არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება მაკედონიაში

სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება მაკედონიაში

სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება მაკედონიაში

„გადმოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე“ (საქმეები 16:9). ეს სიტყვები თქვა მამაკაცმა, რომელიც მოციქულმა პავლემ ნახა ხილვაში, რადგან საჭირო იყო სასიხარულო ცნობის ახალ ტერიტორიაზე ქადაგება — იმ ქალაქებში, რომლებიც დღეს საბერძნეთს მიეკუთვნება.

დღეს მაკედონიაში ყოველ 1 840 მცხოვრებზე ერთი იეჰოვას მოწმე მოდის. მრავალ ადამიანს ჯერ არაფერი სმენია იეჰოვა ღმერთის შესახებ. აქ მცხოვრები ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის ცნობა მოისმინონ (მათე 24:14).

ღმერთმა შესაძლებელი გახადა სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება ამ ტერიტორიაზე. 2003 წლის ნოემბერში იეჰოვას მოწმეთა ოფისში, სკოპიეში (მაკედონია), ერთ დღეს მოულოდნელად დარეკეს. ეს ზარი მაკედონიის საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის ცენტრიდან იყო. მათ შესთავაზეს მოწმეებს, რომ მოეწყოთ კუთხე და ესაუბრათ თავიანთი მრწამსის შესახებ სამდღიან გამოფენაზე, რომელიც 20 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო. მართლაც რა შესანიშნავი შესაძლებლობაა, დაუკავშირდე ათასობით ადამიანს, რომელთაც არასოდეს სმენიათ სასიხარული ცნობა სამეფოს შესახებ!

იეჰოვას მოწმეები გულმოდგინედ მუშაობდნენ, რომ მოემზადებინათ და გამოფენაზე გამოეტანათ თავიანთი პუბლიკაციები მაკედონურ ენაზე. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ლიტერატურა, ასე რომ, თუ მნახველები დაინტერესდებოდნენ, მათ შეეძლოთ რამდენიმე ეგზემპლარის აღება. ამ გამოფენამ მრავალ ადამიანს მისცა საშუალება, რომ უსასყიდლოდ მიეღოთ გამომაცოცხლებელი სულიერი „წყალი“ (გამოცხადება 22:17).

გამოფენაზე მოსულ ხალხს განსაკუთრებით აინტერესებდა ისეთი პუბლიკაციები, რომლებიც მათ ცხოვრებას ეხებოდა; მაგალითად, „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ და „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“*. 98-მა ადამიანმა დატოვა თავიანთი მისამართი და იეჰოვას მოწმეებს სთხოვა, რომ მიეკითხათ მათთვის. მრავალმა მათგანმა დადებითი კომენტარები გააკეთა იეჰოვას მოწმეთა შესანიშნავი საქმიანობისა და ლიტერატურის ხარისხთან დაკავშირებით.

ერთი მამაკაცი თავის პატარა ვაჟთან ერთად მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც მოწმეებს კუთხე ჰქონდათ მოწყობილი. მან იკითხა, თუ იყო რაიმე ლიტერატურა ბავშვებისთვის. მოწმეებმა აჩვენეს მას პუბლიკაცია „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“*. მან დაათვალიერა ეს წიგნი და აღტაცებულმა ჰკითხა მოწმეებს, თუ რა ღირდა. როდესაც გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეთა საგანმანათლებლო საქმიანობა მთლიანად ნებაყოფლობითი შესაწირავების მხარდაჭერით მიმდინარეობს, ამან ის უფრო აღაფრთოვანა (მათე 10:8). მან წიგნი თავის ვაჟს აჩვენა და უთხრა: „შეხედე, რა კარგი წიგნია! ყოველდღე წაგიკითხავ ხოლმე თითო მოთხრობას!“

