით უსმინეთ.
11. როგორ შეუძლია მშობელს ღვთის აზრები ჩაუნერგოს შვილს?
11 თქვენ, ალბათ, უკითხავთ შვილს ბიბლიიდან ღვთის კანონს, რომ ღმერთი კრძალავს სექსუალურ უზნეობას (1 კორინთელები 6:18; ეფესოელები 5:5). ასეთნაირად შესაძლოა ჩააგონოთ შვილს, რა მოსწონს იეჰოვას და რა — არა. თუმცა იეჰოვას აზრების ჩასანერგად უფრო მეტია საჭირო. ბავშვებს უნდა აუხსნათ, რატომ არის იეჰოვას კანონების დაცვა მნიშვნელოვანი. ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მისი კანონები სწორი და სასარგებლოა. სწორედ ამიტომ არის მართებული მათი დაცვა. შვილებს ღვთის აზრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაუნერგავთ, თუ მათთან ერთად იმსჯელებთ ღვთის სიტყვაზე.
12. როგორ შეუძლია მშობელს დაეხმაროს შვილს, სწორი თვალსაზრისი ჰქონდეს სქესობრივ კავშირზე?
12 სქესობრივ კავშირზე საუბრისას შეგიძლიათ ჰკითხოთ: „შენი აზრით, მოაკლდება ადამიანს სიხარული, თუ დაემორჩილება იეჰოვას და თავს შეიკავებს ქორწინებამდელი სქესობრივი კავშირისგან?“. წაახალისეთ ბავშვი, თავისი აზრი გამოთქვას. მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებთ, თუ რა სასწაულებრივად შექმნა იეჰოვამ ადამიანი, ჰკითხეთ: „განა ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი ისეთ კანონებს დაგვიდგენდა, რომლებიც სიამოვნებასა და სიხარულს წაგვართმევს? ან განა იეჰოვამ კანონები ჩვენს დასაცავად და სიხარულის მოსანიჭებლად არ შექმნა?“ (ფსალმუნები 118:1, 2; ესაია 48:17). გაიგეთ ბავშვის თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით. შემდეგ მოუყვანეთ მაგალითები, თუ რა გულისტკივილი და სავალალო შედეგები მოჰყვება სექსუალური უზნეობის ჩადენას (2 მეფეთა 13:1—33). თუ მსჯელობის შედეგად ბავშვი გაიგებს და გაითვალისწინებს ღვთის თვალსაზრისს, კარგ ნიადაგს მოამზადებთ მასში ღვთის აზრების ჩასანერგად. თუმცა მხოლოდ ამის გაკეთება არ არის საკმარისი.
13. განსაკუთრებით, რის გაგებამ შეიძლება აღძრას ბავშვი იეჰოვასადმი მორჩილებისკენ?
იობი 1:9—11; 27:5). ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ თავისი საქციელით შეუძლია გაახაროს იეჰოვა ან გული ატკინოს მას (იგავები 27:11). ეს და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი შეგიძლიათ შვილებს ასწავლოთ წიგნის, „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ *, გამოყენებით.
13 გონივრულია, შვილებს მხოლოდ ის კი არ ასწავლოთ, თუ რა სამწუხარო შედეგები მოჰყვება დაუმორჩილებლობას, არამედ ისიც აუხსნათ, როგორ მოქმედებს იეჰოვაზე ჩვენი ცხოვრების წესი. ბიბლიიდან უჩვენეთ, რამხელა ტკივილს ვაყენებთ იეჰოვას, როდესაც მისი ნებისამებრ არ ვიქცევით (ფსალმუნები 77:41). ჰკითხეთ: „რატომ არ უნდა ატკინო გული იეჰოვას?“ და აუხსენით: „ღვთის მტერი — სატანა, აცხადებს, რომ იეჰოვას ეგოისტური მიზნების გამო ვემსახურებით და არა სიყვარულის გამო“. შემდეგ უთხარით, რომ იობმა უმწიკვლობის დაცვით გაახარა ღმერთი, რითაც პასუხი გასცა სატანის ცილისმწამებლურ ბრალდებას (სასურველი შედეგი
14, 15. ა) წიგნის რომელი გაკვეთილები აღძრავს ბავშვებს სწორად მოქცევისკენ? ბ) პირადად თქვენს შვილებს რა სარგებლობა მოუტანა ამ წიგნმა? (იხილეთ აგრეთვე მე–18 და მე–19 გვერდებზე მოცემული ჩარჩო).
