ცოდნის მიღება — ახლა და მარადიულად
ცოდნის მიღება — ახლა და მარადიულად
გერმანელმა ექიმმა ულრიხ შტრიუნცმა დაწერა რამდენიმე ტომისგან შემდგარი წიგნი, სათაურით „მარადიულად ახალგაზრდა“. ის ამტკიცებს, რომ ვარჯიში, კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელს უწყობს კარგ ჯანმრთელობას და, შესაძლოა, ხანგრძლივ სიცოცხლესაც კი. მაგრამ ექიმი გარანტიას არ აძლევს მკითხველებს, რომ მისი რჩევის გათვალისწინების შედეგად ისინი მარადიულად იცხოვრებენ.
თუმცა, არსებობს ისეთი შემეცნება, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება. მარადიული სიცოცხლე კი სასარგებლო ცოდნის მარადიულად მიღების შესაძლებლობას მოგვცემს. ლოცვისას იესომ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). თავდაპირველად განვიხილოთ, რას ნიშნავს გამოთქმა „მარადიული სიცოცხლე“, შემდეგ კი განვსაზღვროთ, რა განსაკუთრებულ ცოდნაზეა საუბარი და როგორ შეგიძლიათ მისი შეძენა.
ბიბლიის თანახმად, შემოქმედი მალე დედამიწას, პირდაპირი გაგებით, სამოთხედ გადააქცევს, სადაც სათანადო პირობები იარსებებს მარადიული სიცოცხლისთვის. სამეფოს დამყარებამდე მნიშვნელოვანი საქმიანობა უნდა განხორციელდეს, ისევე როგორც ეს ნოეს დღეებში მოხდა. როგორც მათეს 24-ე თავის 37—39 მუხლებში წერია, იესო ჩვენს პერიოდს „ნოეს დროს“ ადარებს; მაშინ ადამიანები კრიტიკულ მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ „არაფერი ანაღვლებდათ“. ისინი აგრეთვე უგულებელყოფდნენ ცნობას, რომელსაც ნოე ქადაგებდა. ‘იმ დღეს, როდესაც ნოე კიდობანში შევიდა’, წარღვნამ გაანადგურა ყველა, ვინც უარი თქვა ამ ცნობის მიღებაზე. ხოლო ნოე და კიდობანში მყოფნი გადარჩნენ.
იოანე 5:28, 29). ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ ორ ასპექტს გაუსვა ხაზი. როდესაც მართას მკვდრეთით აღდგომაზე ესაუბრებოდა, იესომ თქვა: „ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება და ყოველი, ვინც ცოცხლობს და ვისაც ვწამვარ, არასოდეს მოკვდება“. ყველა ფაქტი იმაზე მოწმობს, რომ ის „დღე“ ძალიან ახლოსაა; ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ‘არასოდეს მოკვდეთ’ (იოანე 11:25—27).
იესომ აღნიშნა, რომ მსგავსი „დღე“ ჩვენს დროშიც დადგებოდა. ისინი, რომლებიც იძენენ ამ დღესთან დაკავშირებულ ცოდნას და მის თანახმად მოქმედებენ, არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ მარადიული სიცოცხლის იმედიც ეძლევათ. უფრო მეტიც, მიცვალებულები, რომლებიც ღვთის მეხსიერებაში არიან, აღდგებიან და აღარასოდეს მოკვდებიან (შემდეგ იესომ ჰკითხა მართას: „გწამს ეს?“. მან მიუგო: „დიახ, უფალო“. დღეს რომ იესოს თქვენთვის იგივე კითხვა დაესვა, რას უპასუხებდით? შესაძლოა გიჭირთ იმის დაჯერება, რომ ზოგი არასოდეს მოკვდება. მაშინაც კი, თუ ეს ასეა, უეჭველია, გულის სიღრმეში მაინც გინდათ ამის დაჯერება. დაფიქრდით, რამდენი რამის სწავლას შეძლებთ, თუ ‘არასოდეს მოკვდებით’! წარმოიდგინეთ, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ისწავლოთ ყველაფერი, რაც დღეს გინდათ, რომ იცოდეთ, მაგრამ დრო არ გაძლევთ ამის საშუალებას. ასევე დაფიქრდით, რომ კვლავ გექნებათ მკვდრეთით აღდგენილ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა! რომელია ის განსაკუთრებული ცოდნა, რომელიც ამ ყველაფერს შესაძლებელს გახდის და როგორ შეგიძლიათ მისი შეძენა?
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნის შეძენა შესაძლებელია
აღემატება ჩვენს შესაძლებლობას ღვთისა და ქრისტეს შესახებ ცოდნის მიღება? არა. შემოქმედის შესახებ ცოდნის შეძენა უსასრულო პროცესია. როდესაც „ცოდნას“ და „მარადიულ სიცოცხლეს“ ერთმანეთთან აკავშირებდა, იესოს არ მოუხსენიებია ასტრონომია და სხვა სახის მეცნიერება. ბიბლიის წიგნ „იგავების“ მე-2 თავის 1-ელი და მე-5 მუხლები გვიჩვენებს, რომ ბიბლიაში ჩაწერილი „სიტყვები“ და „მცნებები“ ღვთის შესახებ ცოდნის’ (აქ) საფუძველია. იოანეს 20:30, 31-ში კი იესო მიუთითებს, რომ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ „გქონდეთ სიცოცხლე“.