მოწმეების მიერ მოწყობილ კუთხეს ერთი პროფესორი მიუახლოვდა. ის ყველა რელიგიით იყო დაინტერესებული, მაგრამ განსაკუთრებით იეჰოვას მოწმეების მრწამსი აინტერესებდა. როდესაც გადაათვალიერა წიგნი „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“*, მან თქვა: „მასში ლოგიკურადაა წარმოდგენილი მასალები! ჩემი აზრით, საკითხები ზუსტად ასე უნდა იყოს წარმოდგენილი“. მოგვიანებით, მოწმეების მიერ მოწყობილ კუთხესთან მივიდა ამ პროფესორის ზოგიერთი სტუდენტი. მათ მოითხოვეს ამ წიგნის ეგზემპლარები. სტუდენტებს სურდათ, რომ შეესწავლათ ეს პუბლიკაცია. მათი აზრით, ლექტორი ამ წიგნში მოცემულ მასალებს ლექციების დროს გამოიყენებდა.

გამოფენის საშუალებით ზოგიერთ ადამიანს შესაძლებლობა მიეცა, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება პირველად მოესმინა. აქ ასევე მოვიდა ყრუ-მუნჯი ახალგაზრდების ჯგუფი, რომ ენახათ, იყო თუ არა რაიმე, რაც მათ დააინტერესებდათ. ერთი მოწმე გაესაუბრა მათ იმ გოგონას დახმარებით, რომელმაც ჟესტების ენა იცოდა. მოწმემ გამოიყენა ილუსტრაციები წიგნიდან „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ * და აუხსნა, რომ იესო კურნავდა ავადმყოფებს, მათ შორის ყრუებსაც. მათ გაუხარდათ იმის „მოსმენა“, რომ ბიბლიური დანაპირების მიხედვით იესო მალე იმავეს გააკეთებს დღეს მცხოვრები ადამიანებისთვის. მრავალმა დიდი სიამოვნებით აიღო ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა. ისინი აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ მათ მიაკითხავდა იეჰოვას მოწმე, რომელმაც ჟესტების ენა იცოდა.

მაკედონურ ენაზე გამოცემული ლიტერატურის გარდა პუბლიკაციები ასევე ხელმისაწვდომი იყო ალბანურ, ინგლისურ და თურქულ ენებზე. ერთმა მამაკაცმა, რომელმაც მაკედონური ენა არ იცოდა, ლიტერატურის რამდენიმე ეგზემპლარი მოითხოვა ინგლისურ ენაზე. „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის რამდენიმე ეგზემპლარის მიღების შემდეგ მან თქვა, რომ იცოდა თურქული. როდესაც აჩვენეს ლიტერატურა საკუთარ ენაზე, ის თვალებს არ უჯერებდა! მან დაინახა, რომ იეჰოვას მოწმეებს სურთ, ყველას დაეხმარონ.

დამოწმების მართლაც კარგი შესაძლებლობა მიეცათ იეჰოვას მოწმეებს და გამამხნევებელი იყო ამდენი ადამიანის ხილვა, რომლებმაც ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი ინტერესი გამოავლინეს! დიახ, იეჰოვამ შესაძლებელი გახადა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უფრო მეტ ადამიანს მოესმინა მაკედონიაში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 ყველა პუბლიკაცია გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]

ღირსშესანიშნავი მოვლენა!

2003 წლის 17 მაისს მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად. მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჩატარდა იეჰოვას მოწმეთა ფილიალის მიძღვნა. აქ მშენებლობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და არსებული შენობების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა.

აშენდა სამი შენობა, რომელშიც შედის ადმინისტრაციული და მთარგმნელობითი განყოფილებების ოფისები, ასევე საცხოვრებელი ოთახები, სამზარეულო და სამრეცხაო. მიძღვნის მოხსენება წარმოთქვა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა გაი პიერსმა. მიძღვნის პროგრამას დაესწრო ათი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი. ყველა აღფრთოვანებული იყო ამ ახალი ლამაზი შენობების ხილვით.

[რუკა 8, 9 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ბულგარეთი

მაკედონია

სკოპიე

ალბანეთი

საბერძნეთი

[სურათი 8 გვერდზე]

სკოპიე (მაკედონია)