14 ხორვატიაში მცხოვრები ერთი მამაკაცი, რომელიც თავის შვიდი წლის შვილიშვილს ამ წიგნს უკითხავს, გვწერს, რა უთხრა ბავშვმა: «დედამ რაღაცა დამავალა, მაგრამ არ მინდოდა მისი გაკეთება. ცოტა ხნის შემდეგ გამახსენდა წიგნის ერთ–ერთი თავი, „მორჩილება დაგიცავს“, და დედას ვუთხარი, რომ დავემორჩილებოდი». 22–ე თავის შესახებ, რომლის სათაურიცაა „რატომ არ უნდა მოვიტყუოთ?“, ფლორიდიდან (აშშ) ერთმა წყვილმა მოგვწერა: „იქ დასმული კითხვები ბავშვებს აღძრავს, გამოხატონ გრძნობები და აღიარონ შეცდომები, რასაც სხვა შემთხვევაში, ალბათ, არ გააკეთებდნენ“.
15 წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ 230–ზე მეტ სურათს შეიცავს. თითოეულ სურათთან (ან სურათებთან) გაკეთებულია წარწერა. «ხშირად ჩემი ბავშვი ისე გაფაციცებით აკვირდება სურათებს, რომ გადაფურცვლის საშუალებას არ მაძლევს, — შენიშნავს მადლიერი დედა. — სურათები არა მარტო მიმზიდველია, არამედ ბევრ რამეს ასწავლის ბავშვს და მას კითხვების დასმისკენ აღძრავს. იმ სურათთან დაკავშირებით, სადაც ბავშვი ბნელ ოთახში ტელევიზორს უყურებს, ჩემმა ბიჭმა მკითხა: „დედიკო, რას აკეთებს ეს ბიჭი?“; მან ისეთი ტონით მკითხა, თითქოს ესმოდა, რომ სურათზე გამოსახული ბიჭი რაღაც არასწორს აკეთებდა». ამ სურათთან კითხვაა დასმული: „ვინ ხედავს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ?“.
უაღრესად მნიშვნელოვანი განათლება
16. რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს და რატომ?
16 ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა სასქესო ორგანოებზე. თუმცა ამაზე საუბარი ყოველთვის იოლი არ არის. ერთი გაზეთის მიმომხილველმა აღნიშნა, რომ მისი მოზარდობის პერიოდში ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც სქესობრივ კავშირთან ან სასქესო ორგანოებთან იყო დაკავშირებული, სასირცხვილოდ ითვლებოდა. თავის შვილებთან დაკავშირებით ის წერს: „გადავწყვიტე, დამეძლია სირცხვილის გრძნობა“. როდესაც მშობლები უხერხულობის გამო თავს არიდებენ შვილთან სქესობრივ კავშირზე საუბარს, ამით მათ ვერ დაიცავენ. ბავშვების უცოდინარობით შეიძლება ისარგებლონ ისეთმა ადამიანებმა, რომლებსაც არასწორი განზრახვა აქვთ. წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ ამ საკითხს მოკრძალებით განიხილავს და სასარგებლო მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას. მშობელმა არ უნდა იფიქროს, რომ სქესობრივ კავშირთან დაკავშირებული საკითხების ახსნით ბავშვის აზროვნებას რყვნის. პირიქით, თუ მშობელი ამას არ გააკეთებს, შესაძლოა ბავშვმა ვერ შეინარჩუნოს ზნეობრივი სისუფთავე.
17. როგორ ეხმარება ახალი წიგნი მშობლებს, რომ ბავშვებს სწორი თვალსაზრისი განუვითარონ სქესობრივ კავშირზე?
17 წიგნის მე-10 თავში საუბარია ბოროტ ანგელოზებზე, რომლებიც დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ქალებთან სქესობრივი კავშირი დაამყარეს. ამ თავში ბავშვების საყურადღებოდ ასეთი კითხვაა დასმული: „იცი, რა არის სქესობრივი კავშირი?“. წიგნში ძალიან მარტივად და მოკრძალებით არის ამ კითხვაზე პასუხი გაცემული. 32-ე თავში კი ახსნილია, როგორ შეუძლიათ ბავშვებს თავი დაიცვან ისეთი ადამიანისგან, რომელიც მათთან სქესობრივი კავშირის დამყარებას შეეცდება. ჩვენი ჟურნალის რედაქციამ ბევრი წერილი მიიღო, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ასეთი სწავლება უაღრესად მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი წერილის ავტორი ამბობს: „გასულ კვირას, როდესაც ჩვენი ვაჟი, ჯეივანი, თავის პედიატრთან მივიყვანეთ, მან გვკითხა, თუ გვიმსჯელია მასთან სასქესო ორგანოების შესახებ სწორ თვალსაზრისზე. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის გაგებამ, რომ ბავშვთან ამ საკითხზე ახალი წიგნის მეშვეობით ვმსჯელობდით“.
18. რა არის ნათქვამი ახალ წიგნში ეროვნული სიმბოლოების თაყვანისცემასთან დაკავშირებით?
