არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიური ისტორია რამდენად ზუსტია?

ბიბლიური ისტორია რამდენად ზუსტია?

ბიბლიური ისტორია რამდენად ზუსტია?

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი კიმ ჰერცოგი და თელ–ავივის უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგი მორდექ გიქონი თავიანთ წიგნში „ბიბლიაში აღწერილი ბრძოლები“ აღნიშნავენ:

„ბიბლიაში აღწერილი ბრძოლები . . .მონაგონი სულაც არ არის. საკმარის მტკიცებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, თუ მიდიანელებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ გედეონის ბრძოლას, რომელიც მსაჯულთა 6—8 თავებშია აღწერილი, შევადარებთ ჰომეროსის „ილიადაში“ აღწერილ ტროას ბრძოლასთან. ჰომეროსს შეეძლო, გეოგრაფიულ ფონად ნებისმიერი ზღვის სანაპირო და ამ სანაპიროდან არც ისე შორს მდებარე გამაგრებული ქალაქი გამოეყენებინა . . . რასაც ვერ ვიტყოდით ბიბლიაში აღწერილ გედეონის ბრძოლაზე. შეუძლებელია ასე დაწვრილებით შეთხზა საბრძოლო ტაქტიკა და უშუალოდ ბრძოლა, რომელიც კონკრეტული ტოპოგრაფიული თავისებურებების მქონე ადგილზე ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ხდება; ეს გეოგრაფიული ადგილი მოიცავს ტერიტორიას, რომელიც სიგრძით დაახლოებით 60 კილომეტრია . . . ამგვარად, იძულებულნი ვართ, ვაღიაროთ, რომ ბიბლიაში აღწერილი ეს ბრძოლა სინამდვილეს შეესაბამება და მოგონილი არ არის“.

თქვენ შეგიძლიათ გამოიკვლიოთ გედეონის ბრძოლასთან დაკავშირებული დეტალები ბიბლიურ ატლასში („ეწვიეთ მადლიან ქვეყანას“) მე-18 და მე-19 გვერდებზე მოცემული რუკის მეშვეობით *. ეს ბიბლიური მონაკვეთი ასე იწყება: „მთელი მიდიანი და ყამალეკი, და ძენი აღმოსავლეთისა შეიყარნენ ერთად, და გადალახეს იორდანე და დაიბანაკეს იზრეყელის ველზე“. გედეონმა ახლოს მცხოვრებ ტომებს მიმართა დახმარებისთვის. ბრძოლა მიმდინარეობდა ხაროდის ჭიდან მორეს ბორცვამდე, შემდეგ კი იორდანეს ველისკენ გადაინაცვლა. გედეონმა მტრები მას შემდეგ დაამარცხა, რაც მდინარე იორდანეს გადაღმა განდევნა ისინი (მსაჯულთა 6:33—8:12).

ამავე რუკაზე, ბროშურაში „ეწვიეთ მადლიან ქვეყანას“, აღნიშნულია იმ ტერიტორიის ძირითადი ადგილები და გეოგრაფიული თავისებურებები, სადაც ვითარდებოდა მოვლენები. სხვა რუკაზე (მე-15 გვერდზე) კი მოცემულია ისრაელთა ტომების ტერიტორიები. ეს ორივე რუკა დაგეხმარებათ იმის დანახვაში, რომ ბიბლიური ისტორია ზუსტია.

ამას ადასტურებს პროფესორ იოჰანან აჰარონის სიტყვებიც: „ბიბლიაში აღწერილ მოვლენებში გეოგრაფია და ისტორია ისე მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ სხვების დახმარების გარეშე ვერავინ შეძლებს მათ გაგებას“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[საავტორო უფლებები დაცულია 32 გვერდზე]

Background map: Based on maps copyrighted by Pictorial Archive (Near Eastern History) Est. and Survey of Israel