ქრისტიანობის გავრცელება პირველი საუკუნის იუდეველთა შორის
ქრისტიანობის გავრცელება პირველი საუკუნის იუდეველთა შორის
დაახლოებით ახ. წ. 49 წელს იერუსალიმში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ იოანე, პეტრე და იესოს ნახევარძმა იაკობი, რომლებიც პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების „ბურჯებად ითვლებოდნენ“. ბიბლიაში ამ შეხვედრაზე დამსწრედ კიდევ ორი პიროვნებაა მოხსენიებული — მოციქული პავლე და მისი თანამსახური ბარნაბა. დღის წესრიგში იდგა საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაეყოთ სამქადაგებლო მსახურებისთვის უზარმაზარი ტერიტორია. პავლემ აღნიშნა: „[მათ] მე და ბარნაბას თანამშრომლობის ნიშნად მარჯვენა გამოგვიწოდეს, რათა ჩვენ უცხოტომელებთან წავსულიყავით, ისინი კი — წინადაცვეთილებთან“ (გალატელები 2:1, 9) *.
როგორ უნდა გავიგოთ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება? დაყვეს მაშინ სასიხარულო ცნობის სამქადაგებლო ტერიტორია, ერთი მხრივ, იუდეველებითა და პროზელიტებით დასახლებულ ტერიტორიად და, მეორე მხრივ, სხვა დანარჩენი ერებით დასახლებულ ტერიტორიად? თუ ამ შეხვედრაზე გეოგრაფიულად დაყვეს ტერიტორია? ამ კითხვებზე ლოგიკური პასუხების საპოვნელად საჭიროა, ვიცოდეთ გარკვეული ინფორმაცია იუდეველთა დიასპორის, პალესტინის საზღვრებს გარეთ მცხოვრები იუდეველების, შესახებ.
იუდეველები პირველ საუკუნეში
რამდენი იუდეველი ცხოვრობდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ პირველ საუკუნეში? მრავალი მეცნიერი იზიარებს ერთ–ერთ ნაშრომში მოცემულ აზრს, სადაც აღნიშნულია: „რთულია ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, მაგრამ დასაშვებია ვიფიქროთ, რომ ახ. წ. 70 წლისთვის ორ–ნახევარი მილიონი იუდეველი იუდეაში ცხოვრობდა, ხოლო ოთხ მილიონზე მეტი — რომის იმპერიაში იყო მიმოფანტული . . . სავარაუდოა, რომ იუდეველები მთელი იმპერიის დაახლოებით მეათედს შეადგენდნენ, ხოლო იმ ადგილებში, სადაც მათი დიასპორა უფრო მრავალრიცხოვანი იყო, მაგალითად აღმოსავლეთით მდებარე პროვინციებში, მოსახლეობის მეოთხედს ან მეტს შეადგენდნენ“ (Atlas of the Jewish World).
იუდეველები ძირითადად ცხოვრობდნენ აღმოსავლეთში — სირიასა და მცირე აზიაში, ბაბილონსა და ეგვიპტეში. შედარებით მცირე ნაწილი კი ევროპაში იყო. პირველი საუკუნის ზოგი ცნობილი იუდეველი ქრისტიანი სამშობლოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობდა. ასეთები იყვნენ: კვიპროსელი ბარნაბა; ჯერ პონტოში, შემდეგ კი რომში მცხოვრები აკვილა და პრისკილა; ალექსანდრიელი აპოლოსი და ტარსოსელი პავლე (საქმეები 4:36; 18:2, 24; 22:3).
უცხოეთში მცხოვრებ იუდეველებს სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. მაგალითად, ისინი ყოველწლიურად აგზავნიდნენ გადასახადებს იერუსალიმის ტაძარში და ამგვარად იღებდნენ მონაწილეობას ტაძრის ცხოვრებასა და იქ მიმდინარე თაყვანისმცემლობაში. ამასთან დაკავშირებით სწავლული ჯონ ბარკლეი აღნიშნავს: „არსებობს იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ამგვარად ფულის შეგროვებას — რასაც მდიდრების მიერ გაღებული დამატებითი შესაწირავიც ემატებოდა — უცხოეთში მცხოვრები ებრაელები მთელი სერიოზულობით ეკიდებოდნენ“.