დანიელი 3:1—30). ზოგი შეიძლება ვერ ხედავდეს, თუ რა კავშირია კერპისადმი თაყვანისცემასა და დროშისთვის სალმის მიცემას შორის, როგორც ეს ამ წიგნშია აღნიშნული. მაგრამ შენიშნეთ, რას ამბობს მწერალი ედვარდ გაფნი ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში. ის იხსენებს, რომ მის ქალიშვილს სკოლაში მისვლის პირველივე დღეს ასწავლეს „ახალი ლოცვა“. როდესაც შვილმა ამის შესახებ მოუყვა, მამამ სთხოვა, გაემეორებინა ეს ლოცვა. გაფნი ყვება: «მან გულზე ხელი მიიდო და ამაყად წარმოთქვა: „ვფიცავ, დროშის ერთგული ვიქნები . . .“». მამა განაგრძობს: «უცბად, მივხვდი, რომ იეჰოვას მოწმეები მართლები იყვნენ. ჩვენს სკოლებში სახელმწიფო დაწყებითი კლასებიდანვე „საკუთარ რელიგიას“ — ქვეყნისადმი აბსოლუტურ ერთგულებას — უწევს პროპაგანდას» (U.S. Catholic).
18 ამ წიგნის 27-ე თავში საუბარია სამ ახალგაზრდა ებრაელზე — შადრაქზე, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოზე, რომლებმაც უარი თქვეს ბაბილონელთა კერპის თაყვანისცემაზე (ღირს ძალისხმევად
19. რა ჯილდოს იღებენ მშობლები შვილების სათანადოდ აღზრდის შედეგად?
19 ბავშვის სათანადოდ აღზრდა ნამდვილად ღირს ძალისხმევად. კანზასში (აშშ) მცხოვრებმა ერთმა დედამ ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც ვაჟისგან ასეთი შინაარსის წერილი მიიღო: „ბედნიერი ვარ, რომ კარგი აღზრდის წყალობით ემოციურად იგავები 31:28). წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ ბევრ მშობელს დაეხმარება, სათანადოდ აღზარდონ შვილები და დაიცვან ძვირფასი მემკვიდრეობა.
სტაბილური და გაწონასწორებული ვარ. შენ და მამა ნამდვილად იმსახურებთ შექებას“ (20. რა უნდა ახსოვდეთ მშობლებს და რა გავლენა უნდა მოახდინოს ამან მათზე?
20 შვილები მთელ ჩვენს დროს, ყურადღებასა და ძალისხმევას იმსახურებენ. ისინი ხომ ყოველთვის პატარები არ იქნებიან! ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ მათ გვერდით იყოთ და დაეხმაროთ. ამას არასოდეს ინანებთ. ისინი შეგიყვარებენ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ შვილები ღვთისგან ბოძებული ჯილდოა. მართლაც, რა ძვირფასი მემკვიდრეობაა! (ფსალმუნები 126:3—5). ამიტომ, ისე მოეპყარით შვილებს, თითქოს ღმერთმა პირადად მოგანდოთ ეს ძვირფასი მემკვიდრეობა და, როგორც დავინახეთ, მათ აღზრდაზე ჩვენ, მართლაც, ღვთის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი.
[სქოლიოები]
^ აბზ. 13 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. იხილეთ თავი 40, „როგორ გავახაროთ ღმერთი?“.
როგორ უპასუხებთ?
• რატომ ესაჭიროებათ განსაკუთრებით ახლა მშობლებს ღვთის დახმარება შვილების დასაცავად?
• როგორ უნდა ჩავუნერგოთ ბავშვებს სიბრძნე?
• რა მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმსჯელონ მშობლებმა შვილებთან?
• როგორ ეხმარება ახალი წიგნი მშობლებს ბავშვების სათანადოდ აღზრდაში?
[სასწავლო კითხვები]
[ჩარჩო⁄სურათები 18, 19 გვერდებზე]
წიგნი ყველასათვის
წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ იმ მიზნით გამოიცა, რომ მშობლებმა ან სხვებმა ბავშვებს იესოს სწავლებები უკითხონ და მათთან ერთად იმსჯელონ. თუმცა სრულწლოვანებმაც გამოხატეს გულწრფელი მადლიერება ამ წიგნისთვის.
ტეხასში (აშშ) მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა თქვა: «წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ იმდენად მარტივი და შთამბეჭდავია, რომ ნებისმიერი ასაკის, თუნდაც ჩემ მსგავსად, 76 წლის ადამიანსაც აღძრავს მოქმედებისკენ. უღრმესი მადლობა. გწერთ ძმა, რომელიც იეჰოვას ახალგაზრდობიდან ემსახურება».