მაშასადამე, ის, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი იეჰოვასა და იესოს შესახებ, შესაძლებლობას გვაძლევს, მოვიპოვოთ მარადიული სიცოცხლე. ბიბლია უნიკალური წიგნია. შემოქმედმა სიყვარულით იზრუნა, ბიბლია ისე დაწერილიყო, რომ უსწავლელ ადამიანებსაც შეძლებოდათ საკმარისი ცოდნის შეძენა, რაც მათ მარადიულ სიცოცხლეს მოუტანდა. მსგავსად, სხარტი გონების ადამიანებს, რომლებსაც დროც აქვთ და დამხმარე საშუალებებიც, ყოველთვის შეძლებენ რაღაც ახალი ისწავლონ წმინდა წერილებიდან. თუნდაც ის, რომ თქვენ ამ სტატიის წაკითხვა შეგიძლიათ, იმის დამადასტურებელია, რომ გაქვთ სწავლის უნარი. მაგრამ, როგორ უნდა გამოიყენოთ ეს უნარი?
მთელ მსოფლიოში გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი ცოდნის შეძენის ყველაზე ეფექტური საშუალება ბიბლიის შესწავლაა იმ ადამიანების დახმარებით, რომლებიც გათვითცნობიერებულები არიან ამ საკითხში. ისევე როგორ ნოე ახმარდა ძალისხმევას თავისი თანამედროვეებისთვის ცოდნის გაზიარებას, იეჰოვას მოწმეებიც მზად არიან, თქვენთან მოვიდნენ და ბიბლიაზე გესაუბრონ. შესაძლოა მათ ამისათვის გამოიყენონ ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ან წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ *. მაშინაც კი, თუ გიჭირთ იმის დაჯერება, რომ დედამიწაზე იარსებებს სამოთხე და ღვთის ერთგული მსახურები ‘არასოდეს მოკვდებიან’, შეგიძლიათ ამ დანაპირებისადმი რწმენა ბიბლიურ თემებზე მსჯელობით განივითაროთ. ასე რომ, თუ გსურთ მარადიულად ცხოვრება ან იმის დაჯერება, რომ ეს რეალობაა, რისი გაკეთება გმართებთ? ხელიდან არ უნდა გაუშვათ ბიბლიის შესწავლის შესაძლებლობა.
რამდენ ხანს გაგრძელდება ბიბლიის შესწავლა? ზემოთ მოხსენიებული 32-გვერდიანი ბროშურა ასობით ენაზეა ხელმისაწვდომი. ის 16 პატარა გაკვეთილისგან შედგება. რაც შეეხება წიგნს „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან შემეცნებას“, თუ კვირაში დაახლოებით ერთ საათს გამოყოფთ, ამ პუბლიკაციის მეშვეობით ძირითადი ბიბლიური სწავლებების გასაგებად რამდენიმე თვე დაგჭირდებათ. ეს პუბლიკაციები ბევრს ეხმარება, საუკეთესო ცოდნის მიღებასა და ღვთისადმი სიყვარულის განვითარებაში. ღმერთი თავის მოყვარულებს მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნის მიღება, სინამდვილეში, არ აღემატება ჩვენს შესაძლებლობას; ის ადვილად ხელმისაწვდომია. ბიბლია მთლიანად თუ ნაწილობრივ 2 000–ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. იეჰოვას მოწმეები 235 ქვეყანაში სიამოვნებით ეხმარებიან ადამიანებს ბიბლიური შემეცნების მიღებაში და ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს აწვდიან; ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ გაიღრმავოთ ცოდნა.
პირადი შესწავლა
ღმერთსა და თქვენ შორის ურთიერთობა პირადი საკითხია. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ამ ურთიერთობის შენარჩუნება და განმტკიცება, და მხოლოდ ღმერთს შეუძლია გიბოძოთ მარადიული სიცოცხლე. ამიტომ, განაგრძეთ ღვთის სიტყვის შესწავლა. როდესაც ბიბლიის შესწავლის მიზნით რეგულარულად გაკითხავენ სახლში, უფრო ადვილია შესწავლისთვის დროის გამოყოფა.
ბიბლია და მის შესასწავლად დამხმარე პუბლიკაციები ‘ღვთის შესახებ ცოდნას’ შეიცავს; ამიტომ საჭიროა, გავუფრთხილდეთ და მთელი გულისყურით მოვეკიდოთ მათ (იგავები 2:5, აქ). თუ ასე მოვიქცევით, ისინი წლების განმავლობაში მოგვიტანს სარგებლობას. თუ განვითარებად ქვეყანაში ცხოვრობთ, შესაძლოა სკოლაში არ იყენებთ ბევრ სახელმძღვანელოს და, ძირითადად, მოსმენითა და დაკვირვების შედეგად სწავლობთ. მაგალითად, ბენინში 50–ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ. იქ მცხოვრებთათვის ჩვეულებრივია ოთხ ან ხუთ ენაზე თავისუფლად ლაპარაკი. თუმცა მათ არასდროს გამოუყენებიათ ამ ენების შესასწავლი სახელძღვანელოები. მოსმენის, დაკვირვებისა და ყურადღების მიპყრობის მეშვეობით რაღაცის სწავლა ღვთის კურთხევაა. თუმცა თქვენ აღმოაჩენთ, რომ წიგნებს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია პირადი შესწავლის დროს.
მაშინაც კი, თუ ერთ სახლში ბევრნი ცხოვრობთ და სივიწროვეა, შეეცადეთ, ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების შესწავლისთვის შესაფერისი ადგილი მოძებნოთ. ისინი ისეთ ადგილას შეინახეთ, რომ ადვილად ხელმისაწვდომი იყოს და არ დაზიანდეს.
ოჯახური შესწავლა
თუ მშობელი ხართ, უნდა დაეხმაროთ შვილებს, იგივე ცოდნა მიიღონ, რომელიც თქვენ შეიძინეთ. განვითარებად ქვეყნებში მშობლები შვილებს თავის გასატანად ხშირად ბევრ რამეს ასწავლიან. ეს შეიძლება იყოს საჭმლის მომზადება, შეშის მოგროვება, წყლის ზიდვა, მიწაზე მუშაობა, საქონლის მოვლა, თევზაობა და ვაჭრობა. ამას ნამდვილად შეიძლება ეწოდოს „განათლება“, რაც არსებობისთვისაა საჭირო. მაგრამ ბევრი მშობელი ბავშვს იმ ცოდნას ვერ აძლევს, რომელიც მას მარადიულ სიცოცხლეს მოუტანს.
მდგომარეობის მიუხედავად, შესაძლოა ხედავთ, რომ დრო არასოდეს გყოფნით. ეს შემოქმედმაც იცის. აი რისკენ მოგვიწოდა ღმერთმა დიდი ხნის წინათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვასწავლოთ შვილებს ღვთის გზებით სიარული: „ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ [ან ქალიშვილებს] და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:7). ამ სიტყვებიდან გამომდინარე, რატომ არ შეეცდებით, შეიმუშავოთ ოჯახური შესწავლის პროგრამა:
1. „სახლში ჯდომისას“: ყველანაირად ეცადეთ, რეგულარულად იმსჯელოთ შვილებთან ბიბლიაზე.
შეგიძლიათ ამისათვის სპეციალურად გამოყოთ დრო ყოველკვირეულად, როგორც ამას იეჰოვას მოწმეები აკეთებენ ბიბლიის შემსწავლელთათვის. მოწმეები ბიბლიაზე დაფუძნებულ ისეთ პუბლიკაციებს მოგაწვდიან, რომლებიც სხვადასხვა ასაკის ბავშვის სასწავლებლად არის განკუთვნილი.2. „გზაზე სიარულისას“: იეჰოვას შესახებ მაშინაც კი ესაუბრეთ შვილებს, როდესაც შესწავლას არ ატარებთ, და ზუსტად ისე, როგორც ამას არსებობისთვის აუცილებელი რჩევების მიცემისას აკეთებთ.
3. „დაწოლისას“: ყოველ საღამოს ილოცეთ შვილებთან ერთად.
4. „ადგომისას“: ბევრი ოჯახი ყოველ დილით განიხილავს ბიბლიურ ტექსტს, რის შედეგადაც კურთხევებს იღებენ. იეჰოვას მოწმეები ამისთვის იყენებენ ბროშურას „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“ *.
განვითარებად ქვეყნებში ბევრი მშობელი დიდ ძალისხმევას ახმარს იმას, რომ ერთმა შვილმა მაინც მიიღოს კარგი ქვეყნიური განათლება. ამგვარად შვილს შესაძლებლობა ექნება, იზრუნოს მშობლებზე ხანდაზმულობის ასაკში. მიუხედავად ამისა, თუ თავად შეისწავლით ბიბლიას და შვილებსაც დაეხმარებით ამაში, მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან შემეცნებას შეიძენთ.
დადგება ოდესმე ისეთი დრო, როდესაც ყველაფერი გვეცოდინება? არა. რამდენადაც დედამიწა უსასრულო სივრცეში მოძრაობს, ცოდნის მიღებას არ ექნება დასასრული. „ყოველივე მშვენივრად შექმნა თავის ჟამს, თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, მაგრამ საქმეს, რაც ღმერთმა მოიმოქმედა თავიდან ბოლომდე, ვერ ხვდება ადამიანი“. ცოდნის შეძენა, მართლაც, ძალიან სასიამოვნო პროცესია, რომელიც არასოდეს დასრულდება.
[სქოლიოები]
^ აბზ. 10 ორივე პუბლიკაცია გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 23 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩანართი 7 გვერდზე]
‘მარადიული სიცოცხლის მისაღებად საჭიროა ცოდნის მიღება’.
[სურათები 7 გვერდზე]
დაეხმარეთ ოჯახის წევრებს ცოდნის მიღებაში ახლა და მარადიულად.