ათიათასობით იუდეველი პილიგრიმი იერუსალიმში საქმეების 2:9—11–ში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შესახებ ჩაწერილი ცნობა. პილიგრიმები იერუსალიმში ჩადიოდნენ პართიიდან, ელამიდან, მესოპოტამიიდან, კაპადოკიიდან, პონტოდან, აზიიდან, ფრიგიიდან, პამფილიიდან, ეგვიპტიდან, ლიბიიდან, რომიდან, კრეტიდან და არაბეთიდან.
ყოველწლიურად ჩადიოდა დღესასწაულებზე. ამას ცხადყოფსიერუსალიმის ტაძრის ადმინისტრაციას მიმოწერა ჰქონდა უცხოეთში მყოფ ებრაელებთან. ცნობილია, რომ საქმეების 5:34–ში მოხსენიებულმა გამალიელმა, კანონის მასწავლებელმა, წერილები გაგზავნა ბაბილონსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში. დაახლოებით ახ. წ. 59 წელს, როდესაც პატიმრობაში მყოფი მოციქული პავლე რომში ჩავიდა, მას „გავლენიანმა იუდეველებმა“ უთხრეს: „ჩვენ არც წერილები მიგვიღია იუდეიდან შენ შესახებ და არც ჩამოსული ძმებიდან უთქვამს რომელიმეს ცუდი შენზე“. აქედან ჩანს, რომ იერუსალიმიდან რომში ხშირად აგზავნიდნენ წერილებსა და ცნობებს (საქმეები 28:17, 21).
უცხოეთში მყოფი იუდეველები ებრაული წერილების ბერძნული თარგმანით, სეპტუაგინტით, სარგებლობდნენ. ერთ ნაშრომში ნათქვამია: «სრულიად დასაშვებია, რომ უცხოეთში მყოფი ებრაელები LXX–ს [სეპტუაგინტას] კითხულობდნენ და ემიგრანტი ებრაელების ბიბლიად ანუ „წმინდა წერილებად“ თვლიდნენ». ბიბლიის ამ თარგმანს ქადაგებისა თუ სწავლების დროს ფართოდ იყენებდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანებიც.
იერუსალიმში არსებული ქრისტიანული ხელმძღვანელი საბჭოს წევრებმა იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ. სასიხარულო ცნობა უკვე ნაქადაგები იყო იუდეველებისთვის სირიაში თუ სხვაგან, მაგალითად დამასკოსა და ათენში (საქმეები 9:19, 20; 11:19; 15:23, 41; გალატელები 1:21). ახ. წ. 49 წელს შეხვედრაზე დამსწრეები, როგორც ჩანს, ქადაგების გავრცობაზე მსჯელობდნენ. მოდი განვიხილოთ ბიბლიური ადგილები, რომლებიც იუდეველებსა და პროზელიტებს შორის სასიხარულო ცნობის ქადაგებას ეხება.
პავლეს მოგზაურობები და იუდეველთა დიასპორა
მოციქულ პავლეს თავდაპირველი დავალება იყო, იესო ქრისტეს ‘სახელი გაეცხადებინა უცხოტომელებისთვის, მეფეებისა და ისრაელის ძეებისთვის’ * (საქმეები 9:15). იერუსალიმში ჩატარებული ზემოთ მოხსენიებული შეხვედრის შემდეგ პავლე განაგრძობდა იუდეველების ძებნას ყველგან, სადაც კი მოგზაურობდა (იხილეთ მე–14 გვერდზე მოცემული ჩარჩო). ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ტერიტორიის დაყოფა გეოგრაფიული თვალსაზრისით ხდებოდა და არა იმის მიხედვით, თუ ვინ იყო ამ ტერიტორიაზე დასახლებული. პავლემ და ბარნაბამ მისიონერული მსახურება რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილში განაგრძეს, ხოლო დანარჩენები სამშობლოში და რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში ებრაელებით დასახლებულ დიდ ტერიტორიაზე მსახურობდნენ.
მეორე მისიონერული მოგზაურობა პავლემ და მისმა თანამსახურებმა სირიის ანტიოქიიდან დაიწყეს; მათ გეზი დასავლეთისკენ აიღეს, გაიარეს მცირე აზია და ტროამდე მივიდნენ. იქიდან კი მაკედონიაში ჩავიდნენ, რადგან დაასკვნეს, რომ ‘ღმერთმა მიუთითა მათ, მაკედონიელებისთვის ეუწყებინათ სასიხარულო ცნობა’. მოგვიანებით ქრისტიანული კრებები დაფუძნდა ევროპის სხვა ქალაქებში — მათ შორის ათენსა და კორინთში (საქმეები 15:40, 41; 16:6—10; 17:1—18:18).
დაახლოებით ახ. წ. 56 წელს, მესამე მისიონერული მოგზაურობის დასასრულს, პავლემ დაგეგმა, დასავლეთის მიმართულებით განევრცო მსახურება და ექადაგა იმ ტერიტორიებზე, რომლებზე ქადაგებაც მას იერუსალიმის შეხვედრაზე დაევალა. მოციქული წერდა: „ვისწრაფვი, რომ სასიხარულო ცნობა გაუწყოთ თქვენც, რომში მყოფთ“ და „წავალ ესპანეთში“ (რომაელები 1:15; 15:24, 28). მაგრამ რა შეიძლება ითქვას აღმოსავლეთში მცხოვრებ საკმაოდ დიდ დიასპორაზე?
იუდეველები აღმოსავლეთში
ახ. წ. პირველი საუკუნის განმავლობაში ეგვიპტეში, და განსაკუთრებით მის დედაქალაქ ალექსანდრიაში, მრავალი იუდეველი ცხოვრობდა. ვაჭრობისა და კულტურის ამ ცენტრში ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობდა და მთელ ქალაქში იყო მიმოფანტული სინაგოგები. იუდეველი ფილონ ალექსანდრიელი ამბობდა, რომ იმ დროს ეგვიპტეში, სულ
მცირე, ერთი მილიონი ებრაელი ცხოვრობდა. ებრაელების საკმაოდ დიდი დასახლება იყო მახლობლად მდებარე ლიბიაშიც, ქალაქ კირენესა და მის შემოგარენში.ზოგი გაქრისტიანებული ებრაელი ამ ტერიტორიებიდან იყო. ბიბლიაში მოხსენიებულია „აპოლოსი, წარმოშობით ალექსანდრიელი“, „ზოგიერთი კვიპროსელი და კირენელი“ და „კირენელი ლუციუსი“, რომელიც სირიის ანტიოქიის კრებას ეხმარებოდა (საქმეები 2:10; 11:19, 20; 13:1; 18:24). ბიბლია ამის გარდა არაფერს გვამცნობს პირველ საუკუნეში ეგვიპტესა და მის მახლობლად ქრისტიანობის მსახურების შესახებ; გამონაკლისია მხოლოდ ქრისტიანი მქადაგებლის ფილიპეს შემთხვევა, რომელმაც ეთიოპელ საჭურისს უქადაგა (საქმეები 8:26—39).
სხვა დიდი ცენტრი, სადაც იუდეველები ცხოვრობდნენ, იყო ბაბილონი, რომელშიც იმ დროს პართია, მიდია და ელამი შედიოდა. ერთი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ „ტიგროსისა და ევფრატის დაბლობზე, სომხეთიდან სპარსეთის ყურემდე, აგრეთვე ჩრდილო–აღმოსავლეთის მიმართულებით კასპიის ზღვამდე და აღმოსავლეთით მიდიამდე — ყველგან სახლობდნენ ებრაელები“. „იუდაური ენციკლოპედიის“ თანახმად, ამ ებრაელთა რიცხვი 800 000–ს ან მეტს შეადგენდა. პირველი საუკუნის ისტორიკოსი, იოსებ ფლავიუსი, მოგვითხრობს, რომ იერუსალიმში ყოველწლიურ დღესასწაულებზე ათობით ათასი ბაბილონელი ებრაელი ჩადიოდა.
მოინათლა ბაბილონელი პილიგრიმებიდან ვინმე ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე? არ ვიცით, მაგრამ მათ შორის, ვინც იმ დღეს მოციქულ პეტრეს უსმენდა, იყვნენ შუამდინარეთელებიც (საქმეები 2:9). ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით ახ. წ. 62—64 წლებში მოციქული პეტრე ბაბილონში იყო. იქ ყოფნისას დაწერა მან თავისი პირველი და, შესაძლოა, მეორე წერილიც (1 პეტრე 5:13). ბაბილონი, სადაც მრავალი ებრაელი ცხოვრობდა, როგორც ჩანს, იყო იმ ტერიტორიის ნაწილი, სადაც დანიშნეს პეტრე, იოანე და იაკობი შეხვედრაზე, რომელიც გალატელთა მიმართ მიწერილ წერილშია მოხსენიებული.
იერუსალიმის კრება და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ებრაელები
იაკობი, რომელიც სხვებთან ერთად ესწრებოდა შეხვედრას, სადაც სამქადაგებლო ტერიტორიები დაყვეს, იმ დროს იერუსალიმის კრებაში ზედამხედველად მსახურობდა (საქმეები 12:12, 17; 15:13; გალატელები ). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ის თავად იყო იმის თვითმხილველი, თუ როგორ გამოეხმაურა სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ათასობით იუდეველი სასიხარულო ცნობას და მოინათლა ( 1:18, 19საქმეები 1:14; 2:1, 41).
მაშინ და მას შემდეგაც ათიათასობით იუდეველი ჩადიოდა იერუსალიმში ყოველწლიურ დღესასწაულებზე. ამ დროს ქალაქი ხალხით ივსებოდა და ჩასულებს მახლობლად მდებარე სოფლებში ან კარვებში უწევდათ ცხოვრება. „იუდაური ენციკლოპედიის“ თანახმად, ამ დროს პილიგრიმები არა მარტო მეგობრებს ხვდებოდნენ, არამედ თაყვანსაცემად შედიოდნენ ტაძარში, აღავლენდნენ მსხვერპლს და სწავლობდნენ თორას.
ცხადია, იაკობი და იერუსალიმის კრების სხვა წევრები იყენებდნენ ამ შესაძლებლობას და სტუმრად ჩასულ ემიგრანტ ებრაელებთან ქადაგებდნენ. შესაძლოა, მოციქულები ამას დიდი სიფრთხილით აკეთებდნენ მაშინ, როდესაც სტეფანეს მოკვლის შემდეგ „იერუსალიმის კრების საშინელი დევნა დაიწყო“ (საქმეები 8:1). ბიბლიური ცნობის თანახმად, ამ მოვლენამდე და მის შემდეგ, ქრისტიანთა გულმოდგინე ქადაგების შედეგად კრებები რიცხობრივად იზრდებოდა (საქმეები 5:42; 8:4; 9:31).
რის სწავლა შეგვიძლია?
როგორც ვხედავთ, პირველი საუკუნის ქრისტიანები ძალ–ღონეს არ იშურებდნენ, რათა ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ებრაელებთან ექადაგათ. ამავე დროს, პავლე და სხვები ევროპელ უცხოტომელებთანაც ქადაგებდნენ. ისინი ასრულებდნენ იესოს მითითებას, რომელიც მან თავის მიმდევრებს მისცა და მოწაფეებად ამზადებდნენ „ხალხს, ყველა ერიდან“ (მათე 28:19, 20).
მათი მაგალითიდან ვსწავლობთ, თუ რა მნიშვნელოვანია ორგანიზებულად ქადაგება, რათა იეჰოვას წმიდა სულის დახმარება მივიღოთ. აგრეთვე ვხედავთ, რამდენად სასარგებლოა მათთვის ქადაგება, ვინც ღვთის სიტყვას პატივს სცემს, და განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე მსახურება, სადაც იეჰოვას მოწმეები ცოტანი არიან. არის თქვენი კრების ტერიტორიიდან რომელიმე უბანი უფრო ნაყოფიერი? კარგი იქნებოდა ასეთი უბნების უფრო ხშირად დამუშავება. ტარდება თქვენი კრების ტერიტორიაზე რაიმე ღონისძიება, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნებოდა არაოფიციალურად და ქუჩაში ქადაგება?
ჩვენთვის სასარგებლოა არა მარტო პირველი საუკუნის ქრისტიანების შესახებ ბიბლიური ცნობის წაკითხვა, არამედ ისტორიულ და გეოგრაფიულ დეტალებთან გაცნობაც. ერთ–ერთი კარგი საშუალება, რომელიც ამაში დაგვეხმარება, არის ბროშურა: «ეწვიეთ „მადლიან ქვეყანას“»; მასში მრავალი რუკისა და სურათის ნახვაა შესაძლებელი.
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 ეს შეხვედრა, ალბათ, იმ დროს შედგა, როდესაც პირველ საუკუნეში ხელმძღვანელმა საბჭომ წინადაცვეთის საკითხი განიხილა (საქმეები 15:6—29).
^ აბზ. 13 ამ სტატიაში ყურადღება მახვილდება პავლეს მიერ იუდეველებისთვის სასიხარულო ცნობის ქადაგებაზე და არა მის, როგორც „უცხოტომელთა მოციქულის“ როლზე (რომაელები 11:13).
[ცხრილი 14 გვერდზე]
მოციქული პავლე ზრუნავს ებრაელთა დიასპორაზე
ახ. წ. 49 წელს იერუსალიმში გამართულ შეხვედრამდე
საქმეები 9:19, 20 დამასკო — „დაიწყო სინაგოგებში ქადაგება“
საქმეები 9:29 იერუსალიმი — „ესაუბრებოდა . . .
გაბერძნებულ ებრაელებს“
საქმეები 13:5 სალამინი, კვიპროსი — „იუდეველთა სინაგოგებში
დაიწყეს ღვთის სიტყვის გაცხადება“
საქმეები 13:14 პისიდიის ანტიოქია — „სინაგოგაში შევიდნენ“
საქმეები 14:1 იკონია — „შევიდნენ იუდეველების სინაგოგაში“
ახ. წ. 49 წელს იერუსალიმში გამართული შეხვედრის შემდეგ
საქმეები 16:14 ფილიპე — „ლიდია . . . ღვთის თაყვანისმცემელი“
საქმეები 17:1 თესალონიკე — „იუდეველთა სინაგოგა“
საქმეები 17:10 ბერეა — „იუდეველთა სინაგოგა“
საქმეები 17:17 ათენი — „მსჯელობდა . . . სინაგოგაში
იუდეველებთან“
საქმეები 18:4 კორინთი — „სიტყვით გამოდიოდა სინაგოგაში“
საქმეები 18:19 ეფესო — „სინაგოგაში შევიდა და
იუდეველებთან მსჯელობდა“
საქმეები 19:8 ეფესო — „სამი თვის განმავლობაში სინაგოგაში
დადიოდა და გაბედულად ლაპარაკობდა“
საქმეები 28:17 რომი —„გავლენიანი იუდეველები მიიწვია“
[რუკა 15 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ამ ვრცელი ტერიტორიიდან იყვნენ ისინი, რომლებმაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სასიხარულო ცნობა მოისმინეს.
ილირია
იტალია
რომი
მაკედონია
საბერძნეთი
ათენი
კრეტა
კირენე
ლიბია
ბითინია
გალატია
აზია
ფრიგია
პამფილია
კვიპროსი
ეგვიპტე
ეთიოპია
პონტო
კაპადოკია
კილიკია
შუამდინარეთი
სირია
სამარია
იერუსალიმი
იუდეა
მიდია
ბაბილონი
ელამი
არაბეთი
პართია
[წყლები]
ხმელთაშუა ზღვა
შავი ზღვა
წითელი ზღვა
სპარსეთის ყურე