ლონდონელმა მკითხველმა აღნიშნა: „ლამაზი სურათები უსათუოდ მიიპყრობს როგორც მშობლების, ისე ბავშვების ყურადღებას და მათ გულს შეეხება. შეკითხვები ლოგიკურად და შესანიშნავი თანმიმდევრობით არის დასმული. დელიკატური საკითხები, მაგალითად, ისეთი როგორიც 32-ე თავში ირჩევა, ჩინებულად არის განხილული“. მან თავისი წერილი ასე დაამთავრა: „მართალია, ეს წიგნი, ძირითადად, იეჰოვას მოწმეთა შვილებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ვფიქრობ, მასწავლებლები და სხვა სპეციალობის მქონე ადამიანებიც დიდად მადლიერნი დარჩებიან, თუ ექნებათ ამ წიგნის თითო ეგზემპლარი. დიდი სურვილი მაქვს, ეს წიგნი ახლაც და მომავალშიც სიხარულით გამოვიყენო“.
მასაჩუსეტსში (აშშ) მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა „კარგად მოფიქრებულ სურათებთან“ დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა: „თუმცა წიგნი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, იქ განხილული საკითხები სრულწლოვანებსაც დაგვეხმარება იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში“.
„ეს შესანიშნავი წიგნია! — წამოიძახა მენაში (აშშ) მცხოვრებმა ქალბატონმა. — ის არა მარტო ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, არამედ ყველა ჩვენგანისთვის — ღვთის შვილებისთვის. ის ძალიან შეეხო ჩემს გულს და შინაგანი სიმშვიდე მომგვარა. იეჰოვასთან, როგორც მამასთან, ძალიან ახლოს ვიგრძენი თავი. მან განმკურნა ყველანაირი ტკივილისგან, რაც წლების განმავლობაში მტანჯავდა. მისი განზრახვა ჩემთვის უფრო ნათელი გახდა“. ის ასეთი სიტყვებით ამთავრებს წერილს: „ყველას მოგიწოდებთ, წაიკითხოთ ეს წიგნი“.
კიოტოდან (იაპონია) ერთმა ქალბატონმა მოგვწერა, რომ თავის შვილიშვილებს როცა ამ წიგნს უკითხავდა, ისინი ასეთ შეკითხვებს უსვამდნენ: «„რას აკეთებს ეს ბიჭი? რატომ დასაჯეს ეს პატარა გოგონა? რას აკეთებს ეს დედა? რას აკეთებს ეს ლომი?“ ეს წიგნი ჩვენთვის საინტერესო საკითხებს აშუქებს. ის ყველა წიგნზე მეტად შემიყვარდა, რაც კი ბიბლიოთეკებში წამიკითხავს».
კალგარიდან (კანადა) ერთი მამა გვწერს, რომ, როგორც კი წიგნი მიიღო, მაშინვე დაუწყო მისი კითხვა თავის ექვსი წლის გოგონასა და ცხრა წლის ბიჭს. „ბავშვებს ძალიან მოეწონათ, — ამბობს ის. — ისინი ყურადღებით მისმენდნენ და კითხვებზე ხალისით პასუხობდნენ. როდესაც ხედავდნენ, რომ მასალის განხილვაში იყვნენ ჩართულნი, სიამოვნებით გამოთქვამდნენ თავიანთ აზრებს. ამ წიგნმა გამოაცოცხლა ბავშვები; ჩემმა გოგონამ მოისურვა, ყოველ ღამე წაგვეკითხა ის“.
პირველივე შესწავლის შემდეგ ერთმა მამამ ასეთი შინაარსის წერილი მოგვწერა: «მე და ჩემმა ვაჟმა საათობით ვისაუბრეთ იეჰოვასა და მის განზრახვებზე. მას ბევრი შეკითხვა ჰქონდა, რომლებზეც ეს წიგნი პასუხობდა. თვალებზე ცრემლები მომადგა, როდესაც „ღამე მშვიდობისა“ მისურვა და მკითხა: „მამიკო, შეიძლება კიდევ ვისაუბროთ? ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს და მინდა, იეჰოვაზე ყველაფერი ვიცოდე“».
[სურათი 15 გვერდზე]
მშობლებო, რისი სწავლა შეგიძლიათ მანოახის მაგალითიდან?
[სურათი 16 გვერდზე]
ბავშვებო, რა შეგიძლიათ ისწავლოთ სამი ებრაელის მაგალითიდან?
[სურათები 17 გვერდზე]
წიგნში „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ მოცემული სურათები და წარწერები სწავლაში დამხმარე შესანიშნავი საშუალებაა.
როგორ მოიტყუა ანანიამ პეტრეს წინაშე?
ვინ ხედავს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ?